"კეკიობის" პერიოდს და წიწილას სითბო თანაბრად სჭირდება

კარმიდამო ჩემი

"კეკიობის" პერიოდს და წიწილას სითბო თანაბრად სჭირდება

2013 აპრ 30 09:19:32
ახლა ადრიანი გაზაფხულია და საკარმიდამო ბაღჩა-ბოსტანი თუ საოჯახო-სამეურნეო საქმე ერთნაირად საზრუნავია. ბოლო წლებში განზრახ თუ ჭირის ეპიდემიით მუსრგავლებული შინაური ფრინველის კვლავ დახოცვის შიშს ჯერაც არ გაუვლია ჩვენს მხარეში და ყველა სოფელში განსაკუთრებული გულისყურითაც ეკიდებიან ქათმის წიწილას გამოჩეკვის სეზონს.

ამ მხრივ გავრცელებული ფორმაა საინკუბაციო კვერცხის მიღება, მომსახურება და გამოჩეკვა.

აღნიშნულ საქმეში წარმატებით მუშაობს ოზურგეთის მკვიდრი, ინდმეწარმე დიმიტრი შარაძე, მამასთან, თემურ შარაძესთან ერთად. მისი განმარტებით, "შინაურ პირობებში წიწილას გამოჩეკვა, ტრადიციულად ხდება, ჩვენი დიასახლისები ამ საქმისთვის თავგადადებული ზრუნავენ, თუმცა, საკმაოდ ძნელი და შრომატევადია ეს საქმე."

_ წიწილა, დაჩეკვისა და ზრდის პერიოდში, ბავშვივით მზრუნველობას მოითხოვს და მისთვის უპირველესია სითბო, შემდეგ კი _ საკვები. ჩემი გამოცდილებით, წიწილას ზრდა სწორედ სითბოზეა უფრო დამოკიდებული, თუმცა, ასევე აუცილებელია საკვები და სათანადო მკურნალობა. ამ კომპონენტების გარეშე ეს საქმე წინ ვერ წაიწევს, _ ამბობს უმცროსი შარაძე ჩვენთან საუბრისას.

საინკუბაციო საქმიანობა ათიოდე წლის წინ დაიწყო. მართალია, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან არც ისე შორს, სულხან საბას ქუჩაზე ცხოვრობს, მაგრამ "ქალაქურ პირობებშიც" შესანიშნავად შეძლო დიდი საბუდარის _ საჩეკი ინკუბატორის კეთილმოწყობა, რომელიც ერთი საჩეკისა და სამი კარადისგან შედგება. მასში 45 ათასი ცალი კვერცხი ეტევა და ამდენივე წიწილა იჩეკება. როგორც ბატონი თემური ამბობს, ჩავარდნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რეაგირებს და სამაგიერო კვერცხს ამატებს, რაც უდანაკარგო შედეგს აძლევს, საბოლოო ჯამში კი რეგიონში სანდოობით სარგებლობს და კლიენტიც არ აკლია.

_ მოსახლეობისგან საინკუბაციო კვერცხის მიღებას ვახდენთ პერიოდულად. 21 დღის შემდეგ კი დამკვეთს გამოჩეკილ წიწილებს ვაბარებთ. თან რჩევა-დარიგებასაც ვაძლევთ. უმთავრესია, "კეკიობის" (გამოჩეკვის) დროს ინკუბატორში თანაბარი ტემპერატურა იყოს. ეს, ასევე, უპირველესია ახალგამოჩეკილი წიწილებისთვის, ზრდის პერიოდში. ცოტა საკვების მიკლება ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს, როგორც სიცივე, _ ამბობს ბატონი თემური და გვაჩვენებს წიწილების სათავსსაც, სადაც ცალკე ზრდის წიწილებს და შემდეგ, ზაფხულის პერიოდში გაჰყავს სარეალიზაციოდ.

_ მე, ჩემს ოჯახთან ერთად, ჩართული ვარ ამ საქმეში და ხალხს შეღავათიან ფასში ვემსახურებით. საშუალოდ ზრდასრულ წიწილებს ნისიადაც, თხილის სეზონამდე ვატანთ ჩვენს კლიენტებს. ეს ორმხრივი ხელშეწყობის პრინციპი კარგად მუშაობს და მომხმარებელი კმაყოფილი გვყავს, _ ამბობს თემურ შარაძე

ოჯახის უფროსს, თემურ შარაძეს ოზურგეთში ვეტაფთიაქიც აქვს გახსნილი და აქაც წარმატებულად საქმიანობს. ეს აფთიაქი უფრო ადრე გახსნა, ვიდრე სამეურნეო საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს. პროფესიით ვეტერინარია, შვილთან, დიმიტრისთან ერთად, საქმეს კარგად აუღო ალღო. მომხმარებელი საჭირო მედიკამენტებს მისივე რეკომენდაციით იძენს და წიწილების გამოჩეკვის დამკვეთთა უმეტესობა მასთან შინაურულ, მეგობრულ დამოკიდებულებაშია.

_ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა მაძლებინებს, თორემ ეს ისეთი შრომატევადი საქმეა, შეიძლება, გამჭირვებოდა კეთება. იმდენი შემოსავალი არ აქვს, რამდენიც შრომა და წვალება სჭირდება, მაგრამ ოჯახს ვარჩენ და ლუკმაპური არ გვიჭირს, _ ამბობს ჩვენი მასპინძელი.

თემურ და დიმიტრი შარაძეების მშობლიური სოფელი ჯუმათია. იქ საყანე ფართობი აქვთ და ხუთ ტონამდე სიმინდს იწევენ. შემდეგ კი საკუთარ ოჯახში მოწყობილ საფქვავ და საცრელ საამქროებში ატარებენ ფრინველების საკვების მისაღებად.

_ ყველანაირად მობილიზებული ვარ, სიმინდის ეს რაოდენობა მაინც არ მყოფნის და როცა გამითავდება, ვყიდულობ. უმთავრესი ყურადღება კი ორმაგი კვების მქონე ელექტროგენერატორზე მაქვს გადატანილი, რადგან შუქმა და სითბომ რომ მიმტყუნოს, ზარალს კარგახანს ვერ ავანაზღაურებ, _ ფუსფუსებს მამა მასპინძელი და გული წყდება მამისეულ ოჯახსა და საკარმიდამოზე სოფელ ჯუმათში, რომელსაც მისივე თქმით, სათანადოდ ვერ უვლის.

_ იაფი კრედიტი რომ ეღირსებოდეს ხალხს, აუცილებლად გავაფართოვებდი ჩემს მცირე ბიზნესს და ასე ნანატრ მამულსაც მივხედავდი ჩემს ჯუმათში, იქაურობის სევდა მაწუხებსო, _ ალალად ჩაილაპარაკა და ბოდიშით დაგვემშვიდობა.




 ახალი ამბები
  • მეტროსადგური თავისუფლების მოედნის ესკალატორი რამდენიმუ წუთით გაჩერდამეტროსადგური თავისუფლების მოედნის ესკალატორი რამდენიმუ წუთით  ... ...
  • "ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება?"ანიტას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ინფორმაციას ბავშვის მდგომარების შესახებ ფეისბუქზე მისი მშობლები ავრცელებენ. „მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა, არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი. არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ? სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!! “ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!“_ წერს ანიტას მამა. ცნობისთვის,  2 წლის ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. თუმცა, ავსტრიამ ოპერაციაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები იტალიასთან დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ, ქვეყანამ უარი თქვა. გუშინ გადაწყდა, რომ ანიტასთვის შესაძლებელი იყო ოპერაცია მინსკში გაეკეთებინათ და ერთგვარი შეთანხმებაც შედგა, თუმცა, სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე – “ანიტასთვის” ოჯახის ახლობელმა მარიკა ხუციშვილმა წუხელ გვიან ღამით დაწერა, რომ მინსკი ოპერაციაზე უარს ამბობს, რადგან ამ ოპერაციას იქ 10 წლამდე ბავშვებს არ უკეთებენ. მიუხედავად ამისა, ხუციშვილი წერს, რომ მოლაპარაკებები ბელორუსთან და იტალიასთან ისევ გრძელდება, ასევე დაწყებულია მოლაპარაკება ინდოეთთან. ანიტას ოჯახის მეგობრები და გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ანიტასთვის ოპერაციის გაკეთების მოთხოვნით აქციის გამართვასაც ... ...
  • აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოჰყვათბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. საგარეჯოში მერის ავტომანქანა სამარშუტო ტაქსს შეეჯახა.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ. ავარიის დროს გურჯაანის მერიის პრესსამსახურის სპეციალისტმა დაზიანება თვალის არეში მიიღო. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ამ დროისთვის დაშავებულებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს. ... ...
  • "გაიმასქნებული" საქმე რომ ჰქვია, ისეთია ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება"10 დეკემბერს, "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სადაც, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის. როგორც ლიხაურელები გვეუბნებიან, სოფლის მოსახლეობის სრული უმრავლესობა წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში ქვესადგურების დასადგმელად თუ სავარაუდო ელექტროგადამცემი ხაზების გასაბმელად დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სანამ საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და არ ექნებათ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსი" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელს, შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც სოფელ ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე იმყოფებოდა: _ მე ვარ კომპანია "გეოგრაფიკის" წარმომადგენელი, ეს არის საქართველოს ელექტროსისტემის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელთა ნაკვეთშიც, სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია. _ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა... _ ამიტომ, დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები. საჯარო შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, შევთანხმდებით, _ გვითხრა ფხაკაძემ. თუმცა, შეთანხმებაზე ჯერ საუბრის გაგონებაც არ სურს ლიხაურელთა უმრავლესობას. მოვუსმინოთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც ლიხაურელები ენდობიან და მიიჩნევენ, რომ მათ აზრს ეს ადამიანები შეულამაზებლად ახმოვანებენ.  დოდო დონაძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე: "მე ვიყავი წინა პრეზენტაციაზე. დღეს მეორედ მოსულან. დღის 12 საათზე რომ დანიშნავ შეხვედრას, გასაგებია, რომ ხალხის მოსვლა არ გინდა. სოფელში სკოლაა და აქ მნიშვნელოვანი ბირთვია თავმოყრილი, ვისი აზრიც გასათვალისწინებელია. თუმცა, ვერ მივიდოდნენ მარტივი მიზეზით _ სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლით. გარდა ამისა, პირველად როცა მოვიდნენ, გარკვევით ვუთხარით, რომ ასეთ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა იყვნენ ენერგეტიკოსები, ფიზიკოსები, ვინც პასუხს გასცემს კონკრეტულ კითხვებს. მოვიდნენ, ილაპარაკეს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უსაფრთხოა. თქმა კმარა? ხალხს უნდა უთხრან სიმართლე რისკების შესახებ და ამის შემდეგ ადამიანები თავად გადაწყვეტენ, გაკეთდეს თუ არა ქვესადგური იქნება თუ სხვა რამ. ჩვენ ვიცით, რომ ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტები უნდა გახორციელდეს, ინტერნეტი საჭიროა და არავინ არის კატეგორიულად წინააღმდეგი. ხალხი არ იყო ინფორმირებული, ამიტომ პირველ შეხვედრაზე წინააღმდეგნი წავიდნენ. მოსულებმა საკმაოდ შემოგვიტიეს. რომ იძახიან, განცხადება ლიხაურის ადმინისტრაციულ გვერდზე დევსო, რამდენი კითხულობს მაგ გვერდს? რა დიდი ჯაფა უნდა იმას, რომ ხალხი დაიბარონ, მოვიდეს მცხოვრებთა უმრავლესობა და სპეციალისტების მეშვეობით უთხრან სიმართლე. დამფრთხალია ხალხი, რომ ამბობენ, 400 მეტრზე მეტად სიახლოვე არ შეიძლებაო, ჰგონიათ, ყველა დაავადდება. ყველაფერი ხომ ადამიანის საკეთილდღეოდ კეთდება და თუ სიცოცხლისთვის საშიში იქნება ეს ყველაფერი, ვის რად უნდა?" _ ამბობს დოდო დონაძე და მიიჩნევს, რომ სოფელში უნდა გაიმართოს სერიოზული საჯარო განხილვა. ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ლიხაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაია გოგორიკიძე _ ის განსაკუთრებით უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ "საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რატომღაც სულ ცდილობენ, ყოველი შეხვედრა კამერული და დახურული იყოს: _ როცა სამი სოფლის, ლიხაურის, მაკვანეთის და შემოქმედის მოსახლეობის ბედთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ათკაციან შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს, გაიყვანონ თუ არა მაღალი ძაბვის ხაზები? ჩვენ პროგრესს კი არ ვუშლით ხელს, გვაღიზიანებს სიცრუე, როცა აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და რამდენიმე ადამიანს ფორმალურად ეძახიან. "გაიმასქნებული" საქმე რომ ჰქვია, ისეთია საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება ლიხაურში. რომ მოვუსმინე, ისე საუბრობდნენ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ და უფრო სოციალურ საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ვის რამდენი გადაუხადონ ნაკვეთში, სადაც ელექტროსადენებს გაიყვანენ. გაჭირვებულ ხალხზე აპელირება ადვილია. უნდა უთხრან ღიად და დამაჯერებლად ხალხს, ფიზიკოსების და სხვა სპეციალისტთა თანდასწრებით და დახმარებით, რა რისკი არსებობს, რა მანძილით იქნება დაშორება დასახლებულ მოსახლეობასთან და ასე შემდეგ. ნუ იტყუებიან, _ თქვა მაია გოგორიკიძემ და გვთხოვა, ისე გაგვეხმოვანებინა ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ, რომ არავის ეგონოს ხალხი პროგრესის და ცივილიზაციის წინააღმდეგია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ლიხაურიდან, გიორგი თოიძე აღელვებული საუბრობდა მეორე შეხვედრის შესახებ, როცა სოფელში ელექტროსისტემის წარმომადგენლები, იმ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასაზომად მოვიდნენ, ვის მიწაზეც, სავარაუდოდ, ეს ხაზები გაივლის: _ არც ქვესადგურის ზომა იცოდნენ, რამდენ კილოვატიანი იქნება. მაგისთვის სხვა ჩამოვაო, _ გვითხრეს. მათ აინტერესებდათ მხოლოდ იმ ადამიანებთან მოლაპარაკება, ვის ნაკვეთშიც ხაზი გაივლის და ეს იმას ხომ ნიშნავს, რომ არავის არაფერს ეკითხებიან და უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი?! მხოლოდ 13 ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე და ფაქტობრივად, ჩაიშალა, წავიდნენ უკან. ხალხს სჭირდება სიმართლე, რამდენად საშიშია მოსახლეობის სიახლოვეს ეს ქვესადგურები და ხაზები. სულაც უსაფრთხო რომ იყოს, როცა ადამიანს არ ეუბნები და ისე წყვეტ, გაიარო თუ არა მის ეზოში, ძალაუნებურად, ნდობის ფაქტორი წაიშლება და სიმართლეც ტყუილი ეგონება, _ თქვა გიორგი თოიძემ "გურია ნიუსთან" საუბარში. გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" თავმჯდომარე, ლიხაურის მკვიდრი ირმა გორდელაძე: _ სოფელი ლიხაურის ტერიტორიაზე, საქართველოს ელექტროსისტემის მიერ, იგეგმება მაღალი ძაბვის ელექტროხაზების გაყვანა და ქვესადგურების აშენება. ეს გაივლის ლიხაურს, მაკვანეთის ნაწილს და შემოქმედს. როცა პირველი შეხვედრა შედგა, ეს იყო მოუმზადებელი, ზედაპირული პრეზენტაცია. "ჩიტის ბუდეც არ დაზიანდებაო" _ სასაცილო საუბარიც კი დაიწყეს. 25 ადამიანი ესწრებოდა იმ პირველ შეხვედრას და პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მეორე შეხვედრა თუ იყო დაგეგმილი, არც ვიცოდი. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. ვნახე 8 ლიხაურელი, სამი შემოქმედელი და ორი _ მაკვანეთელი ადამიანი. იქ სოფელი არ იყო. ვიცი სოფლის პოზიცია ამ საკითხის ირგვლივ. გარდა ამისა, ლიხაური ტურისტული ზონაა. ის არის მარგალიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. ამ სადენების გაყვანა შესაძლებელია მისი აცილების გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყის ზოლიდან უნდა მოხდეს გადასვლა, სოფლის ტერიტორიის გარეთ. როგორც მითხრეს, მიწის რეგისტრაციაზე იყო საუბარი ამ მეორე შეხვედრაზე. სადაა აქ სოფელი, ან მიწის რა რეგისტრაციას ახდენთ, ეს არის გასაიდუმლოებული, უკანონო ქმედება-მეთქი. მითხრეს, ჩვენ იმ მცხოვრებთა სია, ვის ნაკვეთშიც უნდა გაიაროს ხაზებმა, მერიამ გადმოგვცაო. ახლა ეს ყველაფერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა გავარკვიო. ვახმოვანებ მოსახლეობის აზრს _ ხალხი ითხოვს საჯარო განხილვას! _ ამბობს ირმა გორდელაძე. "გეოგრაფიკის" წარმომადგენლის განცხადების თაობაზე, რომ საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა სპეციალური მიმართვა, "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს: "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტებს გურიის რეგიონში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ითხოვს, გახორციელდეს მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია ელექტროგადამცემი ხაზის სავარაუდო განთავსების ზოლში. გამარჯვებული კომპანიაა შპს "გის და დზ", საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი". მათი მოთხოვნაა, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობა. საჯარო განხილვა დაგეგმილი იყო სოფელ ლიხაურში და უახლოეს მომავალში კიდევ ... ...
  • "მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!"სუფსაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, წლებია, მოსახლეობა უგზოობას უჩივის.  მართალია, პერიოდულად ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად გზის დაგრეიდერებას ახორციელებს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს _ დროის მოკლე მონაკვეთში გზა ისევ გამოდის მწყობრიდან და უამინდობისას მთლიანად წყლით იფარება. "რამდენიმე წელია, რაც ეს პრობლემა დგას და არაერთი დაპირების მიუხედავად, რომელი მთავრობა გააკეთებს, ღმერთმა იცის.  გულსატკენია, რომ არასდროს გამოუჩნდა ჩვენს სოფელს პატრონი, ცოტა მაინც რომ მოხედოს, ყველა თავის ჯიბესა და სკამისთვის  იბრძვის. ჩვენივე ბრალია ამ დღეში რომ ვართ _ ის შინაურია და ვერ ვიტყვი, ის მეგობრის შვილია... ხალხი არ ვარგივართ, მეტი არაფერი. მოიყვანენ გრეიდერს, გადაატარებენ, თვითონ საქმეში კი ეთვლებათ და თანხებიც იხარჯება, მაგრამ, საბოლოოდ, პრობლემის მოგვარებას ეს არ შველის _ მოკლე ხანშივე უვარგისი ხდება გზა, უშველებელი ორმოები ჩნდება და წყლით ისე იფარება, ნავი კი არა, გემი ხდება საჭირო გასავლელად. ვენეციაში ვცხოვრობთ გვგონია და არა სუფსაში", _  ამბობენ სუფსის მცხოვრებლები და  ჩვეული გურული იუმორის მოშველიებით  ხელისუფლების წარმომადგენლებს რჩევასაც აძლევენ: "აქ ორი ცალი "სპასატელნი ჟილეტიც"  რომ ჩამოკიდოთ, თქვენთვისვე იქნება კაი, მუნიციპალიტეტის მიღწევების შესამოწმებლად წამოსულები რომ არ დაგვეხრჩოთ". როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის თაობაზე არა ერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ განათავსეს მდგომარეობის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა, მაგრამ ამაოდ,  წლების მანძილზე ეს გზა მაინც ვერ მოხვდა გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში.  "ხალხი არ ვარგივართ _ რას ვერჩით სხვას? გზის ნაცვლად ხომ გაგვიკეთეს 200-ათას ლარიანი პარკი, სანაგვედ რომაა იქაურობა ქცეული?! ისე, იცოცხლე, არის  დაპირებები, გაკეთდებაო, მარა დაპირებებს იქეთ საქმე არ წასულა, თუ არ ჩავთვლით წელიწადში ორჯერ გრეიდერის გადაგრუხუნებას.  ყველას ეზარება ამ გზაზე შემოსვლა, არადა რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, თან ბათუმისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, მარა, სადაა გზა?!  იმდენჯერ დაიდო სოციალურ ქსელში ამ გზის სურათები და ვიდეოები, რომ მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!  გადმოგვხედეთ, ხელისუფალნო, მაღალი სკამებიდან!" _  თხოვნით მიმართავენ ადგილობრივები ხელმძღვანელ პირებს და   პრობლემის გადასაჭრელად  "ალტერნატიულ"  ვერსიასაც  სთავაზობენ: "თუ საშველი არაა, გადავხუროთ ეს ქუჩა, ზამთარში  გავყინოთ და ჰოკეის და ფიგურული სრიალის შემსწავლელი წრე გავხსნათ, ზაფხულში კი _ ცურვის".  სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ კუკულავა "გურია ნიუსთან" საუბრისას დაპირებას იძლევა, რომ 2020 წლისთვის  რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელდება: "ამ ეტაპზე ეს გზა დაგრეიდერებულია, თუმცა, სამომავლოდ გეგმაშია მისი სრული რეაბილიტაცია. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის ჩასმულია მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, აქ სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და სოფელ  წყალწმინდამდე  მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...