რეალური პერსპექტივები სოფლის მეურნეობაში

კარმიდამო ჩემი

რეალური პერსპექტივები სოფლის მეურნეობაში

1970 იან 1 04:00:00
2011 წლის ბოლოს, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო: "ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში", მოხსენებით წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ გახოკიძე. მოხსენებამ საკითხზე: "ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული მეთოდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში", იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მეორე დღესაც თხოვეს, მოხსენება ხელახლა წაეკითხა. გარდა ამისა, ქართველ მეცნიერს წილად ხვდა პატივი, საბოლოო სიტყვა ეთქვა კონფერენციის დახურვის დღეს. რამაზ გახოკიძის შრომები მიიჩნიეს იმ ძალად, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად დააჩქაროს სოფლის მეურნეობის განვითარება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის საკვებით მომარაგებისა და გარემოს გაჯანსაღების საქმეში.

პროფესორი რამაზ გახოკიძე მიიჩნევს, რომ მიწათმოქმედების გადაჭარბებულმა ქიმიზაციამ მიწა ნარკომანი გახადა და შეამცირა მიწის ნაყოფიერება.

თუ რა არის მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, ამის შესახებ და კიდევ პარალელურ საინტერესო საკითხებზე, "კარმიდამო ჩემი" ესაუბრა უამრავი რეგალიის მქონე პროფესორს, რომლის ბოლოდროინდელმა კვლევამ ახალი გზა გაუხსნა სამკურნალო-პროფილაქტიკური სოფლის მეურნეობის პერსპექტივებს.

რამაზ გახოკიძე: _ მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდს, დღეს მსოფლიოში რეგულატორებით ზემოქმედება წარმოადგენს. თითოეული ახალი რეგულატორის შესაქმნელად უცხოური ფირმები ათეული მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატები ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისგან. მაგალითად, ინგლისის ერთ-ერთ ფირმას ერთი ახალი პესტიციდის შესაქმნელად 7 წელი სჭირდება და 30 მილიონი დოლარი ჯდება, ხოლო ზრდის რეგულატორების შექმნა 100-ჯერ ძვირი ჯდება.

_ თქვენ მიერ რა ტიპის ბიორეგულატორებია შექმნილი?

_ ახალი სამეცნიერო მიმართულების _ აგრობიოორგანული ქიმიის მიღწევების საფუძველზე, ჩვენ მიერ შექმნილია ახალი ტიპის, ბუნებრივი წარმოშობის არატოქსიკური ბიორეგულატორები, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბით ანალოგები არ გააჩნიათ. ისინი მცენარეთა სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდით, შხამქიმიკატების გამოუყენებლად, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მიღების და იმუნიტეტის რეგულირების საშუალებას იძლევიან. ეს სიახლე დაავადებებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების მიმართ მცენარეთა მდგრადობის მძლავრი საშუალებაა. იგი ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებისა და მიწის მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოყენების საშუალებას იძლევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისედაც მცირემიწიანი საქართველოსთვის. ეს პრეპარატები რიგ შემთხვევაში ორჯერ და სამჯერ ზრდიან მარცვლოვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოსავლიანობას.

_ ბატონო რამაზ, მოსავლის რაოდენობის ზრდას ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდა თუ ახლავს თან?

_ რა თქმა უნდა, იზრდება მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები (ცილა, ამინოჟავები, ვიტამინები, იოდი და სხვა ძვირფასი მიკროელემენტები), ხოლო რადიაციის და მძიმე მეტალების შემცველობა მცირდება.

_ თქვენეული პრეპარატებით, ვთქვათ, სიმინდის მარცვლეულის დამუშავების შემდეგ, მასში ორგანიზმისთვის აუცილებელი რომელი ნივთიერება რა პროცენტით იზრდება?

_ სიმინდის მარცვალში ორგანიზმისთვის აუცილებელი, შეუცვლელი ნივთიერება ლიზინი იზრდება 80%-ით, უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი იოდი იზრდება 960%-ით, სელენი - 200%-ით.

_ მაინც რა იშვიათი ეფექტი გააჩნია ხსნებულ ამინომჟავებს?

_ ამინომჟავებზე მოთხოვნილება ყოველწლიურად მატულობს, როგორც მეცხოველეობაში, ისე, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულ ანტისხეულების წარმოქმნასთან, რაც განაპირობებს ინფექციებისადმი მდგრადობის გაზრდას. მაგალითად, ერთ ტონა მშრალ ულუფაში ერთი კილოგრამი ლიზინის დამატებით ღორების წონა საშუალოდ 22%-ით იზრდება. ხოლო საკვების ხარჯი, ნამატის ერთეულზე გადაანგარიშებით, 18%-ით მცირდება.

_ სელენის დეფიციტსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკაზე რას გვეტყვით?

_ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათი მკურნალობა მსოფლიო მასშტაბით რჩება აქტუალურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად. ეს არა მარტო მედიცინის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის საგანიცაა. ყურადსაღებია, რომ სელენის მკვეთრი დეფიციტი ბავშვებსა და ახალშობილებში დაბადებიდანვე იწვევს გულის გაგანიერებას, მოზრდილებში კი - გულის მზარდი უკმარისობის ჩამოყალიბებას, რასაც ხეიბრობამდე და ლეტალურ დასასრულამდე მივყავართ. სელენის დეფიციტი იწვევს ლობიდოსა და შობადობის დაქვეითებას, რაც მკვეთრად გამოჩნდა ინგლისის შემთხვევაში. იქაურმა მთავრობამ პრობლემა სწრაფად მოაგვარა, ქვეყანაში სელენით გამდიდრებული ხორბლის შეტანით.

_ ჩვენს ქვეყანაში რომელი მიკროელემენტების სერიოზული ნაკლებობაა საკვებ პროდუქტებში და თქვენ მიერ მიწოდებულ მეთოდს რა ეფექტი აქვს?

_ ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება იოდდეფიციტურ არეალს. იოდის დეფიციტი კი ხელს უწყობს ენდემური ჩიყვის, ბავშვთა არასრულფასოვანი განვითარების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას. თუმცა, ჩვენს მოსახლეობაში ხშირად არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის იოდის, სელენისა და სხვა მიკროელემენტების ნაკლებობა საკვებ პროდუქტებში. მეცნიერ მედიკოსთა გამოკვლევით დადგენილია, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული მეთოდი სავსებით შესაძლებელს ხდის, თანაც ძალიან დიდი ალბათობით, ორი უმთავრესი დაავადების - კარდიომიოპატიისა(გულის გაგანიერება) და ჩიყვის პრევენციას (თავიდან აცილებას).

_ ბატონო რამაზ, დავუბრუნდეთ ისევ მცენარეებს. თქვენი ბიორეგულატორების გამოყენებით, სხვა სიკეთესთან ერთად, მცენარეთა ყინვაგამძლეობა თუ იზრდება?

_ დიახ, ახალი ბიორეგულატორების გამოყენებით მკვეთრად იზრდება ყინვაგამძლეობა და ამასთანავე, რამდენიმე წლით ჩქარდება ნაყოფმსხმოიარობა. მაგალითად, ცნობილია, რომ ლიმონის მცენარის ინფექციურმა დაავადებამ - მალსეკომ თითქმის მთლიანად გაანადგურა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო "ახალქართული" ჯიშის მაღალხარისხოვანი ჯიშის ლიმონის პლანტაციები. ახალი პრეპარატის გამოყენებით შესაძლებელია ამ საშიში დაავადების თავიდან აცილება და ლიმონის ყინვაგამძლეობის გაზრდა, რაც ამ უნიკალური ლიმონის ჯიშის პლანტაციების აღდგენის საშუალებას მოგვცემს.

_ კონკრეტულად, რომელი პრეპარატი მიგაჩნიათ ცხოველთა და ფრინველთა პროდუქტიულობის გადიდების საუკეთესო საშუალებად?

_ ასეთია, მაგალითად, ბიორაგი. ის შესანიშნავი, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი პრეპარატია. გარდა პროდუქტიულობის ზრდისა, ის დაავადებათა მიმართ გამძლეობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. საკვებში მისი დამატება ზრდის ფრინველისა და ცხოველის წონას, უმჯობესდება ხორცის გემო და კვებითი თვისებები, იზრდება ფრინველთა კვერცხმდებლობა, საქონლის წველადობა. ახალი პრეპარატების გამოყენება ეფექტურია მეთევზეობაშიც _ მნიშვნელოვნად მატულობს ქვირითის დაყრა. აღნიშნულ პრეპარატებს არ გააჩნიათ ანალოგი მსოფლიოში. სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში კი ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერული მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ დიდ შედეგს მისცემს სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას და პროფილაქტიკურ მედიცინას.

_ ჩვენთან მეაბრეშუმეობა, ლამის, ეროვნულ საკითხთან იყო გაიგივებული. რაიმე შესაძლებლობა თუ გააჩნია თქვენს მეთოდს, რომ ეშველოს თუთას და ეს პროცესი დაიძრას?

_ მეაბრეშუმეობა, როგორც ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული დარგი, ჩვენი დიდი ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც მცირე დროში შეუძლია, ქვეყანას მნიშვნელოვანი შემოსავალი მისცეს. მის განვითარებას ჩვენში ძველთაგანვე ხელს უწყობდა ბუნებრივი პირობები, კარგი საკვები ბაზა და მსოფლიო ბაზარზე ქართული აბრეშუმის ძალიან დიდი მოთხოვნილება. უკანასკნელ პერიოდში მეაბრეშუმეობის საკვებ ბაზაზე განსაკუთრებით უარყოფითი, დამღუპველი გავლენა მოახდინა თუთის ხის ინფექციურმა დაავადებამ "ფოთლის სიხუჭუჭემ", რის შემდეგაც ჩვენში თუთის და საკვები ბაზის 80%-ზე მეტი განადგურდა. ამ დაავადებასთან ბრძოლა ძალიან რთულია და მისი თავიდან აცილების რადიკალური ღონისძიება მსოფლიოში, ჯერჯერობით, არ არსებობს. მეაბრეშუმეობისთვის აღდგენისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვები ბაზის აღდგენას, თუთის ფოთლის სიუხვესაც და მაღალი ხარისხიანობის უზრუნველყოფას. თავის მხრივ მეაბრეშუმეობის აღდგენა შესაძლებელს გახდის, დასაქმდეს სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მრავალ რეგიონში. აგრობიოორგანული ქიმიის მიღწევების გამოყენებით, შესაძლებელია ამ საშვილიშვილო პრობლემის გადაჭრა.

_ ბატონო რამაზ, რამდენად შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში გურიის რეგიონში გამოყენებული იქნეს თქვენ მიერ შექმნილი ბიოსტიმულატორები?

_ ჩვენ უახლოესი პერიოდისტვის შემუშავებული გვაქვს გურიის რეგიონისთვის ამ პრეპარატის ნაწილობრივ გამოყენება, გურიის მხარის სოფლის ტურიზმისა და კურორტების ასოციაცია "პონტოს" პრეზიდენტთან გურამ იობიშვილთან ერთად.




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს