აღვადგინოთ ქართული დაფნა


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

6 აპრ. 2020, 15:01:13

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და ციტრუსების შემდეგ, ერთ-ერთ შემოსავლიან კულტურად ითვლებოდა. იმ პერიოდისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 6-7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყო, მცირე ნაწილი გადიოდა ექსპორტზე.

დღეისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 1500 ჰა-მდე აღირიცხება ცალკეული ნარგაობის სახით. ყოველწლიურად 4-5 ათასი ტონა პროდუქცია გადის ევროპისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს, ცალკეულ კომპანიებს, კერძო მოსახლეობას ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა. შესაბამისად, გაიზარდა მომართვიანობა, რათა დაფნის კულტურა შევიდეს პროგრამა _ "დანერგე მომავლის" მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ჩამონათვალში.

უნდა აღდგეს და გაძლიერდეს თუ არა საქართველოშიდაფნის კულტურა?

2017 წელს ა(ა)იპ "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" მიერ, USAID/REAP-ის დავალებით ჩატარებული კვლევა-ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს საქართველოში დაფნის წარმოების არსებულ და პოტენციურ მოცულობებს, ასევე, რეალურად მისაღწევ ხარისხის სტანდარტებს და საექსპორტო შესაძლებლობებს. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტზე.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 500 ჰექტრამდე დაფნის ერთეული ხეები, საიდანაც საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 3-დან 5 ტონას უდრის. მთლიანი წლიური მოცულობა შეადგენს 4-5 ათას ტონა დაფნის გამომშრალ ფოთოლს. საქართველოში მოქმედი დაფნის მწარმოებელი კომპანიები ნედლეულს, უმეტესად, მცირე საკარმიდამო ნაკვეთებიდან იძენენ, რომელთაგან თითოეულს, საშუალოდ, 2.5 ტონა დაფნის ნედლი ფოთლის (თავისი ნედლი ღეროებით) მიწოდება შეუძლია. დაახლოებით, 5 კგ. ღეროიანი ნედლი ფოთოლია საჭიროა 1 კგ. გამომშრალი დაფნის ფოთლის საწარმოებლად.

სტატისტიკური მონაცემებით, ათი ათასი საკარმიდამო ნაკვეთია ჩართული დაფნის ნედლეულის მიწოდებაში. ამჟამად საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს დაფნის საკუთარი პლანტაცია.

დანარჩენი 97% კერძო საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეძენილი ნედლეულია. ამ დროისთვის, საქართველოში წარმოებულია 4 135 ტონა საექსპორტო პროდუქცია. საქართველოში დაფნის ფოთლის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტიორები არიან თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, უზბეკეთი; უმნიშვნელო ექსპორტი ხორციელდება პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, ესპანეთსა და ბულგარეთში.

საქართველოში დაფნის გამომშრალი ფოთლის საექსპორტო ფასები 2.2-დან 7.5 დოლარამდეა, ხოლო წვრილად დაჭრილ და დაფქვილ პროდუქციაზე 0.22-დან 1.6 დოლარამდე. ფასების ცვალებადობა დამოკიდებულია ფოთლის სიგრძეზე, ფერზე, ზომაზე, ეთერზეთების შემადგენლობაზე, გაუტეხელი და დაზიანებული ფოთლების პროცენტული რაოდენობაზე, ასევე, ფოთლებზე არსებული შავი/ყავისფერი ლაქების რაოდენობასა და ღეროების რაოდენობაზე დაფნის გამომშრალი ფოთლის ყოველ ერთ კილოგრამში. აი, ესაა პირობები, რომლებიც უნდა ახსოვდეს მეურნეს და მკაცრად უნდა იქნას დაცული დაფნის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში.

დაფნის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში საქართველოს გააჩნია სერიოზული კონკურენტები. ასეთია თურქეთი, რომელიც ითვლება დაფნის წარმოებისა და ექსპორტის მსოფლიო ლიდერად. იგი რჩება საქართველოსთვის დაფნის ფოთლის ერთ-ერთ იაფ უმთავრეს საექსპორტო ბაზრად. იმპორტირებული დაფნა თურქეთს საკუთარი დაფნის ფოთოლთან ერთად გააქვს რეექსპორტზე მსოფლიოს 78 ქვეყანაში. 2016 წელს 14 073 ტონა პროდუქცია გაიტანა.

ამრიგად, უნდა გაჩნდეს ინტერესი და მოტივაცია საქართველოში წარმოებული დაფნის ფოთლის მოცულობების გადიდებისა და საექსპორტოდ პირდაპირი კავშირების ძიებისკენ. თუმცა, ბოლო წლების ინფორმაციით, მოძიებულია მრავალი ქვეყანა ხარისხიანი დაფნის ფოთლის, ეთეროვანი ზეთის და სხვა პროდუქციის პირდაპირი ექსპორტისთვის. ამისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მქონე ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი და სხვა.

დღეისთვის დაფნის ნარგაობა, საიდანაც საექსპორტო პროდუქცია მზადდება, ველურ მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობის სერიოზული დეფიციტს განიცდის. ძირითადი ოპერაცია, რაც ამ ნარგაობაში ტარდება, გახლავთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ღერო-ფოთლების აჭრა და რეალიზაცია. ნარგაობა მოკლებულია განოყიერების, ნიადაგის დამუშავების, შეწამვლისა და გასხვლა-ფორმირების აგროტექნიკურ ღონისძიებებს.

ნედლეული ექსპორტიორების მიერ შეფასებულია, როგორც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მაგრამ თუ გვინდა პერსპექტივაში გადავიდეთ დაფნის სამრეწველო (შპალერული წესით) ნარგაობის გაშენებაზე, თავიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კულტურის მოვლა-მოყვანის მეცნიერულად შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებები, რაც უპირველეს ყოვლისა, გაზრდის ხარისხიანი ფოთლის მოსავლიანობას და ნედლეულში ეთერზეთების შემცველობას.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მიერ მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას.

 განვაახლოთ ძველი ნარგავები

ახლა, რაც შეეხება დაფნის ძველ ნარგავებს, რომლებიც ქაოტურადაა გაბნეული მოსახლეობაში  _  მათ მფლობელებს გვინდა მივაწოდოთ ზოგიერთი სახის რჩევა-დარიგებები და ის გასატარებელი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს  დაფნის ექსპლუატაციას და გააუმჯობესებს ფოთლის ხარისხს.

უპირველეს ყოვლისა, დაფნის ინდივიდუალურ ნარგაობებში უნდა მოეწყოს მცენარეთა დათვალიერება-შემოწმება, პარალელურად ჩატარდეს შტამბისა და ვარჯის გაწმენდა ეკალ-ბარდისაგან.

თებერვალ-მარტში ნარგაობის ქვეშ ჩატარდეს ნიადაგის შებარვა-გაფხვიერება. ახალგაზრდა ნარგაობაში ერთ ხეზე 0.5 კგ. ხოლო ხნიერ ნარგაობაში 1,0 კგ. რთული მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) შეტანა. სასურველია ორგანული სასუქის (ნაკელი, ტორფ-კომპოსტი) _ ერთ ხეზე 20-40 კგ-ის შეტანა და ნიადაგის მულჩირება.

საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში (განსაკუთრებით, გურია-აჭარა) დაფნის ნაზ ყლორტებს და ფოთლებს აზიანებს სხვადასხვა სახეობის მჩხვლეტ-მწუწნი მავნებლები, აქვე ვითარდება სოკოვანი დაავადება, რომელთა წინააღმდეგ სასურველია, წამლობის პერიოდული ჩატარება სპეციალისტის რეკომენდაციით.

დაფნის ხნიერ ხეებზე მიზანშეწონილია ყოველ 2 წელიწადში მოსავლის აღება 2-3-წლიანი ტოტების აჭრით, ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში სასურველია მცენარეების უფრო მძიმედ გასხვლა ახალი იუვენილური ყლორტების განვითარების მიზნით.

ხშირია შემთხვევა, როცა დაფნის ნარგაობა გაშენებულია ღობეების გასწვრივ ან ცოცხალ ღობედ შეკრული შპალერის სახით. ნუ შეეცდებით მცენარის ფესვის ყელზე აჭრას, აქაც ნიადაგის ზედაპირიდან 1.5 მეტრის სიმაღლეზე აწარმოეთ. ე. წ. შპალერული გასხვლა 2 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის სათანადო დამუშავებით, განოყიერებითა და ნაზი ყლორტების შეწამვლის აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენებით.

მჟავე ნიადაგებზე გაშენებულ დაფნის ნარგაობებში ყოველ 4-5 წელიწადში სასურველია ერთ ხეზე 10-15 კგ. კირის შემცველი ნივთიერებების შეტანა.

დაფნა ვერ ეგუება დაჩრდილვას _ იგი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ამდენად, ეცადეთ, დაფნის ნარგაობა გაათავისუფლოთ ირგვლივ არსებული ნაკლებად ეფექტური მაჩრდილობელი მცენარეებისგან.

 როგორი ნიადაგი დაგარემო სჭირდება დაფნას?

დაფნა ყველა ტიპის ნიადაგზე იზრდება, კარგია ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ტიპის ნიადაგები, თუმცა, სათანადო ქიმიური მელიორაციის შემდეგ დაფნისთვის მისაღებია წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი.

დაფნა, შესაძლებელია, გაშენდეს, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მცენარის მძლავრი ფესვთა სისტემა საუკეთესო პირობაა ეროზიული პროცესების შესამცირებლად.

ნედლეულის გარეგანი სახისა და მასში ეთერზეთების მეტი რაოდენობით დაგროვების მიზნით, უკეთესია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მდინარე რიონის გასწვრივ მდებარე ვაკე და შემაღლებული გორაკ-ბორცვიანი ადგილები. თუმცა, დაფნის სათანადო ყინვაგამძლეობა (-14;-16) მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ კულტურის გავრცელების ფართო შესაძლებლობებს იძლევა, როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში.

როგორც წესი, დაფნის ახალი პლანტაციების გასაშენებლად ფართობი წინასწარ უნდა გაიწმინდოს ხე-ბუჩქნარისგან, თუ ფართობი ერთწლიანი კულტურების ქვეშაა დაკავებული, სეზონის მშრალ პერიოდში უნდა მოხდეს პლანტაჟური წესით 50 სმ სიღრმეზე დამუშავება მინერალური სასუქების NPK- 500 კგ/ჰა და ორგანული სასუქების (ნაკელი; ტორფ-კომპოსტი) ჰექტარზე 20 ტონის შეტანით. მჟავე ნიადაგებში, ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, სასურველია, ქიმიური მელიორანტების (კირი, დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი) შეტანა მჟავიანობის ინდექსის მიხედვით.

ჭარბტენიან ადგილებში (კოლხეთის დაბლობი) უნდა მოვაწყოთ 8-10 მ. სიგანის ოვალური პროფილირებული კვლები. წყალგამყვანი გვერდითი არხებით. სასურველია, პლანტაჟური წესით დამუშავებული ფართობები ნიადაგის უკეთ გაკულტურების მიზნით 1-2 წელი გამოყენებული იქნას ერთწლიანი სათოხნი კულტურების ქვეშ.

გაშენების საუკეთესო ვადაა შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი) ან გაზაფხული (მარტი-აპრილი).

დაფნის სამრეწველო პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: მდიდარ ნიადაგებზე ინდივიდუალური (ბუჩქური) და მწირ ნიადაგებზე შპალერული წესით. ინდივიდუალური წესით გაშენების დროს რეკომენდირებულია მწკრივებს შორის მანძილი 1,75 ან 2,0 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,0 მეტრი. ასეთ დროს ერთ ჰექტარზე თავსდება შესაბამისად 5 700 და 5 000 ძირი ნერგი. შპალერული გაშენების დროს, მწკრივთა შორის მანძილი იგივეა, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 0,5 მ-ია. ასეთ შემთხვევაში, მცენარეთა რაოდენობა ორმაგდება 10 000-დან 11 500-მდე. ფერდობ ადგილებზე დაფნის მწკრივები განლაგდება ჰორიზონტალურად, ასევე, სასურველია წყალამრიდი არხების გაყვანა.

დაფნის პლანტაციები შენდება, როგორც თესლით, ისე ნერგით. თესლით გაშენების შემთხვევაში, წინასწარ დაგეგმილ მწკრივებში ამოიღება ბუდნები, სადაც 4-5 სმ. სიღრმეზე ითესება 3-4 დაფნის კონდიცირებული თესლი, მიწა იტკეპნება და ერჭობა მაჩვენებელი ჯოხი. ერთი ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 50-80 კგ. თესლი.

პლანტაციის ნერგებით გაშენებისას მონიშნულ ადგილებზე ამოიღებენ 20-25 სმ. სიღრმის ორმოებს, დაფნის ნერგის ფესვებს ამოავლებენ წუნწუხში, რგავენ, ტკეპნიან, საჭიროების შემთხვევაში, რწყავენ კიდეც.

პლანტაციების ნერგებით გაშენებას აქვს უპირატესობა, პირველ ორ წელიწადს იოლდება ახალგაზრდა მცენარეების მოვლა და რაც მთავარია, ნარგაობა 1-2 წლით ადრე შედის ექსპლოატაციაში. უმჯობესია სარგავ მასალად გამოყენებული იქნას წინასწარ პოლიეთილენის პარკებში, ან რეზინის კონტეინერებში მიწის კომით გამოყვანილი ნერგები. ამ დროს მაღალია გახარება და მინიმუმამდეა მეჩხერიანობა.

დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად აუცილებელია სერტიფიცირებული სანერგეების მოწყობა, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი.

სასურველია, სანერგეები მოეწყოს რეგიონების მიხედვით, რითაც გაიოლდება სარგავი მასალის რეალიზაცია, თუმცა, შესაძლებელია, უკვე მოქმედ სერტიფიცირებულ სანერგეებშიც დაიწყოს დაფნის სტანდარტული ნერგების წარმოება.

მაღალმოსავლიანი და მაღალი ზეთის შემცველობის დაფნის სამრეწველო პლანტაციების გაშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სათესლე მასალისა და ნერგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. დაფნის თესლი უნდა დამზადდეს წინასწარ აპრობირებული, ნორმალურად განვითარებული ჯანსაღი მდედრობითი სქესის სადედე ხეებიდან.

დაფნის თესლი იკრიფება ოქტომბერ-ნოემბერში. სასურველია, იმავე წელს თესლის თესვა სანერგე პლანტაციის გასაშენებლად. თუ თესლი არ ითესება, საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იანი ტენიანობის სილაში და მოთავსდეს ხის ყუთებში.

შენახული თესლი ითესება გაზაფხულზე 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.

როგორც სანერგეში, ისე პლანტაციაში აღმონაცენების მზის სხივების სიდამწვრისგან დასაცავად მიმართავენ სპეციალური საჩრდილობლების ან მცენარეული ტოტების გამოყენებას.

 ზაურ გაბრიჩიძე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

იოსებ ბასილია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებითსპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ. ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები.  ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა. შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ... ...
  • ჯუმათის მცხოვრებლები: „გაზის გარეშე, დენი მეტი დაიხარჯება ორმხრივად ვზარალდებით“ოზურგეთის  სოფლების,  ჯუმათის და მერიის მცხოვრებლები,  ჯერ კიდევ გაზის გარეშე არიან.  ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა _  მათ პირდებოდნენ, რომ ახალი წლისთვის ცისფერი ალი აინთებოდა. მერიაში მაგისტრალი გაყვანილია. ჯუმათში კი ჯერ დაპროექტებაც არ არის დაწყებული. ახლა ამ სოფლების მცხოვრებლები,  ამ დაპირების შეუსრულებლობის გარდა,  საყვედურს სულ სხვა მიზეზით გამოთქვამენ. პანდემიის პირობებში, მთავრობის მიერ დაწესებულ  გაზის და ელექტროენერგიის შეღავათებთან დაკავშირებით,  ჯუმათელები თავს ორმაგად  დაჩაგრულად მიიჩნევენ. _ გაზი როცა არ გვაქვს, ბუნებრივია, დენი მეტი იხარჯება.  ხარჯი დადგენილ ნორმას აუცილებლად გადაშორდება. ამიტომ დარჩება ის აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ელექტროენერგიის შეღავათი მოგვიწევს. დაიხარჯება მეტი, ვიდრე ის 300 კილოვატი, რაც განსაზღვრულია. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და იმ  სოფლებს, სადაც გაზი არ არის, ელექტროენერგიის ხარჯვისას, ცოტა მეტი შეღავათი დაუწესონ?  _ამბობენ ჯუმათს მცხოვრებლები. ჩვენ ვესაუბრეთ საკრებულოს წევრს ჯუმათის თემიდან, მერაბ ბერიძეს. ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ჯუმათში, ოთარ მექვაბიშვილს. _მოსახლეობის პრეტენზია სამართლიანია. ჯერ ეს საკითხი არსად დამისვამს, თუმცა როცა განახლდება მუშაობა, მინდა, საკრებულოს სხდომაზე გავიტანო. მონახაზი მაქვს.  პანდემიის პირობებში, არაერთი დაბრკოლება წარმოიშვა - გვითხრა მერაბ ბერიძემ. ოთარ მექვაბიშვილმა კი თქვა, რომ როგორმე უნდა მოახერხოს მოსახლეობამ ცოტა ხნით გაძლება. _გაზის გამოყვანა წელს აუცილებლად დაიწყება. გაზაფხულზე  ველოდებით დამპროექტებლებს. იცით, პანდემიის გამო,  ბევრი რამ შეფერხდა, - გვითხრა მან. ამ და კიდევ სხვა პრობლემებზე, უგაზოდ დარჩენილ სოფლებში, მალე ვრცლად ... ...
  • Anti-Facebook პლატფორმა MeWe პოპულარული ხდებამთელ მსოფლიოში ადამიანები ტოვებენ Facebook- სა და Twitter- ს, ხოლო  უკმაყოფილო მომხმარებლების შედეგად დღითიდღე იზრდება სოციალურ ქსელ MeWe-ს მომხმარებელთა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ტექნოლოგიების სააგენტო zdnet იუწყება, სოციალური გიგანტების მომხმარებლები იღლებიან კონფიდენციალურობის შესახებ დაუღალავი დარღვევებით, პოლიტიკური მიკერძოებით და ამ კომპანიების მიერ newsfeed-ის მანიპულირებით. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი MeWe, ამჟამად Google Play Store- ში არის No1 გადმოწერილი სოციალური აპლიკაცია. პირველმა "ანტი-ფეისბუქმა" პლატფორმამ ბოლო კვირის განმავლობაში 2.5 მილიონი ახალი წევრი შეიძინა. MeWe-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აგროვებს მონაცემებს მისი მომხმარებლების შესახებ და შეიცავს კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ ... ...
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....