ახალი მიმართულება _ გააგრძელებს თუ არა თხილის ეპოქას წაბლი?

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ახალი მიმართულება _ გააგრძელებს თუ არა თხილის ეპოქას წაბლი?

2018 მარ 5 13:49:02

საუკეთესო მერქნიან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი _ წაბლი, საქართველოს დასავლეთ ნაწილში კარგადაა გავრცელებული.

წაბლის ღირსება მხოლოდ მერქანი არ არის და როგორც ნაყოფიერი, ისე, თაფლოვანი მცენარე უნიკალურია. მასზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. წაბლის ექსპლუატაცია, განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, უმართავი და უკონტროლო გახდა და განადგურების საფრთხეც კი დაემუქრა. ამიტომ ის წითელ წიგნშია შეტანილი.

"დიდი ალბათობით, წაბლი უნდა იქცეს თხილის ეპოქის გამგრძელებლად ჩვენს ქვეყანაში", _ მიიჩნევს აგრონომი, მეურნე აკაკი ღლონტი, რომელმაც საქართველოში პირველმა სცადა, დაემყნო მისივე დაკვირვებით შერჩეული წაბლის საუკეთესო ჯიშები და გამოუვიდა.

"კარმიდამო ჩემი" ესაუბრა აკაკი ღლონტს კონკრეტულად ამ თემაზე, თუმცა, ის მრავალმხრივი მეურნეა და ჩვენი მკითხველებისთვის არასდროს იშურებს საჭირო და საუკეთესო რჩევებს, რაც, უმეტესად, საკუთარი გამოცდილებით აქვს შეძენილი.

_ ბატონო აკაკი, პირველ რიგში გვინდა, ნამყენი წაბლის შესახებ გკითხოთ. როდის გაგიჩნდათ იდეა, დაგემყნათ წაბლი, რაც აქამდე არავის უცდია და რამდენად ხართ შედეგით კმაყოფილი?

_ ზოგადად, მყნობის მიზანი უკეთესი ჯიშის კიდევ უფრო გამრავლება და შენარჩუნებაა. წაბლის საუკეთესო ჯიშებიც ბუნებაში საკუთარი დაკვირვებით აღმოვაჩინე. ზოგი ადრე შემოდის, აგვისტოს ბოლოს; ზოგი _ სექტემბერში და ზოგიც _ უფრო მოგვიანებით. სელექცია ანუ შერჩევა და გამორჩევა ნებისმიერ დაინტერესებულ მეურნეს შეუძლია. მე ამით რაიმე საკვირველი არ აღმომიჩენია. როცა 2011 წელს პირველად ვცადე და დავამყენი, დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მყნობის პროცესს განსაკუთრებით სჭირდება სისწრაფე, მთრმილავი ნივთიერების შემცველობის გამო, რაც ჟანგვის პროცესს უწყობს ხელს. ამიტომ სწორედ ჟანგვის პროცესს რომ დავასწროთ, საჭიროა სისწრაფე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხური ენით რომ ვთქვათ, ნამყენის შეხორცება დაგვიანდება ან სულაც არ მოხდება. გეტყვით იმასაც, რომ 2012 წელს, თურქეთში ყოფნის დროს, ერთ-ერთ მეურნეობაში თურქი ფერმერი ამყნობდა კაკალს და რომ ვუამბე წაბლის მყნობის შესახებ, ძალიან გაუკვირდა და ინტერესი გამოხატა. ჯერჯერობით, მყნობის 30%-იანი შედეგი მაქვს. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ _ შედეგის გაუმჯობესება დაკვირვებით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით, ადვილად შეიძლება და მიუღწეველო არაფერია.

_ დათესვით თუ გიცდიათ წაბლის ნერგის მიღება?

_ არ ამართლებს. თესლს ამოსვლაც უჭირს და დამტვერვის გავლენით იგივე სახეობას ვერ ვიღებთ.

_ საძირეს შერჩევას როგორ ახდენთ?

_ აუცილებლად ერთი ან ორწლიანი უნდა იყოს. საძირეც და სანამყენეც ასევე ახალგაზრდა ასაკისა უნდა შეირჩეს.

_ წაბლის უპირველეს ღირსებად რას მიიჩნევთ?

_ რომელი ერთი ჩამოვთვალო? პირველ რიგში, მინდა, ყველას მოვუწოდო, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ამ ბუნებისგან ნაჩუქარ უნიკალურ კულტურას, რომელიც მოვლა-გაშენებისთვის დიდ ძალისხმევას სულაც არ გვთხოვს და დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. წაბლის უნიკალური ღირსებებია ის, რომ თაფლოვანი მცენარეა, ფუტკრისთვის საუცხოო "პლაცდარმია" წაბლის აყვავებული ხე. აქვს საუკეთესო ნაყოფი, რაზეც მსოფლიო ბაზარზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა. გამოიყენება, როგორც კულინარიაში, ისე _ პარფიუმერიაში. მისი ტყეები თუ კორომები შესანიშნავ ქარსაფარს ქმნის ჩვენს პირობებში. მერქნის მასალა რომ ავეჯის წარმოებაში საუცხოოა, ვიცით, თუმცა, მის მოჭრაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, რადგან წაბლს ძალზე ხანგრძლივად შეუძლია ადამიანს უდიდესი სარგებელი მოუტანოს და მისი ეკონომიკა საგრძნობლად გააუმჯობესოს.

_ მოსავლიანობის მიხედვით თუ არის გამორჩეული? მაგალითად, რა რაოდენობის წაბლი შეიძლება მივიღოთ ერთ ჰექტარზე?

_ წაბლს ერთ ჰექტარზე 5,5 ტონა მოსავლის მოცემა შეუძლია, ორჯერ მეტის, ვიდრე თხილს. ესეც გასათვალისწინებელია.

_ თხილის ეპოქა შესაძლოა, წაბლმა ჩაანაცვლოს?

_ შეცვლაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. უფრო გააგრძელებს, მგონია. რატომ? დავიწყოთ იმით, რომ წაბლი ენდემური კულტურაა. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ნაკლები მოვლა და მზრუნველობა სჭირდება და ყვავილობს იმ დროს, როცა არ არსებობს წაყინვის საშიშროება. საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებს გააჩნია თავისი ეკონომიკური უპირატესობანი _ საადრეოს ზოგჯერ მეტი ფასი აქვს, ასევე საგვიანოსაც. საშუალო ანუ შუა, სექტემბრის ბოლოს შემოდის. ასეთი ჯიში უფრო ფართოდ არის გავრცელებული და რაოდენობრივადაც მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

_ ბატონო აკაკი, ფერმერთა წრეებში უკვე პოპულარული გახდა თქვენი, ასე ვთქვათ, ინოვაცია ფაროსანას და წაბლის ნაყოფის "ორთაბრძოლის" შესახებ, როცა მავნებელი უძლურია. კონკრეტულად გვითხარით ამის შესახებ.

_ ეს თვალსაზრისია და არა რაიმეს აღმოჩენა. უბრალოდ, დააკვირდით. წაბლის ნაყოფს გააჩნია უნიკალური ბუნებრივი ჯავშანი. ბევრად უფრო მაგარი და შეუვალი, ვიდრე თავად ფაროსანას. მოგეხსენებათ, ეს მავნებელი მხოლოდ სანაყოფე კვირტს აზიანებს და ნებისმიერი კულტურის სრული განადგურება შეუძლია, გარდა წაბლისა. წაბლის ნაყოფს ხომ საწყისიდანვე უხეში ეკლები გააჩნია, რის გამოც ფაროსანა უძლურია ჩაწვდეს სანაყოფე კვირტს და დააზიანოს.

_ ანუ ფაროსანასგან თავს სრულად იცავს წაბლი და თხილი ამ კულტურით უნდა ჩავანაცვლოთ?

_ ვიმეორებ, ასე არ ვფიქრობ. როგორმე ფაროსანასაც მოვერევით. ბუნებაც იმოქმედებს ამისთვის. ფაროსანასგან თავდაცვა წაბლის ნაყოფის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, თუმცა, ის კი არ "უფიქრია", ფაროსანა გამოჩნდება და ეკლებს ამიტომ დავისხამო. წაბლზე იმდენად არის მოთხოვნა გაზრდილი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამ კულტურის კიდევ უფრო გაშენებაზე, მყნობაზე. წაბლი მართლაც ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის, რომლის ფასი ნაკლებად ვიცით და ახლა ვიგებთ.

_ როგორია წაბლის მოსავლიანობა წლების მიხედვით, რამდენად იმუნური მცენარეა, დაავადება ადვილად უჩნდება?

_ მოსავალს ორი წლის მანძილზე კარგად იძლევა, მესამე წელს კი იკლებს. ძირითადად, ყველა კულტურა ასეა. თხილს ყოველ წელს კარგი მოსავალი აქვს? რაც შეეხება დაავადებას, წაბლსაც უჩნდება მერქნის საფარი კანის ავადმყოფობა, უმეტესად სოკოვანი, თუმცა, ესეც განკურნებას ექვემდებარება. მოვლა ყველაფერს სჭირდება.

_ რას ურჩევთ ჩვენს მეურნეებს, როგორ გააშენონ და გააძლიერონ წაბლის კულტურა?

_ ისე არ გამიგოთ, რომ ვინმეს ვარწმუნებდე, თხილი აჩეხონ და წაბლის კულტურა დარგონ. ოღონდაც, წაბლის გაშენებაზეც ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წლების წინ თხილისთვის დავიწყეთ ფაციფუცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თხილის ეპოქას წაბლი გააგრძელებს, ამოუდგება გვერდით. წაბლი ჩვენი უნიკალური სიმდიდრეა და უნდა დავიწყოთ მასზე გულისხმიერი ზრუნვა. ის აუცილებლად გააძლიერებს ქართველი კაცის ეკონომიკას.

_ შესაძლოა, თქვან, რომ წაბლის მოსავლის მისაღებად დიდი დროა საჭირო. უნდა გაიზარდოს ხე, რომელიც ზოგჯერ სიმაღლეში 30-50 მეტრსაც აღწევს...

_ სულაც არა. საკუთარ კარმიდამოში დავამტკიცე, რომ წაბლის მოსავლის მისაღებად წლობით ლოდინი არაა საჭირო. ორწლიანი ნერგი უკვე მსხმოიარეა, ხუთ წელში კი კარგ მოსავალს მივიღებთ. თხილსაც თითქმის იგივე დრო არ ჭირდება? და თუნდაც, ცოტა მეტი დასჭირდეს, მერე რომ, ლამის საუკუნე განახლება არ ჭირდება? რა თქმა უნდა, თუ ახალ კორომებს გავაშენებთ, ეს სასურველიც არის და საჭიროც. მთავარია, მონდომება და მოტივირებული შრომა. მივცეთ ერთმანეთს მაგალითი _ ღობეების და საყანეების გასწვრივ, ცარიელ ფართობებზე, თუნდაც, სოფლების ტყიან, გამეჩხერებულ ადგილებში დავრგოთ წაბლი, ვისწავლოთ მისი მყნობა. მერწმუნეთ, ეს იქნება კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმე, რომელიც წითელი წიგნის ბინადრად ქცეულ ჩვენს უნიკალურ წაბლს, ჩვენი კარმიდამოების და ახლო-მახლო ტყეების სტაბილურ ბინადრად აქცევს და ქართველ კაცს ეკონომიკური ყოფის გაძლიერების საიმედო გარანტად დაუდგება.


ნახვა: 447


 ახალი ამბები
  • პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემასაქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს. პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული. რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, პირველი არხის ინფორმაციით, შენობა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა. რეგლამენტის პროექტის განხილვისას კი, უმრავლესობის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის წინააღმდეგ გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში საქმიანობა 2012 წლის 21 ოქტომბერსდაიწყო, როცა მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წელს საპარლამენტო კომიტეტებმა საქმიანობა თბილისში დაიწყეს. განხორციელდა ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზების რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სხდომათა დარბაზსაც. ... ...
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...
ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...