"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

2018 დეკ 18 16:26:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი და-ძმის _ კახა და ელენე მახარაძეების ცხოვრებისა და შრომისმოყვარეობის ამბავს, ვინც შორიდან გაიგებს თუ ახლოს დაინახავს, ორივე შემთხვევაში აუცილებლად გაიფიქრებს, ცოტა ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანებთან ხომ არ აქვთ საქმე.

ერთი შეხედვით, მათი საოჯახო შრომა მოხუცის დედის მოვლა და მრავალმხრივი სამეურნეო საქმიანობაა, რასაც სხვებიც აკეთებენ. თუმცა, როცა უსმენ მორიგ ეპიზოდს, როგორ უვლის 35 სულ პირუტყვს ორი ადამიანი, მერე მთაში დაკარგული ერთ-ერთი "ლამაზას" ძებნაში თავზე ათენდებათ და საქონლის ნაცვლად დათვს გადაეყრებიან, თან ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვთ, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ გმირობა, სიმამაცე და გამბედაობა მხოლოდ ომში თოფის სროლა არ არის...

და-ძმა მახარაძეების უსაზღვრო შრომისმოყვარეობასა და უდიდეს ადამიანურ ბუნებაზე, მოყვასისთვის თავდადებაზე სოფელსა და რაიონში ბევრმა იცის. სამეგობროშიც ხშირად ამბობენ, ბარი უკეთ უნდა იცნობდეს მთასა და საყვარელ საქმეზე შეყვარებულ და-ძმასო.

თუმცა, თავად მახარაძეები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს და განსაკუთრებული არაფრით არიან.

სოფელ მთისპირში, მთის წვერზე მცხოვრებ კახა მახარაძეს ადამიანებთან ურთიერთობისას უყვარს ფეხის წვერებზე სიარული: ოღონდაც ვინმეს გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ზრდილობასა და მეგობრობაში არ შეეშალოს... თორემ მთაში დაქრის ფეხით, ტრაქტორით თუ მანქანით; პირადად იცის მთისპირის ტერიტორიის საზღვრები და თითოეული ბუჩქისა და ხის ძირი. ბრალი მისი, ვინც თუნდაც ერთი ძირის უკანონოდ მოჭრას გარისკავს.

მახარაძეების ოჯახში სტუმრობა ლაღი იუმორით იწყება: _ უახლოესი მეზობლები არ გვყავს, სოფელში ოჯახები ერთმანეთისგან მოშორებით დგას. აი, დათვი კი გვსტუმრობს ხოლმე, სკამზე კი არ ჩამოგიჯდება მეზობელივით, მაგრამ წილში კი გვიჯდება _ რაც კვახები გვქონდა, ჯერ უბურთავია, ზოგიც დაუჩეჩქვავს, ზოგი კიდევ აქვე ჩამომდინარ ბახვისწყალში გადაუყრია, _ ხუმრობენ ისინი და დათუნია დრუნჩას მაინც სიყვარულით მოიხსენიებენ.

ელენე მახარაძე ძირითადად ძროხების მოწველით, რძის ნაწარმის დამზადებით და ამ ყველაფერთან თანმხლები სხვა საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. კახა კი უფრო "საგარეო საქმეებს" აგვარებს, თუმცა, უამრავ ბოჩოლას მზრუნველ ხელს არასდროს აკლებს და დღეისთვის ზამთრის შესახვედრად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პირუტყვის მოვლას და ზამთარში მის გამოსაკვებად საკუთარი ნაცადი ერთი მეთოდიც აქვს _ ზამთრისთვის სხვადასხვა ყანებიდან აღებულ ჩალის ღეროებს ასაწყობებს, მერე ელექტროხერხით სწრაფად ჭრის და მარილმოპნეულს პირუტყვი მადიანად შეექცევა. მიაჩნია, რომ ჭკვიანი მეურნე სწორედ უამრავ საყანე ფართობებში დატოვებულ ჩალის ღეროებს არ იზარალებს და საუკეთესო საკვებ საშუალებად აქცევს.

_ თუ ვინმე ამ მეთოდით დაინტერესდება და ჩალის ღეროებს ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ მოჭრის, როცა უკვე გამხმარია, ეს იქნება საუკეთესო დამხმარე საშუალება პირუტყვის გამოსაკვებად. არ მინდა ისე გაიგონ, რომ მხოლოდ ჩალის ღეროები ეყოფა პირუტყვს ზამთრის მანძილზე, _ გვეუბნება კახა მახარაძე და იხსენებს შორეულ ბავშვობას, თუ როგორ შეიყვარა იმთავითვე, მესაქონლეობის მიმდევარ ოჯახში გაზრდილმა პატარა ბიჭმა პირუტყვი, მისანი წიქარა და მასზე მზრუნველობა არა უბრალო, არამედ საკრალურ საქმედ აქცია.

_ ექვსი წლის ვიყავი, როცა შინიდან გავიპარე ძროხების მოსაძებნად. ვიპოვე და მოვდენე კიდეც, თუმცა, მშობლები კი შევაშინე... იმდენად მიყვარს ეს საქმე, მოგვიანებით მამა მეუბნებოდა კიდეც, იცოდე, აქ არ ჩარჩე, პირად ცხოვრებასაც მიხედე, თორემ ამ ყველაფერს გაგიყიდიო... _ სევდაც ახლავს ბატონ კახას საუბარს.

მამის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მიეჯაჭვა მთას. უხარია, როცა ბარიდან მეგობრები ამოვლენ და სტუმარ-მასპინძლობაში ცნობილს, ერთი სული აქვს მომდევნო სტუმრიანობამდეც. სწორედ მისი მეგობრების წინადადებას გავყევით მთისკენ: ეს კაცი ბარს და მთელ საქართველოს უფრო უკეთ თქვენ შეგიძლიათ, გააცნოთო...

კახა მახარაძის შემოქმედებითი უნარები მრავლის მომცველია. საკუთარი ხელითა და გემოვნებით აკეთებს რემონტს საკუთარ სახლში. ერთი სურვილი აქვს _ მამაპაპისეული იერი შეუნარჩუნოს ოდას და კარმიდამოს.

ელენე მახარაძე ოჯახის დიასახლისობას და უმცროს ძმაზე ზრუნვას აწ გარდაცვლილი მამის ხსოვნის წინაშე ვალდებულებად მიიჩნევს.

_ ჩემი მისახედი რა სჭირს, მარა ძალიან ბევრი საქმე აქვს. ახლა მინდა, ოჯახი შექმნას და მე, როგორც უფროსმა დამ, დავეხმარო შვილების გაზრდასა და ზოგადად ოჯახის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მეტი ნატვრა არაფერი მაქვს, _ გვეუბნება ქალბატონი ელენე და საკუთარი ცხოვრებიდან იხსენებს ერთ ნიშანდობლივ ეპიზოდს, როცა ზოოტექნიკოსის პროფესია, მისივე თქმით, ყველაზე ძალიან ჟურნალისტმა შეაყვარა, მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობა ჯერ ოჯახმა, მერე კი ინსტიტუტმა შეუქმნა.

_ 1985 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლიხაურის მეცხოველეობის ფერმაში გამანაწილეს. უგულოდ საქმე არასდროს მიკეთებია, მაგრამ ახალმისული ვიყავი და თავის გამოჩენის სურვილი და ამბიცია ნამდვილად მქონდა. მალე მოვიდა წარმატებაც _ რაიონში პირველ ადგილზე გამომაცხადეს, როგორც მოწინავე ზოოტექნიკოსი და ბულგარეთის საგზურიც მივიღე. ყოველივე ეს მაშინ გაშუქდა ჟურნალში: "საქართველოს სოფლის მეურნეობა". ჟურნალისტი ისე აღწერდა ჩემს განწყობას პირუტყვისადმი, მეგონა ჩემს გულში იჯდა. მას შემდეგ საკუთარი პროფესია უფრო შემიყვარდა და ადამიანი_ ჟურნალისტი მაინც მუდამ სიმპატიას და სიყვარულს იწვევს ჩემში, _ გვიამბობს ქალბატონი ელენე.

მესაქონლეობა დიდწილად განსაზღვრავს მახარაძეების საოჯახო მეურნეობას, მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრებიან და მათ ხეხილოვანთა ბაღიც აქვთ. განსაკუთრებით უხვად აქვთ თხილის პლანტაცია, რის მოვლა-დაგეგმარებას კახა მახარაძე ახლებურად გეგმავს. ამბობს, რომ თხილის გულის სიდამპლემ სერიოზულად შეუტია გურიაში გლეხკაცის მარჩენალ კულტურას და თუ არა ახლებური მიდგომა, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, თხილიც ისევე დაგვემშვიდობებაო, როგორც ჩაი.

კითხვაზე, რა არის და-ძმის საქმიანობის უახლოესი მომავლის გეგმები, მხოლოდ ქალბატონი ელენე გვპასუხობს: შრომა და ისევ შრომა, ცოტა ბიზნესის კუთხით გაფართოებას ვგეგმავთ, ყველაზე ძალიან კი უმცროსი ძმის დაოჯახებას ვნატრობო.

საუცხოო დიასახლისობით ცნობილი ელენე მახარაძე გეგმავს, ყველის ფესტივალზე მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება კახას, პირად გეგმებზე საუბარი მაინც და მაინც არ უყვარს, ძალზე სიტყვაძუნწია საკუთარ თავზე საუბრისას. შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მქონეს, საკუთარ სახლში საკუთარი ხელით დაწყებული რემონტი ამხელს მხოლოდ, განსაკუთრებული გემოვნებით რომ დაუგეგმავს კუთხე-კუნჭული. ველის არწივის ფიტულიც თავად გაუკეთებია და თვალსაჩინო ადგილზე დგას.

ძნელია, ამ მოახლოებულ ზამთრისპირს, მთაში უამრავ პირუტყვთან და სხვა საქმესთან შებმული და-ძმის თავგანწირულ შრომას მხოლოდ რომანტიკული თვალით შეხედო. არადა, უსაზღვრო პოზიტივი, უშურველი ღიმილი და ულევი სითბოს გამოხატულება ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრისას, რასაც ელენე და კახა მახარაძეები ამჟღავნებენ, გარწმუნებს, რომ სწორედ ამ თვისებებით ძლევენ მთის მკაცრი პირობებით განსაზღვრულ გარემოში არსებულ ულევ წინააღმდეგობას.

ბარაქიან საქმეს და ულევ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი დროის მთიელებს, და-ძმა მახარაძეებს!




 ახალი ამბები
  • ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის  მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.   როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან  07:00 საათამდე გადაიკეტება.  სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • სამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინასამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინა. 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის  ,,ეკონომიკის განვითარება სამტრედიაში" გამარჯვებული სამტრედიის ,,სკოლა-ცოდნის" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ლუკა 400 მოზარდთა შორის ერთ-ერთია,  რომელიც 2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში ბაქოს სტუმრობდა. ახალგაზრდების საქართველოდან გამგზავრება უზრუნველყო ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ". ,,გურია ნიუსს" ლუკა ტუღუშმა ბაქოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა: ,,პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი" ფარგლებში მოვინახულეთ  ბაქო.  გავიცანით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა დასტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი საღამო- ,,ქართული დღეები აზერბაიჯანში". მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. მოგვესალმა ელჩი, რომელმაც თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები გვისურვა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე, როგორც ,,იქს ფაქტორელმა" შევასრულე სიმღერა და ქართული ცეკვით ჩემი ქვეყანა აზერბაიჯანში წარვადგინე",_გვითხრა ლუკა ... ...
  • მიწას, რომლით სარგებლობაც ოზურგეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს სურს, მოდავე გამოუჩნდადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ  განხილულ საკითხს, რომელიც  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული,  გურიის ქუჩაზე  (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე, ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის  მიცემას შეეხებოდა, სადავო გახდა. ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებმაც   თქვეს, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს მიწა და შენობა  სარგებლობის უფლებით აიღონ. _ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით, სამას ლარს.  უნარშეზღუდული შვილიშვილი მყავს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ, _ ტირილით განაცხადა ქალბატონმა ჟუჟუნა ხელაძემ. _მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, რომ ეს ადგილი სარგებლობის უფლებით გადასცენ, ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, საკრებულომ კარგად რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და გასაჯაროებულია ეს, ამ სხდომაზეც ამიტომ იმყოფებით. ჩვენ საჯაროობას უზრუნველვყოფთ, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ფულს ვის უხდიდით? _ შეეკითხა  ქალბატონ ჟუჟუნას დეპუტატი ეროდი გორდელაძე. _ბაზრის დირექციას, _ იყო პასუხი. ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა,  ნანა სიხარულიძემ განაცხადა, რომ იქ მისი შვილიც მუშაობს და ანალოგიური სურვილი აქვს, რომ თავადაც სარგებლობის უფლებით მოიხმარონ. ბიუროს წევრებმა გამოთქვეს თვალსაზრისი და ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს  გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს. საკმაო მსჯელობის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი  განიხილონ  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაიბარეს ქალბატონებიც, რომლებიც ასევე ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით  გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს. „გურია ნიუსი“   დაინტერესდა და ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც ამ მიწის დამასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს. _ეს პიროვნება, გვარად შალამბერიძე, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია. სწორდ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ, თვეში სამას ს ლარს იხდიან და  მიწაც და შენობაც   აქამდე  გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ, _ გვითხრა ... ...
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ შევაყვაროთ თავი სასურველ მამაკაცს

როცა მის მხარზე გეძინებათ -...

ყველაზე გავრცელებული ადამიანური შეცდომები

ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა. გზის...

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება

ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე...

საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის

კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების,...

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...