"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

2017 დეკ 3 23:21:01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის ცნობილი ტრფიალის, ანდრო ვაშალომიძის სადემონსტრაციო ნაკვეთში, თექვსმეტი სახეობის გურული ვაზის ჯიშია წარმოდგენილი.

შემოდგომის პიკია და საოცარ სანახაობას _ თეთრი ჯიშების: საკმიელას, ათინაურის, კლარჯულის, ვარდისფერის: ჩხავერის და ბადაგის, წითელყურძნიანების: მტევანდიდის, ჯანის, ალადასტურის თუ მტრედისფეხას ზღაპრულ ფერთა გამას, შეიძლება, მხოლოდ კაცის უნაკლო გონის, ღვთისა და დედაბუნების ქმნილების მაქსიმალური გამოვლინება უწოდო _ მტევნებს ვეღარ იჭერს საგანგებოდ გამართული ტალავერი. გურული ვაზის ჯიშების ასეთი სრულყოფილი გამოფენა მწიფობის ფაზაში, ალბათ, საქართველოში მხოლოდ აქ შეიძლება ვნახოთ.

საუბრობს გურული გულმოდგინებითა და იმ წყალგაუვალი დიალექტით, ამ გარემოს რომ მოერგება და შვენის _ ოცი წლის წინ დაიწყო გურული ვაზის ჯიშების მოძიება. პროფესიით ინჟინერს მევენახეობასთან მხოლოდ სულიერი სამყარო აკავშირებდა და იზაბელას და "ნოას" ასპარეზად ქცეული გურია აღიზიანებდა.

რატომ გადაშენდა საუკუნენახევრის წინ ცნობილი გურული ვაზის ჯიშები და როგორ გაბატონდა არაქართული "ჭეიშვილი" თუ "იზაბელა", ეს პრობლემა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკიდან ევროპაში შემოსულმა ვაზის დაავადებამ _ ფილოქსერამ წარმოშვა: _ თუმცა, ევროპამ ამ პრობლემას დროულად მიხედა, ვაზის სამშობლო, საქართველო კი დარჩა უცხოური ჰიბრიდების საბატონოდ და სწორედ ეს მაშფოთებდა, _ ამბობს ანდრო ვაშალომიძე.

მთელი წლის მანძილზე აგროვებდა და ახლა აგროვებს ოჯახების მისამართებს, სადაც ვაზის ესა თუ ის ჯიში ეგულება. შემდეგ კი, შემოდგომაზე, მწიფობისას, იწყებს ჩამოვლას აღნიშნულ მისამართებზე. იღებს ნიმუშებს _ ვაზის რქას, ფოთლებს და რამდენიმე მტევანს, რომელსაც აგზავნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში. დღემდე ჯიღაურაში 137-ზე მეტი ნიმუში აქვს გაგზავნილი. გურული ვაზის 60-მდე ჯიშიდან 40 უკვე ამოცნობილია და ეს ყველაფერი ანდრო  ვაშალომიძის დამსახურებით მოხდა.

_ ეს არ არის ჩემი ბიზნესი _ ბიზნესზე არც არასდროს მიფიქრია. აღორძინების მედროშე ვარ, თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლით. თუმცა, თავისუფლად შემეძლო, ამერჩია რომელიმე ერთი ან ორი ჯიში, მაგალითად საკმიელა, ჩხავერი და მეწარმოებინა ღვინო. სულ ცოტა, 1500 ლიტრს გავყიდდი. ტურისტული მარშრუტებიდან ხშირად მეხმიანებიან, ხომ არ ვაწარმოებ რომელიმე სახეობას. თუმცა, ეს არაა ჩემი ინტერესი. ჩემი მიზანია ძიება, რაც მახარებს და სანამ ცოცხალი ვარ, ამ საქმეს არ შევწყვეტ. პროცესი, რომელსაც მივიწყებული გურული ჯიშების მოძიება ჰქვია. მუდმივი შრომა, მუდმივი ძიება _ აი, ეს მაცოცხლებს.

ბოლო ხუთი წელია, გურიაში ჩვენებური ჯიშების გაშენების ბუმია. არ მომერიდება, ვთქვა, რომ ამ ბუმის აგორებაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რომელმაც ახლა ლამის თავად გადამიაროს, რადგან ვერ ვასწრებ ნერგების გამოყვანას და შეპირებისამებრ ამა თუ იმ ადამიანისთვის დახვედრებას. საყვედურების მოსმენაც მიწევს _ რომ შემპირდი, რატომ არ დამახვედრე, აქამდე ცოლიკაურს ჩავყრიდი მაინც მომზადებულ ნაკვეთზეო. თუმცა, მოთმინებით ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს. ჩემთვის ეს პურის ფული თუ არის, მეტი არაფერი, მაგრამ მიხარია, რომ ხალხში გაიღვიძა გურული ვაზის ჯიშების გაშენების სურვილმა, - ამბობს ბატონი ანდრო და საკუთარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, უამრავ ჯიშთა მტევნებს შორის, საკმიელას სანთლისფერად შემწიფებულ და გამჭვირვალე მტევნებს პეშვს აგებებს _ ყველაზე დიდი მოთხოვნა ახლა ამ სახეობაზეა.

_ საკმიელა სოფელ ქაქუთში, სოსო ხინთიბიძის ოჯახში ვნახე. მისი დამსახურებაა, რომ სამზეოზე კვლავ გამოვიდა ეს უნიკალური ჯიში. ოცი წლის უკან არავის ახსოვდა თითო-ოროლას გარდა, ახლა კი რეალობაა _ საკმიელა ყველას პირზე აკერია და მის მოშენებას ცდილოს, _ გვიამბოს ის.

შვილივით ნაზარდი ვაზის შემეცნებას ანდრო ვაშალომიძის ოჯახში სხვა დატვირთვა აქვს, საკრალური, მარადიული ტკივილის გამოხატულებით _ წლების წინ მას შვილი გარდაეცვალა. სტუდენტი გოგონა უეცრად დაიღუპა, რაც მამის გულმა ხსოვნის მასშტაბში ასე ჩატია: "სანამ ვიცოცხლებ, თამთას სულის საოხ და გურიის კეთილდღეობისთვის, გურული ვაზის ჯიშების აღორძინებისთვის ვიბრძოლებ."

ანდრო ვაშალომიძე ხაზს უსვამს საოცარ ფენომენს _ ყველაზე მეტი ვაზის ჯიში მთელ მსოფლიოში საქართველოშია და უმეტესობა გურული ჯიშებისა, მოსავლის რაოდენობით და ხარისხობრივი ნიშნით, აკმაყოფილებს დღევანდელ საერთაშორისო მოთხოვნებს.

_ ჩემი თავგადადებული მცდელობა ემსახურებოდა და ემსახურება ერთს _ მინდა ვაზის და ღვინის სამყაროს დავუმტკიცო, რომ გურია არ არის იზაბელას დ სხვა დაბალხარისხოვანი უცხოური ჰიბრიდების სამშობლო. გურულებს კი სათითაოდ ვურჩიო, დაანებონ თავი იზაბელას ანუ "ადესას" და სხვა უცხოურ ჰიბრიდებს. მიხედონ და მოუარონ ადგილობრივ საუცხოო ჯიშებს, სტუმარს და საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენი უნიკალური ყურძნით დაყენებული ღვინით გაუმასპინძლდნენ. სწრაფვა დიდია და წარსულთან შედარებაც არ შეიძლება, თუმცა, გურული ჯიშის ყურძნით რომ ყველა ოჯახში დაიწურება ღვინო, შედეგი ეს იქნება, _ ამბობს ის და დარწმუნებულია, ეს დრო მალე დადგება. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კარგ ღვინოს უნდა ახასიათებდეს დაძველების უნარი და დაძველებულიც უნდა ივითარებდეს მდიდარ ბუკეტს _ არომატების ნაკრებს, რაც ღირსების განმსაზღვრელი ნიშაა.

ანდრო ვაშალომიძემ საქართველოს მასშტაბით გამართულ საოჯახო ღვინის არა ერთ ფესტივალზე გაიმარჯვა, თუმცა, 2011 წელი განსაკუთრებული იყო _ ოქროს მედალი და ფულადი ჯილო 1 000 ლარი ხვდა წილად. 2015 წელს კი ვერცხლის მედალი ერგო, თუმცა, არც ჯილდოებისთვის იბრძვის, როგორც ამბობს: _ სასიამოვნო კი არის დაფასება, თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, საქმე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ჯილდოს მისაღებად ან ბიზნესის საკეთებლად არანაირად არ მიზიდავს. სული მთხოვს, უძველესი გურული ვაზის ჯიშები ბოლომდე გამოვიკვლიო, აღვადგინო და გადავარჩინო ის, რაც ჩვენს წინაპრებს უხვად გააჩნდა, ცუდმა ვითარებამ კი დრო გააჩერა და ვაზის სამშობლოს ეს არ ეკადრება.

მიაჩნია, რომ ვაზის მოვლა სასწაულად ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც მოაქვს უსაზღვროდ ამაღლებული განწყობა და დადებითი ენერგია, რაც შენგან დამოუკიდებლად გადადის სხვებზე და აკეთილშობილებს განურჩევლად ყველას..

პროფესიით ინჟინერი კვლავ უამრავ ლიტერატურას აგროვებს ვაზის შესახებ, თხოვს ყველას, სახლში, ნასახლარზე თუ ტყეში ხომ არ ეგულებათ ვაზის თუნდაც ერთი ძირი, რომელიც, შესაძლოა, უნიკალური გურული ჯიშისა იყოს.

საკმიელას ერთი ძირი ასეთი ძებნით იპოვა გურია-იმერეთის საზღვართან, სოფელ ვაზისუბანში. ერთ ძირს ისე მოევლო ხეები, წვეროსთან ემჩნეოდა ყლორტები, დანარჩენი ნაწილი გამხმარი იყო. სურს, გურიაში კარგი მყნობელებიც დახელოვნდნენ; არა ერთი ცდილობს და გამოსდის კიდეც, თუმცა ბევრი მაინც არ გვყავს.

_ ეს არ არის მძიმე შრომა, თუმცა, მოითხოვს დიდ ნებისყოფას, რომ მუდამ ვაზთან იტრიალოს, ვენახს არ მოშორდეს, მიხვდეს ყველა წვრილმანს, თითოეული ანასხლავი _ საკვირტე მასალა, ისეთ გვირისტად ამოიყვანოს, რომ სიცოცხლისუნარიანობაში მისხალი ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდეს. აი, ეს არის მევენახის ხელოვნება, ვაზის ქვეყნის შვილს რომ მოეთხოვება, _ გვეუბნება დამშვიდობების ხანს და უახლოესი " ჯიშთაძიების" მარშრუტსაც გვაცნობს _ მომავალ კვირაში ჩოხატაურის სოფლებს უნდა ეწვიოს.

კვლავ ახალ წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს და ვაზივით გამძლეობას ვუსურვებთ, ბატონ ანდროს.



 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესპიჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.  პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ... ...
  • "გამომიყავით დაცვის ორი წევრი და დამიჯერეთ, ვერ მომკლავენ" _ მიხეილ სააკაშვილი„აქ დგას მსოფლიო მედია და ისინი უკრაინის სირცხვილს აშუქებენ. ფულს, რომელსაც ჩემს თვალთვალში ხარჯავდით, გამომიყავით დაცვის ორი წევრი და დამიჯერეთ, ვერ მომკლავენ", _ უთხრა პეჩორის სასამართლოზე ბოლო შესვენების გამოცხადების წინ მოსამართლეს. უკრაინის ოპოზიციის ლიდერის თქმით, პუტინი მას სიამოვნებით გაცვლისდაკავებულ უკრაინელ აგენტებში. მისივე განცხადებით, მისი დაკავებით ვიღაცამ პუტინს საჩუქარი გაუკეთა. „მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკომ და ლუცენკომ უდიდესი შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან ამ 2-მა სუბიექტმა მე ეფესბეს აგენტი მიწოდა. ეს ყველაფერი უარესია, თუ მე "ეფესბეშნიკი" ვარ, ეს უნდა დაამტკიცოთ სასამართლოში. ამ შემთხვევაში მე პუტინი სიამოვნებით გამცვლის დაკავებულ უკრაინელ აგენტებში, დაამტკიცეთ ეს მალე და ყველა უკრაინელ ტყვეს გაათავისუფლებენ. ჩემს წასაყვანად პუტინი რამდენიმე თვითმფრინავსაც კი გამოაგზავნის, ნუთუ არ გესმით, ვის ბრძანებებს ასრულებთ. სააკაშვილი კიევის ციხეში არის პუტინის საუკეთესო ოცნება. "ეფესბე" უკეთეს ოპერაციას ვერ დაგეგმავდა, ვიდრე სააკაშვილის ციხეში ყოფნაა. თქვენ ხართ იარაღი მტრის ხელში, მე ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც პუტინის რუსეთის შესახებ გაეროში სიმართლე თქვა, საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატთან და მტრის სასარგებლოდ მუშაობასთან. ვიღაცამ გადაწყვიტა, პუტინისთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა,“ - განაცხადა მიხეილ ... ...
  • "ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა" _ გიორგი კვირიკაშვილიჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 10 დეკემბერი, რომელიც იმის ხაზგასმაა, რომ ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის უმთავრესი ღირებულებაა. „მომავალ წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება. 1948 წელს მიღებულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მისი სულისკვეთება და პრინციპები დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო 70 წლის წინ. ჩვენი ხელისუფლება ერთგულია ამ ღირებულებების და ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც თითოეული ადამიანის უფლებებია დაცული. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და პარლამენტისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი საერთო მიზანია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, თვისობრივად განსხვავებულ რეალობას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩვენი ხელისუფლების მყარი პოლიტიკური ნების შედეგია და ამას ჩვენი მოქალაქეები, ყოველდღიურად და ყველა სფეროში ხედავენ. ეს არაერთხელაა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაზე საუბრობენ თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანათა კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებული წუხილის საგნად რჩება ის ფაქტი, რომ დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აქვს საშუალება, მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს. „შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის გაძლიერება და აქ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ გალის რაიონი; მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა; თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა; უკანონო დაკავებები და მავთულხლართებით შუაზე გაყოფილი კარ-მიდამოები - ეს ყველაფერი არის ოკუპაციის პოლიტიკის შედეგები და რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. საქართველოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამშვიდობო ძალისხმევა, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა და გაუმჯობესდეს ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას მუდმივად ეხმარებიან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების გატარებაში; ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისს საქართველოში და ყველას, თითოეულ ადამიანს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული საქმიანობა უსურვა ახლად არჩეულ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. "ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კანდიდატისთვის სახალხო დამცველის თანამდებობაზე. მინდა, მივულოცო ქალბატონ ნინო ლომჯარიას ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მინდა, წარმატება გისურვოთ, ქალბატონო ნინო, ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - მიმართა პრემიერმა სახალხო დამცველს. მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გაგრძელების პროცესში ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. "ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე და, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ადამიანის უფლებები არის საერთო-სახელმწიფოებრივი ამოცანა და მე დიდი იმედი მაქვს, ამ რეფორმების გზაზე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა მივაღწიოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ... ...
  • ,,პრეზიდენტის არჩევის წესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ“ _ დავით ჭიჭინაძე,,ქართული ოცნების“  წევრი დავით ჭიჭინაძე  პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების მსგავსად, პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, პრეზიდენტის არჩევის ფორმა მისთვის მნიშვნელოვანი არა არის, რადგან პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია და ძირითადად,  ქვეყანაში საშინაო და საგარეო ფაქტორებზე პასუხისმგებელი პარლამენტი და მთავრობაა. ,,ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს და საქართველოშიც პარლამენტმა რომ აირჩიოს რა დაშავდება. პარლამენტს ირჩევს ხალხი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. ჩვენი ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა და პარლამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობაზე. პრეზიდენტის უფლებები კი შეკვეცილია, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მე პრეზიდენტის არჩევის წესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უნდა გითხრათ, რომ მედიაში გავიგე იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, აქამდე ჩემთვის ცნობილი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მხარს საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესს  უჭერდა. ჩვენი პარლამენტი დემოკრატიულად არჩეულია და ვერაფერს ვხედავ ცუდს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებულ პროცესებზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია“, _ განაცხადა დავით ... ...
  • ოზურგეთის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ძველი კადრებით დაკომპლექტდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად, მობილობის წესით, გია მამაკაიშვილის კანდიდატურა შეირჩა და მან სამსახურის უფროსის პოსტი შეინარჩუნა.  ამავე სამსახურში თანამდებობები შეინარჩუნეს _ ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ და ბუღალტრული აღრიცხვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ. ჯერჯერობით, ორი სამსახურის უფროსია დანიშნული _ იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.  უცნობია, ვინ დაიკავებს ოზურგეთის მერიაში სხვა სამსახურების უფროსების პოსტს. უახლოეს დღეებში დასრულდება საკადრო პოლიტიკის გატარება მუნიციპალიტეტის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით იმუნიტეტი სუსტდება...
ზაფრანი

ტეილორ სვიფტი კვლავ გამოარჩიეს

ამერიკული ტელეარხის (VH1) აზრით, მომღერალი...

„სათამაშო“ ტანკი

როდესაც ჩინეთის არმიის 31 წლის...

"რასისტი გედი"

ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო ...

დათვების „სკოლა“

ლიტველი ფოტოგრაფები ფინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში...

ჯუზეპე ვერდის უცნაური ახირება

დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი...

„მძარცველი“ თოლიები

მასაჩუსეტსელი ფოტოგრაფი ქურდბაცაცა თოლიების მორიგ...