"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

კარმიდამო ჩემი

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

10 სექ. 2018, 13:12:18

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენციების ფონზე, სამწუხაროდ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ბოლო 25 წლის განმავლობაში დაუშვა უპრეცედენტო შეცდომა, რამაც გამოიწვია როგორც ჩაის ნარგაობის, ისე, წარმოებული პროდუქციის მკვეთრი შემცირება.

მოსახლეობამ ჩაის ნამყოფ ნიადაგებზე სპონტანურად თხილის ბაღების გაშენება დაიწყო და მისმა ფართობმა 30 ათას ჰექტარს მიაღწია. ბოლო სამი წლის განმავლობაში თხილის მოსავალი და ხარისხობრივი მაჩვენებლები კატასტროფულად დაეცა. სადაა გამოსავალი? მოსახლეობა ამ კითხვაზე პასუხს მოელის.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონა ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების მხრივ ძალზე ჭრელია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველივე წლებიდან, როდესაც სუბტროპიკულ ზონაში მრავალი ინტროდუცირებული კულტურა მკვიდრდებოდა, მეცნიერ-მკვლევარები აქცენტს, რომელიმე მონოკულტურაზე არ აკეთებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში საკუთარი ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნილება მაღალი იყო და პრიორიტეტი სუბტროპიკულ კულტურათა შორის ჩაის ნარგაობას ეკუთვნოდა (67ათასი ჰექტარი) ქვეყნის ხელისუფლება ასევე დიდ მოთხოვნებს უყენებდა ისეთი კულტურების განვითარებას, როგორიც იყო ციტრუსოვნები, დაფნა, ტუნგო, სუბტროპიკული ხურმა, ფეიჰოა, ბამბუკი და მრავალი სხვა.

ამ პერიოდში სუბტროპიკულ მეურნეობას მთლიანობაში განიხილავდნენ, როგორც "ჩაი და მისი თანამგზავრი კულტურების" სახით. სუბტროპიკულ კულტურათა ასეთმა სიმბიოზურმა განვითარებამ და სამრეწველო წარმოებამ ბევრი სიკეთე მოუტანა ამ რეგიონის მოსახლეობას.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, მთლიანად დაინგრა ჰარმონიულად შეთანაწყობილი სუბტროპიკულ კულტურათა მეურნეობრიობა. ამ ვანდალიზმს ხელს უწყობდა ხელისუფლების ზედა ეშელონებში მოკალათებული "ვაიპატრიოტები", რომლებიც ჩაის მონურ კულტურად აცხადებდნენ.

შედეგმაც არ დააყოვნა _ დღეისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩაის მწარმოებელ 50 ქვეყანას შორი, სადაც, მიუხედავად მეცნიერ-მკვლევართა ყოველდღიური მცდელობისა, ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაუდევრობით, 60 ათასი ჰექტარი ჩაის ნარგაობა ამოიძირკვა და განადგურდა, რამაც სტიქიურად გამოიწვია ამ რეგიონების გაკოტრება-გაღარიბება.

ფინანსურ რესურსებს მოკლებულმა გლეხობამ, პრივატიზებულ ფართობებზე ამოძირკვა რა ჩაის ნარგაობა, სპონტანურად დაიწყეს ისეთი კულტურების გაშენება, რომლითაც თითქოსდა მოვლის მცირედი დანახარჯებით მაღალ მოგებას მიიღებდნენ. ასეთ კულტურად მიიჩნიეს თხილი, რომელთა ფართობმა ბოლო ათწლეულში 30ათას ჰექტარს მიაღწია. თხილის ბაღები შენდებოდა ნიადაგის ყოველგვარი წინასწარი მომზადების და გაკულტურების გარეშე, ვერ ითვალისწინებდნენ ჯიშურ შემადგენლობას და ვერ ატარებდნენ მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს.

სამწუხაროდ, რეალობა სხვა გახდა _ გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ფონზე (2016; 2017; 2018 წლები), თხილის კულტურამ მოსახლეობას ვერ გაუმართლა _ მიუხედავად ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა რთული აღმოჩნდა. თუ ასე გაგრძელდა, იმედგაცრუებული მოსახლეობა თხილის ბაღების აჩეხვა-ამოძირკვასაც დაიწყებს.

თუ გვინდა სუბტროპიკული მემცენარეობის სტრატეგიული განვითარება, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის ისტორიიდან. მოვიყვანთ ერთ მაგალითს: მე -18 საუკუნის დასაწყისში, კუნძულ ცეილონზე, რომელიც ინგლისის კოლონიას წარმოადგენდა, ყავის კულტურა ითვლებოდა მონო-კულტურად, რაზეც დასაქმებული იყო მთელი მოსახლეობა. ინგლისელები ყავის ექსპორტით დიდ მოგებას ნახულობდნენ. მაშინ, როდესაც ყავის წარმოება ზენიტში იყო, უეცრად გამოჩნდა მტერი _ მიკროსკოპული სოკო Hemileya vastatrix, რომელმაც ბოლო მოუღო ყავის 65 ათას ჰექტარ ნარგაობას.

როდესაც პლანტატორები გონს მოვიდნენ, მათ ჯერ დაიწყეს ქინაქინის ხის გავრცელება, შემდეგ კაკაოს მოყვანა, თუმცა, მსოფლიოში ბაზრის გაჯერების გამო, ამ კულტურებიდან ვერ იხეირეს.

ცეილონი, როგორც მდიდარი კოლონია, შეწყვეტდა არსებობას, რომ არ გამოჩენილიყო ჩაის კულტურა. აგერ, უკვე 150 წელია, ცეილონი მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი მესამე ქვეყანაა და მიუხედავად ჩაის მონოკულტურისა, დღეს ეს მცენარე ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას და ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საშუალებაა.

ამ ისტორიაზე ღირს დაფიქრება, რადგან საქართველოც ისტორიულად ჩაის მწარმოებელ ერთ-ერთ მძლავრ რეგიონად ითვლებოდა მსოფლიოში. ჩვენი აზრით, სუბტროპიკულ ზონაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კულტურების სამრეწველო წარმოებას, რომლებიც გაცილებით მდგრადია, როგორც მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების, ასევე, მავნებელ-დაავადებათა მიმართ.

ასეთ კულტურად, პირველ რიგში, მოიაზრება ჩაი და სხვა თანამგზავრი კულტურები. მისასალმებელია სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამა _ "ქართული ჩაი," რომელიც არსებული ჩაის ნარგაობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს 70-80%-იანი თანადაფინანსების სახით. ბოლო 3 წლის განმავლობაში პროგრამაში 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. უკვე რეაბილიტირებულია 1 000 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაცია. სამწუხაროა, რომ მცირენაკვეთიანი ოჯახებისთვის ეს პროგრამა მიუწვდომელია.

სულ ახლახან სახელმწიფო პროექტში _ "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი _ "კენკროვანი კულტურები", რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების ასპროცენტიან ფინანსურ მხარდაჭერას ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის და ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის.

აღნიშნული პროექტი იმუშავებს მცირემიწიანი კატეგორიის მოსახლეობაზე, რომლებსაც აქვთ, მინიმუმ, ერთჰექტრიანი მიწის ნაკვეთი. აქვე მკაცრადაა მითითებული, რომ ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0,15 ჰექტრიდან, არა უმეტეს, 0,5 ჰექტრის ჩათვლით, კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენების დაფინანსება.

წინასწარ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს იმ ფერმერების იდენტიფიცირებას, რომლებიც მზად არიან კენკროვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები სრულყოფილად შეისწავლონ. ეს ფერმერები გაივლიან მომზადების კურსს და ტესტირებას.

პროგრამაში ჩართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტები და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეულის" ლაბორატორია, მით უმეტეს, როდესაც დასავლეთ საქართველოს პირობებში, ლურჯი მოცვისა და სხვა კენკროვანი კულტურებისთვის ნიადაგის შერჩევა, მასში მჟავიანობისა და საკვები ელემენტების განსაზღვრა ისედაც აღნიშნული ლაბორატორიის პრეროგატივაა. სასურველია აქვე, ანასეულში, მოეწყოს ბენეფიციარების მომზადება-გადამზადების კურსები.

კენკროვანი კულტურების სამრეწველო წარმოების სპეციფიკა მეტად გააზრებულ და მაღალკვალიფიციურ შრომას მოითხოვს. წარმოების პროცესში მცირედი გადაცდომაც კი შესაძლებელია საბედისწერო იყოს გარანტირებული მოსავლის მისაღებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ეს კულტურები ჩვენთან ახალია და სრულყოფილად შესწავლილიც არაა.

ბაღების გაშენების და ექსპლუატაციის პროცესში მტკიცე კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთ პროცესებზე, როგორიცაა: ჯიშური შედგენილობა ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის სტაბილურობა, გრუნტში ტენისა და ტემპერატურის რეგულირება, მცენარეთა რეგულარული მორწყვა და გამოკვება, ყვავილობისა და მსხმოიარობისადმი ხელშეწყობა, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა, ნაყოფის (კენკრის) ფაქიზი კრეფა-ტრანსპორტირება, პროდუქციის უდანაკარგოდ შენახვა-რეალიზაცია, რაც დაკავშირებულია სპეციალურ სამაცივრო შენობების, რეფრეჟეტორების და სხვა ტექნიკურ საშუალებათა მზადყოფნასთან. ასევე გასათვალისწინებელია კრეფის პროცესში საკმაოდ გაზრდილი რაოდენობით მუშახელის მობილიზება და სხვა საკითხები. ასე რომ, კენკროვნების მოვლა-მოყვანას და რეალიზაციას დიდი ძალისხმევა სჭირდება. საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში, სადაც კენკროვნებს ფართო მასშტაბით აწარმოებენ, ყველა ეს საკითხი წინასწარ გათვლილი და მოგვარებულია. ჩვენს პირობებში პირველ ეტაპზე მოსახლეობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, აითვისოს კენკროვნების მოვლა-მოყვანის სრული ტექნოლოგია, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან სრული დაფინანსებისა და დახმარების მხარდაჭერით, ქართველი გლეხი, ფერმერი მიაღწევს სერიოზულ წარმატებას. ამიტომ ორივე მხარეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე გლეხობას, ფერმერებს დასჭირდებათ მეტად გააზრებული ყოვლისმომცველი და შედეგებზე ორიენტირებული სახელშეკრულებო დოკუმენტაციების შედგენა, გაფორმება და მისი პრაქტიკული რეალიზაცია, ყველა ეს საკითხი განხილული და შეთანხმებული უნდა იქნას ამ კულტურების მცოდნე მეცნიერ სპეციალისტებთან, ბიზნეს ორგანიზაციებთან.

ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობის პრინციპებზე (აგრარული საქართველო, 2015 წ.) და დღესაც გვინდა დავარწმუნოთ სოფლის მოსახლეობა თვითნებურად, საბაზრო ღირებულების მიხედვით ნუ გადაწყვეტს საკუთარი კარმიდამოს განაშენიანების ბედს. მხოლოდ მეცნიერულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კულტურათა სწორი შეთანაწყობის პრინციპების დაცვით, სუბტროპიკულ ზონის ნიადაგურ-კლიმატური პირობები გვაძლევს ფართო ასორტიმენტით სამრეწველო კულტურების წარმოების შესაძლებლობებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავძლევთ, ან შევარბილებთ არასასურველი კლიმატური პირობების და მავნებელ-დაავადებათა მასიური გავრცელების საშიშროებისგან თავის დაზღვევა და გარანტირებული მოსავლის მიღებას.

 სასურველი იქნებოდა, ხელისუფლებას პროექტ "დანერგე მომავლის" ფარგლებში კენკროვნების პარალელურად შემოეთავაზებინა ჩაის სანერგეებისა და ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების ხელშეწყობა-თანადაფინანსების პროგრამა, რაზედაც უკვე მოსახლეობაში ყოველწლიურად იზრდება მონდომება და ინტერესი. დღეისთვის საქართველოში ჩაი, მიუხედავად მისი წარმოების დაბალი მასშტაბებისა, ყველაზე სტაბილური და შემოსავლიანი დარგია. ამასთან ეს კულტურა არ მოითხოვს მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების რთულ ტექნოლოგიებს.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონას სასოფლო-სამეურნეო კულტურებით მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად აპრობირებული ათვისების სტრატეგიული ხედვა ესაჭიროება, რაშიც კომპეტენტური სიტყვა უნდა თქვას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, დარგობრივმა სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებებმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

ზაურ გაბრიჩიძე,
ს.მ.მ დოქტორი პროფესორი;
იოსებ ბასილია,
ს.მ.მ. დოქტორი;
ვლადიმერ ბოკუჩავა




 ახალი ამბები
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...
  • რა რეაქცია მოჰყვა დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლასდევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში. „გენერალ ჭანკვეტაძის ნაცვლად ასპარეზზე ეფრეიტორი ჟორჟოლიანი გამოცქრიალდა.... მამაცხონებულებო, გუშინწინ რომ სახეს იხოკავდით ჩვენი ლეგენდარული გენერლის ბანერს  ვიღაცამ საღებავი შეასხაო, დღეს რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამივე ვარსკვლავზე ჩამოასკლინტა ეგ არაფერი? ლამის ერთი თვეა ბანერებზე მუნდირით გამოჭიმული გაპოლიტიკოსებული გენერალი რომ დეპუტატობის კანდიდატობიდან დემონსტრაციულად ,,ჩაბელეს" და მთელი ქვეყნის საღლიცინო გახადეს ეგეც არაფერი ხო?  მერე გამოხვალთ და უცხვირპიროთ იწუწუნებთ არჩევნები გაგვიყალბესო... აი, თქვენს ოფისებში კი ჩამოგიარათ არმაგედონის ზანგმა...“_ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ზაზა ადეიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას. შეგახსენებთ, რომ  წყალტუბო-სამტრედია, ვანისა და ხონის ოლქის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-დან კენჭს მაჟორიტარული სისტემით გენერალი დევი ჭანკოტაძე იყრიდა. „მწარედ გაგვეხუმრა მეგობრები ,,კანდიდატი გენერალი იყო და ეფრეიოტორი შეგვრჩა ხელშიო" თქვენს დაუძლურებელ, გაუფერულებულ და ტყუილებზე შეკოწიწებულ ხელისუფლებას ,,ეფრეიტორიც" ეყოფა დასამარცხებლად! პ.ს. გენერალი ღირსეულ ადგილს იკავებს გამსვლელ სიაში!“_ ზაზა ადეიშვილის პოსტებს, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით ნიკოლეიშვილის საპასუხო პოსტი ... ...
  • “ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს” – ილო ბეროშვილიილო ბეროშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მან გურამ შარაძეს “ყველაზე ცუდი ქართველი” უწოდა: „გუშინწინ  ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი? ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე. მოკლედ რაშია საქმე:  ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია  ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირექტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად  მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და, რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად... იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:( ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა! ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა. ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც ... ...
  • დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (R)დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge მიმდინარეობს. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. (R)    ... ...
  • 25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემებიმიმდინარე ახალი სასწავლო წელი საიუბილეოა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიისთვის _ მეოთხედი საუკუნის წინ, 1996 წლის 15 ივნისს,  ხელი მოეწერა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის დაარსების დოკუმენტს. როგორც სასწავლებლის რექტორის მოადგილე, ლევან გიორგაძე ამბობს, საიუბილეო სამოქმედო გეგმა მზად აქვთ, თუმცა, მისი გახორციელება არსებითად დამოკიდებულია შექმნილ ეპიდვითარებაზე: "იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ ძველი და ახალი გიმნაზიელები სრულფასოვნად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. 25 წელი სტატისტიკისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ გახლავთ იმ გადასახედიდან, საიდანაც მოგვიწია დაძვრა და თითქმის უიმედო სიტუაციიდან დღემდე მოვედით", _ ამბობს გიორგაძე. ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ სწავლა, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს დაიწყო და როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, აქაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი. თუმცა, როგორც ლევან გიორგაძე ამბობს, გიმნაზიას, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსით მოუხდა ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება: "ახალ სასწავლო წელს, როგორც ყველა, გიმნაზიაც მზადყოფნით შეხვდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების ზედმიწევნად შესრულება ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. მოსწავლეებმა სასწავლო დრო უსაფრთხო გარემოში უნდა გაატარონ. ჯანმრთელობის და ვითარების პრევენციის გამო, მართალია, მთელი რიგი შეზღუდვები გვექნება სკოლებში, თუმცა მათი დაცვა და შესრულება გარდაუვალია. ამასთანავე სკოლა მზადყოფნაში შეხვდება მოვლენების ყველაზე არასასურველ განვითარებას _ მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ძალიან მალე შევიძენთ ლიცენზირებულ პორტალს, რომლითაც შეუფერხებლად მოვახერხებთ გიმნაზიის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ვფიქრობთ, წელსვე გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზეც (მომავალი წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის), რომლისთვისაც თვალყურის დევნების საშუალება მშობლებსაც ექნებათ, მათ მიუვათ სატელეფონო შეტყობინება მისი შვილის აკადემიური მდგომარეობის შესახებ, სმს-ები მიუვათ მეილებზეც. გიმნაზიამ, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსებით (რომლითაც ნამდვილად არ ვართ დალხინებული, მეტიც, სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე ვდგავართ) უზრუნველყო ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ცუდი არ იქნებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო და დახმარება გაეწია ჩვენთვის. არის საკითხები, რომელთა ნაწილს პირადად ვეთანხმები, თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ჩვენთვის. ვგულისხმობ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მიდგომას კერძო და საჯარო სკოლების მიმართ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები ასეთ დროს, გლობალური პანდემიის პერიოდში დიფერენცირებას. კერძო სექტორში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება და პანდემიისგან დაცვა სახელმწიფოს ვალია! ეს ბავშვები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან! მათი მშობლები გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება ყველა სასკოლო პროგრამა. მაშინ რა გამოდის? კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ფულს იხდის იმაში, რომ ყველა პირველკლასელს, გარდა მისი შვილისა, დაურიგდეს კომპიუტერი; ყველა წარჩინებულმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მიიღოს "ჩემი პირველი კომპიუტერი", გარდა მისი შვილისა; ყველას დაურიგეეს სასკოლო სახელმძღვანელოები (მეორე წელია კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები) და არა მათ შვილებს და რითიც დავიწყე, იქ დავბრუნდები: სადეზინფექციო მარაგების შევსება დიდ თანხებს მოითხოვს! მინდა ყველა ქველმოქმედს გადავუხადო მადლობა, ვისაც სურვილი გასჩენია და კვლავ გაუჩნდება, რომ კეთილი საქმის კეთებაში მხარში დაგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს", _ ამბობს ლევან გიორგაძე. დღეისთვის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში 230-მდე მოსწავლე სწავლობს და როგორც რექტორის მოადგილე ამბობს, აქაური ბავშვები ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ: "ტრადიციულად, ჩვენი ბავშვები აქტიური, წარმატებული და საინტერესოები არიან. ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სტუდენტი ხდება და წარმატებული კარიერისთვის და ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და მიზანსაც აღწევენ. გამონაკლისები არც 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები იყვნენ _ გვყავს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი. ასევე, სამი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით, 70%-იანი გრანტით ისწავლიან. გიმნაზიელთა პირველი თაობები უკვე მშობლებად გვიბრუნდებიან სკოლაში და თავიანთი შვილების აღზრდას ისევ ჩვენ გვანდობენ", _ ამბობს გიორგაძე, რომლის სიტყვები  სასულიერო გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივზე საუბრისას ასეთია: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!", გიმნაზიაში კი 32 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს: "დიდი გამოცდილება, უამრავი პროფესიული წარმატება და ახალგაზრდული შემართება, აქ მარტო ახალბედებს არ ვგულისხმობ, ერთად იყრის თავს ჩვენთან და ურთიერთთანადგომით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაშინ, როცა შენი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა სკოლებიდან უფრო მეტს იღებენ გასამრჯელოდ (საბედნიეროდ, წელს სახელფასო თამასა გიმნაზიაშიც აიწია). რთულია, გულდადებულმა იმუშაო, კონცენტრაცია შეინარჩუნო, გული არ აგიცრუვდეს საქმეზე, მაგრამ გიმნაზიის მასწავლებლებმა არ უღალატეს უპირველეს მოვალეობას _ ბავშვის აღზრდას! რამდენიმე წავიდა სკოლიდან, რამდენიმემ სხვა სკოლაში შეითავსა სამსახური (არც ეს არის უცხო პედაგოგიური სამყაროსთვის). ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. თუმცა, ამით არ დასუსტებულა კოლექტივი _ შევსებაც მივიღეთ საინტერესო ახალგაზრდების სახით. მინდა ყველა ჩემს მასწავლებელს, მეგობარს დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და კარგი მეგობრობისთვის _ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!" _ დასძენს სასწავლებლის რექტორის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...