ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

კარმიდამო ჩემი

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

2018 იან 16 12:48:15

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა, რომლითაც აყვავებული ეკონომიკა ადრეულ წლებში ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდებოდა, მერე ერთბაშად უკუსვლის გზას დაადგა და დღეს ისევ აღორძინებაზე საუბრობენ.

ჩაის რეაბილიტაციის ამბავი სარწმუნო კი უნდა იყოს, თუმცა, ძველ დიდებას დაიბრუნებს თუ არა, ეს არავინ იცის.

ასე პოპულარული ჩაის უნიკალური მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობამ მაინც არ იცის ყველაფერი _ იგი ლამის ყავამ ჩაანაცვლა და ასევე საკითხავია, უმეტესად როცა ჩაის ვსვამთ, არის კი ხარისხიანი და ნამდვილი ფერის და არომატის მქონე, უნიკალური სამკურნალო თვისებებით?

ადამიანის პირველი ნაცნობობა ამ მცენარესთან საუკუნეთა წყვდიადში იკარგება და ჩვენამდე მხოლოდ თქმულებებსა და ლეგენდების სახელით მოვიდა.

ჩაის კულტურის სამშობლო ჩინეთია და არ არსებობს სახოტბო სიტყვა, რომელიც ჩინელს არ გამოეყენებინოს ამ მცენარის შესამკობად. ისინი ამბობდნენ, რომ ჩაი ამხნევებს, ჩაი აფხიზლებს გონებას, ახალისებს გულს, ხსნის დაღლილობას და ა. შ.

აფასებდა რა ჩინელი ჩაის, როგორც გამამხნევებელ და გამახალისებელ სასმელს, როგორც სამკურნალო საშუალებას და საკვებ პროდუქტს, საიდუმლოდ ინახავდა ამ კულტურის მოშენების და მოვლის ცოდნას და გამოცდილებას, ჩაის დამზადებისა და ნაყენის დაყენების წესს.

ჩაის თესლის ან თვით ჩაის მცენარის სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გატანა სასტიკად აკრძალული იყო და კანონით ისჯებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა მისი ჩინეთიდან გატანა იაპონიაში, მე-17 და მე-18 საუკუნის ბოლოს კი _ ინდონეზიასა და ჰოლანდიაში. ევროპაში ჩაის კულტურა ინგლისელებმა შეიტანეს _ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ინგლისის გემები დიდი რაოდენობით ჩაის ეზიდებოდნენ ჩინეთიდან. ამ პერიოდში ინგლისში ჩაის სვამდა მოსახლეობის ყველა ფენა, მიუხედავად სიძვირისა. მისმა სიძვირემ და სიმცირემ მე-17 საუკუნეში "ჩაის აჯანყებაც" კი გამოიწვია, რომელიც ბოსტონში მოხდა. მიზეზი ამისა იყო ინგლისის მიერ ამერიკაში შეტანილი ჩაის სიძვირე, რაც დიდმა საბაჟო გადასახადმა გამოიწვია.

ჩაის ნაწარმი რუსეთში 1638 წელს გამოჩნდა, ჩაის კულტურა კი 1833 წელს გავრცელდა. საქართველოში 1847 წელს ასახელებენ, როცა ჩაის რამდენიმე მცენარე ოზურგეთის სააკლიმატიზაციო სანერგეში ჩამოიტანეს. ოზურგეთიდან ჩაის ბუჩქის ნერგები, 1857 წელს, მიხეილ ერისთავმა გადაიტანა ჩოხატაურში _ გორაბერეჟოულის ბაღში. მან პირველმა გააშენა საქართველოში ჩაის სამრეწველო პლანტაცია და მოკრეფილი ჩაისგან, კუსტარული წესით, პირველად დაამზადა ბაიხის ჩაი.

მეჩაიეობის განვითარებას საქართველოში დიდად შეუწყო ხელი 1925 წელს სააქციო საზოგადოების _ "საქართველოს ჩაი" დაარსებამ, რომელსაც ევალებოდა სუბტროპიკული რაიონების ტერიტორიული, გეობოტანიკური, კლიმატური და სხვა ნიშნით შესწავლა.

ჩაის მცენარეზე პირველი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 1901 წელს ოზურგეთში ზვანის ტერიტორიაზე დაიწყო, თამბაქოს საცდელ პუნქტში. 1930 წელს კი, ოზურგეთში, ანასეულში დაარსდა ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ადამიანის ორგანიზმზე ჩაის სასარგებლო გავლენა უხსოვარი დროიდან იყო მიჩნეული და თაობებს გადაეცემოდა. იგი ემყარებოდა ხალხის უშუალო დაკვირვებას, რომელიც მოკლებული იყო ელემენტარულ მეცნიერულ ანალიზს. ამჟამად კი დადგენილია, რომ ჩაის მცენარე გამოიმუშავებს მრავალ ძალზე სასარგებლო ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომლის ნაწილი ჩაის ნაყენში გადადის და ხდის მას ადამიანის ორგანიზმისთვის უაღრესად სასარგებლო სასმელად.

ჩაის უმნიშვნელოვანესი თვისება არის მასში კოფეინის და ვიტამინების შემცველობა, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას; ხშირად ხსნის თავის ტკივილს, რაც კოფეინის ტკივილგამაყუჩებელი უნარით უნდა აიხსნას; უდიდეს დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; იწვევს კუჭის ლორწოვანი სეკრეციული ჯირკვლების აგზნებას და კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებას, რითაც აღიძვრება მადა და ადამიანი დილით ფინჯან ჩაისთან სიამოვნებას იღებს.

ხალხური მედიცინა ჩაის ნაყენის ანტისეფსისურ და ბაქტერიოციდულ თვისებას აღიარებს _ ხალხში მიღებულია თვალის ლორწოვანი ანთების დროს, თვალის ჩაის გრილი ნაყენით ამორეცხვა.

უდიდესია ჩაის, როგორც წყურვილის მომკვლელი და გამაგრილებელი სასმელის როლი ადამიანისთვის; მას გააჩნია რადიაციის საწინააღმდეგო თვისებებიც.

მართალია, ჩაის მომხმარებელი ჰყავს და ეყოლება, მაგრამ ადამიანი მაინც თავიდან უნდა მიუბრუნდეს მას, როგორც სიცოცხლისა და სიხალისის ელექსირს, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერები "მსოფლიო საუნჯეს" უწოდებენ.

 ცისანა ქაშაკაშვილი,სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით"ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას ეხმაურება და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო შეშფოთებულები არიან. „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს