ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

კარმიდამო ჩემი

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

2017 მაი 2 10:13:47

სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა ამ დარგების მიმართ სრულიად არასაკმარისია. სამინისტროს მიერ გამოცხადებული ამჟამად მოქმედი პროექტები: "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი", "ქართული ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა" წარმატებით მიმდინარეობს მხოლოდ მდიდარი (ან საშუალო) ეკონომიკის მქონე მოსახლეობისთვის. მათ შორის "ქართული ჩაის პროგრამა" გამოცხადდა ისეთი დაგვიანებით, როცა პლანტაციების დიდი ნაწილი ან გადამწვარია ან ამოძირკვულია.

მაშინ, როცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას მოსახლეობას ჯერ კიდევ ფართოდ ჰქონდა შენარჩუნებული პლანტაციები და სახელმწიფო საკუთრებაშიც არსებობდა ასეულობით ჰექტარი ფართობი, მოსახლეობა მთავრობისგან მოელოდა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას დარგის რეაბილიტაციის მიზნით, რაც, სამწუხაროდ, ძლიერ დაგვიანდა.

"ქართული ჩაის პროგრამა" არ არის გათვლილი სოფლის მოსახლეობაზე, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია მიწის სახელმწიფო რეფორმისას გამოყოფილი მცირე ჩაის ნაკვეთები (0.1-0.3 ჰა) და ეს ნაკვეთები არ არის კონსოლიდირებული ერთიანი მასივის სახით. პროგრამის შესაბამისად, ძნელია ასეთი ნაკვეთებისგან კოოპერატივის ჩამოყალიბება 5.0 ჰა პლანტაციითაც კი. ამიტომაც, პროგრამის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობის მიერ კვლავ გრძელდება პლანტაციების ამოძირკვა ან გადაწვა და მისი მომზადება სხვა კულტურის გასაშენებლად. ამას ემატება პროგრამის სხვა ხარვეზები, რაც იწვევს მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულების შეცვლას ჩაისადმი.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს ჩაის დარგი ან პროგრამა შედგენილია ისეთი ადამიანების მიერ, რომელთაც პროფესიული შეხება არ ჰქონიათ ჩაისთან, სოფელთან და ეკონომიკასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო რიგი ხარვეზების გათვალისწინება, რაც პროგრამას გააჩნია. უფრო მეტიც _ "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა" მათი დაწერილია, ვინც საქართველოში ჩაის კულტურა მოსპო", _ აცხადებს კოოპერატივ "ბახვის ჩაის" დამფუძნებელი დავით თენეიშვილი და ასაბუთებს კიდეც, რომ პროგრამაში სოფლის მოსახლეობის ჩართვა თითქმის შეუძლებელია.

პროგრამაში არსებული მთელი რიგი სიძნელეების გამო, კოოპერატივის შექმნის საკითხში დახმარება ვერ შევძელით, ასევე, ექადია-ანასეულის მოსახლეობისთვისაც, რომელთაც გააჩნიათ ჩაის მცირე ნაკვეთები და სურდათ კოოპერატივის შექმნის გზით პლანტაციის რეაბილიტაცია.

პროგრამის მიხედვით, 1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის ღირებულება შეადგენს 2.5 ათ. ლარს (მაშინ, როცა სპეციალისტებისა და მეცნიერების მიერ გათვლით ის არა ნაკლებ 7.0 ათ. ლარია). პროგრამა არ ითვალისწინებს შეღობვის და გასხვლისთვის პლანტაციის მომზადების (გატყევებულ ფართობში ხეების მოჭრა, გამოტანა და სხვა.), ნიადაგის ბიოქიმიური ანალიზის, პლანტაციის აუდიტის, კოოპერატივის დარეგისტრირების საფასურს და ა. შ. აქედან გამომდინარე, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ გაღატაკებული სოფლის მოსახლეობისთვის წარმოუდგენლად ძნელია პურის ფული (თუ კი ამის მოპოვებას შეძლებს) პლანტაციის შესაღობად და ნიადაგის ანალიზისთვის გამოიყენოს.

"ქართული ჩაის პროგრამის" პარალელურად სახელმწიფოს უნდა გამოენახა დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემის შესაძლებლობა, რაც შეავსებდა პროგრამის დაფინანსებას. ეს აუცილებელია ასევე პლანტაციის მეჩხერიანობის აღმოფხვრის და ახალი პლანტაციის გაშენებისთვის. სესხის გაცემის არსებული წესი მიუღებელი და შეუძლებელიცაა პროგრამაში მონაწილე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ვფიქრობთ, სესხის გაცემის საკითხის გადაწყვეტის გარეშე პროგრამა ვერ იმუშავებს.

პროგრამის მიმართ კიდევ ბევრი პრეტენზია არსებობს, მაგრამ უმთავრესია ის, რომ პროგრამაში არ არიან ჩართულნი მეცნიერები და სპეციალისტები, რომელთა გარეშე შეუძლებელია დარგის რეაბილიტაცია, დარგისა, რომელიც იყო და არის ქვეყნის ეკონომიკის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი.

ჩაის ნედლეულისგან სხვადასხვა სახის მზა ჩაი გამომუშავდება. ეს არის რთული და სპეციფიკური ბიოქიმიური პროცესი. ამიტომ, ჩაის გაშენების, მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ტექნოლოგიური, ბიოქიმიური, ხარისხობრივი, სამანქანო, ეკონომიკური, და ა. შ. საკითხები მუდმივ სრულყოფას და სამეცნიერო კვლევას საჭიროებს.

ამ პრობლემებს არა ერთი ინსტიტუტი ემსახურებოდა საქართველოში. ამიტომაც იყო რომ დარგი წარმატებით ფუნქციონირებდა და განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას. მაგრამ, სააკაშვილის მთავრობამ სრულად მოშალა აგრარული დარგი და აგრარული მეცნიერება. სამეცნიერო კვლევები ამა თუ იმ მიმართულებით მთლიანად შეწყდა ან შემცირდა. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, რომლის მეცნიერთა დიდი ნაწილი ამჟამად გათავისუფლებული და გაფანტულია.

მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარება და ასევე განათლება აღიარებულია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებად და ეს ძალიან კარგია. თუმცა, მეცნიერება, რომლის გარეშე არ არსებობს განათლება და რომელიც ნებისმიერი დარგის განვითარების საფუძველია, სამწუხაროდ, სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული. არასაკმარისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა _ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ჩაისა და სხვა სახის სუბტროპიკული კულტურების წარმოების მთლიანი ციკლის კვლევებს და დარგის რეაბილიტაციაში კვლევის შედეგების ჩართვას და მის განვითარებას.

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი ამჟამად კატასტროფულად შემცირებული სახით არსებობს როგორც ა(ა)იპ. ბუნებრივია, მის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ერევა და ფაქტობრივად, ვერ იყენებს დარგის რეაბილიტაციის პროცესში.

აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, მეცნიერებმა მივმართეთ მთავრობასა და პარლამენტს. პრობლემა განიხილა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ პრობლემის გადაწყვეტის საფუძველთა საფუძვლის შექმნას _ ეს არის უპირველესად ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობა დარგის რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მსოფლიო სამეცნიერო მიღწევების გამოყენების თვალსაზრისითაც. მე, ამ სტატიის ავტორს, მაქვს 35 გამოგონება და პატენტი, რომლებიც შექმნილია ინსტიტუტში შემუშავებული სამეცნიერო კვლევების ბაზაზე და რომელთა ნაწილი წარმატებით იყო დანერგილი ქვეყნის საწარმოებში, სანამ დარგი ფუნქციონირებდა. შემუშავებული პროექტების გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დასაქმების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის, მათ შორის ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა მეჩაიეობაში როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობის მიმართულებით.

ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ჩაის დარგის რეაბილიტაციისა და მისი ფუნქციონირების საგანგებო ზომები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ზემოთ აღნიშნული შენიშვნები და სპეციალისტების მოსაზრებები. დარგის რეაბილიტაციაში მონაწილეობა უნდა შეეძლოს საზოგადოების ყველა ფენას, მათ შორის, უკიდურესად შეჭირვებულს. ამასთანავე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩაის დარგი ზოგიერთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაშიც კი აღიარებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის საშუალებად.

ნანული ორაგველიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი




 ახალი ამბები
  • "დაიკიდე ყ...ე" _ პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე ბილწსიტყვაობას უარყოფსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მან პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. "მსგავსი რამე მე არ მითქვამს, არის აბსოლუტური ტყუილი ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია... ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებს თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ე.წ. პიჯაკების საქმე - ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა გადაიდოე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი. ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. „პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას:  ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე -  საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში", _ აცხადებს ... ...
  • 19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართებასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge. ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე ... ...
  • „არ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც “ოცნებამ“ არ გადაკვეთა“_ სოსო ცინცაძე „ქართულ პარლამენტარიზმში ისეთი დრო დადგა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამტკიცებს, რომ ქვეყნის მართვის სადავეების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ქურდული სამყაროს ჩართვაზეც, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უამრავი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ივანიშვილის არაპრაგმატულ პოლიტიკაზე მეტყველებს ის ფატი, რომ ყოფილი თანამებრძოლები გადაიმტერა. „ფაქტობრივად, არ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გადაკვეთა. პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი უამრავ შეცდომას უშვებს, მათ შორის, თანამებრძოლები, რომლებიც თანამოაზრეებად უნდა გადაექცია, გადაიმტერა. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გამარჯვებას ვერ მოიპოვებს“, _ აღნიშნა ... ...
  • "საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს"საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, კერძოდ, საუბარია საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციებზე. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური ხასიათის არის, მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავენ. „უმრავლესობის მეორე სამუშაო შეხვედრა დასრულდა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირდებოდა. როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და კანონპროექტში ავსახავთ. უკვე დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. ხოლო ის რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...