ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

კარმიდამო ჩემი

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

2019 სექ 10 11:27:27

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ძირითადად, ზედმეტი ტენიანობაა და არა უცხოეთიდან ქარის შემოტანილი ბაქტერია. ამიტომ, როგორმე მეცნიერთა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ გარემოებას, თუ საიდან მოდის ჭარბი ტენიანობა და რა აძლიერებს მას.

 ჩვენ, დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთ, სადაც შავი ზღვის სიახლოვის გამო, ნოტიო ჰავის პირობებში ვცხოვრობთ, კვლავ გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ თხილის სიდამპლე მოუვლელობამ განაპირობა, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები და კიდევ სადღაც, უცხოეთიდან ქარის საშუალებით შემოსულმა და მერე გააქტიურებულმა ბაქტერიამ. ზოგჯერ შესაძლოა ასეც მოხდეს, რადგან მსოფლიოში გადაადგილება უკვე იმდენად სწრაფი ტემპით ხდება, ბაქტერიაც "აჰყვეს" პროცესებს, თუმცა, არ დაგვავიწყდეს მთავარი _ ეს არ არის მიზეზი და თავს ნუ მოვიტყუებთ. რამდენჯერაც დაგვმოძღვრავენ სიდამპლის ბაქტერიის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზების განმარტებით, იმდენჯერ უნდა ვუპასუხოთ, რომ ამის უმთავრესი მიზეზია ხელოვნური დატბორვა და ჰესების მშენებლობაა.

ვიმეორებ, ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ. გავერკვეთ მარტივად _ ავიღოთ სკოლის სახელმძღვანელოები. ბუნებისა და გეოგრაფიის წიგნებიდან ადვილად ვიგებთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის კლიმატურ სხვაობას, ტენიანობის მხრივ, იწვევს შავი ზღვის გავლენა და სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში ნოტიო ჰავაა, გაცილებით მეტი მდინარეები, ტბები, ღელეები, ნაკადულებია; ხარობენ ფართოფოთლოვანი მცენარეები.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვის გავლენის სიმცირის გამო, ჰავა მშრალია. ამიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ ხელოვნური დატბორვები, ჰესების გამალებული მშენებლობა, დიდი ხანია, ნოტიო კლიმატს ტვირთივით დააწვა და გააუარესა. ჩვენი ვალია, რაც მეტად დაწერენ და იტყვიან, რომ თხილი და სხვა ხეხილოვნები დაალპო ქარის შემოტანილმა ბაქტერიამ, ამ სასაცილო არგუმენტზე, სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ. მსოფლიოში გაიგეს და მიხვდნენ უკვე, რა მოაქვს ზედმეტ ხელოვნურ დატბორვას, რასაც, რატომღაც, ჩვენში უგულებელყოფენ.

ელემენტარული ფიზიკის კანონია ისიც, რომ მზე წყალს აორთქლებს ნებისმიერი დატბორვიდან, ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე იქნება ის აშენებული თუ მის გარეშე. სწორედ ბუნებაში ადამიანის მიერ მსგავსი უხეში ჩარევები იწვევს წყლის მეტი რაოდენობით აორთქლებას, ხოლო მეტი წყალი ჰაერში ნიშნავს მაღალ ტენიანობას და სწორედაც მაღალი ტენიანობის პირობებია ხელსაყრელი სოკოვანი დაავადებებისთვის.

ბოლო ათწლეულში მაინც, სხვადასხვა ხეხილოვნები როგორ ლპება, ხეზევე ფუჭდება, თხილს კი კატასტროფა დაემუქრა. ბევრი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეუწამლავობის ბრალია. ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ასგზის უნდა გავიმეოროთ, რომ ზომაზე ბევრად მეტი რაოდენობით მომრავლებული ხელოვნურად დატბორილი ადგილები გამანადგურებლად ემუქრება ჩვენს ფლორას და ფაუნას, სოფლის მეურნეობას.

მაისში, ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, როგორ ამტკიცებდა ანასეულის ინსტიტუტის პატივსაცემი მეცნიერი ჩოხატაურის მაგალითზე, რომ აქ პრობლემა ჰიდრორესურსებისგან გამოწვეული არაა და მხოლოდ მეორადი დატბორვის ბრალია (?!), როცა ჩოხატაურში ფიზიკურად არ არსებობს სარწყავი მეურნეობები; შესაბამისად, ვერ იარსებებს მეორადი დატბორვაც. ასევე, იმავე გადაცემაში, მეორე მეცნიერმა (გვარ-სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ) გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰესები აჭარაშია და გურიაზე როგორ მოახდენს გავლენასო?!

თუ შავი ზღვა ახდენს გავლენას, ჰესების ტბორი რატომ ვერ მოახდენს _ ადმინისტრაციული საზღვარი შეუშლის ხელს?

გასაგებია, რომ დატბორვის მქონე ობიექტებს მოაქვს გარკვეული სიკეთე თევზის მრეწველობის, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით, მაგრამ როცა უკუჩვენება საგანგაშოა, როცა უფრო მეტი ფუჭდება, ვიდრე კეთდება, როცა სოფლის მეურნეობის წარმოებას სულ უფრო მეტი სხვადასხვა პრეპარატების შეძენა სჭირდება და ხარჯები კოლოსალურია, არ უნდა გავჩუმდეთ. დროა და დაგვიანებულიც, მეცნიერები უნდა გამოვიდნენ კაბინეტებიდან, ყველაფერში ნუ დაეთანხმებიან ჩინოვნიკებს და დააკვირდნენ ბუნებას, წიწვოვან მცენარეებს და უპასუხონ კითხვას, რამ გამოიწვია ასე მასობრივი ლპობა, დახავსიანება, ხშირი ხმობა, რაც თითქმის იშვიათობა იყო 15-20 წლის წინ. ესტუმრონ ჩოხატაურს და ტყის პირები თუ შუაგული, ასიოდე მეტრი, ფეხით გაიარონ _ კარგად დააკვირდნენ, რა ხდება.

ჩემი კეთილი რჩევა და სურვილია, თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მკვიდრმა, აქტიურად გააცნობიეროს ხელოვნური დატბორვების საფრთხე. ჭარბი ტენიანობა, თხილის გარდა, სხვა კულტურებსაც გაანადგურებს.

ჩვენი მხარე სპეციფიური რეგიონია, ზედმეტად ნოტიოა ჰავა და მისი ზრდა არ უნდა დავუშვათ.

 ბენო თოდუა, ჩოხატაური




 ახალი ამბები
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...
  • აკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირააკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე 85 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმეგი კი არცერთი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...