"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის მცხობელი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის მცხობელი

2019 აპრ 15 14:04:50

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. პროფესიით პურის ცხობის ტექნოლოგი, როგორც თავად გვიამბობს, 40 წლის მანძილზე მუშაობდა შემოქმედის მექანიზირებული პურის საცხობის წარმოების უფროსად.

 _ ასე გაილია ცხოვრების 80 წელი. მეორე პროფესიაც მაქვს _ მებაღეობის სპეციალისტი ვარ და თუ ადრე პურის ცხობის ტექნოლოგიას ვიყენებდი, ასაკში შესული უფრო კარმიდამოში ვსაქმიანობ. ან როგორ შეიძლება, ეს სპეციალობაც რომ არ მქონდეს, სოფლის კარმიდამოში ვენახი ან ხეხილოვნები არ ვახარო, ბაღჩას არ მივხედო და ცოტა შინაური ფრინველი თუ ცხოველი არ მყავდეს, ჩვენებურად _"საყოლი". ეს თუ არ ქენი, მაშინ კაცი მკვდარი ხარ, _ გვეუბნება აფუსფუსებული ამირან პეშკოვი და მისივე თქმით, ყველაზე "მთავარი გასართობი ცენტრი" რომ გააკეთა საკარმიდამოში, იქეთ მივყავართ.

ამირან პეშკოვის ეზოში ჩამომავალი მდინარე ბჟუჟის შენაკადი, ისევე, როგორც არა ერთი შემოქმედელის ეზოში, საუცხოო საზაფხულო განწყობას ქმნის. ჩვენი მასპინძელი გვიამბობს, რომ ერთხელაც მოიფიქრა, გაეკეთებინა ზომიერი აუზი, შიგ თევზები გაუშვა, შემდეგ კი უფრო გააფართოვა, პატარა ხელნაკეთი ნავიც "შეკერა" და ნიჩბით ხელში წრეზე საცდელი "სვლაც" კარგად გამოუვიდა.

_ მაქვს "ჩემი პატარა ვენეცია", ესეც ჩემი "გონდოლა". ამ ნავზე ხან ბავშვები სხდებიან, ხანაც _ დიდები, ტურისტებიც მსტუმრობენ და ვერთობით ასე. რომ გითხრათ, ფულის "საკეთებელ" საქმიზა ვეცადე,-მეთქი, მოგატყუებთ. როგორც საკუთარი თავის, ისე შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდების, მასპინძლებისა თუ სტუმრებისთვის, სიამოვნების მინიჭება მსურს. ჩაკეტილი ცხოვრება არ შემიძლია, კი მეუბნებიან, პატარა ბიზნესი წამოიწყეო, მაგრამ რა დროს ჩემი ბიზნესია?! ბუნებრივი ქვის კედლებს ვაკეთებ. ჩემით ვისწავლე და ხან პურის ფულს თუ ავიღებ, ესაა. ისე, ჩემს უბანში, ახლო-მახლო ვაკეთებ, ვალამაზებ გარემოს. ამაში ფულს როგორ მოვთხოვ ვინმეს, _ გვეუბნება მხნე მოხუცი და უხარია, რომ მისივე ფანტაზიით შექმნილ კომპოზიციებს სხვები უწონებენ.

ეზოში, აუზის მიმდებარედ, წყლის წისქვილი აქვს. ახლა მთავარი, რაზეც ზრუნავს, მცირე მიკროჰესის გაკეთებაა:

_ ეზოში რომ ასეთი ბუნებრივი წყალი ჩამოგიდის კაცს, ღვთის საჩუქარია და ყველაფერი უნდა გააკეთო, ყველანაირად უნდა მოიხმარო, რომ გარემო გაალამაზო. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს ყველაფერი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. საკალმახე რომ გავაკეთე, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, თუმცა, მერე წისქვილის გაკეთებაც მომინდა. მცირე მიკროჰესზე ფიქრი კი მაშინ დავიწყე, როცა ქვეყანა უკვე განათებული იყო. ბევრს უკვირს კიდეც, ახლა ეს რა საჭიროაო, _ ამბობს ბატონი ამირანი.

_ ჩვენც გვიკვირს...

_ ნუ გაიკვირვებთ. ეკონომიას რა სჯობს ოჯახში. მე გავაკეთებ, ერთ ოჯახს ეს ყველანაირად ეყოფა და თუ რაიმე გადასახადს დამიწესებს სახელმწიფო, ჯერ კანონებს არ გავცნობივარ მაგ მხრივ, იმასაც გადავიხდი. ვფიქრობ, მაინც მოგებული დავრჩები. მერე მესტუმრეთ, როცა დავასრულებ და დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, _ სამომავლოდაც გვეპატიჟება ჩვენი მასპინძელი.

ამირან პეშკოვს ეამაყება, რომ სოფელ შემოქმედში სახელოვანი ლოტბარის _ ვარლამ სიმონიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მშენებლობასა და კარმიდამოს კეთილმოწყობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საკუთარი შრომით მოაპირკეთა ჭის თავი, სიგრძივად ამოაშენა და დააგო ბილიკები.

რაც შეეხება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, ახლა გეგმავს უბნისთვის მიკროპარკი გააშენოს.

_ მინდა, ამ ზაფხულისთვის მოვასწრო. აქ უკვე გავაკეთე ჯვარი, პატარა წყარო, ქუჩის გასწვრივ, სადაც ბჟუჟის შენაკადის არხი გადის, ქვის ღობეც ამოვაშენე. ამ ყველაფერს ჩემი სურვილით, უსასყიდლოდ ვაკეთებ. ყველას გამოგვადგება. მსიამოვნებს, რომ ადამიანებს გავახარებ. დაისვენებენ, ერთმანეთს ქვეყნის ამბავს მოუყვებიან. ახალგაზრდები, ბავშვები გაიხარებენ და მომბაძავს კიდევ ვინმე. ვიღაცას ხომ მოეწონება ჩემი საქმე, ჩემი საქციელი? ესაა ჩემი სულის გამოძახილი, რასაც ახლა გეუბნებით და დარჩენილ სიცოცხლეს, ასეთი ფიქრით და საქმიანობით გავატარებ, _ გვეუბნება ბატონი ამირანი და კიდევ ერთხელ გვეპატიჟება, _ როცა სკვერის მოწყობას და მიკროჰესის გაკეთებას დავასრულებ, აუცილებლად მესტუმრეთ, დარწმუნებული ვარ, გაგახარებთ.

დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საყვარელ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ამირანს, ჩვენს მხნე და ხალისიან რესპონდენტს.




 ახალი ამბები
  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნებალევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს ... ...
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშიას" ნაცვლად _ ფრაქციამ სახელი შეიცვალადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სხდომა გამართა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის წესდებაში ცვლილება შეიტანა. ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სახელი შეიცვალა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-დ დარეგისტრირდა. უცვლელი რჩება შემადგენლობა, თუმცა, თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე ... ...
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...