აგვისტო ატმის მყნობის თვეა

ჩვენი რჩევები

აგვისტო ატმის მყნობის თვეა

2013 აგვ 7 14:54:04
აგვისტოს დასაწყისი შუა რიცხვებამდე, შესანიშნავი დროა ატმის დასამყნობად. ამ პერიოდში ვეგეტაცია ხდება და მცენარე წყალს ისრუტავს, რაც დამყნობის დროს კვირტს კარგი შეწებების უნარს აძლევს. თითქმის ოთხი ათეული წელია ამ საქმეზე ვმუშაობ და დანერგილი მაქვს ასეთი პრაქტიკა _ ცოტა ხნით, ასე, ათი დღით ადრე, საძირეს ოდნავ აზოტოვან სასუქს ვაძლევ. ეს ხელს უწყობს ვეგეტაციას და ნამყენის გახარების უპირობო ხელშემწყობი ფაქტორია.

საძირე მასალა აუცილებლად ატმისა უნდა იყოს. ე. წ. პანტის ნათესისგან ამოსული. ის მრავალი წლის მანძილზე არ ხმება. მაგალითად, მე ასეთ საძირეზე დანამყენი 30 წლის ატმის ხეებიც მაქვს, მაშინ, როცა ატმის საშუალო ასაკად 10 წელი თუ მიიჩნევა.

ტყემლის საძირეზეც დამყნობა არაა გამართლებული _ ის სუსტი იქნება, როგორც გამძლეობის, ისე ნაყოფიერების მხრივ.

საძირე სიმსხოთი საშუალოდ უნდა იყოს მამაკაცის ნეკა თითის ტოლი, ნორჩი. ჩვეულებრივად საძირის კანს ვსერავთ სამყენი ჯაყვით, ვაძლევთ "თ" ფორმას და ამ ჭრილში ფრთხილად ვსვამთ წინასწარ მომზადებული ტოტიდან აღებულ კვირტს. აუცილებლად ორი კვირტი უნდა დაამყნათ, რადგან უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი აუცილებლად გადარჩება. შემდეგ პოლიეთილენით ძალიან მჭიდროდ უნდა დავახვიოთ ქვემოდან ზემოთ ისე, რომ წყალი არ ჩაიღვაროს. თვით საძირეს ქვემოთ არსებული ფოთლები შემოვაცალოთ. დავტოვოთ ასე. ადრე გაზაფხულზე კი დანამყენ ადგილს ზემოთ, ერთი სანტიმეტრით წავაჭრათ ნედლი მასა, რათა კვირტს ამოყრის საშუალება მიეცეს. ასე დავტოვოთ, ვიდრე კარგად არ გაიფურჩქნება. ხოლო თუ გადარგვა გვინდა, შემოდგომას დაველოდოთ. წელიწადის დრო არ აგერიოთ _ დამყნობიდან მეორე შემოდგომაზე შეიძლება გადარგვა. თუ ატმის ბაღის გაშენებას განიზრახავთ, ნარგავებს შორის 3,5-4 მეტრი მანძილის დატოვება საკმარისია. დაიმახსოვრეთ, ატამს არ უყვარს ნესტიანი მიწა.

სახრავი თუ სახლეჩი ატმის მყნობის პრინციპი ერთი და იგივეა. აგვისტოში ზუსტად ატმის მსგავსად იმყნობა ბალის ყველა სახეობა. განსხვავება არაფერია, გარდა იმისა, რომ გადარგვის დროს ბალის ნერგებს შორის მანძილი 7-8 მეტრი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვან მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. არის ძალიან არომატული, უწყინარი ხილი, რომელიც საოცრად ასუფთავებს ნაღვლის ბუშტს და შველის გულის არითმიას.

ეცადეთ, გამოიყენოთ ატმის მყნობის საშური დრო _ აგვისტო და მოამრავლეთ ის საკუთარ კარმიდამოში.

ომარ შავიშვილი, ფერმერი




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...