საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

ჩვენი რჩევები

საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

2014 იან 27 09:28:18

ფუტკარი ბუნების ფენომენია და სოფლის მეურნეობის მრავალ დარგთა შორის მეფუტკრეობა ძალზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი მიმართულებაა. მსოფლიოში აღიარებული ქართული ფუტკარი ქვეყნის სიმდიდრე და ერის სიამაყეა. წლის სხვადასხვა დროს, ფუტკარს სხვადასხვა სახის სამუშაოები ესაჭიროება, მაგრამ ზამთრის პერიოდი მისთვის ურთულესია და საგანგებოდ უნდა მოვამზადოთ ამ ბარიერის გადასალახად.

 

სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ ზრუნვა ფუტკრის გამოსაზამთრებლად. ფუტკრის თითოეული ოჯახი გვიჩვენებს მეფუტკრის მიერ წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ხარისხს. თუ დარღვეულია ფუტკრის ნორმალური დაზამთრებისთვის საჭირო პირობები, ადრე გაზაფხულზე ადგილი აქვს ნაკლოვანებათა გამოვლინებას. ჩვენი მოწოდებაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა გამოცდილება, დრო არ დავზოგოთ და არ გადავდოთ საქმე. ყველა გამოცდილმა მეფუტკრემ იცის, თუმცა, განსაკუთრებით შევახსენებ დამწყებ მეფუტკრეებს, რომ ზამთარი ყველაზე რთული დროა ფუტკრის ცხოვრებაში. ამ დროს სკაში წყდება აქტიური ცხოველქმედება; ფუტკარი გუნდად იკვრება, საკვების მინიმალური ხარჯვით ინარჩუნებს არსებობისთვის საჭირო ტემპერატურას და ტენიანობას.

განსაკუთრებით ესაჭიროება სიმშვიდე. ფუტკარზე დამღუპველად მოქმედებს, როცა ნესტი ედება სკის კედლებს, ფიჭას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თაფლს გააჩნია ჰაერიდან ნესტის შთანთქმის უნარი. სინოტივის დროს თაფლი თხელდება, ჭეო მჟავდება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრე ადგილის არჩევას. საფუტკრისთვის გათვალისწინებული ადგილი არ უნდა იყოს ჭაობიანი და დაცული უნდა იყოს ხშირი, ცივი ქარისგან, არ უნდა ფარავდეს შენობა-ნაგებობების ჩრდილი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იყოს ბუნებრივი სინათლითა და სითბოთი შეუზღუდავი. მიუღებელია დიდი ტბების, მდინარეების და წყალსაცავების პირას, ავტომაგისტრალებთან, რკინიგზასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან, პირუტყვის ფერმებთან, საკონდიტრო წარმოების ქარხნებთან ახლოს საფუტკრის მოწყობა. კარგი საკვები ბაზა საფუტკრესთან ახლოს _ ეს ხომ საუკეთესო პირობაა ფუტკრის ოჯახების მაღალპროდუქტიულობისა და განვითარებისთვის.


საკმაოდ ხშირად, მოზამთრე ფუტკარს დიდ ზარალს აყენებენ თაგვები. ისინი სკაში იკეთებენ ბუდეს, ღრღნიან ფიჭას და მერე ჭამენ, როგორც ამ ფიჭას, ისე ფუტკარს. მართალია, ფუტკარს თაგვის სუნი და ხმაური საშინლად აღიზიანებს, მაგრამ სიცივეში არ ჰყოფნის ძალა წინააღმდეგობის გასაწევად და აღელვების ნიადაგზე ფუტკარი იკვებება ზომაზე მეტი თაფლით. ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის გადავსებას. სიცივის გამო ვერ ითავისუფლებს კუჭს, ემართება ფაღარათი, ნოზემატოზი და სხვადასხვა გართულებები. ცხადია, ასეთი ოჯახები ვერ გამოიზამთრებს. ამისთვის არსებობს საფრენის სპეციალური საკეტი, რომ ფუტკრის გარდა სკაში ვერ შევიდეს მავნებლები. სკა რომ საიმედოდ იყოს შეკრული, ამაზე მეფუტკრემ დროულად უნდა იზრუნოს. არსებობს მცდარი შეხედულება ზოგი მეფუტკრისა, თითქოს, თუ სკა დამზადებულია 4-5 სმ სისქის მასალისგან, სითბოს უფრო დაიჭერს. გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს პირიქით ხდება _ სკაში გროვდება დიდი რაოდენობით ნესტი და როგორც ზემოთ ვთქვით, საზიანოა ფუტკრისთვის.


ფუტკრის ოჯახების სამკურნალო და პროფილაქტიკური მკურნალობას ვიწყებთ თაფლის გამოწურვისთანავე, ძირითადად, შუა ივლისიდან. ვარვატოზის წინააღმდეგ მკურნალობა უნდა ჩატარდეს არსებული თანამედროვე პრეპარატებითა და თანდართული ინსტრუქციის მიხედვით.


თუ საფუტკრე წინა წლებში ფუტკრის ბარტყის სიდამპლეზე არაკეთილსაიმედოდ და გამაღიზიანებლად ითვლებოდა, საკვების მარაგის შევსების დროს, მომზადებულ სქელ შაქრის სიროფთან ერთად, პროფილაქტიკის მიზნით უნდა მიეცეს ანტიბიოტიკები თითო ცალი ან მორიგეობით _ ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, ნოლსულფაზოლნატრი და არსებობს კიდევ სხვა ახალი პრეპარატები. საკონტროლოდ ვსინჯავთ (ახალი პრეპარატები მაქვს მხედველობაში) ერთეულ, შედარებით, სუსტ ოჯახებზე. თუ კი სასურველი შედეგი მივიღეთ, შემდეგ ვიყენებთ კომპლექსურად, მთელ საფუტკრეში.


საშემოდგომო დათვალიერების დროს აუცილებელია, დავადგინოთ ოჯახების ზამთრის მარაგის რაოდენობა და ხარისხი, დედის არსებობა და მისი ხარისხი. სუსტი და უდედო ოჯახები შევაერთოთ და დაზიანებული ფიჭები ამოვაცალოთ, ჩავუდგათ ტიხარი, საკვები მარაგი თუ არასაიმედოა და ეჭვი ეპარება მეფუტკრეს დიდი რაოდენობით სუროს ან მანანის თაფლის არსებობაზე, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ზაფხულის ხარისხიანი სამარაგო თაფლიანი ჩარჩოებით ან უნდა შეავსოს ხელოვნური საკვებით, შაქრის სიროფით. კვება უნდა მოხდეს ფრთხილად, საღამოს, რათა არ მოხდეს თავდასხმა (ქურდობა). ნორმალურად გამოზამთრებული ფუტკრის ოჯახები გაზაფხულზე სწრაფად ვითარდებიან და უკეთ ითვისებენ საგაზაფხულო ღალას, რაც შემდგომში მაღალპროდუქტიულობის საწინდარია.


მეფუტკრეებს შევახსენებ, რომ ჩვენს სამუშაო გეგმაშია, ზამთრის პერიოდში მოვაწყოთ საკონსულტაციო ლექცია-სემინარები მეფუტკრეობის თემაზე, როგორც ადგილზე, ისე უბნებზე, სოფლებში გასვლით. ხოლო მეფუტკრეობის სახალხო უნივერსიტეტი განაახლებს მუშაობას 2014 წლის ნოემბრიდან, სწავლების ერთწლიანი ვადით.

ჯანვერდ ცეცხლაძე, გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...