ბიოლოგიური დამაფრთხობელი გველებისთვის

ჩვენი რჩევები

ბიოლოგიური დამაფრთხობელი გველებისთვის

2011 აგვ 27 14:26:18
ბოლო პერიოდში, კვირა არ გავა, გაზეთებიდან თუ ტელევიზიის მეშვეობით არ გვაუწყონ გველებისაგან ადამიანების დაკბენის შემთხვევების შესახებ. რამდენიმე ასეთი ფაქტი ტრაგიკულადაც დასრულდა. ბევრი გვესმის გველების მომრავლების, დაკბენის შემთხვევების, ხოლო ნაკლებად _ მათგან თავდაცვის საშუალებებისა და ღონისძიებების შესახებ; არადა, ასეთი საშუალებები არსებობს და მათი გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული დამაფრთხობელი (რეპელენტი) გველებისთვის უკვე წარმატებით არის აპრობირებული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებში. იგი დაგიცავთ ნებისმიერ ადგილას, სადაც გველების საშიშროება არსებობს _ სახლებში, შიდა ეზოებში, დეკორატიულ თუ ხეხილის ბაღებში, მინდვრებსა თუ საბარგულებში, ფერმებში, სათბურებში და ა.შ. გამოიყენება შენობა-ნაგობების გარშემო (ფანჯრის რაფებთან ან კარის ზღურლზე), გარაჟებში, ფარდულებში, შეშის სათავსოებში, საცურაო აუზებთან. ნადირობისა თუ სამუშაოების შესრულების დროს შესაძლებელია ფეხსაცმელებისა და ჩექმების დამუშავება.

იგი ბიოლოგიური საშუალებაა და უსაფრთხოა, როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისთვის. შესაძლოა მისი გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები თამაშობენ. პრეპარატი, მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია ფოთლის ზედაპირზე მისხმა).

მოქმედებს წლის ნებისმიერ დროს, არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი, ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებებით _ საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფა შესაძლებელია ყოველი 30 დღის განმეორებისას.

იგი ადვილად გამოსაყენებადია. შესასხურებელი აპარატის საშუალებით (პატარა დაფასოებებს გააჩნიათ სპეციალური ხუფი-გამფრქვევი) წერტილოვანი დასხურების მეთოდით. მოცემული პრეპარატი უნდა შეასხუროთ 20-30 სმ ინტერვალით, წყვეტილ ზოლად ან ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ (ე.ი. ვაკეთებთ პირობით ეზოს, "შემოღობვას"), არ არის აუცილებელი მოცემული პრეპარატით მიწის მთლიანად დამუშავება. პროფილაქტიკის და ზოგადი პრევენციის მიზნით, გამოიყენება შემდეგი დოზით: 1 ლიტრი ათას გრძივ მეტრზე. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური დამაფრთხობელი გველებისათვის ქართული სამეცნიერო ჯგუფის მიერ შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტია და საამაყოა, რომ იგი პოპულარული ხდება საზღვაგარეთაც. იმედია გვაქვს, რომ ჩვენი რეგიონის მცხოვრებნი თუ ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვები და მათი მშობლები კმაყოფილი დარჩებიან პრეპარატის გამოყენებით და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.




 ახალი ამბები
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25060 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“-ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავი (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა,''ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის'' წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან, მამა ვახტანგმა (გოგოლაძე) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. საგანგებოდ ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "არმი ჰოლში" საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ძნელაძე, ''ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის'' თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური, ავღანეთის ომის ვეტერანები, ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სადაურსა სად წაიყვან'' ჩვენება, რომელშიც მოთხრობილი იყო საუკუნეების განმავლობაში ავღანეთში წარმოებულ ომებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის და იმ განსაკუთრებული წვლილის შესახებ, რომელიც დღეს შეაქვთ ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ... ...
  • თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედებადედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით. მოსაკრებლის ოდენობები დადგენილია 2006 წელს. 20 მილიონი გამოდის მინუსი. ამიტომ, დავიწყოთ შესწავლა და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა ის ხარისხი შევინარჩუნოთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ქალაქში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა იგეგმება.   „ნარჩენების მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა დაწყებული. ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწესრიგება ხდება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, გაზშემკრების მოწყობაა. ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. შემდეგი ეტაპია ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს განთავსება. ნარჩენებით ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ნარჩენების სეპარირება, ასევე, მიწისქვეშა ურნების განთავსება, რაც სიახლეა ჩვენი დედაქალაქისთვის. საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდება. ეტაპობრივად კი, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება სხვა უბნებშიც გავრცელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დასუფთავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ... ...
  • კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდებათბილისის მერის,  კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“  მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება. დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   თბილისის მერის განცხადებით, „სითი პარკთან“ დაწყებული დავა, როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟის მიმართულებით, მოლაპარაკებით დასრულდა.  კერძოდ, თბილისის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის არის საჭირო. „ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა  და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა შედარებისთვის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში, „სითი პარკის“ მიერ, დაახლოებით, 1 200 000 ჯარიმა იწერებოდა, მას შემდეგ კი, რაც ოპერირებას „თბილისის პარკინგი“ ახორციელებს, დაჯარიმებულთა რიცხვი 500 000-მდე შემცირდა.     ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...