ამჯერად ცერცვი მიწაში ჩაყარეთ

ჩვენი რჩევები

ამჯერად ცერცვი მიწაში ჩაყარეთ

2011 ოქტ 28 09:07:37
არა ერთი ადამიანი ლობიოსებრთა ოჯახის კულტურას _ ცერცვს ამრეზით უყურებს და ამბობს, მართლა კედელს უნდა შეაყარო და გადაყარო, მაგ ჩენჩოს რა მაჭმევსო.

თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის _ მისგან კეთდება არაერთი კერძი, როგორც სხვა ბოსტნეულთან შერევით, ისე _ ცალკე.

გირჩევთ, დათესოთ ცერცვი ოქტომბრის ბოლოს, 5 ნოემბრამდე. ზეგან ადგილებში უფრო გვიან, დეკემბერშიც თესავენ, თუმცა, სჯობს, მითითებულ დროს დათესოთ, რომ ადრე გაზაფხულზე ახალი, ცოცხალი ბოსტნეულის კერძი გქონდეთ. ცერცვი გაზაფხულზეც შეგიძლიათ დათესოთ, მაგრამ გვიანი მოსავალი გექნებათ და მერე, როცა ლობიო და სხვა ბოსტნეულიც შემოვა, მართლა ჩენჩოდ მოგეჩვენებათ.

ცერცვი სიგრძივ ხნულში, განოყიერებულ მიწაში უნდა ჩავთესოთ. მარცვლები სათითაოდ, ერთი ციდა დაშორებით ჩავყაროთ და წავაფაროთ მიწის თხელი ფენა. ფეხით დავტენოთ, საშუალო დაწოლით. როცა ამოვა, დავურჭოთ სწორი დატოტილი ჯღა, რომელიც წინასწარ გვექნება მომზადებული.

ცერცვს განსაკუთრებული მოვლა და ფუსფუსი არ სჭირდება _ მას ვერაფერს აკლებს ზამთრის სუსხი. "მებაღჩე ქალები", როგორც ჩვენი ბებიები უწოდებდნენ საკუთარ თავს, კი ამბობდნენ, რომ "თოვლი და ყინვა ცერცვის ბაბააო", მაგრამ მთლად უყურადღებობაც არ შეიძლება. ასე მაგალითად: თუ დიდი თოვლი დადო და ზედ ყინვაც დაემატა, ცერცვის მწკრივებს ფრთხილად აუცილებლად შემოუწმინდეთ თოხით და ნიჩბით თოვლის მასა. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, თოვლმა ფორჩხიდან ჩამოყაროს ლიანებად აცოცებული ცერცვი და მოაშთოს. მთავარია, მცენარე ფორჩხს ბუნებრივად აჰყვეს და ზედ განაგრძოს ვეგეტაცია ადრე გაზაფხულამდე. აპრილის შუა რიცხვებში თქვენ უკვე მსხმოიარე ცერცვი გექნებათ. ამ დროს იგი ძალიან გემრიელია. ყოველ დღე ცერცვი მტერმა ჭამა, მაგრამ ერთჯერადად, ადრიან გაზაფხულზე, იგი არაერთხელ გაგილამაზებთ ბოსტნეულის კერძების მენიუს. თუ ბლომად მოიწევთ, შეგიძლიათ რამდენიმე კვალი ხელუხლებლად დატოვოთ _ ნახევრად გახმეს ფორჩხზე, მერე მოკრიფეთ, დაკაკლეთ, ჩაყარეთ ქილებში, დაასხით წყალი, ოდნავ მარილი და ნახევარი საათით ჩაუტარეთ სტერილიზაცია. მერწმუნეთ, ზამთარში ვინეგრეტისთვის შესანიშნავი "გაროხი" გექნებათ, ეკოლოგიურად უფრო სუფთა, ხარისხიანი და გაცილებით იაფად მოწეული, ვიდრე მაღაზიაში ერთი მცირე მოცულობის ქილით საკმაოდ მაღალ ფასში შეძენილი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...