იანვარი და მეურნე კაცი

ჩვენი რჩევები

იანვარი და მეურნე კაცი

2014 დეკ 30 16:52:01

ზამთრის პერიოდში არანაკლები სამუშაო აქვს მეურნე კაცს, როგორც წელიწადის დანარჩენ დროს, _ გვეუბნება ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი.  მისი განმარტებით, ზამთრის ნებისმიერი მზიანი თუ უბრალოდ, უნალექო დღე კარგმა მეურნემ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, რათა ადრიან გაზაფხულზე მოძალებული სამუშაოებისგან თავი დაიზღვიოს და ბევრი რამ გაუკეთებელი არ დარჩეს.

_ იანვარი ზამთრის შუაგული თვეა და მარჩენალ მიწას აქედანვე სჭირდება საგაზაფხულოდ მომზადება. კარგად მოფოცხილ და დასუფთავებულ საკარმიდამო ფართობში, პირველ ეტაპზე, მიზანშეწონილია მოკირიანება, შემდეგ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის შეტანა. ყოველივე ეს თანაბრად უნდა გავანაწილოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავბაროთ, როგორც ლენტისებური, ისე ჩვეულებრივი წესით. უმჯობესი კი ყოველთვის ლენტისებური გადაბარვაა.

შემოღობილ ფართობს ყოველთვის სჭირდება ყურადღება, სარების გამაგრება, დაზიანებული ადგილების შეკეთება. იანვრის თვის ზომიერი და მშრალი ამინდები ძალიან კარგი დროა ხეხილოვანი მცენარეებისთვის ზედმეტი ხმელი ტოტების შესაცლელად. უმჯობესია, სასხლავი მაკრატლის და  მომცრო წალდის დახმარება, რათა ხმელი და დაზიანებული ტოტების შეტეხვით არ დავაზიანოთ ძირითადი მცენარე.

ნეშომპალას სიკეთეზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ იანვარში ხმელი, ჩამოცვენილი ფოთლების მოგროვება და სანეშომპალედ განკუთვნილ ადგილებზე გატანა უნდა მოვახდინოთ. ჩვენი მეურნეები ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ ამ საუკეთესო, ბუნებისგან მოძღვნილი უნიკალური სასუქის სათავისოდ გამოყენებას და ზამთრისა  თუ ადრიანი გაზაფხულის მზიან ამინდში დაუნანებლად წვავენ,  მხრჩოლავი კვამლი ასდის ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს. ნეშომპალისგან მიღებული მიწა-სასუქი საუკეთესო საკვებია ოთახის მცენარეებისთვისაც. მათ, ვისაც ოთახის ყვავილები უყვართ, ვურჩევთ, საგანგებოდ მოამზადონ ნეშომპალა იანვარში და აპრილში ქოთნების მიწა ამით შეცვალონ ანუმოახდინონ შერევა.

იანვარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა სარების, ჭიგოების მომზადება და ზომების მიხედვით მისი დალაგება, რათა გაზაფხულზე ლობიოსა თუ პომიდვრისთვის მზად გვქონდეს.

მართალია, გასხვლის პერიოდი ადრე გაზაფხულზე იწყება, მაგრამ იანვარში თუ კარგი ამინდებია, ნუ შეგვეშინდება ვენახის გასხვლაც, _ გვირჩევს აკაკი ღლონტი და ამბობს, რომ კივის გასხვლაც დასაშვებია ამ დროს, რადგან არიან მეურნეები, რომლებსაც ასეულობით ძირი კივი აქვთ და ყველას ერთად გაზაფხულზე გასხვლა ძნელი მოსასწრებია: _ ამიტომ, იანვრის კარგ დღეებს არა ერთი საგაზაფხულო საქმე უნდა გამოვტაცოთ.

იანვარი კარგი თვეა ორმოების მოსამზადებლადაც, რომლის განოყიერება უმეტესად ორგანული სასუქით უნდა მოხდეს. პერიოდულად ბარის პირით ავურიოთ და გაზაფხულზე კი უკვე მომზადებულ ღრმულში ჩავრგოთ სასურველი კულტურის ნერგი.




 ახალი ამბები
  • „აუცილებლად მოვიკრებთ ძალას“_ ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  უმრავლესობის უკვე ყოფილი  წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა, ხვალ 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“,_ განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. თალაკვაძემ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის ბოლომდე ... ...
  • ცვლილება ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტში _ თანხა 7 648 426 ლარს შეადგენსდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხომაზე,  2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.  როგორც მან განაცხადა, ამ წლის ბიუჯეტში  ბევრი ცვლილება არ მომხდარა. სულ ორი ცვლილება გახორციელდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში  ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით,  საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხით იზრდება. სულ, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება. ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარებების გაცემის წესს, აგრეთვე მეორე ცვლილებით ბიუჯეტი, სულ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში, გაიზარდა 16 154 702,43 ლარით. აღნიშნულ ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...
  • ,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ - ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებსვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში. ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”, - წერს ლაშა ბერულავა ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. წყარო: რადიო ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდადღეს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკუი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები სტუმრობდნენ. ცენტრმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, წელს კომპანია “ავერსს“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ იქნება. “ეს აქციის ფარგლებში ჩატარდა უფასო გამოკვლევა პაციენტების და ასევე მედიკამენტების დარიგება უფასოდ. მსგავსი აქციები პერიოდიულად კიდევ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“ - გვითხრა დავით მდინარაძემ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭიროა. “მსგავსი სახის აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და დღეს ვიყავით ოზურგეთში. გვინდა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ჩავუტაროთ კვლევები. ჩვენ თვეში ერთხელ საქართველოს რეგიონებში ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და ასევე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში გადავცემთ მედიკამენტს. უფასო მედიკამენტები ჩვენ მოვოპოვებული გვაქვს “ავერსის“ საქველმოქმედო ფონდიდან.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თეა ... ...
  • თქვენ ხართ თავხედი _ დაპირისპირება ლანჩხუთში წილოსანსა და აქციის მონაწილეებს შორისცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. „თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან. „თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?