როგორ მოვიხმაროთ ჟიჟა და წუნწუხი

ჩვენი რჩევები

როგორ მოვიხმაროთ ჟიჟა და წუნწუხი

1 მაი. 2015, 16:18:01

აპრილის ბოლოს უკვე მიზანშეწონილია ღია გრუნტში დავთესოთ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები, ხოლო დახურულ კვალსათბურებში გამოყვანილი ნერგები  მაისის დასაწყისიდან გავიტანოთ  ღია ბოსტანში დასარგავად.

როგორც წესი, საადრეო და საგვიანო მოსავლის სიუხვის მისაღწევად მონაცვლეობა ხდება ამ წესით. თუმცა, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი, სოფლებში მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი, რომლის მომზადების წესი ბევრს მცდარად აქვს შესწავლილი და ხდება ისე, რომ მცენარეს არათუ ზრდაში უშლის ხელს, ანადგურებს კიდეც.

მოსახლეობას საჭირო რჩევას გვაძლევს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი:

_ არაერთი მეურნე მინახავს, რომელიც ჟიჟას და წუნწუხს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და  ეს ორი სახელი ერთი და იგივე მნიშვნელობისა ჰგონია. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აპრილის ბოლოდან იწყება პერიოდი, როცა ჩვენს ბოსტნებში, ღია სათბურებში თუ ხეხილოვან ბაღებში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბიოსტიმულატორები.

როგორ დავამზადოთ და მერე როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი?

ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 50 კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 50 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, ორი კვირის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული.  ზაფხულში ნაკლები დრო სჭირდება მზაობამდე.

შემდეგ ერთ ლიტრ ჟიჟას ჩავუშვებთ ცხრა ლიტრ წყალში, ავურევთ და  ასეთი სახით ერთ ლიტრს დავუსხამთ თითოეულ ძირ ბოსტნეულ კულტურას. სამწუხაროდ, მცენარეებს  ხშირად პირდაპირ უსხამენ მომზადებულ ჟიჟას, რაც დაუშვებელია. გაუზავებელმა ჟიჟამ, შესაძლოა, მცენარე სრულად დათრგუნოს, დაწვას, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო სასუქიც საზიანოა. უმჯობესია,  ჟიჟის შემოსხმის პროცესი წვიმიან ამინდში მოხდეს.

რაც შეეხება წუნწუხს, ეს არის პირუტყვის შარდი, რომელიც გროვდება ბოსელთან სპეციალურად მოწყობილი შარდსავალის გავლით წინასწარვე მომზადებულ ორმოში. დაგროვების დროს ხდება დუღილის პროცესი. საქონლის შარდი ყველაზე მდიდარია აზოტით _ 100 ლიტრი  საქონლის შარდი 25-27 კგ ამონიუმის გვარჯილის ექვივალენტია. წუნწუხი,  შესაძლებელია, ამოვიღოთ ვედროებით და ორი ლიტრის რაოდენობით დავუსხათ ხეხილოვან კულტურას; ნახევარი ლიტრის რაოდენობით _ ბოსტნეულ კულტურას. აღნიშნული მეთოდები ძველია, რომელიც ხალხმა დაივიწყა და პირდაპირ ამონიუმის გვარჯილას უყრიან მცენარეს, რაც ძალიან გვაშორებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან. 

დღეს სოფელში ყველას შეუძლია, ჟიჟისა და წუნწუხის გამოყენებით აბსოლუტურად სუფთა, უვნებელი ხილი თუ ბოსტნეული მოიწიოს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების  მნიშვნელოვანი ფაქტორია.




 ახალი ამბები
  • მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე- ჭიჭინაძე„არაეკონომიკური ენით რომ ვთქვათ გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა. ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია”,_ ამის შესახებ განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ გაუფასურების მთავარი მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა ატარებს. „სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა. მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ეხლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ. ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება გამოდის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ ართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს და ზოგადად მთელი მათი ქმედება მიმართულია შემოსული დახმარებების მოპარვაზე, როგორ მოიპარონ, როგორ მოიფიქრონ ისეთი სქემა, რომ ეს ფული მოხვდეს მათ ჯიბეებში. თუნდაც ყურძნის თემა.  რთველი მიმდინარეობს და იქაც ეს სუბსიდირებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დიდ კომპანიებზე, იმის მაგივრად რომ პატარა კომპანიები წაეხალისებინათ და   სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყოთ ხელი.  მაგრამ,  ბიძინა ივანიშვილის ძმის ინტერესია სპირტის ბიზნესი, ამიტომ, ვინც სპირტს აწარმოებს დიდი მოცულობით, იმ ქარხნებს უსუბსიდირებენ. ანუ,  ეს არის ის რაც მუდმივად ხდება ამ ქვეყანაში - შემოსული ფული  ისევ მათ ჯიბეებში მიდის“,_ აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • ჩაფიძის ცენტრში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს ს. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • საგამოძიებო სამსახურმა ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქონების მესაკუთრის მოტყუებით  დიდი ოდენობით  ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცა,  რომელთაგან ორი  დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება. გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი 56 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...

არქივი


free polls