მასტიტის სისასტიკე

ჩვენი რჩევები

მასტიტის სისასტიკე

1 ივნ. 2015, 15:04:06

მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადებაა, რომელიც სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ბაქტერიის მოხვედრით ვითარდება.

საქონლის მასტიტის დროს, ცურში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს.  პროცესის დამძიმება ცურის არასრული გამოწველის დროს ხდება.  მასტიტის მრავალი სახეობა არსებობს: სეროზული, ფიბრიდული, ჩირქოვანი, სუბკილინიკური. ეს უკანასკნელი უფრო ფარულია და მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევით დგინდება.  დანარჩენს კი კლინიკური გამოკვლევა სჭირდება.

ვეტექიმი თამაზ კილაძე მასტიტის წინააღმდეგ უპირველეს პირობად მიიჩნევს სისუფთავის დაცვას:

_ ჰიგიენის პირობების დაცვა უპირველესი მოვალეობაა.  ხბოს მოგების პერიოდში, მასტიტი ყველა საქონელს აქვს. მასტიტის გართულებამ, შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოიტანოს _ პირუტყვი მომდევნო ნაყოფიერებისთვის უვარგისი გახდეს. ამიტომ აუცილებელია, ფურის სრულად ჩამოწველა, დღეში ორჯერ.  რა თქმა უნდა, ჩამოწველა ცალკე ჭურჭელში უნდა მოხდეს და რძე შემდეგ დახურულ ორმოში გადაისხას. არ შეიძლება ახალმოგებული ფურის რძის გამოყენება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან ვხვდებით ასეთი რძის გამოყენების ფაქტს, რაც ყოვლად დაუშვებელია. რძე ვარგისია და დაწმენდილი მხოლოდ ოცი დღის შემდეგ, _  ამბობს კილაძე და  აკონკრეტებს მასტიტის წინააღმდეგ სამუშაო ჰიგიენიურ წესებს: _ ყველაზე ადვილი და უდანახარჯო მეთოდი ჰიგიენის წესების დაცვაა,-მეთქი,  რომ ვამბობ, ამასაც დაკვირვება უნდა,  ცური უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით, საგულდაგულოდ გავამშრალოთ და მერე მოხდეს მაგარი ჩამოწველა. დედოხსენი, რომელის ცურშია, მეტად ცხიმოვანია და კარგად უნდა ჩამოიწველოს _ ამ დროს  მიკრობს აქვს ძალიან კარგი პირობა განვითარებისთვის. რძე, უბრალოდ,  ადამიანს ჭრილობაზე რომ დაეწვეთოს, იწვევს გაღიზიანებას. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ჩამობანა. სულ ცოტა, 20 დღის განმავლობაში, საჭიროა დღეში ორჯერ ჩამოწველა და მასაჟი ზემოდან ქვემოთ _ ეს არის აუცილებელი პროცედურა.

მასტიტის მოსარჩენად  ვეტერინარი ექიმის ჩარევა საჭირო არ გახდება, თუ პირუტყვის მეპატრონე მითითებულ წესს დაიცავს. მასტიტის მოურჩენლობა და სისასტიკე, შესაძლოა, მხოლოდ ჩვენმა დაუდევრობამ გამოიწვიოს. მთავარია, გვახსოვდეს, მასტიტი საწყის ეტაპზე ყველა პირუტყვს აქვს და თუ გართულდა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტექიმს, რომელიც მოახდენს ცურში წამლის შეყვანას. უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, რადგან გართულებულ მდგომარეობას უმძიმეს შედეგთან მივყავართ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. „პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • ამ ტკივილს როგორ გავუძლოთ, ჩვენო ღიმილა ბიჭო?! _ დღეს ჩოხატაურის თავის ლამაზ შვილს ემშვიდობებადღეს ჩოხატაური 21 მაისს საკუთარ სახლში მოკლულ 26 წლის ავთო კალანდაძეს ემშვიდობება; ბიჭს, რომლის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თუნდაც ერთხელ მოუხდა მასთან ურთიერთობა. ბიჭს, რომლითაც არა მარტო თავისი პატარა რაიონი, მთელი საქართველო იამაყებდა; ბიჭს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული დაჰქონდა გულით და „საუკუნო საგზლადაც“ მხოლოდ სიკეთე გაიყოლა. დღეს ჩოხატაური თავის ლამაზ შვილს ემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, 21 მაისს, დაახლოებით, 13 საათზე საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, _ განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...

არქივი


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?