როგორ მოვუაროთ ახლადნაშენ ვენახს

ჩვენი რჩევები

როგორ მოვუაროთ ახლადნაშენ ვენახს

2015 აგვ 10 18:47:25

ახლადნაშენ ვენახს წელიწადის ყოველ დროს სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა.  მუდმივი ყურადღება კი დარგვის პირველსა და მეორე წელს უნდა მივაქციოთ. ამ პერიოდში ისე უნდა მოვუაროთ, რომ ვაზის ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები მძლავრად განვითარდეს, რაც უზრუნველყოფს ნერგის დაჩქარებით ფორმირებას, მსხმოიარობაში ადრე შესვლას და შემდგომში ყურძნის რეგულარული მოსავლის მიღებას. პირველ წელს ნიადაგის დამუშავება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, კოკოლების (შემოყრილი მიწა) გაფხვიერება, სოკოვანი დაავადებებისგან და მავნებლებისგან დაცვა ყოველდღიური საქმეა.

ყოველი წვიმის შემდეგ კოკოლები უნდა განვაახლოთ, ივლისის ბოლოს კი საერთოდ მოვხსნათ.

ახალგაზრდა ვაზი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაისხლას, რომ თავიდანვე შეიქმნას ხელსაყრელი პირობები უკეთესი ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის დაჩქარებისთვის. დარგვის პირველ წელს ვაზზე ვტოვებთ ორ-სამ ყლორტს. თუ ვაზზე ერთი ყლორტია, მას წვერი 3-4 ფოთლის დატოვებით უნდა წაეწყვიტოს. მასზე განვითარებული ნამხრევებიდან ქვედა ორი დარჩება შტამბის გამოსაყვანად. მეორე  წლის სექტემბრიდან ვაზზე 4-6 რქას ვტოვებთ, აქედან ზოგი სანაყოფედ გაისხლება, ზოგი კი _ სამამულედ.

რაც შეეხება ვაზზე მწვანე ნაწილების ოპერაციებს _ ზედმეტი ყლორტების და ნამხრევების შეცლა, წვეროს წაწყვეტა, ცის გახსნა ასე უნდა მოხდეს: ზედმეტი ყლორტები წელიწადში ორჯერ უნდა მოვაცილოთ _ პირველად, როცა ყლორტების სიგრძე 3-6 სმ აღწევს. ამ დროს გაეცლება შტამბიდან განვითარებული ყველა ყლორტი. მეორედ კი იფურჩქნება ყვავილების გამოჩენის შემდეგ. ნამხარის შეცლა უნდა მოვახდინოთ სამი-ოთხჯერ, ყლორტების დანორმებისა და ახვევის დროს. ცის გახსნა უნდა ჩავუტაროთ ივლისის პირველი ნახევრიდან აგვისტოს მეორე ნახევრამდე.

ახლადნაშენი ვენახის ნიადაგის დამუშავება მოსავლის აღებისთანავე იწყება. იგი დაიფარება 18-20 სმ სიღრმეზე და ვაზის ძირებს მივაყრით მიწას. სასურველია, რომ ვენახი ერთ წელიწადს დაიბაროს, მეორე წელს კი გაითოხნოს.

ახლადნაშენ ვენახში მინერალური სასუქები ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ, ნაკელი 3-4 წელიწადში ერთხელ, 3-4 კგ რაოდენობით ერთ კვ. მეტრზე.

ზაფხულში, ვენახის რიგთაშორისები და მცენარის ძირები უნდა გაითოხნოს რამდენჯერმე, რომ სარეველები სრულად მოისპოს.

თუ საჭიროება მოითხოვს, ახლადნაშენი ვენახი უნდა მოირწყოს პირველ წელს 6-ჯერ, მეორე წელს _ 5-ჯერ და ა.შ. რწყვის ჯერადობა მთლიანად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...