ხეხილოვანი მცენარეების და ხეხილის ბაღის თავისებურებები

ჩვენი რჩევები

ხეხილოვანი მცენარეების და ხეხილის ბაღის თავისებურებები

2015 სექ 8 19:47:10

შემოდგომის დადგომისთანავე უნდა დავიწყოთ იმ ადგილების განსაზღვრა და ყურადღებით დათვალიერება, სადაც სხვადასხვა ხეხილის დარგვას ვაპირებთ.

შემოდგომის დასაწყისიდანვე მებაღემ ჯერ იმ რაიონის აგროკლიმატური და ნიადაგობრივი პირობები უნდა გაითვალისწინოს, სადაც მისი ნაკვეთი მდებარეობს, რათა სწორად შეარჩიოს გასაშენებელი კულტურა და ჯიში.

ხეხილის გახარება, ზრდა-განვითარება, მოსავლიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდად არის დამოკიდებული ნიადაგზე, მის სტრუქტურასა და ნაყოფიერებაზე. სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მისაღებად შესაფერ გარემოს და ნიადაგობრივ პირობებს მოითხოვს. ყველაზე პოპულარული ხეხილის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

ვაშლი _ თუ ვაშლი მაჟალოს საძირეზეა, ის კარგად ხარობს სხვადასხვა ნიადაგზე, დაწყებული მძიმე თიხნარებიდან მსუბუქ ქვიშნარამდე, მაგრამ ყველაზე უკეთესად ითვლება საკმაოდ ტენიანი და კარგად დრენირებული ქვეთიხნარები. ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეხილი, კონკრეტულად ვაშლი, მოითხოვს შედარებით მსუბუქ, ნოყიერ ნიადაგებს.

მსხალი _ თუ მსხალი პანტის საძირეზეა, უკეთესად ხარობს ტენიან, ფხვიერ, ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. მშრალი ნიადაგის პირობებში კი დაბალ მოსავალს იძლევა. ამიტომ, მსხლისთვის მხოლოდ ტენიანი ნიადაგი უნდა შევარჩიოთ.

ალუბალი _ კარგად ხარობს დრენაჟიან (თხრილების, არხების ან მიწისქვეშა მილების საშუალებით დაწრეტილ) ნიადაგზე, თუ ის საერთოდ გამოსადეგია ხეხილისთვის. რა თქმა უნდა, მიწისთვის არასოდეს არ არის ზედმეტი განოყიერება და ამაზე მუდამ უნდა ვიზრუნოთ, საუკეთესო ნიადაგის პირობებშიც კი, რადგან ნიადაგი დროთა განმავლობაში მაინც იფიტება.

შინდი_ ალბათ, შინდი იმ იშვიათ ხეხილოვანთაგანია, რომელიც, კარგად ხარობს თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე. თუმცა მგრძნობიარეა ჭარბტენიანი და დამლაშებული ნიადაგის მიმართ. საუკეთესო ნაყოფს იძლევა როგორც კარბონატულ (ლითონის ნახშირმჟავა ნართებიანი მინერალი), ისე კარბონატებით ღარიბ, ფხვიერ ნიადაგზე.

ალუჩა და ღოღნოშო, შინდის მსგავსად, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნია. ამიტომ შეგიძლიათ, ნებისმიერი სახის ნიადაგზე მისი მოთავსება.

კენკროვანი კულტურები _ მათი გაშენება ორმხრივაა აუცილებელი და ძალიან სასარგებლო. პირველი, იმიტომ, რომ მოყვარული მებაღეები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ მეტად მაღალხარისხოვანი ადრეული ხილით. მეორეც, შესაძლებელი იქნება ხილის პროდუქციის მიღება მაღალმთიან სოფლებში თუ ცივ რაიონებში, სადაც დაბალი ტემპერატურის გამო, სხვა კულტურული ხეხილი ნაკლებად ხარობს.

მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი _ ეს კულტურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კენკროვანებიდან. საქართველოში მარწყვი გვხვდება ყველგან, დაწყებული ზღვისპირა რაიონებიდან, დამთავრებული მაღალი მთების ალპური ზონით. ჟოლო კი გვხვდება საშუალო ზონის ან მაღალმთიან ტყეებში. მეტად პერსპექტიულია ხურტკმელის, შავი და წითელი მოცხარის გავრცელებაც. რაც მთავარია, კენკროვანი კულტურები განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებენ ნიადაგურ პირობებს. მათ გასაშენებლად ნიადაგი ადრე შემოდგომაზე თუ გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს. მოყვარულ მებაღეებს შევახსენებთ, რომ კენკროვანები დიდ ადგილს არ წაგართმევენ თქვენს ბაღებში, არც დისკომფორტს შეუქმნიან სხვა მაღალტანიან ხეხილოვნებს. ამიტომ, ყველამ უნდა ეცადოს, სადაც ხეხილის ბაღი აქვს, იქ კენკროვანებიც იყოს. ასე ვთქვათ, ღობესავით შემოავლოს ბაღს. კენკროვანთა დასარგავად, მათთვის გამოყოფილი ადგილი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ რიგებს შორის დაშორება 50 სმ იყოს, მცენარეთა შორის კი _ 25 სმ. მარწყვს არ სჭირდება ორმოს ამოღება. მცენარეს მონიშნულ ადგილზე პალოს მეშვეობითაც ჩარგავთ. ჟოლოს, მოცხარს და ხურტკმელს კი პატარა ზომის ორმოები გაუკეთეთ. უკვე აღვნიშნეთ, რომ კენკროვანები ნიადაგის მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არ არიან, თუმცა სასურველია, ჩარგვისას ორმო ნაკელშერეული ფხვიერი მიწით შეავსოთ, მცენარეები კი დარგვისთანავე მორწყოთ. შეგახსენებთ, რომ მარწყვს დარგვის სეზონი აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისშიც აქვს.




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...