საჭიროა თალგამის ხელახალი პოპულარიზაცია

ჩვენი რჩევები

საჭიროა თალგამის ხელახალი პოპულარიზაცია

2015 სექ 8 19:49:54

თალგამი, იგივე ტურნეფსი, ზამთრის პერიოდში შესანიშნავი ნედლი მწვანე საკვებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, განსაკუთრებით, მეწველი ფურისთვის. ის რძის ხარისხსა და რაოდენობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

თალგამის დათესვის საუკეთესო პერიოდია 15 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ადრე, კომუნისტურ ხანაში, თალგამი მასობრივად ითესებოდა განკუთვნილ ფართობებზე და მსხვილფეხა პირუტყვის უპირველეს საკვებ საშუალებად მიიჩნეოდა ზამთრის პერიოდში.

_ საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილების შემდგომ, თალგამის გამოყენება ნაკლებად საჭირო გახდა, რაც სერიოზულ შეცდომად უნდა ჩაითვალოს და წამგებიანი ნაბიჯია ზოგადად მეცხოველეობის დარგის განვითარებაში, _ გვეუბნება აგრონომი აკაკი ღლონტი.

მისი განმარტებით, თალგამი მაღალი წველადობის განმსაზღვრელია და ზამთრის პერიოდში უპირველესი მწვანე მასა-საკვებია ძროხებისთვის. მისი ფოთლები და ძირხვენა თანაბარი ყუათიანობით გამოირჩევა. სასურველი კი არა, აუცილებელია თალგამი დათესონ და მოიყვანონ როგორც მსხვილმა, ასევე საშუალო და წვრილმა ფერმერებმა:

_ თალგამის თესლი დღეისთვის გერმანიიდან შემოაქვთ. ძირითადად, მისი ყიდვა დაკვეთით და გამოწერით შეიძლება და ხელმიუწვდომელი არ არის. მთავარია, დაინტერესება.

ერთ ჰექტარ ფართობზე დასათესად საჭიროა ორი, ორნახევარი კილოგრამი თესლი. საკვები მწვანე მასის და ძირხვენის მოხმარება შეიძლება თანდათანობითი პრინციპით, _ ფართობზე მოვთხრით ან მოვჭრით იმდენს, რამდენიც მოცემულ დროს გვჭირდება. ნიადაგიდან ამოღებულ ძირხვენებს ვასუფთავებთ, ვჭრით ფოთლებთან ერთად და ასეთი სახით ვაწვდით პირუტყვს. არ შეიძლება საქონლისთვის თალგამის დიდი რაოდენობით მიცემა. ის უნდა ვაძლიოთ მცირე რაოდენობით, შავი ფქვილისა და ქატოთი შეზავებული კომბინირებული საკვების შემდეგ.

ფერმერებს შევახსენებთ, რომ თალგამი 10 სექტემბრამდე უნდა დათესონ. შემდგომ დღეებში დათესვა არ შეიძლება, რადგან მცენარე ვეგეტაციას ვერ ასწრებს. თალგამის დათესვა შესაძლებელია ყველგან, სადაც თავისუფალი სამეურნეო მიწა გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ის ფართობი, სადაც აიღეთ საადრეო სიმინდი, სათივე ბალახი ან რომელიმე აგრარული კულტურა. თალგამის კვლავ მასობრივად დათესვა რეალურ სარგებელს მოგიტანთ, ეკონომიკური დანახარჯები კი გაცილებით მცირე იქნება, _ რჩევას გვაძლევს აკაკი ღლონტი.




 ახალი ამბები
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: "ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლებას, დავერბიეთ! ბევრი გვყავს ქალი““ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლება, დავერბიეთ. ბევრი გვყავს ქალი! ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!“ _ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წი ნ გამართულ აქციაზე გააკეთა. “ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”, _ თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...
  • ბუბა კიკაბიძე: "ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ"მომღერალი ბუბა კიკაბიძე გაზეთ “რეზონანსთან“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ბიძინა ივანიშვილია. „ამან ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდა. კაცი პირს რომ გააღებს და იტყვის, უნდა შეასრულოს. მაშინ არ უნდა ეთქვა. ისინი („ოცნება") რასაც გააკეთებენ, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ ესენი (ოპოზიცია). ვინმე ელოდა, რომ 20 ივნისს ესენი სროლას დაიწყებდნენ და თვალებს დათხრიდნენ ბავშვებს? მე არ მეგონა. ყველა ნორმალური ადამიანი იტყვის, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რატომ უნდა წავიდნენ, ამას ათი დღე დასჭირდება. ოპოზიცია მოიგებს, ხალხი მოიგებს... ესენი („ქართული ოცნება") უბრალოდ შერცხვებიან", _ ამბობს კიკაბიძე.   ... ...
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?