არის თუ არა თეთრი პეპლის კერები ჩოხატაურში

ჩვენი რჩევები

არის თუ არა თეთრი პეპლის კერები ჩოხატაურში

2015 ნოე 27 00:27:12

ამერიკული თეთრი პეპელა დასავლეთ საქართველოში 1976 წლიდანაა შემჩნეული. მას შემდეგ ის განსაკუთრებული აქტივობით უკანასკნელ წლებში გამოირჩეოდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, აქტიური საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპელა თითქოს გაქრა, თუმცა, ამ ზაფხულს მან განსაკუთრებით შემოუტია ჩოხატაურს. რაიონის ცენტრში ყველა ხედავს, თუ როგორ ცვივა პეპელას ახალგამოჩეკილი მატლები ჭადრებიდან და ხალხს პირდაპირ თავზე და ტანსაცმელზე ეყრება. აქ სათანადო ყურადღება არ ექცევა საკარანტინო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტიც სახეზეა. მეტი ყურადღებაა საჭირო მოსახლეობის მხრიდანაც. მავნებლის გასანადგურებლად პირველ რიგში მექანიკური ღონისძიებების გატარებაა საჭირო: ხეებზე დამჭერი სარტყელის გამოყენებით უნდა მოხდეს მავნებლის მატლებისგან გაკეთებული ბუდეების ჩამოჭრა, დაწვა, ფოთლებზე ცეცხლის ალის გადატარება, ტოტებზე ბუდეების დაწვა კი გრძელ ჯოხებზე დამაგრებული ჩირაღდნით უნდა მოხდეს.  ასევე უნდა მოხდეს ხის ქერქის ჩამოფხეკვა და დაწვა, რითაც შევამცირებთ მავნებლის გამრავლების კერებს. აგროტექნიკური ღონისძიებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. საჭიროა ქმედითი ღონისძიების გატარება.

ლია სიხარულიძე, ჩოხატაური

რედაქციისგან:  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაშინ, როცა ამერიკული თეთრი პეპელა ჩვენს ირგვლივ მეორე წელია, აღარც ჩანს, მკითხველი გვწერს, რომ მავნებელი ჩოხატაურში მომძლავრდა. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს  გურიის რეგიონული სამსახურის სპეციალისტს ჩოხატაურში მარინა კუტუბიძეს და, აგრეთვე, ვესაუბრეთ აგრონომს აკაკი ღლონტს.

_ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. წელს ამერიკული პეპელა არ იყო იმ რაოდენობით, რომ ხელისუფლებას ღონისძიება გაეტარებინა. ჩოხატაურში, მით უფრო ცენტრში, ჭადრებზე არანაირი პეპლები არ არის. მე ვნახავ ქალბატონ ლია სიხარულიძეს და გავესაუბრები, _ გვითხრა მარინა კუტუბიძემ.

_ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი და ქმედითი ღონისძიებები გაატარა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ და ის თითქმის განადგურებულია. მე ასევე დავძენ, რომ ამ მავნებლის მოსპობაში უკვე აქტიურად ჩაებნენ ისეთი ფრინველები, როგორიცაა:  კვირკვილი, ღაჟო, მოლაღური, თავშავა, ე.წ. მემატლია, რომელიც მიმინოს წააგავს. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, აქამდე რატომ არ ნადირობდნენ ეს ფრინველები ამერიკული პეპელას მატლზე? საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ მატლს აქვს ბუსუსი, ბუსუსებიანი მატლები კი უმეტესად შხამიანია. ამერიკული პეპელას მატლი არაა შხამიანი, თუმცა ფრინველები თავიდან ფრთხილობდნენ და ერიდებოდნენ სწორედ ბუსუსის გამო. მერე კი, როცა მოსინჯეს, თანდათან დაიწყეს ამ მატლის ჭამა, ადრეულ წლებში კი ახლოს არ ეკარებოდნენ. ასეთია ბუნების წესი _ გამოსავალს ის საკუთარ თავში პოულობს. ეს ჩემი დაკვირვებაა და ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ სახელისუფლებო ღონისძიება არ გატარებულა. პირიქით, ბოლო წლებში ამ საკარანტინო მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები გატარდა და არ მგონია, ჩოხატაურში საგანგაშო მდგომარეობა იყოს. და თუ მაინც საყურადღებო ვითარებაა, მოსახლეობამ პირველ რიგში შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს, _ ამბობს აკაკი ღლონტი.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...