ფუტკარი, მცენარეულ-ცხოველური მანანა და მოახლოებული ზამთარი

ჩვენი რჩევები

ფუტკარი, მცენარეულ-ცხოველური მანანა და მოახლოებული ზამთარი

2015 ნოე 27 13:18:53

ფუტკარი რომ წარმატებით და უდანაკარგოდ გამოვაზამთროთ, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, პირველ რიგში, საჭიროა საზამთრო სამარაგო თაფლის განსაზღვრა და ხარისხი.

ცნობილია, რომ არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, გვალვიან ამინდში თაფლოვანი მცენარეები ამცირებენ ან წყვეტენ ნექტრის გამოყოფას სანექტრეების საშუალებით და ტკბილ წვენს გამოყოფენ ფოთლებზე, რასაც მცენარეული მანანა ეწოდება. ფუტკარს იგი შემოაქვს, როგორც ნექტარი.

არსებობს მანანის მეორე სახეც _ ცხოველური მანანა. იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების _ ფარიანების, ღიების და სხვათა მიერ კვების შედეგად გამოყოფილი, შეგროვილი ტკბილი წვენი, რომელსაც ითვისებს ფუტკარი.

მცენარეულთან შედარებით, ცხოველური წარმოშობის მანანა, რთული შემადგენლობის გამო, ფუტკრისთვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს. მანანა თაფლს რუხი ფერი აქვს. შეიძლება იყოს ყავისფერიც, მომჟავო, ნაკლებად არომატული და ტკბილი, ზოგჯერ არასასიამოვნო მეტალისებური გემოსი. ფიჭაზე მიმობნეულია ძირითადად გადაუბეჭდავი სახით. თუ უჯრედში მანანა ნექტართან ერთად არის შერეული, მაშინ ასეთ თაფლიან უჯრედებს ფუტკრები გადაბეჭდავს. მანანა თაფლი ადამიანისთვის უვნებელია და მისი საკვებად გამოყენება შეუზღუდავია.

ხშირად მანანაზე, განსაკუთრებით ცხოველურზე, ვითარდებიან სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც აძლიერებენ ფუტკარზე მის ტოქსიკურობას და ფუტკრის ორგანიზმი ვერ ინელებს მას, რაც ფუტკრის მოწამვლას იწვევს. ასევე ახასიათებს ჩაკრისტალება, როგორც სუროს თაფლს, რასაც ფუტკრის შიმშილი მოჰყვება.

თუ თაფლში აღინიშნება მანანა 5-10 %-ის რაოდენობით, იგი უარყოფითად არ იმოქმედებს დაზამთრებაში შესულ ფუტკარზე. თუ სამარაგო თაფლი მისი რაოდენობა 50%-ს შეადგენს, ამან შეიძლება ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა, იგი შეიცვალოს კარგი, ხარისხიანი თაფლით ან ჩავუდგათ სათადარიგოდ შენახული თაფლიანი ჩარჩოები ან ვკვებოთ სქელი სიროფით, პროპორციით, 3 კგ შაქარი _ 2 ლიტრი წყალი. 1 ლიტრ სიროფზე მივცეთ 5 მილიგრამი ბიოპრეპარატი აპიმაქსი ან ნოზესტატის ხსნარი, რომელიც გამოირჩევა მკურნალობის მაღალი ეფექტით. რეკომენდებულია შაქრის სიროფით კვებისას _ 10 კგ შაქარს უნდა დაემატოს 3 გრამი კონცეტრირებული ძმარმჟავა, რაც ხელს უშლის თაფლის კრისტალიზაციას.

ზღვისპირა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ზამთრის პერიოდშიც არის საამისო გარემო პირობები. როცა თბილა და ფუტკარი ჩვეულებრივ ფრენს, დაუბრკოლებლივ შეგვიძლია საფუტკრეში ჩავატაროთ საკონტროლო რევიზია გარკვეულ ოჯახებზე. საერთოდ, ფუტკრის ოჯახების საზამთროდ მომზადებისთვის თადარიგი უნდა დავიჭიროთ მეორე ღალიანობის (ივლისის ბოლო _აგვისტოს დასაწყისი) დამთავრებისა და თაფლის გამოწურვის შემდეგ. კარგად გამოზამთრებული, ჯანსაღი და ძლიერი ფუტკრის ოჯახები საწინდარია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

ჯანვერდ ცეცხლაძე, 
გურიის მეფუტკრეთა  კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • „სამშობლო-სამოთხე“: დეკემბრის გაზაფხულობა გურიაშიწელს, გურიაში, ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს ,  გამორჩეულად საუცხოო ამინდი უსახსოვრა  დედაბუნებამ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი  ჯუმათი,   დეკემბრის გაზაფხულობას   განსაკუთრებით იხდენს.   ახალი და ძველი გზების ერთობლიობა, დაუკრეფავი  და  დაკრეფილი ციტრუსოვანთა ბაღების რიდი  და ეშხი,  ზამთრის თვეში დათესილი   მწვანილეულის გაზაფხულისეული  ჟუჟუნი,  ჭირის შიშით, საკალანდედ   სადგომში გამომწყვდეული  „ნაზარდას“ დამფრთხალი მზერა და ჭარმაგი მოხუცი გურულის ალალი გამოძახილი: მობრძანდით, ვერ გიცანით,   მაგრამ  სტუმარი ახლა მიხარია, შინ რომ ვზივარ  უმეტესად   და  გარეთ სიარულს მუხლები მიკრძალავსო... ამ ყველაფრის ფონზე, უჩვეულო რელიეფით მდიდარ გარემოს მზე გულმკერდში უძვრება, ბუნებისა და ადამიანის სიამტკბილობა სივრცეში გამოაქვს და  ლაჟვარდი - „ცაფერი“ , მეტად სამოთხისეული ხდება. კი,  გადაჭარბების გარეშე, დეკემბერი ღვთიური ძალით  გაზაფხულობს გურიაში და   შთააგონებს  ადამიანს, რომ სამშობლო-სამოთხის მქონეა  და მის მოვლა-პატრონობაში მზეზე ნაკლებ არ უნდა ... ...
  • "ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტი"-აქცია თბილისში“შეცვალეს“ და „გაბედეს“ წევრებმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი შეაფასეს და მას ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტიუწოდეს. მათ თბილისში, სასტუმრო  სასტუმრო "ბილტმორთან", სადაც ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება  აქცია გამართეს და პრეზიდენტის ერთწლიანი საქმიანობა შეაფასეს. “გილოცავთ იუბილეს, პრეზიდენტობის ორი წელი არ მოგველოცოს. ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ივანიშვილის კიდევ ერთი დანაშაული ქართველი ხალხის მიმრათ“,_ამბობენ ისინი. ... ...
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...