ყველაფერი თაფლის შესახებ

ჩვენი რჩევები

ყველაფერი თაფლის შესახებ

29 იან. 2016, 14:05:14

_პატივცემულო რედაქცია! დღეს ბევრს და ხშირად საუბრობენ სურსათის უვნებლობის შესახებ. ძალიან გვაინტერესებს თაფლის ირგვლივ ყველაფერი _ როგორ უნდა მივხვდეთ ნატურალურია თუ არა იგი, რანაირ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, რის თაფლია ყველაზე უსაფრთხო, რანაირად ისაზღვრება გემოს, ფერის თუ არომატის ხარისხი. შაქრდება (კრისტალდება) თუ არა ნატურალური თაფლი? გვაინტერესებს ყველაფერი თაფლის შესახებ, რაც მის კვებით ღირებულებას ეხება.

პატივისცემით, მკითხველთა ჯგუფი: ქეთევან მახარაძე, თეო კვირკველია, გურანდა მახარაძე, რომან ღლონტი, გიორგი ქერქაძე, თინიკო მამალაძე. ოზურგეთი

მკითხველების ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარეს ჯანვერდ ცეცხლაძეს ვთხოვეთ:

_ ჯანმრთელობის საიდუმლოება რომ ჯანსაღ პროდუქტებშია, ხომ ვთანხმდებით? ფუტკრის მიერ ნატურალურად დამზადებულ სასწაულმოქმედ პროდუქტებს შორის თაფლი, თავისი უნიკალური შედგენილობისა და თვისების გამო, შეუცვლელია. მას პირველი ადგილი უჭირავს წამლებს შორის, რომელთაც ბუნება გვაწვდის ყვავილებისა და სამკურნალო ბალახების მეშვეობით. ცნობილია, რომ თაფლი ათეული და ასეული წლების მანძილზე ინარჩუნებს თავის საგემოვნო, კვებით და სამკურნალო თვისებებს. თაფლში შედის ორგანიზმისთვის საჭირო 70-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება და ელემენტი, რაც ხდის მას არა მარტო საუკეთესო საკვებად, არამედ ფარმაკოლოგიურ ობიექტადაც. ყველა ამ არსენალის წყალობით, თაფლი მიჩნეულია მრავალმხრივი გამოყენების საშუალებად. თაფლი შეიცავს სისხლის განმაახლებელ, ნერვების დამამშვიდებელ და ახალი სიცოცხლის მომნიჭებელ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, აძლიერებს ორგანიზმს დამცავი ძალებითაც.

როგორ განვასხვავოთ ნატურალური პროდუქტი უხარისხოსგან? პირველ რიგში, უნდა ავამაღლოთ ჩვენი ცნობიერება და გამოცდილება.

 თაფლის კონსისტენცია  (შემადგენლობის ხარისხი)

ახალი თაფლი ნახევრად თხიერი, გამჭვირვალე მასაა; დროთა განმავლობაში იწყებს დაკრისტალებას. ნატურალურ თაფლს ახასიათებს დაკრისტალების სამი ფორმა: მსხვილმარცვლოვანი, წვრილმარცვლოვანი და ქონისებური. საჭიროების შემთხვევაში, 50-55 გრადუსამდე შეთბობისას, თაფლი კვლავ უბრუნდება პირვანდელ ფორმას, რაც მის ხარისხს არ ვნებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თაფლის ძლიერი გაცხელება, ადუღება დაუშვებელია.

ნატურალურ თაფლს გემოვნურად გასინჯვის დროს, უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ყვავილის დამახასიათებელი გემო, არომატიც, თავისებური ბუკეტი და ასევე, სუნი. ფალსიფიცირებული შაქრიანი თაფლი კი ყველა ამ ფაქტორს მოკლებულია _ ახასიათებს მხოლოდ მოჭარბებული ერთფეროვანი სიტკბო.

ნექტრის თაფლად გარდაქმნა რთული ფიზიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პროცესია. ნექტარი შეიცავს 70-75% წყალს. გადამუშავების შედეგად, წყლის შემცველობა მასში 21%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვისას თაფლი ამჟავდება. თუ კოვზით ვიღებთ თაფლს და კოვზს დავატრიალებთ, მოუმწიფებელი თაფლი მისგან ადვილად ჩამოედინება, მწიფე კი კოვზზე დაეხვევა ფენოვან ნაოჭებად, ჩამოედინება უწყვეტ ძაფად. გაწყვეტის შემთხვევაში, ძაფი იწევს ზევით, კოვზისკენ. ნატურალური თაფლი გასინჯვისას, ყელის არეში გემოს რამდენიმე წუთის განმავლობაში ტოვებს, ყალბისა კი მალე ქრება.

თუ ქათმის კვერცხს თხევად, გამდნარ თაფლში ჩავაგდებთ და კვერცხი ჩაიძირება, ეს იმას ნიშნავს, რომ თაფლი მოუმწიფებელია და მასში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა წყალი.

ნახევარ ჭიქა ნელთბილ წყალში გავაზავოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დავაგემოვნოთ. ასეთ ხსნარში გემო და სუნი უფრო გამოკვეთილი ხდება, მეტად შესამჩნევია.

ფერი

თაფლის ფერი დამოკიდებულია ნექტარში არსებულ შემფერავ ნივთიერებებზე. ამიტომ მისი შეფერილობა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ღია ყვითელი, ლიმონისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მუქი, ყავისფერი, მწვანე და შავიც. თაფლი დროთა განმავლობაში კარგავს პირვანდელ ფერს და კრისტალიზაციისას ოთეთრო ან ყავისფერი.

არომატი

თაფლის სხვადასხვა სახეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არომატითაც. ამ ნიშნის საფუძველზე შეიძლება, ვიმსჯელოთ თაფლის ხარისხზე და ზოგიერთ შემთხვევაში თაფლის წარმოშობაზეც კი. თაფლის სუნი განპირობებულია მასში შემავალი დამახასიათებელი აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობით.

გემო

ფუტკრის თაფლი თავისი სასიამოვნო გემოთი, რაც დამოკიდებულია მის წარმოქმნასა და შემადგენლობაზე, განირჩევა კვების სხვა პროდუქტებისგან. თაფლის სიტკბოება უშუალოდ დამოკიდებულია მასში არსებულ ბუნებრივ შაქრებსა და მათ წარმოქმნაზე.

შენახვა

თაფლის მკვებავი და სამკურნალო ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის უვნებლად შენახვას. ცნობილია, რომ შესაფერის პირობებში, თაფლს შეუძლია, შეინარჩუნოს თავისი თვისებები განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში.

ფუტკრის თაფლი ხასიათდება დიდი ჰიგროსკოპიულობით, რის გამოც ნესტიან სათავსოში ის მჟავდება. დაუშვებელია მისი შენახვა აქროლად ნივთიერებებთან (ბენზინი და სხვა), ასევე, სუნიან კვების პროდუქტებთან (თევზეული და სხვა) ახლოს.

თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, რომელშიც ის ინახება. ამ მიზნისთვის ყველაზე უფრო ჰიგიენური და მოსახერხებელია მინის და თიხის ჭურჭელი. თაფლის შესანახად გამოიყენება აგრეთვე ხის ჭურჭელიც. მასალად გამოიყენება ცაცხვი, ვერხვი, თხმელა, ნეკერჩხალი...

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი ფაქტორიც _ ფიჭა, რომელშიც თვეობით უწევს თაფლს დაყოვნება. თუ ის ფალსიფიცირებული თაფლისგან არის დამზადებული, უარყოფით გავლენას მოახდენს თაფლის ხარისხზე.

უკანასკნელ წლებში გამოიყენება პლასტმასის ჭურჭელიც, მაგრამ მასში თაფლის დიდი ხნით გაჩერება არ არის რეკომენდირებული.

ბაზარზე სარეალიზაციოდ გატანილი თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს, უნდა იქნეს ეტიკეტირებული განსაზღვრული წესით, რამაც შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. ძლიერი სურსათის უვნებლობის სისტემა მთავარ როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი პროდუქცია გახდეს სანდო და კონკურენტუნარიანი. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოითხოვს დიდ შრომას, ინტელექტს და პასუხისმგებლობას, ხარისხიან, უსაფრთხო, ჯანმრთელობისთვის უვნებელ, კონკურენტუნარიან პროდუქციას.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი