ვაზის წამლობა: წესები, ვადები, პრეპარატები

ჩვენი რჩევები

ვაზის წამლობა: წესები, ვადები, პრეპარატები

29 აპრ. 2016, 13:13:14

მევენახეებს გაზაფხულიდან შემოდგომამდე, რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩასატარებელ მრავალ აგროტექნიკურ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი უმთავრესია ვაზის დაცვა სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისგან, რის გარეშეც წარმოუდგენელია ყურძნის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება.

ახლა ვაზს განსაკუთრებული წამლობა და მიხედვა სჭირდება. ვაზის წამლობისას, მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს წამლობის წესების და ვადების დაცვას, აგრეთვე, პრეპარატების სწორად შერჩევას.

ვიმოქმედოთ ამინდზე დაკვირვებით

ახლა კონკრეტულად გურიის რეგიონზე ვსაუბრობთ. გარდა ცალკეული გამონაკლისისა, სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად საჭიროა 6-7 წამლობა, ხოლო ვაზის მავნებლებთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მათი გავრცელების შემთხვევაში, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინსექტიციდების) შერევით ან მათი ცალკე შესხურებით.

წამლობა უნდა ჩატარდეს წყნარ, უქარო ამინდში, დილით ან საღამოს. დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს: წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად; განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი. წამლობის დაწყების, წამლობათაშორისი ინტერვალების და დამთავრების ზუსტი დრო არ არსებობს _ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება კონკრეტულ სეზონზე და რამდენად ხელსაყრელი პირობებია სოკოვან დაავადებათა და მავნებლების გავრცელებისთვის. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ან ნაგვიანევ გაზაფხულს.

პირადი დაკვირვებით, დაწყებული 2006 წლიდან, წლევანდელი ნაადრევი გაზაფხული უპრეცედენტოა ისე, როგორც უპრეცედენტო იყო გასული 2015 წლის გვალვიანი ზაფხული, რომელმაც დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსავლის ხარისხზე. ეტყობა, კლიმატის გლობალური ცვლილებები არაერთ სიურპრიზს გვიმზადებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

წამლობის წესი და რიგითობა

 კომბინირებული ნაზავების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატების ურთიერთთავსებადობა. ასევე მნიშვნელოვანია კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორი მონაცვლეობა.

გთავაზობთ სოკოვან დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ჩემეულ სქემას. ცხადია, არ ვაპირებ რომელიმე პრეპარატის რეკლამირებას. დასახელებულ პრეპარატებს (ფუნგიციდებს) პირადად ვიყენებ წლების მანძილზე, ვაკვირდები და დარწმუნებული ვარ მათ ეფექტურობაში. რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა, ასევე ეფექტური პრეპარატებიც.

ვაზის წამლობის ეს სქემა განკუთვნილია გურიის რეგიონისთვის.

წამლობების რიგითობა ვაზის განვითარების სტადიების მიხედვით ასეთია:

პირველი წამლობა 3-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ჭრაქის წინააღმდეგ, პრეპარატ ანტაკროლით ხდება.

მეორე წამლობა _ ყვავილობის წინ, ჭრაქის, ნაცრის, ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ. კურზანიტი ან იტერალი ან რიდონეტი ან მელოდი-დუი ნატივო ან ზატო-სტარი. სასურველია პრეპარატების მონაცვლეობა.

მესამე წამლობა დაყვავილებისთანავე უნდა მოხდეს, ჭრაქის, ნაცრის წინააღმდეგ, იგივე პრეპარატების მონაცვლეობით, რაც მეორე წამლობისას სჭირდება.

მეოთხე წამლობა ისრიმობის დასაწყისისას უნდა მოვახდინოთ, მტევნის ფორმირებიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქი, ნაცარი შევწამლოთ იგივე პრეპარატების მონაცვლეობით.

მეხუთე წამლობა მარცვლების დამსხვილების შემდეგ, კიდევ 10-14 დღის შემდეგ ხდება. ჭრაქის, ნაცრის წინააღმდეგ შეწამვლა კუპერვალით (ბორდოს ნარევი) ან კოსაიდით, კოლოიდური გოგირდით.

მეექვსე წამლობა _ მტევნების შეკვრიდან 10-14 დღის შემდეგ. ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე მოვსპოთ იგივე პრეპარატებით, რაც მეხუთე წამლობისას, პლუს ეუპარენი ან რივოე ან სკალა.

მეშვიდე წამლობა _ შეთვალება (საჭიროების შემთხვევაში), ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, წამლობის საშუალებები: კუპერვარდი, (ბონდოს ნარევი), კოლოიდური გოგირდი, ეუპარენი ან ტელდორი).

ფორსმაჟორი _ რთული კლიმატური პირობები და მავნებლების მოძალება

გაუთვალისწინებელი რთული კლიმატური პირობების შემთხვევაში (გვალვა) ზედმეტი ნალექები, სეტყვა და სხვა შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ღონისძიებების გატარება (დამატებითი წამლობები, წამლობებს შორის პერიოდების შემცირება, მწვანე ოპერაციები დასხვა).

სქემაში დასახელებული პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რეგიონში გავრცელებულ ძირითად მავნებლებს, გალებიანი ანუ ქეჩისმაგვარი ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება ენვიდორი ან ნერორონი ან ბი-58.

ბოლო წლებში, გურიაში გამოჩნდა ვაზის ფოთლის ქვედა მხარეზე მოსახლე საშიში თეთრი მწერები, ე. წ. თრიფსები. ისინი იკვებებიან ფოთლის წვენით და ძალიან აკნინებენ მას. შედეგად ფოთოლში ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, რაც საბოლოოდ იწვევს მარცვალში შაქრის დაგროვების შეფერხებას და ნაყოფის დაბალი შაქრიანობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

თრიფსების, აგრეთვე ყურძნისა და კვირტის ჭიის, ჭიჭინობელების და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ეფექტურია "კონფიდორ მაქსი". მათი გამოჩენისთანავე ორჯერ შევწამლოთ, 10-დღიანი ინტერვალით, ოღონდ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე მინიმუმ, 25 დღე უნდა გავიდეს.

ყველა ზემოაღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმებისა და დოზირების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათი შეძენისას სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

დღეს მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, მათ შორის, ღვინოსა და სუფრის ყურძენზეც. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრირების კვალდაკვალ ეს ტენდენცია, ცხადია, ჩვენთანაც უფრო გაღრმავდება.

რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მეტ ფინანსურ და შრომით დანახარჯებს მოითხოვს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ვაზის წამლობები დასაშვებია ჭრაქის საწინააღმდეგოდ, ნაცრის საწინააღმდეგოდ მხოლოდ სპილენძის შემცველი და იმავდროულად კონტაქტური პრეპარატებით, ნაცრის საწინააღმდეგოდ _ მხოლოდ გოგირდოვანი პრეპარატებით. შესაბამისად, მათი შედარებით ნაკლები ეფექტიანობის გამო, თითქმის ორჯერ იზრდება წამლობების რიცხვიც და იგი სეზონზე 12-13-ს აღწევს. სამაგიეროდ, მიღებული პროდუქტის ხარისხი მკვეთრად მაღალია და როგორც იტყვიან, "ჩიტი ბრდღვნად ღირს".

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მეორე მიმართულებაა საერთოდ უარის თქმა ქიმიურ პრეპარატებზე და მათ ნაცვლად ბიოპრეპარატების გამოყენება. შესაძლოა შუალედური ვარიანტიც, რაც გულისხმობს მათი მონაცვლეობით გამოყენებას. ეს დიდი თემაა. მოკლედ, იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოშიც და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც სავსებით შესაძლებელია ევროპის ბაზრებზე ორიენტირებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინის, სუფრის ყურძნის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის წარმოება.

ანდრო ვაშალომიძე,
ა(ა)იპ ფერმერული განვითრების ცენტრის სპეციალისტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში;

ასოციაცია "გურული ვაზის" თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი