როცა თევზს ამზადებთ...

ჩვენი რჩევები

როცა თევზს ამზადებთ...

2012 ივნ 3 06:33:53
_ შეწვის დროს რომ არ დაიშალოს, თევზს 10-15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი, დაელოდეთ, სანამ კარგად შეიწოვს და მერე მოამზადეთ;

_ შეიძლება, მარილი და კვერცხი ერთად კარგად ათქვიფოთ, თევზის ნაჭრები ამ ნაზავში ამოავლოთ და ისე შეწვათ;

_ თევზის შეწვისას ოთახში უსიამოვნო სუნი რომ არ დარჩეს, მდუღარე მცენარეულ ზეთში ჩაყარეთ 1 ცალი დაჭრილი კარტოფილი, გააჩერეთ 2-3 წუთი და ამოიღეთ.

ამის შემდეგ შეწვით თევზი;

_ შემწვარი თევზი უფრო გემრიელი გამოვა, თუ შეწვამდე 10 წუთით ჩააწყობთ რძეში. შემდეგ ოდნავ დაწურავთ, საფანელში ამოავლებთ და მდუღარე ზეთში შეწვავთ;

_ შეწვის დროს ცხიმიანი შხეფებისგან რომ დაიცვათ თქვენი სამზარეულო, ტაფას საწური დაახურეთ;

_ ნებისმიერი თევზი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას კარაქის და ზეთის (1:1) ნარევში შეწვავთ.

ამ შემთხვევაში ტაფაზე დახურვა არაა საჭირო. თევზის ნაჭრები ნაზი, ხრაშუნა ქერქით დაიფარება;

_ თევზის კოტლეტი გემრიელი კერძია, მაგრამ როცა თევზს ხორცსაკეპში ატარებთ, სითხე მოწვეთავს. ეს არც თუ ისე სასიამოვნოა _ სწორედ აქ დაგეხმარებათ ორცხობილა. თევზი ორცხობილასთან ერთად გაატარეთ _ იგი "ჩაყლაპავს" სითხეს.

ასეთი კოტლეტი გაცილებით უფრო გემრიელი გამოვა, ვიდრე ის, რომელსაც წყალში ჩამბალ პურს უმატებენ. თანაც ამ შემთხვევაში ხორცსაკეპსაც ადვილად გარეცხეთ.

 




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?