კარტოფილი და მისი აგროტექნიკა

ჩვენი რჩევები

კარტოფილი და მისი აგროტექნიკა

2012 ივნ 15 05:58:28

საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის რაიონებში. მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის რაიონი, სვანეთი, რაჭა, ზოტი, ბახმარო და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე აღწევს.

70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც _ ნოემბერში.

საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: მაჟესტიკი, თრიალეთური სახალხო, ლორხი, ეპიკური და სხვა.

კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად _ გორგლით (სელექციის მიზნით _ თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს და 23,7% მშრალ ნივთიერებას, მათ შორის _ 17,5% სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს.

საქართველოს აგრარიკოსთა კავშირის თავმჯდომარის, ანდრო ხეთერელის თქმით, კარტოფილის ტუბერი მდიდარია სახამებლით, ცილით, C ვიტამინით. გამოირჩევა კარტოფილის სათესლე, საქარხნო, საკვები და უნივერსალური ჯიშები: _ კარტოფილი საუკეთესო წინამორბედია თავთავიანი კულტურებისათვის. მოსავლის აღების შემდეგ იგი ნიადაგს ტოვებს გაფხვიერებულ და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში. ხასიათდება კარგი შემგუებლობით გარემო პირობებისადმი _ მისი მოყვანა შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე, დაწყებული ქვიშნარიდან, მძიმე თიხნარი ნიადაგით დამთავრებული, გარდა დაჭაობებული ნიადაგისა. კარტოფილი ზომიერი ჰავის მცენარეა. უყვარს გრილი ჰაერი და კარგად იტანს სიცივეს, მაგრამ ვერ ეგუება ჩრდილს. რაც უფრო დაჩრდილულია ნაკვეთი, მით უფრო იკლებს მოსავლიანობა. საკმაოდ მომთხოვნი მცენარეა საკვები ნივთიერებების მიმართ. ერთ ტონა ტუბერს ერთი ვეგეტაციის განმავლობაში დაკავებული ფართობიდან გამოაქვს 50კგ. აზოტი, 90კგ. კალიუმი, 40 კგ. კალციუმი და 20 კგ. მაგნიუმი მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, _ ამბობს ხეთერელი.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები ცხადჰყოფს რომ უხეში შეცდომაა საქართველოს კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებში დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ კარტოფილს მხოლოდ აზოტშემცველი მინერალური სასუქებით გამოკვება ესაჭიროება მაღალი მოსავლისათვის, რის შედეგადაც ფართობზე შედის გადამეტებული რაოდენობით აზოტშემცველი სასუქები, რაც უკარგავს კარტოფილს გემურ ხარისხს და უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარების პროცესზე: _ ერთ ჰექტარზე კარტოფილის მინერალური სასუქებით გამოკვებისათვის ნიადაგის განოყიერების ოპტიმალუტრ სქემას წარმოადგენს აზოტი _ 90-110 კგ (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) ფოსფორი _ 80-100 კგ. (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით), კალიუმი დ 100-120 კგ (მოქ. ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) , აქედან თესვისწინა განოყიერებისას შეტანილ უნდა იქნეს აზოტის მთელი დოზის 68-70%, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მთლიანი დოზა შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს და თესვისწინა განოყიერებისას. აზოტის დარჩენილი რაოდენობა გამოიყენება დამატებით გამოკვებაში, ინტენსიური ვეგეტაციის პერიოდში (მცენარეზე მიწის შემოყრისას) და ტუბერების ფორმირებისას. ძალიან კარგ შედეგს იძლევა კარტოფილში კომპლექსური სასუქების გამოყენება, რომელთა შეტანის ნორმა უნდა განისაზღვროს სასუქში საკვები ელემენტების პროცენტული შემცველობისა და მათი საჰექტარო დოზის გათვალისწინებით. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი) გამოყენება ჰექტარზე 20-40 ტონის ოდენობით. ასევე მწვანე სასუქების გამოყენება (სიდერეცია), რისთვისაც ითესება პარკოსანი მცენარეები. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს საშემოდგომო და ზამთრის სიდერატები. კარტოფილს სერიოზულად აზიანებენ მავნებელდდაავადებები, რაც მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე, ასევე ნაყოფის ხარისხზე.

კარტოფილის მთავარი დაავადებებია: კარტოფილის ფიტოფტოროზი, რიზოქტონიოზი, ფუზარიოზი, ვერტიცელიოზი, შავფეხა, სამხრეთული ფესვის სიდამპლე, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები.

მავნებლებიდან უმთავრესია: კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭიები, მახრა, კარტოფილისჩრჩილი, კარტოფილის ღეროს ნემატოდა: _ კარტოფილის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები. ამ მიზნით არსებობს კულტურის წამლობების სხვადასხვა სქემები, განკუთვნილნი კარტოფილის როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე წარმოებისათვის, _ ამბობს ხეთერელი და კარტოფილის მავნებლებისგან დასაცავად საჭირო სქემასაც გვთავაზობს:

პირველი წამლობა

კარტოფილის სარგავი მასალა დარგვამდე უნდა დამუშავდეს პრეპარატ პრესტიჟით _ 1 ლ. პრეპარატი იხსნება 15-20 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარი საკმარისია ერთი ტონა სარგავი მასალის დასამუშავებლად. დამუშავების წინ საჭიროა კარტოფილის ერთ ფენად გაშლა და ხსნარის მოსხურება ისე, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტუბერი დასველდეს. შემდეგ საჭიროა ტუბერები გაშრეს და მხოლოდ გაშრობის შემდგომ მოხდეს მათი დარგვა.

მეორე წამლობა

დათესვის შემდგომ, კულტურის აღმოცენებამდე საჭიროა ნაკვეთი დამუშავდეს ჰერბიცი-ზენკორით. 200 გრ. ზენკორი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება მოსხურება ნიადაგზე. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1კგ. ზენკორი რომელიც გაიხსნება 400-500 ლ. წყალში.

მესამე წამლობა

მესამე წამლობა ტარდება მას შემდეგ, რაც კულტურის სიმაღლე მიაღწევს 10-15 სმ-ს. ამ დროს 300 გრ. ანტრაკოლი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება მიღებული ხსნარის მცენარეებზე შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,5კგ ანტრაკოლი, რომელიც გაიხსნება 400-500ლ წყალში.

მეოთხე წამლობა

მეოთხე წამლობა ტარდება მესამე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. ამ დროს 240გრ. ინფინიტო იხსნება 100ლ წყალში და მიღებულ ხსნარი სხურდება მცენარეებზე. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,2 ლ ინფინიტო, რომელიც გაიხსნება 400-500ლ წყალში.

მეხუთე წამლობა

მეხუთე წამლობა ტარდება მეოთხე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. მოცემულ პერიოდში საჭიროა როგორც ფიტოფტორას, ალტერნარიოზის და მაკროსპორიოზის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ფოთლოვანი კვების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, 300გრ. ანტრაკოლ ბლაუ და 600გრ. ვუქსალ მაკრომიქსი იხსნება 100ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 1,5კგ. ანტრაკოლ ბლაუ და 3ლ. ვუქსალ მაკრომიქსი.

მეექვსე წამლობა

მეექვსე წამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ. ამ პერიოდში საჭიროა ფიტოფტორასა და მაკროსპორიოზის წინააღმდეგ ბრძოლა და ფოთლოვანი კვება. მეექვსე წამლობისას 500გრ. მელოდი დუო და 600გრ. ვუქსალ მაკრომიქსი იხსნება 100ლ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 2,5კგ. მელოდი დუო და 3ლ. ვუქსალ მაკრომიქსი.

მეშვიდე წამლობა

მეშვიდე წამლობა ტარდება მეექვსე წამლობიდან 10-12 დღის შემდეგ და მოცემულ პერიოდში, გარდა დავადებებისა, საჭიროა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების ჩართვა წამლობის სქემაში. ამიტომ 1-1,2 კგ. კუპერვალი და 10 გრ. კონფიდორ მაქსი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 5-6 კგ. კუპერვალი და 50 გრ. კონფიდორ მაქსი.

მოამზადა ნათია დოლიძემ




 ახალი ამბები
  • უკრაინის დელეგაცია გურიის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს ეცნობა (R)უკრაინის ხერსონის ოლქის გუბერნატორი იური გუსევი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, რწმუნებულის მოადგილეს გია ებრალიძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაცია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. სახელმწიფო ანსამბლმა “გურიამ" ქართველი და უკრაინელი სტუმრების წინაშე ქართულ-უკრაინული კომპოზიცია წარმოადგინა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.   ... ...
  • მარგველაშვილი: მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, სააკაშვილსსაქართველოს ექსპრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდაც მზადაა, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს. „როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე კი არა, დემოკრატიული საქართველო – ეს აინტერესებს ამომრჩეველს“,_ აღნიშნა ... ...
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...