კიტრის მოყვანა დაცულ გრუნტში (სათბურში)

ჩვენი რჩევები

კიტრის მოყვანა დაცულ გრუნტში (სათბურში)

2012 ივნ 3 00:06:16

სათბურის ნიადაგი

კიტრი მოითხოვს კარგად განოყიერებულ, დრენირებულ და კარგი ჰაერაციის ნიადაგებს (სუბსტრატს). ახალი სათბურის მოწყობისას 1 კვმ-ზე შეიტანება 20-25 კგ. ნაკელი ან კომპოსტი

(25% ნაკელი + 75% ტორფი) საუკეთესოა სხვა ტიპის ნაზავიც 65-75% კორდის მიწა და 35-25% გადამწვარი ნაკელი. მინერალური სასუქების და კირის შეტანა ხდება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. სუბსტრატის და სასუქების შეტანის შემდეგ ნიადაგი გადაიბარება და კარგად გაფხვიერდება.

ჩითილების გამოყვანა

მაღალ მოსავალს განაპირობებს ხარისხიანი ჩითილი. თესვის წინ ხდება თესლის გახურება 50-52 გრადუსზე, 72 საათის განმავლობაში, ხოლო 78-80 გრადუსზე, 24 საათის მანძილზე. შემდგომი ეტაპია თესლის 10-12 საათით ნატრიუმის ჰუმატის ან სელატის ხსნარში დალბობა. დალბობის შემდგომ თესლი გაშრება და დაითესება გადარგვამდე 20-25 დღით ადრე.

საუკეთესოა შემდეგი სახის ნაზავი: კორდის მიწა 50% + გადამწვარი ნაკელი 50%. თესვა ხდება ერთჯერად ქოთნებში. ჩითილის გამოსაყვანად ოპტიმალური მიკროკლიმატია: განათება 5-6 ათასი ლუქსი 10-12 საათის მანძილზე. ტემპერატურა დღისით 24-25 გრადუსი მზიან ამინდში, 20-22 გრადუსი ღრუბლიან ამინდში, ღამით 18-20 გრადუსი. ნიადაგის ტემპერატურა 20-22 გრადუსი, ჰაერის შეფარდებით ტენიანობა 80-90%, ნიადაგის ტენიანობა 70-75%. ჩითილები ირწყება დღეგამოშვებით მცირე ნორმებით 25-28 გრადუსიანი წყლით. ჩითილების გამოკვება ჩატარდება 2-ჯერ კრისტალონით 20გ.-10ლ წყალში.

ჩითილების გადარგვა

გადარგვის წინ ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ შეიტანება ინსექტიციდები (დეცისი პროფი, კონფიდორ მაქსი, მოკაპი) მისატყუებელი მასალა (1-2 გ. ინსექტიციდი + 2 ლ. წყალი + ღერღილი შესველებამდე). გადარგვის ოპტიმალური სქემებია 100-120სმX40სმაზე, ან 90+50, 80+60სმ, მცენარეთა შორის 30-35სმ.

მცენარეების მოვლა

მცენარეების ფორმირება ხდება ერთი ძირითადი ღეროთი შპალერზე. გადარგვიდან 3-4 დღის შემდეგ მცენარე აიკვრება თოკზე ჰორიზონტალური მიმართულებით და ჩამოიკიდება მავთულზე. მოვლა გულისხმობს, ჯიშებისა და ჰიბრიდების მიხედვით, სხვლაფორმირებას, ფოთელბის შეცლას, ნაყოფების ნორმირებას და სხვა. აუცილებელია შემდეგი ოპტიმალური რეჟიმის დაცვა: მსხმოიარობამდე ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს მზიან ამინდში 22-24 გრადუსი, ღრუბლიან ამინდში 20-22 გრადუსი, ღამით 17-18 გრადუსი. იგი განაპირობებს ჯანსაღი, ძლიერი მცენარეების მიღებას, რომელსაც შესწევს უნარი წარმოშვას გვერდითი ლართხები. მსხმოიარობის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა მზიან ამინდში უნდა იყოს 24-28 გრადუსი, ღრუბლიან ამინდში 21-23 გრადუსი, ღამით 18-20 გრადუსი. ნიადაგის ოპტიმალური ტემპერატურა 22-24 გრადუსი. ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობა დამღუპველია. მისი აწევა 32-35 გრადუსამდე ან დაწევა 14-15 გრადუსზე იწევს ზრდის შეჩერებას, ირღვევა დამტვერვა-განოყიერების პროცესი, მცირდება მოსავლიანობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის მოწესრიგება. ვეგეტაციის პერიოდში ხდება აზოტიანი და კალიუმიანი სასუქებით გამოკვება. მოყვანის მთელი პერიოდის მანძილზე შეიტანება 300-350 კგ აზოტი და 450-500 კგ კალიუმი. გამოკვება უნდა შეწყდეს მოკრეფამდე 30 დღით ადრე. გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, 3-ჯერ 10-10 დღის ინტერვალით. რეკომენდრებულია კრისტალონით (200 გ _ 100 ლ/წ) გამოკვება ფოთლებზე შესხურების სახით.

მავნებელ-დავადებებთან წინააღმდეგ ბრძოლა

კიტრს მავნებლებიდან აზიანებს: ორანჟერიის თეთრი პეპელა, ბუგრები, თრიფსები, ტკიპები. დაავადებებიდან ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ფუზრიოზი, ვერტიცილიოზი და სხვა. მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ შესაძლებელია ვისარგებლოთ წამლობების ქვემოთ მოცემული სქემით.

წამლობის სქემა

პირველი წამლობა

პირველი წამლობისას, საჭიროა ნიადაგის ორჯერადი მორწყვა პრეპარატ პრევიკურით. 250გრ. პრევიკური იხსნება 100ლ. წყალში და ირწყვება ნიადაგი. ნიადაგი მოირწყვება პრევიკურით (250მლ. _ 100ლ. წყალში) მორწყვა ჩატარდება გადარგვის შემდეგაც _ ამჯერად იცვლება დოზა _ 150მლ. პრევიკური იხსნება 100ლ. წყალში და ირწყვება ისე, რომ თითოეულ მცენარეზე დაიხარჯოს დაახლოებით, 300მლ. სამუშაო ხსნარი.

მეორე წამლობა

მეორე წამლობა ჩატარდება აღმოცენების შემდეგ, 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. ამ დროს 375გ. ანტრაკოლი, 200მლ. პრევიკური და 10გ. კონფიდორ მაქსი იხსნება 100ლ/წყალში და ხდება შესხურება მცენარეებზე.

მესამე წამლობა

მესამე წამლობა ტარდება 8-10 დღის შემდეგ მეორე წამლობიდან. ამ დროს 375გ. ანტრაკოლი და 30გ. ბაილეტონი იხსნება 100ლ/წყალში და ხდება შესხურება მცენარეებზე.

მეოთხე წამლობა

მეოთხე წამლობა ჩატარდება 8 დღის შემდეგ მესამე წამლობიდან და ამ დროს 600 გ.მელოდი დუო, 30გ. ბაილეტონი და 200მლ. პრევიკური იხსნება 100ლ/ წყალში და ხდება შესხურება მცენარეებზე.

მეხუთე წამლობა

მეხუთე წამლობა საჭიროა ჩატარდეს 8 დღის შემდეგ მეოთხე წამლობიდან, რომელიმე კონტაქტური სპილენძის შემცველი პრეპარატით.

ყოველგვარი წამლობა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 3-5 დღით ადრე!

ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება ნეორონი 200 მლ. 100. წყალში.

მოცემული სქემა ზოგადია და კონკრეტულ შემთხვევაში წამლობის ჯერადობა განისაზღვრება მავნებელ დაავადებათა გავრცელების ინტენსივობით.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კიტრს არ უყვარს მჟავე ნიადაგები. ვინაიდან ამ დროს მცენარე ცუდად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს და განიცდის შიმშილს.

ცივი ნიადაგი და ცივი წყალი

კიტრი სათბურში უნდა მოირწყოს უხვად დღის პირველ ნახევარში (11 საათამდე), ამ დროს წყალი კარგად შეითვისება და ნაკლებად ორთქლდება. სარწყავი წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 24-27 გრადუსი;

სასუქების ნორმები

მცენარეს გამოკვება სჭირდება ხშირად და მცირე დოზებით, ამასთან უმჯობესია სხვადასხვა სასუქების მონაცვლეობა.

ჰაერის გადაჭარბებული ტენიანობა

ამ შემთხვევაში უარესდება დამტვერვა, იწყება ყვავილცვენა, ვითარდება ფესვის სიდამპლე. მორწყვისა და გამოკვების შემდეგ საჭიროა სათბურების კარგი განიავება;

ორპირი, გამჭოლი ქარი

სათბურებსა და ორანჟერიებში არ შეიძლება ერთდროულად გაიხსნას მოპირდაპირე კარებები და ფანჯრები;

ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა

პოლიეთილენით გადახურულ სათბურებში, როცა დღისით ტემპერატურა 25-35 გრადუსს აღწევს და ღამით 12-15 გრადუსამდე ვარდება, ფირზე ვღებულობთ კონდენსატს (ნამს) ამ შემთხვევაში მცენარეზე ვითარდება სიდამპლე და იწყება ყვავილების ცვენა.

ნაყოფის დაგვიანებით კრეფა

ამ დროს ჩერდება ან ძალიან ცუდად მიმდინარეობს ახლად გამონასკვული ნაყოფების ზრდა და მოსავლიანობის შემცირება.




 ახალი ამბები
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი