რატომ ხმება თხილის ხეების კენწეროები

ჩვენი რჩევები

რატომ ხმება თხილის ხეების კენწეროები

2016 ივლ 29 17:50:32

თხილის პლანტაციებში ძალიან ბევრგან შეიმჩნევა წამხმარი კენწეროები და ნაცარმოდებული ფოთლები; თითოეულ ბუჩქზე არის გამხმარი წვრილი ტოტები.

გთხოვთ, დეტალურად აგვიხსნათ და გვირჩიოთ, რა ვიღონოთ წელს, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ თხილის სერიოზული დაავადება.

თხილის პლანტაციების მფლობელები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან _

ნინო სალუქვაძე, ქეთევან მახარაძე, გიორგი შათირიშვილი, ბადრი ქურიძე, ნუგზარ ანთიძე,

ეთერ ლომჯარია, მაია დოლიძე, ნუნუ გირკელიძე, გულნარა ვასაძე, ვალოდია ურუშაძე.

ჩვენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ მცენარეთა დამცველს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ანგელინა ნიკოლაიშვილს:

_ თხილნარებში ხშირია მცენარეთა კენწერული კვირტების ხმობა, რომლის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, დაუდგენელია. მიზანშეწონილად მიგვაჩნია შედგეს კომპეტენტური კომისია მეცნიერ-სპეციალისტთა შემადგენლობით, რომელიც შეისწავლის, როგორც ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობას, ასევე, წყალმართი თვისებების და ფიზიკური შემადგენლობის დადგენით, ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობას. ამავდროულად მოხდება მცენარის მავნებელი დაავადებების და ჯიშური შემადგენლობის დადგენა ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. ზუსტი დიაგნოზის დასმა ასე შეიძლება, რადგან ბოლოჟამს ბევრნაირად უჭირს თხილს.

ბიოფერმერი ბესო მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ნაცრისგან წარმოქმნილი დაზიანებები მის პლანტაციაშიც აქვს თხილს. თუმცა, ეს ნაკლებად დააზიანებს მას, რადგან მცენარეს აქვს იმუნიტეტი: "მიმაჩნია, რომ ეს არაა კატასტროფული მდგომარეობა, რადგან ნაცარი ყოველ წელს არსებობს და მცენარე ძლევს მის მავნებლობას. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე წამლობის ეკონომიკური ეფექტის გამო, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია შეწამვლა, რადგან პრეპარატი უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე მოსავალი, რომელსაც მცენარე მოგვცემს.

მადონა ჩიტაიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის მცენარეთა დაცვის სპეციალისტი:

"დასახელებული ნიშნების მიხედვით, თხილი დააზიანა კვირტის ტკიპამ. ის ადრე გაზაფხულზე აზიანებს როგორც საყვავილე, ისე _ საფოთლე კვირტებს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ფოთოლი აღარ გამოვა. ის კი მცენარეს სიცოცხლისუნარიანობას უვითარებს. ამის შემდეგ ხდება წვეროების თუ წვრილი ტოტების წახმობა. აუცილებელია წამლობა, თუმცა, ეს არ შეიძლება მოხდეს უშუალოდ კრეფისას. შეწამვლა დასაშვებია კრეფამდე ოცი დღით ადრეც. ზოგადად კი შეწამვლამდე უნდა მოხდეს მცენარის დათვალიერება. ბაღს სჭირდება სრული მონიტორინგი. თუ ტკიპა გადმოსულია კვირტიდან ფოთოლზე, სწორედ ამის შემდეგ არის წამლობა შედეგიანი. თუ ფოთოლზე არაა მავნებელი, მაშინ წამლობას აზრი არ აქვს. კვირტის ტკიპას აქვს გენერაციის პერიოდი. ერთდროული წამლობა, შეიძლება, ჩატარდეს შემოდგომაზე და ეს დაჭუპრებამდე უნდა მოხდეს. შემოდგომის ბოლოს კომბინირებული შეწამვლა სხვადასხვა მავნებლის განადგურებას ახდენს. ტკიპას და საერთოდ, მავნებლის საწინააღმდეგო საკმაოდ კარგი პრეპარატები იყიდება სამეურნეო მაღაზიებში. სასურველია, თადარიგი სექტემბრიდანვე დაიჭირონ მეურნეებმა.

რაც შეეხება ნაცარს, მისი გამომწვევია სოკო. წლევანდელი წვიმიანი ზაფხული უწყობს ხელს მის წარმოქმნას, რადგან სითბო და ნესტი სოკოსთვის ზედგამოჭრილ საარსებო გარემოს ქმნის. მცენარე ამ შემთხვევაში ნაკლებად ზიანდება, ვიდრე კვირტის ტკიპასგან. თხილის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მოდუნება არ შეიძლება. აუცილებელია მონიტორინგი, დაავადების დაკონკრეტება, რაც მის წინააღმდეგ ბრძოლას აადვილებს.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...