არ დავუშვათ ნიადაგის გადაღლა

ჩვენი რჩევები

არ დავუშვათ ნიადაგის გადაღლა

25 აგვ. 2016, 15:49:34

ნიადაგის გადაღლა იმ შემთხვევაში ხდება, როცა რომელიმე ბოსტნეული კულტურა, მრავალი წლის განმავლობაში, მოჰყავთ ერთსა და იმავე ადგილას. ნიადაგის "გადაღლის" მიზეზების შესახებ არსებობს სხვადასხვა თეორია _ ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ ეს იმიტომ ხდება, ყოველი მცენარე არა მარტო ცალმხრივად აღარიბებს ნიადაგს, არამედ ამასთანავე გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც იმავე კვალზე თრგუნავს იმავე სახეობის მცენარის ზრდას.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნება, რაოდენ საჭიროდაც არ უნდა ჩათვალოთ, უნდა გქონდეთ უბის წიგნაკი და ზუსტად აღირიცხოს, საბოსტნე ნაკვეთის რომელ კვალზე მოგვყავდა ესა თუ ის კულტურა. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ერთი და იმავე კულტურის მოყვანა ერთსა და იმავე ადგილზე ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. არა ერთ კარგ მეურნეს აქვს ამოჩემებული, ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილზე დათესოს ქინძი, ოხრახუში, კიტრი, ლობიო... თუ გვინდა მოსავლიანობა გავაუმჯობესოთ, ეს წესი უნდა შევცვალოთ.

ნიადაგის გადაღლა შეიძლება თავიდან ავიცილოთ სწორედ კულტურების მუდმივი მონაცვლეობით და არა მხოლოდ ერთხელ, როცა მოგვეხასიათება. ეს ნამდვილად უზრუნველყოფს წარმატებას საღი და ბევრი მოსავლის მისაღებად. კონკრეტულად: ნაკელით განოყიერებულ ნიადაგზე მოჰყავთ ისეთი ბოსტნეული კულტურები, რომლებიც მოითხოვენ ბევრ საკვებ ნივთიერებას და იტანენ ამ სასუქს. იგივე წელს, მაგრამ მეორადი კულტურის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სალათი, პრასი, სტაფილო, სუფრის ჭარხალი. შემდეგ წელს ხდება ნიადაგის გაკირიანება. ეს უმჯობესია ორ წელიწადში ერთხელ მოხდეს და მოვიყვანოთ ნებისმიერი კულტურა, რომელიც ამ ადგილზე არ დაგვთესია ან არ დაგვირგავს წინა წელს.

მიზანშეწონილია, ნაკვეთი გავყოთ ისე, რომ ერთ ნახევარზე შეიძლებოდეს იმ კულტურების მოყვანა, რომლებიც იტანენ ნაკელს. ხოლო მეორეზე იმ კულტურებისა, რომლებიც ვერ იტანენ ნაკელს. უნდა გვახსოვდეს ერთი უმნიშვნელოვანესი, საყურადღებო დეტალი ნიადაგის მოკირიანებისას _ კირი არ უნდა მოხვდეს ნაკელში! ეს ბევრმა ნაცადმა მეურნემ არ იცის! თუ ეს მოხდა, ნაკელიდან აზოტი მთლიანად დაიკარგება! ამიტომ უნდა გაკირიანდეს იმ წელს, როცა ნიადაგში არ შეგვაქვს ნაკელი და ის მომდევნო წელს შევიტანოთ. ზოგადად კი ნიადაგის ტიპი განსაზღვრავს, ჩამქრალი (დაშლილი) კირის შეტანაა საჭირო თუ ჩაუმქრალი (დაუშლელი).

დაფქული კირქვა, მერგელი, ტკილი (თიხაკირი) ან ჩამქრალი კირი შეიძლება ნიადაგში შევიტანოთ ყოველგვარი ზიანის გარეშე. ჩაუმქრალ კირს აქვს გაცილებით ძლიერი მოქმედება და ამიტომ იგი უნდა შევიტანოთ მძიმე ნიადაგში. იგი,  ძირითადად, ფქვილის სახითა იყიდება. ჩაუმქრალი კირი ჰიგროსკოპიულია და წყალთან შერევისას ძლიერ სუსტდება. იგი უნდა შევინახოთ მხოლოდ შენობის გარეთ. მუდამ უმჯობესია, ის შევიძინოთ, მოვიპოვოთ შემოდგომაზე და მაშინვე გამოვიყენოთ, რომ საგაზაფხულოდ გამზადებული, გადაუღლელი ნიადაგი გვექნეს ჩვენს საბოსტნე ნაკვეთში.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში პირველ-მეორე ადგილებს ,, ქართული ოცნება" და ,, ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე: "ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".  ამ წუთის მდგომარეობით  ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 ... ...
  • ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდაჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ჩამოვიდა. მას ჩატარებული ჰქონდა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანზე მყოფ სხვა პირებთანაც. მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის. ჩვენ საოლქო კომისიას მივმართეთ კითხვით, მომხდარის გამო არსებობს თუ არა ცესკოს თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა. მათი პასუხის მიხედვით, ვითარებას შესწავლა სჭირდება. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბანზე ინფიცირებული პირი, ჯანდაცვის ცენტრთან ... ...
  • დაიბეჭდა თუ არა ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომით გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.     მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია. თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ... ...
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...

არქივი