დროული საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

ჩვენი რჩევები

დროული საშემოდგომო სამუშაოები საფუტკრეში

2016 აგვ 25 15:58:23

მეფუტკრეობის აქტიური სეზონი იყოფა ორ ნაწილად _ პირველი გრძელდება ადრე გაზაფხულიდან მთავარ ღალიანობამდე (აგვისტოს ჩათვლით), მეორე კი ზამთრამდე, როცა ფუტკარი გუნდად იკვრება.

აგვისტოს ბოლოს, მთავარი ღალიანობის დასასრულია. ფუტკარი გაზაფხულ-ზაფხულის აქტიური პერიოდიდან შემოდგომა-ზამთრის მშვიდ პერიოდში გადადის. ახლა საფუტკრის სათანადოდ მომზადება დაიცავს ფუტკრის ოჯახებს დასუსტების, დაღუპვისგან და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ პროდუქტიულობას მომავალი წლისთვის.

საშემოდგომოდ, ფუტკრის ოჯახის გასინჯვის დროს, არკვევენ დედის არსებობას და ხარისხს, ბარტყის რაოდენობას, ბუდის საერთო მდგომარეობას, საკვების მარაგს, ხარისხს. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თაფლის ჩაკრისტალების შემთხვევას _ ასეთი ჩარჩოები სკიდან უნდა ამოვიღოთ, რადგან ის ფუტკრისთვის გამოუსადეგარია. ასევე, თაფლი უნდა გამოვიკვლიოთ მანანის შემცველობაზე და აღმოჩენის შემთხვევაში, თაფლს ცვლიან შაქრით.

საშემოდგომო რევიზიის დროს, ბუდეს ავიწროებენ, იღებენ ფუტკრით დაუკავებელ ზედმეტ ჩარჩოებს და სავსე თაფლიან ჩარჩოებს. საკვებ მარაგს ვუტოვებთ ოჯახის სიძლიერის მიხედვით. საშუალოდ, მაღალმთიან ზონაში, 20 კგ-მდე უნდა დავუტოვოთ, ბარის ზონაში კი _ 15-16 კგ-ს ოდენობით.

როგორც ადრე გაზაფხულზე ვატარებთ რევიზიას და ყველა იმ ღონისძიებას, რაც ფუტკრის ნორმალური და შეუფერხებელი მუშაობისთვის არის საჭირო _ მასტიმულირებელი კვება, მკურნალობა, პროფილაქტიკა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება _ იგივე სჭირდება ახლაც.

უნდა ვიცოდეთ, რომ მეფუტკრეობის დარგის მაღალი პროდუქტიულობის ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრის დაავადების ცოდნას და მასთან დროული პროფილაქტიკური ღონისძიების გატარებას. ფუტკრის გავრცელებული დაავადებებიდან აქტიურია ვარუატოზი, ნოზემატოზ-აკარაპიტოზი, ამერიკული და ევროპული სიდამპლე, ცრუ სიდამპლე.

ბიოთაფლის წარმოებას, რაც შეიძლება, უნდა მოვარიდოთ ქიმია. სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალებებიდან გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: ვარაკომი, ვაროსტოპი, ბაქტოციდი, ასკოვარი, ვეხტა. ნოზესტატი, ეკოსტოპი ფუნგისანი, სტარტოვიტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ცალ-ცალკე დადგენილი ნორმების და გრაფიკის დაცვით, საჭიროების მიხედვით. სასურველია ანტიბიოტიკების და სხვა სამკურნალო საშუალებების მონაცვლეობა, რომელსაც ვატარებთ შემოდგომაზე, ახლა მოვახდინოთ (ისევე, როგორც გაზაფხულზე, მთავარი ღალიანობის დაწყებამდე). დაზამთრებისას კი უმჯობესია სუსტი, უდედო ოჯახები შევაერთოთ.

ფუტკრისთვის ზამთრის საკვები უნდა მომზადდეს შემდეგი პროპორციით: 3 კგ შაქარი, 2 ლიტრი წყალი. გადავამუშავებთ შაქრის სიროფს. საკვების მიცემა უნდა დამთავრდეს სექტემბრის ბოლომდე. მერე მას ფუტკარი თავად გადაამუშავებს და ინახავს ფიჭებში.

შემოდგომა-ზამთრის გრძელ პერიოდზე გადასვლისას, დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრის ტერიტორიის სწორად შერჩევას. ფუტკრის ოჯახების განთავსებისას, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყოს მდინარესთან ახლოს, ზვავ და მეწყერსაშიშ ზონაში. ქარისგან უნდა იყოს დაცული, გარემო უნდა იყოს უხმაურო და მშვიდი; მოვარიდოთ რკინიგზას და ავტომაგისტრალს, ავტოფარეხებს, ნაგავსაყრელებს, გუბეებსა და სხვა დაბინძურებულ ადგილებს. დავიცვათ სკების ჰიგიენური ნორმები. ასევე უნდა დავიცვათ თაგვების და სხვა მავნებლებისგან, წყლისგან, ნესტისგან. შემოდგომიდანვე ვიზრუნოთ, რომ სკები საიმედოდ დავამაგროთ სადგამზე თოკით ან მავთულით, ქარისა და დიდთოვლობის დროს უსაფრთხოებისთვის. ზამთრის პერიოდში სასურველია, რაც შეიძლება მეტი სიმშრალე და მზის სითბო, სკები არ იდგეს ჩრდილოვან ადგილზე, საფუტკრე დაცული უნდა იქნეს შუადღის პაპანაქება სიცხისგან.

საფუტკრეში შემოდგომის დადგომისთანავე დროულად და ხარისხიანად უნდა ჩატარდეს სამუშაოები, რადგან წინ ზამთარია და ძლიერი და ჯანსაღი ფუტკრის ოჯახების ყოლა სწორედ შემოდგომაზე კარგ მომზადებაზეა დამოკიდებული, რომ ზამთარს საფუძვლიანად მომზადებული შევხვდეთ _ ეს, საბოლოოდ, ფუტკრის მომავალ მაღალპროდუქტიულობაზე აისახება.

სასიხარულოა, რომ ქართული თაფლი გავიდა ევროპულ ბაზარზე. ამ ნაბიჯს ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობა ესაჭიროება, რადგან იცვლება დრო, გარემო და ახალ ტექნოლოგიების მოთხოვნებს სათანადო ცოდნა სჭირდება ბიოთაფლის წარმოებისთვის. 2015 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ _ ის არ უნდა შეიცავდეს ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენ ნივთიერებებს.

დაუშვებელია არარეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების და ნივთიერებების სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულებით გამოყენება; დაუშვებელია, ასევე, თაფლის შენახვა მეტალის, რკინის, ალუმინის ჭურჭელში.

ძალზე დიდი ყურადღება სჭირდება ხელოვნური ფიჭის საიმედოობას _ ის არ უნდა იყოს დამზადებული ფალსიფიცირებული ცვილისგან, რადგან ყველაზე საიმედო ჭურჭელი თაფლის შესანახად თავდაპირველად, სწორედ ეს ფიჭაა. საერთოდ კი, თაფლის შესანახად საუკეთესოა მომინანქრებული და მინის ჭურჭელი; მისაღებია თიხის ჭურჭელიც.

ჩვენი მიზანია, ელემენტარული მუშაობით დაწყებული, ფართო მასშტაბიან მოძრაობამდე ერთობლივად დავიცვათ ქართული ფუტკრის და პროდუქციის ხარისხი და ღირსება ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე.

ჯანვერდ ცეცხლაძე,
გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?