101 რჩევა ფერმერთა დასახმარებლად

ჩვენი რჩევები

101 რჩევა ფერმერთა დასახმარებლად

12 ივლ. 2012, 06:46:26
(გაგრძელება)

14. თუ წიწილებს უკრუხოდ ვზრდით (ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები), პირველ კვირას სადგომის ტემპერატურა 32 გრადუსი უნდა იყოს, მეორე კვირას _ 29, მესამე კვირას _ 27, მეოთხე კვირას _ 24, მეხუთე კვირას _ 21, მეექვსე კვირიდან _ 18. ტემპერატურის ასეთი რეჟიმის დაცვა შესაძლებელია ელექტროგამათბობლების გამოყენებით.

15. წიწილების საუკეთესო საკვებია რძე, შრატი, ხაჭო, ნადუღი და მაწონი. ისინი წარმოადგენენ ადვილად მოსანელებელი ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროს, რაც ხელს უწყობს ფრინველის ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და ჯანმრთელობას.

16. კვერცხმდებლობის დაქვეითების ან შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ამინდის მკვეთრი ცვლა (ტემპერატურის სწრაფი დაცემა 8 გრადუსზე ქვევით, ან პირიქით _ აწევა 28 გრადუსზე ზევით), ფრინველის ჯანმრთელობის გაუარესება, ბუმბულის ცვლა და სხვადასხვა სტრესები.

17. ფრინველის ჯანმრთელობაზე და კვერცხმდებლობაზე დიდ გავლენას ახდენს არასრულფასოვანი კვება, ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, სუფრის მარილის სიჭარბე ან ნაკლებობა.

18. ხშირად ქათამი კვერცხს საქათმეში არ დებს ("კარგავს"). ამის მიზეზი შეიძლება იყოს საბუდრის სიპატარავე, ცუდი განლაგება. კვერცხის "კარგვის" ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პარაზიტებიცაა, რომლებიც საბუდარში ბინადრობენ.

19. ზოგჯერ ქათმები ცუდ ჩვევას ავლენენ: კვერცხებს ჭამენ. ასეთი არასასურველი მოქმედების მიზეზი მრავალია. მათ შეიძლება განეკუთვნოს ახლად გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის (რომელსაც ჯერ შერჩენილი აქვს ცილა) ქათმებისათვის მიცემა, საბუდარში შემთხვევით გატეხილი კვერცხის არსებობა და სხვა. ასეთი ზნის ქათმებს აჭრიან ნისკარტის ზედა წვეტიან ნაწილს და გაცხელებული მეტალით მოუწვავენ. ისე კი სასურველია, ასეთი ჩვევის ქათმები გუნდს მოვაცილოთ.

20. რამდენი მამალია საჭირო საფრინველეში? ერთ მამალზე უნდა მოვიდეს არა უმეტეს კვერცხმდებელი ჯიშის 15 ფრთა დედალი. ჩვეულებრივი ნარევი ჯიშის ქათმებში _ არა უმეტეს 12, მეხორცული მიმართულების ქათმებში _ არა უმეტეს 8. ამ ნორმის გადამეტების დროს კვერცხი შეიძლება განუყოფიერებელი დარჩეს.

21. ქათმის (ვარიის) დადებული პირველი 12-18 კვერცხი შედარებით პატარა ზომისაა. მათი მასა იმ კვერცხებთან შედარებით, რომლებსაც დედალი შემდგომ დადებს, 30-40%-ით დაბალია. პირველი კვერცხები საინკუბაციოდ გამოუსადეგარია, ისინი მხოლოდ სასურსათო მიზნით უნდა გამოვიყენოთ. პირველ წელს დადებული კვერცხები, მეორე წელს დადებულ კვერცხებზე, 8%-ით მსუბუქია. კვერცხის ნაჭუჭის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული.

22. დინდგელის 5%-იანი სპირტწყლის ნაყენის გამოყენებისას მეკვერცხული ქათმების კვერცხმდებლობა 18%-ით იზრდება, 14%-ით მცირდება საკვების დანახარჯი, წიწილების სიკვდილიანობა _ 22%-ით. ცდებით დადგენილია, რომ საკვებთან ერთად დინდგელის 10%-იანი სპირტწყლის ნაყენის მიცემისას წიწილების შენარჩუნება 89,4%-ს აღწევს, ხოლო სადღეღამისო წონამატი _ 24,4 გრ-ს: მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად შენახულ წიწილებში შენარჩუნება 85,2% იყო, წონამატი კი _ 21,7 გრ.

23. ქათმებმა მოსვენება დაკარგეს, კვერცხის დება შეამცირეს ან საერთოდ შეწყვიტეს; ნისკარტით ბუმბულში საათობით იქექებიან. წიწილა საკვების მიღებას წყვეტს, ცუდად იზრდება, ფრთები ჩამოშვებული აქვს, ნისკარტით იქექება ბუმბულში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ფრინველს პარაზიტები (ტილი, ტკიპი) გასჩენია. თუ ზომები დროზე არ იქნა მიღებული, ფრინველის პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა. წიწილები შეიძლება კიდეც დაიხოცონ.

24. ფრინველი მოუსვენრადაა, ნისკარტით ბუმბულში იქექება, ბუმბული განსაკუთრებით ბოლოზე, კისერსა და მკერდზე სწრაფად სცვივა, კვერცხისმდებლობა კლებულობს და ფრინველი ცუდად ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ფრინველს პარაზიტი _ ბუმბულჭამია ტკიპი გასჩენია. ტკიპა ერთი ფრინველიდან მეორეზე სწრაფად გადადის. მისი კვერცხები ანტიპარაზიტული პრეპარატების მიმართ მდგრადია. ამ პრეპარატების გამოყენების დროს ზრდასრული პარაზიტები სწრაფად იხოცებიან, მაგრამ კვერცხებიდან 8-14 დღის შემდეგ ისევ იჩეკებიან. ამიტომ, ანტიპარაზიტული პრეპარატების გამოყენება მრავალჯერადი უნდა იყოს _ ისინი 8-14 დღის ინტერვალით 2-3-ჯერ მაინც უნდა გამოვიყენოთ.

25. თუ ფრინველს ტილები, ბუმბულჭამიები და სხვა პარაზიტები აწუხებენ, მისი პროდუქტიულობა შესამჩნევად იკლებს. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების გამო, ფრინველი სხვადასხვა დაავადებებით ადვილად ავადდება. მოზარდებში დიდია სიკვდილიანობა. ამ შემთხვევაში პარაზიტების საწინააღმდეგო ღონისძიებები კომპლექსურად, რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით უნდა ჩავატაროთ.

26. ქათამი საბუდარს სხვადასხვა სიმაღლეზე ირჩევს, ერთ ნაწილს მაღალი საბუდარი მოსწონს, მეორეს _ პირიქით, დაბალი. აქედან გამომდინარე, საქათმეში საბუდარი სხვადასხვა დონეზე უნდა მოვაწყოთ.

27. ინდაურის ჭუკებს, ვინაიდან ისინი ცუდად ხედავენ, მკაფიო ფერის საკვები უნდა მივცეთ, მაგ., წვრილად დაჭრილი მწვანე ბალახი, გახეხილი სტაფილო, ყვითელი სიმინდის ღერღილი და სხვ.

28. დამწყვდეულ ქათმებს ხშირად ახალმოგლეჯილ ბალახს უყრიან. ეს სასურველ შედეგს არ იძლევა. ქათამი ბალახის გრძელ ფოთლებს ჭამს, ისინი შეიძლება ჩიჩახვში ერთმანეთს ჩაეხვიოს და ქათამი დასაკლავი გახდეს. უკეთესი შედეგის მისაღწევად ბალახი მცირე ზომებად უნდა დავჭრათ.

29. ხშირად საჭირო ხდება რამდენიმე კრუხის წიწილების გაერთიანება _ ერთმანეთში არევა. ეს პროცესი ფრთხილად უნდა ჩატარდეს. წიწილები, სასურველია, ერთი ასაკისა და შეფერილობის იყვნენ. კრუხს უცხო წიწილებს უსვამენ ღამე, წყნარად და ფრთხილად, დილით კი აკონტროლებენ კრუხის მოქმედებას.

30. წიწილებს პირველი ორი დღის განმავლობაში კვებავენ ყვითელი სიმინდის ღერღილით და დაქუცმაცებული კვერცხის გულით. უნდა მიეცეს ნადგომი წყალი, ოთახის ტემპერატურის. შემდგომ დღეებში წიწილებს ეძლევა ღერღილში არეული პრემიქსები, რომლებიც ცილას, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავენ. სასმელ წყალს პერიოდულად ურევენ კალიუმის პერმანგანატს ღია ვარდისფრის მიღებამდე. აუცილებელია, წიწილებს წვრილად დაჭრილი ბალახი ან მწვანილის ნარჩენები მიეცეს. ფრინველის დაავადებებისგან დასაცავად საკვებში ან წყალში ურევენ ანტიბიოტიკებსა და სხვა პრეპარატებს. უკეთესია, წიწილებს პრობოტიკები (პათოგენური მიკრობების ანტაგონისტი მიკროორგანიზმები) მიეცეს.

31. კვერცხმდებელი ქათამი, თუ ის განსაკუთრებული ჯიშის არ არის, უნდა შევინახოთ ორი წლის მანძილზე. შემდგომ მისი პროდუქტიულობა (კვერცხმდებლობა) იკლებს. ქათამი ოთხი წლის შემდეგ ფაქტობრივად ბებერია და საჭირო რაოდენობის კვერცხს აღარ დებს.

32. ძროხების საკვებად ხშირად ნახერხს იყენებენ. ეს დაუშვებელია, რადგან მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნახერხს ცხოველი ვერ ითვისებს, პირიქით, ის ცხოველის ჯანმრთელობისათვის საშიშია.

33. თუ ჭაობიან ადგილებში ფართოდ გავრცელებული ლელის ნედლ ნაზარდებს დავუმატებთ ცოტაოდენ შესველებულ ქატოსაც, ცხოველისათვის კარგ საკვებს მივიღებთ.

34. ხბოების კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით დედას ხბო არ უნდა მოვაცილოთ. ხბო დედასთან უნდა მივუშვათ დაბადებისთანავე. 2 კვირის შემდეგ ხბო ძროხასთან, სასურველია, მივუშვათ შუა წველაში. 1,5 თვის (ე.ი. 2 თვის ასაკში) შემდეგ კი _ წველის ბოლოს. ასეთ პირობებში 4 თვის ასაკში ხბო კარგად განვითარებული და ჯანმრთელია.

35. ძროხა უნდა მოვწველოთ, როგორც იტყვიან, რძის ბოლო წვეთამდე, ანდა წველის ბოლოს ხბო მივუშვათ, რათა ბოლომდე გამოსწოვოს რძე. ცურში დარჩენილი რძის მცირე ნაწილიც კი ძროხის შემდგომ პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს, იგი წველადობას ამცირებს. კიდევ ერთი ფაქტი _ უნდა ვიცოდეთ, რომ რძის ბოლო წვეთები მდიდარია ცხიმით და ეს გავლენას ახდენს რძის საერთო ცხიმიანობაზე.

36. ფურებში მომყოლის ადვილად მოცილების ერთ-ერთი საშუალება მოგებისთანავე ძროხის მიერ ხბოს აქტიური ლოკვა და ხბოს მიერ ხსენის უშუალოდ გამოწოვაა. ამ მიზნით ახალშობილ სველ ხბოს ტანზე ქატოს აყრიან, რათა ძროხამ იგი ინტენსიურად ალოკოს. ეს ძველი ხალხური ხერხია.

37. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხბო ძირითადად მწვანე ბალახით იკვებება, მაგრამ სიცხის გამო იგი საკმარისი რაოდენობის ბალახს ვერ ძოვს. ამიტომ საჭიროა, ხბოს დავუყაროთ მოთიბული ბალახიც, რომელსაც იგი ხალისით ჭამს.

38. ძუძუს ახალმოშორებულ ხბოს საკვებად ფქვილისაგან დამზადებული რძისმაგვარი ნარევი უნდა მივცეთ. ნელ-ნელა შეეჩვევა მას და ძუძუს წოვას მალე დაივიწყებს.

39. ხბოს ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მინერალური საკვები, პირველ რიგში სუფრის მარილი. ერთ წლამდე ასაკის ხბოს ყოველდღიურად საკვებთან ერთად უნდა მიეცეს 5-10 გრ. მარილი, 100 კგ-ზე მძიმე მოზარდებს _ უფრო მეტიც. უკეთესია, ცხოველს საკვებურში მუდმივად ედოს ქვამარილი.

40. ტიმპანიის (გაბერილობის) დროს, სწრაფი დახმარების მიზნით, ძროხას ვასმევთ 1 ლიტრ საჭმელ ზეთს პირდაპირ პოლიეთილენის ბოთლიდან, ისე, რომ სასულეში არ გადასცდეს. წელზე ვაფენთ ცივ წყალში დასველებულ სქელ ტომარას, ვუკეთებთ ოყნას 5-8 ლიტრის ოდენობის ოთახის ტემპერატურის წყლით.

41. ახალშობილი ხბო დღეში 4-ჯერ უნდა ვკვებოთ. პირველ კვებას ვატარებთ დაბადებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, უშუალოდ მიშვებით ან ხსენის პირველი მონაწველით _ საწოვარას საშუალებით. პირველ კვებაზე _ 1,5 ლიტრი, შემდგომ დღეებში ყოველდღიურად 1 ლიტრის მიმატებით.

10 დღიდან ხბოს რძე ნებაზე ეძლევა. პირველი ოთხი დღე აუცილებელია ხბოს მიეცეს 0,5 ლ. ანადუღარი წყალი ყოველდღიურად. მეოთხე დღიდან უკეთესია მივცეთ კარგი ხარისხის თივის ნაყენი (თივას ვასხამთ ადუღებულ წყალს და ვაჩერებთ 1-2 სთს). ერთი კვირის ასაკიდან ხბო თივას გემოს უსინჯავს. თუ გინდათ, ჯანმრთელი, სანაშენე ხბო გამოზარდოთ, რძეს ნუ დაინანებთ.

42. მარცვლეული (სიმინდი, ქერი, ხორბალი) მსხვილ რქოსან პირუტყვს, განსაკუთრებით მოზარდს, დაუფქველად არ უნდა მივცეთ. ვინაიდან მას მთლიანად ვერ ინელებს და დიდი რაოდენობით გამოყოფს ფეკალიებთან ერთად. თუ მარცვლეულის დაფქვის საშუალება არ გვაქვს, მაშინ მარცვლეული დარბილებამდე უნდა მოხარშოთ.

43. როდესაც ჩალას, ნამჯას, უხეშ თივას პირუტყვს დაუკუწავად ვაძლევთ, დიდია დანაკარგი. კარგ შედეგს მივიღებთ, თუ ამ საკვებს დავაქუცმაცებთ (5-7 სმ ზომაზე) და დავასველებთ თბილ, მარილიან წყალში (ყოველ 10 კგ საკვეზე 8-10 ლ წყალი და 150-200 გრ. სუფრის მარილი). ასეთი დამუშავების შემდეგ ცხოველი საკვებს სიამოვნებით ჭამს, უკეთესად ინელებს და საკვების დანაკარგებიც ნაკლებია. შეიძლება საკვები ჩაიორთქლოს. ამისათვის ხის კასრში ყრიან დაქუცმაცებულ საკვებს და ყოველ 10 კგ საკვებზე ასხამენ 10 ლ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 7-10 საათს. უკეთესია, თუ დაორთქლილ უხეშ საკვებს ქატოს მოყრით გავამდიდრებთ.

44. ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა ძროხის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებით კი _ რძის პროდუქტიულობაზე. 24° ტემპერატურა რძის პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. 4°-ზე დაბალი ტემპერატურის დროს, თუ ცხოველი არ იღებს დამატებით საკვებს, წველადობა მცირდება. ასევე უარყოფითად მოქმედებს რძის პროდუქტიულობაზე 24°-ზე მაღალი ტემპერატურა. ჰაერის ტენიანობა აძლიერებს და აქვეითებს ცხოველებზე ტემპერატურის გავლენას.

45. წველის ჯერადობის გაზრდა 2-დან 3-მდე დღიურ მონაწველს 15-20%-ით ზრდის. 3-დან 4-მდე ნაწველი 5-10%-ით იზრდება. ეს განპირობებულია სარძევე ცურის მოცულობით და რძის სეკრეცის გააქტიურებით. ორჯერადი წველიდან ერთჯერადზე გადასვლისას პროდუქტიულობა მცირდება 40-50%-ით. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, რამდენჯერ მოვწველოთ ძროხა დღეში.

46. ახალშობილი ხბოები ცუდად არიან დაცული სიცივისაგან. მათ თხელი კანი, თხელი და მოკლე ბეწვი აქვთ. თითქმის არ გააჩნიათ კანქვეშა ცხიმი. ამიტომ თუ ცივ, ნესტიან ამინდში მათ სათანადო პირობები არ შეექმნათ, ისინი ცივდებიან და ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით.

47. თუ ძროხას ერთ ვედრო სალაფავზე დავუმატებთ ერთი ღვინის ჭიქა (თლილი) ვაშლის ძმარს, წველადობა საგრძნობლად მოიმატებს. თუ ძროხის ყოველ 40 კგ ცოცხალ მასაზე საკვებში დაემატება 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1-2 წვეთი იოდის 5%-იანი ნაყენი, პირუტყვს მასტიტი გაუქრება და ძროხა წველას მოუმატებს, გაუმჯობესდება რძის ხარისხიც.

48. ზოგჯერ ახალშობილი ხბო უდედოდ რჩება; მისი ჯანმრთელად გამოზრდისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ხსენი, რომელიც შეიძლება დავამზადოთ შემდეგნაირად: ძროხის რძეს ემატება 15 მლ ვიტამინიანი თევზის ქონი (მისი შეძენა შეიძლება სამედიცინო აფთიაქებში), 5 გრ სუფრის მარილი და ქათმის ერთი ახალი კვერცხი. მიღებული მასა კარგად შერევის შემდეგ ეძლევა ხბოებს 400-500 მლ-ის ოდენობით დღეში 3-ჯერ 4-5 დღის განმავლობაში. შემდგომ ხბო უნდა გადავიყვანოთ ნატურალურ ძროხის რძეზე.

49. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფურების დროულად გაშრობას. ეს უნდა მოხდეს მოგებამდე 2 _ 2,5 თვით ადრე. იმ ფურების გაშრობა, რომლებიც ამ პერიოდისათვის იწველიან 3-4 ლ. რძეს, ხდება სწრაფად. მეტი წველადობისას ძროხა თანდათანობით, წველის ჯერადობის შემცირებით უნდა გაშრეს.

50. ხბოს მოგების შემდეგ ძროხებს ხშირად უვითარდებათ მასტიტი (სარძევე დვრილის ანთება), და თუ დროზე არ უმკურნალეს, სარძევე დვრილი გამოდის მწყობრიდან. მასტიტის მკურნალობის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი შემდეგია: სუფთა თიხას უნდა დაესხას ძლიერი ღვინის ძმარი თხელი ფაფის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა წაუსვან მთელ ცურს დილა-საღამოს იძულებითი წველის შემდეგ. უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ თიხას გამოვაშრობთ და მასში მოვათავსებთ მაგნიტს. დამაგნიტებულ თიხას ვინახავთ ამ მალამოს დამზადებამდე.

51. ახალშობილ ხბოს დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევაბათ საყელური ან თოკი, რასაც ადვილად ეგუება. მოგვიანებით ამ პროცედურის ჩატარება გაძნელდება, რადგან ხბო შემდგომში ძნელად ეგუება უცხო საგანს.

52. ხშირად ფიქრობენ, ვინაიდან ხბო დიდი რაოდენობით იღებს ხსენსა და რძეს, მას სასმელი წყალი არ სჭირდებაო. ხბოსთვის პირველი დღიდანვე აუცილებელია წყალი. ხბოს საწოვარათი უნდა მივცეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგი შედეგი ახლავს სხვადასხვა მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების მიცემას.

53. დაბადებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში ხბოებს კვებავენ 4-5-ჯერ დღეში. ერთ მიღებაზე ასმევენ 1-1,5 ლიტრ ხსენს. ხბო რაც მეტი ხალისით იღებს ხსენს პირველ დღეებში, მით უკეთესია; მაგრამ ხბოს ზედმეტად გაძღომა დაუშვებელია, რადგან კუჭის აშლილობა მოჰყვება. საკვების მაქსიმალური დღეღამური დოზა ხბოებისათვის 6-8 ლიტრია. ხბო არ უნდა დავტოვოთ მშიერი, რადგან შიმშილის გამო იგი წოვს და ლოკავს მის ირგვლივ არსებულ საგნებს, რომლებიც შეიძლება დაბინძურებული იყოს დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.

54. ხბოების ჯანმრთელობის კონტროლის გასაწევად უნდა ვიცოდეთ, რომ მათ სიცოცხლის პირველ დღეებში დღე-ღამეში 18-20 საათი სძინავთ. 1-3 დღის ასაკის ხბოს ორგანიზმის ტემპერატურა 38,5° _ 39.3-ია, პულსი _ 150 _ 170, სუნთქვა _ 50 _ 70 წუთში. ხბო სიცოცხლის პირველ დღეებში ფეკალიას გმოყოფს 3-ჯერ, შარდს კი _ 4-ჯერ.

55. გოჭების დაყრის ყავლი შეიძლება განვსაზღვროთ ნეზვებიდან რძის გამოყოფის მიხედვით. თუ დვრილიდან რძე გამოიყოფა ინტენსიური თეთრი ფერის წვრილი წვეთების სახით, მაშინ დაყრამდე დარჩენილია 1-2 დღე-ღამე. თუ რძე გამოიყოფა ნაკადად, მაშინ დარჩენილია 3-6 სთ. გოჭების დაყრა ძირითადად ხდება ღამით. ამ დროს მომვლელის მათთან ყოფნა აუცილებელია, რათა ავიცილოთ გოჭების გაჭყლეტა და ჩავატაროთ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებები. რძის გამოყოფა უნდა შევამოწმოთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ.

(გაგრძელება იქნება)

ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია "ელკანას" კოორდინატორი გურიის რეგიონში




 ახალი ამბები
  • დღეიდან გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეიძლებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია: შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა)  კოდი; მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“; საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ  ყველა დავალება; თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა; გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი. თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი. გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა: 1. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; 2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; 3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; 4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; 5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი. საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს და სტუდენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში. გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის  ... ...
  • „მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, მას მოცდენილი შრომა აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა გალერია თბილისის მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მენეჯერის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ბრძანების ბათილობის და სამსახურში აღდგენის ნაწილში, 2020 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე, კომპანია „მინისო ჯორჯიამ“ სარჩელი ცნო, იძულებითი განაცდურის ნაწილში კი მხარეთა შორის სამართლებრივი დავა გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, განხორციელებული რეორგანიზაციისა და ახალი კორონავირუსის პირობებში, ცვლილება განიცადა მენეჯრის თანამდებობრივმა სტატუსმა და სარგომ, კომპანია პანდემიის პირობებში არ საქმიანობდა, არ გაიცემოდა ხელფასი დასაქმებული სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გათავისუფლებული მენეჯერის მიმართ გაცემულიყო იძულებითი შრომის განაცდურის ანაზღაურება თანამდებობისთვისთვის დადგენილი ახალი სახელფასო პოლიტიკისა და კომპანიის ფაქტობრივი მუშაობის პერიოდის მიხედვით, რაც არც მოსარჩელის და შემდგომში, არც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს შპს „მინისო ჯორჯიას" მენეჯერის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდუნის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან – 2019 წლის 22 ნოემბრიდან  აღდგენამდე, ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის - 1200 ათასი ლარის ოდენობით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯიას“ მენჯემენტის მიდგომა და გადაწყვეტილება, რომელიც მუშაკის გათავისუფლების ბრძანებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნების ცნობას შეეხება, უდავოდ დასაფასებელი ფაქტია და ხაზს უსმევს კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობას და დაშებული შეცდომის აღმოფხვრისკენ სამართლებრივ კულტურას. ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სამსახურში აღდგენილ მენეჯერთან მიმართებით მენეჯმენტის ურთიერთობის საკითხს და იმედს გამოთქვამს, რომ ნდობის პირობებში, ორმხრივი თანამშრომლობა, გართულებების გარეშე, შედგება. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კომპანია „მინისო-ჯორჯია“ სწორად შეაფასებს დასაქმებულის მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დროულობას და სამართლებრივი პერსპექტიულობის თვალსაზრისით, უარს იტყვის სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილში დამდგარი შედეგის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, რაც საზოგადოებისთვის და ყველა დასაქმებულის წინაშე, იქნება კომპანიის პასუხიმგებლობის კარგი მაგალითი. ორგანიზაცია, ამ ნაწილშიც, ადვოკატირებას გააგრძელებს. საქმის მასალებით მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შეტყობინებით), კომპანიამ დასაქმებული მაღაზიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლება დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძვლებს. კომპანიის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა დასაქმებულის ქმედებაში. კერძოდ, 2019 წლის 20 ნოემბერს, დასაქმებული მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელთან ერთად, სამუშაო ადგილზე, აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო საათებში იკეთებდა მაკიაჟს და ისწორებდა თმას. სინამდვილეში, დასაქმებულს, 2019 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმებით, გააჩნდა 1-დღიანი შვებულება (Day Off), ვინაიდან მეჯვარის სტატუსით უნდა დასწრებოდა მეგობრის ქორწილს. მენეჯერი სამსახურეობრივ ადგილას მოსვლის შემდგომ არ ყოფილა ჩართული სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებაში. პროცესს ხელი არ შეუშლია მაღაზიის ფუნქციონირებისთვის. კომპანიამ დაიწყო მუშაკის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური წარმოება, თუმცა ქმედება ღიად და აშკარად არ ქმნიდა მისაღები გადაწყვეტილების საფუძვლებს. ცნობისთვის: სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბერს მიემართა, დაზუსტდა ცალკეული მოთხოვნები და წარმოებაში იქნა მიღებული 2020 წლის 27 იანვარს. კომპანიამ 7 თებერვალს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნები - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არ ცნო და მხარესთან მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში, 3,500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. საქმე მოსამართლე: ია ლაბაძემ განიხილა. მენეჯრის კანონიერ ინტერესებს: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტები: ანა ფუტკარაძე და თამარ ციხიშვილი წარმოადგენენ, კომპანიის ინტერესებს კი იურისტები: დავით ფუხაშვილი და მარიამ დვალიშვილი ... ...
  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები კახეთში გაიხსენეს (R)2008 წლის ომის მე-12 წლისთავზე, სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალები და ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. გურჯაანში ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპული ალექსი ნატროშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თავდაცვის სამინისტრის 3 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების 7 გუნდი. გაიმარჯვა სოფელ კალაურის გუნდმა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში სძლია მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გუნდს და გადაეცა ააიპ ''გურჯაანის სპორტული გაერთიანების'' მიერ დაწესებული ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი. ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გასულ წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება. უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ შრომაში გაიზარდა. იგი IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო. 9 აგვისტოს, გამთენიას, თანამებრძოლებთან ერთად, დაზვერვაზე იყო წასული; უკან დაბრუნებულს, უთქვამს, რომ დიდი ხაფანგები იყო და ბრიგადის მეთაურთან ერთად, უკან დახევაზე შეთანხმებულან. სწორედ ამ დროს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. კახეთის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ალექსი ნატროშვილის გარდა, კიდევ 15 მებრძოლი შეეწირა; გიორგი ანწუხელიძე _ საქართველოს ეროვნული გმირი! ბესიკ მამიაური _ რიგითი; 8 აგვისტოს, ერედვში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა; დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით; ზურაბ ბალაშვილი_კაპრალი; 9 აგვისტოს, ნიქოზში, დაბომბვაში მოყვა და კასეტური ბომბის ანასხლეტის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. პოლკოვნიკი დათო ელიზბარაშვილი შილდელი იყო; იგი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთშიც იბრძოდა; შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელა_თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა, ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო; დათო ელიზბარაშვილი, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან , რუსული ''მი-24''ის შემოტევას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია მედლებით:''უმწიკვლო სამსახურისთვის''; მედლით ''საბრძოლო დამსახურებისთვის'' და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ). სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ალმატიდან იყო. სნაიპერი ზურაბ ტურაშვილი, ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა, მაგრამ მისი მეგობრები ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მისთვის მაშინ უსვრია და მხარში დაუჭრია, როცა ცხინვალში, სკოლის ეზოში გამოსულან. 4 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა; 2012 წელს, შვილის დნმ-ის დახმარებით იპოვეს. იმ უცნობ ჯარისკაცებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დახმარებით, ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.. კაპრალი გიორგი კირაკოზაშვილი სოფელ ჩაილურიდან იყო. ჯარში 15 წელი იმსახურა. მსახურობდა გვარდიაში, სპეცრაზმში, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ პირველ ბრიგადაში. ბოლოს – მეოთხე ბრიგადაში, იყო ბატალიონის დაზვერვის უფროსი. 9 აგვისტოს, დილას, ცხინვალში, დაღუპული თანამებრძოლის გადმოსვენების დროს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''; ''უმწიკვლო სამსახურისთვის'' (III ხარისხი) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ). რიგითი გოჩა ილურიძე დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედიდან იყო; 18 წლისა წავიდა სამშობლოს დასაცავად; სპეცრაზმში ირიცხებოდა. მისი მეთაური იხსენებს, რომ სამაგალითო ჯარისკაცი იყო; 9 აგვისტოს, ერედვში, რუსების მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;(სიკვდილის შემდეგ) ლეიტენანტი რეზო მამისაშვილი _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამისჯვრიდან იყო; სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. 8 აგვისტოს, ფრონტის წინა ხაზზე, ''დუბოვი როშჩაში'' დაიღუპა; მისი ცხედარი საკმაოდ გვიან, 26 აგვისტოს გადმოასვენეს, 42 გმირის ცხედართან ერთად; ამოცნობა ვერ მოხერხდა, მხოლოდ მოგვიანებით, დეენემის პასუხის წყალობით გახდა ცნობილი, რომ ის მუხათგვერდში განისვენებდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, რეზო მამისაშვილი, მშობლიურ სოფელში, მარიამისჯვარში გადაასვენეს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით;' უმცროსი სერჟანტი გელა მებაღიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან გახლდათ. IV ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო. 10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაღუპული ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან გამოყვანისას, ნაღმზე აფეთქდა... 2008 წლის ნოემბერში, დეენემის პასუხით დადგინდა, რომ გადმოსვენებულ 11 მებრძოლთა შორის გელა მებაღიშვილიც იყო. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ( სიკვდილის შემდეგ) რიგითი გიორგი აბიათარი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში იზრდებოდა. დედისერთა ბიჭს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა, 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში წავიდა. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ 8 აგვისტოს, ერედვში, მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. 10. კაპრალი თეიმურაზ ბერიძე_ დედოფლის წყაროში გაიზარდა; II ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. თეიმურაზი ერთ-ერთია იმ 17 გმირიდან, რომლებმაც 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, უთანასწორო ბრძოლაში დაასრულეს სამშობლოსათვის შეწირული სიცოცხლე. დაჯილდოვებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. 11. გიორგი მარსაგიშვილი _ დედოფლის წყაროდან იყო; იგი განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე ათეულის მეთაურის მოადგილე გახლდათ; გიორგი მარსაგიშვილს შს სამინისტროში მუშაობა სამი თვის დაწყებული ჰქონდა. მისი კვალი ცხინვალში იკარგება... გიორგის ცხედარი აღმოჩენილი ვერ იქნა და მისი გაუჩინარებაც ბურუსითაა მოცული. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 12. კაპრალი შმაგი ნოზაძე_ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორიდან იყო. ჯარისკაცის ფორმა ბავშვობიდან უყვარდა. IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა; ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა, ერთხელ დაბომბვას გადაურჩა, თუმცა, შემდეგ ისევ შებრუნდა ბრძოლის ველზე, სადაც როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; მისი ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი... 13. ექიმი გოგა აბრამიშვილი სიღნაღელი იყო. მისთვის აგვისტოს ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის პირველი ბრძოლა არ იყო. ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა. 2008 წლიდან, გორის ჰოსპიტალში ტრამვატოლოგად მუშაობდა და არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა.. გოგა აბრამიშვილი, 11 აგვისტოს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, ნაღმის ანასხლეტმა იმსხვერპლა... 14. კაპრალი სოსო ღვინიაშვილი გურჯაანელი იყო. IV ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; სამშობლოს 20 წლის ჯარისკაცი 9 აგვისტოს, ''შანხაის'' ტერიტორიაზე, ორმხრივი ცეცხლის დროს დაიღუპა, მაგრამ როგორ, არავინ იცის... სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნამყოფი მოქალაქეებიმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ... ...

არქივი