კულტურული მცენარეები და კოსმიური გარემო

ჩვენი რჩევები

კულტურული მცენარეები და კოსმიური გარემო

2017 იან 17 19:01:01

გერმანელი ასტროლოგები მარია ტუნი და მათიას კატუნი ბევრს მუშაობდნენ თესვის დღეების კალენდარსა და მერე მის გამოყენებაზე წარმატებული სამეურნეო საქმიანობის (ხვნა-თესვის, მებაღეობა-მებოსტნეობის, მეფუტკრეობის, მეყვავილეობის, მეტყევეობის და ა.შ.) მიღწევისთვის. ამასთანავე სერიოზულად იკვლევდნენ კულტურული მცენარეების და კოსმიური გარემოს ურთიერთკავშირს.

მოკვლევას იწყებენ ასე: თუ ერთი სახეობის მცენარეები, რომლებიც სხვადასხვა დროს დავთესეთ ან დავრგეთ, ასევე სხვადასხვანაირად იზრდებიან და ვითარდებიან, ასეთ დროს ჩნდება კითხვები თუ რომელი სასუქი, რა რაოდენობით იქნა შეტანილი ნაკვეთში; როგორია თესლი, არის თუ არა იმავე მოსავლის; გასულ წელს იმავე სახეობის მცენარეები სხვადასხვა ნაკვეთში თუ ეთესა, როგორია მოსავალი; სხვადასხვა ნაკვეთში მცენარეები ერთმა ადამიანმა დათესა და დარგო თუ სხვამაც მიიღო მონაწილეობა.

 როცა ამ კითხვებზე ყველა პასუხი დადებითია და ამ მცენარეებში მაინც არის განსხვავებული ნიშნები, მაშინ ამ საინტერესო ფენომენის გამოსავლენად, აქცენტი უნდა გავაკეთოთ "დროზე" და რაკი დროზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ე.ი. საქმე გვაქვს კოსმიურ გარემოსთან. ამ რიტმების არსებობა არ არის ადამიანის ცნობიერების ნაყოფი და იმაზე დამოკიდებული, გვინდა ისინი ჩვენ თუ არა. დრო რიტმებშია გახორციელებული. დღის მოცულობა კანონზომიერად რომ მეორდება, დედამიწის ბრუნვით განისაზღვრება და ამ ბრუნვის შედეგია. მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის. ამ დროს ადამიანის გონი, იმის მიხედვით, ძინავს მას თუ ღვიძავს, სხვადასხვანაირად მოქმედებს. მცენარეთათვის ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი სასიცოცხლო ძალებს დილით, შუადღით ღებულობენ. ასიმილაცია და სუნთქვა სხვადასხვანაირია. თუ ერთნაირ მცენარეებს მოვჭრით დღის სხვადასხვა დროს, შევინახავთ მათ გრილად და დღის განმავლობაში მათ ქცევას დავაკვირდებით, ამ სხვადასხვა დროს მოჭრილ მცენარეებზე უეჭველად აღმოვაჩენთ დღის განმავლობაში მიღებული რიტმების ზეგავლენას.

სხვა პროცესები განპირობებულია მზის, მთვარის თუ სხვა პლანეტის ზოდიაქოს სხვადასხვა თანავარსკვლავედთან მიმართებით. ეს პლანეტები ყოველ ცალკეულ პოზიციაში აგზავნიან იმპულსებს დედამიწაზე და ზემოქმედებენ მასზე. გარდა ამისა, მზის, მთვარის და პლანეტების კონსტელაციების მეოხებით წარმოიქმნებიან ცვალებადი კოსმიური ურთიერთობები, რომლებიც კლასიკური ელემენტების: მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის _ გავლით დედამიწამდე, შემდეგ კი მცენარეებამდე და ცხოველებამდე აღწევენ და მათში სხვადასხვაგვარ რეაქციებს იწვევენ. ზოგიერთი კონსტელაცია ძლიერ ზეგავლენას ახდენს მცენარეთა განვითარებაზე, სხვები ანელებენ მათ შინაგან იმპულსებს. მცენარე ნაწილობრივ სრულიად სპეციფიკურად გრძნობს თავს პლანეტებისეულ ძალებთან კავშირში.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?