უჩვეულოდ თბილი ზამთრის შესატყვისი რჩევები საგაზაფხულოდ

ჩვენი რჩევები

უჩვეულოდ თბილი ზამთრის შესატყვისი რჩევები საგაზაფხულოდ

2013 მარ 3 09:57:33
ცნობილი მეურნე და ჩვენი ხშირი სტუმარი კაკო ღლონტი გვესაუბრება ნიშანდობლივ ზამთარზე და შეგვახსენებს, რომ წელს ზოგი რჩევა სპეციფიკურია, ამინდის თავისებურების გამო.

_ ბატონო კაკო, წელს, ძალიან თბილი ზამთარი გვაქვს. რა შესატყვის რჩევას მისცემდით ჩვენს მეურნეებს?

_ 2013 წლის იანვრის და თებერვლის პირველი ნახევრის იშვიათმა, თბილმა ზამთარმა მრავალწლიან კულტურებში დააჩქარა საგაზაფხულო სამუშაოების ვადების გადმოწევა. მიმდინარე პერიოდისთვის აქტუალურია ვაზის, კივის და სხვა მრავალწლიანი კულტურების გასხვლა-ფორმირება.

_ სასუქებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ უნდა მოხდეს ორგანული სასუქების (ნაკელი, ტორფი, ნეშომპალა) შეტანა-განაწილება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში. კულტურების მოთხოვნის შესაბამისად, კალციუმის შემცველ მჟავე ნიადაგებშიც (დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი, გადამწვარი კირი, ტკილი, თომასის წიდა) ასევე უნდა მოხდეს შეტანა; ახალი პლანტაციების გასაშენებლად ორმოების ამოღება და მინერალური და ორგანული სასუქების ნაზავით შევსება; მინერალური სასუქების (ფოსფორის და კალიუმის) შეტანა, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებში.

_ რას ურჩევდით ბიომეურნეებს, რომლებიც კომპოსტს აწარმოებენ?

_ იმ მეურნეებმა, რომლებიც აწარმოებენ კომპოსტს, სასურველია, მოახდინონ ნეშომპალას გროვების არევა, მასში ჰაერის გაუმჯობესებისა და ჭიაყელების გადანაწილების მიზნით. რეკომენდირებულია არევის პერიოდში თხევადი ორგანული სასუქის _ "ორგანიკას" შესხურება, მასში არსებული სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებისთვის.

_ ბატონო კაკო, მარტში, სათბურებში განსაკუთრებით ფუსფუსებენ ჩვენი მეურნეები. რას ურჩევთ მათ?

_ სათბურებში კიტრის, პომიდვრის და სხვა ბოსტნეულის მოყვანის მსურველებმა, მარტის დასაწყისიდან უნდა იზრუნონ ჩითილების გამოყვანაზე (თესლის სტრატიფიკაცია, აღმოცენება, აღმონაცენის გადარგვა კოშტებში). აუცილებელია, ძირითად ადგილზე გადასარგავი ნერგისთვის მცირე ზომის ბუდნების ამოღება და შევსება კომბინირებული (ორგანულ სასუქებს+მინერალური სასუქები ან ჟიჟა-წუნწუხის ნაზავი) სასუქებით.

_ ასევე არსებობს სხვადასხვა ნიადაგის პრობლემა, რომლებსაც ერთნაირად ვერ მიუდგები.

_ ზეგან ადგილებზე არსებობს, ეგრეთ წოდებული, დიხაშხო (წებოვანი თვისებების მქონე ნიადაგი) ტიპის ნიადაგები, რომლებიც სიმინდის კულტურისთვისაა განკუთვნილი. აუცილებელია მარტში მისი გადახვნა, რათა ბუნებრივად მოხდეს ნალექებისა და მზის ენერგიის ხარჯზე გოროხოვანი სტრუქტურის დაშლა-დაქუცმაცება, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა მაღალი მოსავლის მისაღებად.




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...