ყველასთვის ხელმისაწვდომი "წამალი"

ჩვენი რჩევები

ყველასთვის ხელმისაწვდომი "წამალი"

2013 მარ 12 16:48:17
რამდენიმე სუპერგანვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონერებს ე.წ. ბიოკომბინატები, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა სახის და დანიშნულების მომაკვდინებელი ბაქტერიული და ვირუსული შტამები, ე. წ. ბიოლოგიური ომების საწარმოებლად. ასე მაგალითად: შიდსის ვირუსი გამოიყვანეს აშშ-ში. გავრცელების შემდეგ მისმა შემქმნელებმა ცოტა მოიბოდიშეს, ვირუსი უნებლიეთ გაგვეპარაო, ამ გაპარვის შედეგი კი მილიონობით ადამიანის სიკვდილია და ათეულ მილიონობით დაავადებული _ სიკვდილის მოლოდინში. რამდენიმე გრიპის (ქათმის, ღორის და ა.შ.) გავრცელების მიზეზი სწორედ იმ ბიოკომბინატების "მოღვაწეობის" შედეგია.

ამჯერად საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებს. უკვე დაიღუპა 19 ადამიანი. ექიმები მხრებს იჩეჩენ და ყველა, 19-ივე შემთხვევაში ავადმყოფებს და მათ პატრონებს ადანაშაულებენ _ გვიან მოგვმართეს და რა გვექნაო, მოსახლეობას კი სთავაზობენ გრიპის პროფილაქტიკის ვაქცინას (რომელიც შესაძლოა, იმის გამოგზავნილი იყოს, ვინც ის ვირუსი გაავრცელა), თან ებოდიშებიან, ვაქცინის მფლობელი უწყება კერძოა და ამიტომ საკმაოდ ძვირიაო.

ამ წერილის საშუალებით, მინდა, ჩვენი გაზეთის მკითხველებს ხალხური მედიცინის საიმედო და უწყინარი საშუალება ვასწავლო, რომელსაც შეუძლია, ყველა ტიპის ვირუსის დამარცხება, რაშიც კლასიკური მედიცინა უძლურია.

ყველაზე ვერაგი ვირუსებს შორის ცოფის ვირუსია. არსებობს მისი ვაქცინა, რომელიც ავადმყოფს გადაარჩენს, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს უკვე გაცოფებული ადამიანის ან ცხოველის გადარჩენის არც ერთი შემთხვევა.

XVI საუკუნეში, საქართველოს ელჩმა თურქეთში შეისწავლა და გადმოაქართულა თურქული კარაბადინი, ჩამოიტანა საქართველოში, სადაც რამდენჯერმე გამოიცა წიგნად. აი, რა წერია იმ კარაბადინში: "ცოფიანმა ძაღლმან რომ კაცსა უკბინოს, ბევრი ნიორი უნდა აჭამონ და უსათუოდ ეშველების და ამას სენისგან ესენი ნიორი მწოვედ დაცდილი არის.

და ესეც ვნახეთ, რომ ცოფთაგან ძაღლმან კაცსა უკბინა და ის კაციც გაცოფდა და ბევრი ნიორი აჭამეს და იმავე წამსა ეშველა და მორჩა," _ ასეთ ზებუნებრივ ძალასაც კი მიაწერენ ნიორს.

გთავაზობთ გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის უებარი საშუალების მომზადებისა და მიღების წესს: 150 გრამი ნიორი დაჭერით წვრილ-წვრილად (დანაყილიც შეიძლება, მაგრამ ხსნარს უსიამოვნო ფერი აქვს), ჩაყარეთ ნახევარლიტრიან შუშის ბოთლში. შეავსეთ ბოთლი მაგარი (სასურველია 60-70 გრადუსი) არყით. გაუკეთეთ საცობი და დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. ხსნარი არ გაწუროთ. 3 დღის შემდეგ წამლის მიღება შეიძლება.

მიღება _ პროფილაქტიკისთვის: მოზრდილებს თითო ჩაის კოვზი, ყოველ დილით, ჭამით დროს, ბავშვებს _ ნახევარი დოზა. უკვე დაავადებულებს: ბავშვებს თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მოზრდილებს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ (ყოველთვის ჭამის დროს).

ეს წამალი ოჯახსა და ახლობლებში მრავალგზის გვაქვს გამოცდილი და ყოველთვის კარგი შედეგი გვქონდა.

ამ წერილმა შეიძლება, ექიმების რისხვა გამოიწვიოს _ რა ესაქმებოდა ინჟინერს მედიცინაშიო, მაგრამ ნუ აჩქარდებით. ჩემ მიერ რეკომენდებული წამალი ადრე მისულ პაციენტსაც კარგად შველის და დაგვიანებულსაც. და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ყველას!




 ახალი ამბები
  • თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპათავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების დროს  თავში ქვა ჩაარტყეს. 20 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გარდაცვლილი გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა. ... ...
  • პარლამენტთან აქცია გაიმართაპარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და  „ბიძინას ბოსტანი“ დააწერეს. მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკანონმდებლო ორგანოს წინ ტერიტორიის შემოღობვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების მიზანი პროტესტის შეჩერებაა, რადგან ხელისუფლებას აქციების ეშინია. მოქალაქეებთან ერთად პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ... ...
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არისმალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია შემოსაზღვრულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, პროტესტის გაგრძელებას აპირებს. „უკვე თითქმის 800 დღე-ღამეა, აქ ვარ და უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებ. ამით ვერაფერს დამიშლიან. სადაც იქნება ჩემთვის ადგილი, ბანერსაც გავშლი და კარავსაც დავდგამ. შეშინებული, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს ადამიანები ამ ვითარებაში არიან. ეს კედელი შექმნილია, რათა მაჩალიკაშვილს და მის მომხრე ადამიანებს პროტესტი არ ჰქონდეთ. იციან, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ იმედის ნაპერწკალს იტოვებენ, იქნებ, პროტესტი შევამციროთ და რამენაირად გადავრჩეთ. ამერიკაც და ევროპაც მიხვდა, რომ ამათი საქმე წასულია. ჩემი პროტესტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვისგანაც სამართალს ვითხოვ. ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არის“, – განაცხადა ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ჟურნალისტიკა საქართველოში: ყალბი ამბები და ოლიგარქები“ერთი შეხედვით, საქართველოს მებრძოლი და პლურალისტური მედია გარემო აქვს. თუმცა, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, პრესის რეალური თავისუფლების მხრივ ბევრ პრობლემას  დავინახავთ. ბევრი მედია გარედან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მედია არ არსებოს, საზოგადოების მხრიდან უნდობლობა მაღალია. აღნიშნული ანალიზი ცდილობს ნათელი მოჰფინოს არსებულ ვითარებას და განმარტავს შეფასებებს შორის არსებულ განსხვავებებს.  კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, როგორც ჩანს, საქართველო პრესის თავისუფლებისა და მებრძოლი მედია გარემოს კარგი მაგალითია. დიდი რაოდენობის მედია  საშუალებების არსებობა პლურალისტურ გარემოზე მიანიშნებს, მაგრამ თუ მას ახლოდან დააკვირდებით, ნათელ სურათს ლაქებსაც შეამჩნევთ. რუსეთიდან ორკესტრირებული ყალბი ამბების კამპანიების შემდეგ, გავლენიანი ოლიგარქების ფინანსური დახმარება ქვეყნის მედია გარემოს ჩამოყალიბებაში  განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მათი გავლენა დამოუკიდებელ გაშუქებას და ობიექტურ ჟურნალისტიკას დიდწილად აზიანებს. ექსპერტები საუბრობენ “ოლიგარქიულ პლურალიზმზე”. ეს ანალიზი კი საზოგადოებაზე აისახება: საზოგადოებაში მედიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ანალიზი 1. “რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის”  საქართველოში ხელისუფლება მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ქვეყანა გამოხატვისა და პრესის თავისუფლებისა კუთხით რეგიონში წამყვან პოზიციაზეა. არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც დროდადრო ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე გამოსწორდა.  ამის ერთ-ერთი მაგალითი არის “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” (RWB) შეფასება. RWB პარიზში განთავსებული საერთაშორისო, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრესისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკურ ადვოკატირებას ეწევა.  RWB პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების რეიტინგს ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შეფასებების საფუძველზე ყოველწლიურად ადგენს და აქვეყნებს. ბოლო წლების მანძილზე რეიტინგში მხოლოდ საქართველო  მიიწევდა  წინ საკმაოდ სწრაფად.  2014 წელს საქართველო 84-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 180 ქვეყანას შორის ის მე-60 ადგილს იკავებდა.  როგორც ჩანს, პოლიტიკური სტრუქტურა ღია საზოგადოების ზრდასა და შესაბამისად, პრესის თავისუფლების გაუმჯობესებაზე ახდენს ხაზგასმას. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ის ევროსაბჭოს წევრია. ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც წესი, აფორმებს ქვეყანაში პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გატარების ვალდებულების სანაცვლოდ. ევროსაბჭო კი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის გაცხადებული მიზანი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა.  განსაკუთრებით მაშინ, თუ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, როგორებიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი ან თურქეთი, ის იმედის შუქურად მოსჩანს. პრობლემა ის არის, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებების კუთხით  ამ ქვეყნებში ძალიან ნეგატიური შედეგებია.   ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება.  გიგა ბოკერია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო.  დღეს ის ოპოზიციური მოძრაობის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოკერია, რომელიც ადრე თავადაც  ჟურნალისტი იყო, ქვეყანაში არსებულ მდგომარებას შემდეგნაირად აფასებს: “ ჩვენ ხშირად რეგიონის მოწინვე ქვეყანას გვიწოდებენ. მე ასე ვიტყოდი: რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის. 2. ყალბი პლურალიზმი: მედია დონორებზეა დამოკიდებული რა განაპირობებს შეფასებებს შორის განსხვავებას? სამართლებრივი კუთხით, საქართველოში   მედია კომპანიის დაარსება ძალიან ადვილია. ერთის მხრივ, ეს საკმარისად ბევრი მედია საშუალების არსებობას იწვევს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიხედვით, მიხედვით, ტელევიზია და ინტერნეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. NDI მიუკერძოებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში პარტნიორებთან დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის შემთხვევაში, კითხვარებიც და რესპონდენტებიც ინტერნეტს ფეისბუკთან აკავშირებენ - სოციალურ ქსელთან, რომელსაც საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და რომელიც ინფორმაციის წყაროა გამოკითხულთა 21%-ისთვის, მეორადი კი დამატებით 25%-ისთვის.  მეორე მხრივ, მედია საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ხარისხიანი გაშუქების მაღალი სტანდარტი დაცულია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები მოთხოვნადი პროდუქტია, საქართველოში ახალი ამბების მედია მომგებიანი ბიზნესი არ არის. ამაში დავრწმუნდებით თუ, მაგალითად, სარეკლამო ბაზარს შევხედავთ. ეს ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯული თანხა 68 მლნ ლარიდან ($ 27.2 მლნ.) 56 მლნ ლარამდე ( $22 მლნ. ) შემცირდა. 2016-დან 2018 წლამდე 10-დან 6-მა სატელევიზიო კომპანიამ ბაზარზე დანაკარგები განიცადა. რადგან ბევრი მედია საქართველოში დაფინანსებით კუთხით გარე დონორებზეა დამოკიდებული, მედია გარემო საქართველოში გაჯერებულია ყველა პოლიტიკური მიმართულებიდან შემოსული ფულით. შედეგად ვიღებთ ყალბ პლურალიზმს. სხვადასხვა აქტორები, რომლებიც პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, სხვადასხვა მედიას აფინანსებენ. ხშირად ასეთი მედიების მიზანი არა გაშუქების მაღალი სტანდარტის მიღწევა ან უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვაა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის ან ბიზნეს ინტერესების მხარდაჭერა.   ეს დემოკრატიული კი არა, ოლიგარქიული პლურალიზმია. პოლიტიკურ დონეზე ხალხს ეს გაცნობიერებული აქვს. ისინი ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ მედიის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად საზოგადოების მანიპულაციაა. მედიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა მიკერძოებული გაშუქება საზოგადოების მხრიდან შეუმჩნეველი არ რჩება. ამერიკული NDI-ის თანახმად, ქართული ინფორმაციის წყაროების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა დაბალია. მათი მიგნებებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის 68%-ის აზრით, ყალბ ამბებს ქართული ტელევიზიები ავრცელებენ, 56%-ს სჯერა, რომ მათ ონლაინ მედია ავრცელებს, 51% კი ფიქრობს რომ - ბეჭდური მედია. NDI, ასევე, საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ყალბი ამბების კამპანიას დააკვირდა. მაგალითად, “აშშ-ს მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიებს ავრცელებს“, “ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს“ ან “ნატო-ში ინტეგრაცია თურქეთის ბაზების საქართველოში განთავსებას ნიშნავს“... NDI-ის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით  80 %-ს ამ ჭორების არ სჯერა, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი 40% კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.  მოქალაქეები ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი (57%), ევროკავშირი (47%) და აშშ (45%) ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მათი ქვეყნების პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება. თუმცა, ქართველების 48%-ს სჯერა, რომ ამ მიზნით რუსეთი ტყუილებს და ყალბ ინფორმაციას იყენებს, 25% ფიქრობს, რომ ევროკავშირი, 26% -ის აზრით კი აშშ არის ჩართული დეზინფორმაციაში. “საზოგადოების მხრიდან მაღალი უნდობლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მედია ზუსტ, სანდო ინფორმაციას ავრცელებს, მაუწყებლებისა და ჟურნალისტებისათვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი უნდა იყოს” - ამბობს ლორა თორნტონი, NDI-ის დირექტორი ქვეყანაში. “დეზინფორმაციის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიული პრაქტიკისა და ინსტიტუციების დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს, ინფორმაციული ერთიანობის დასაცავად და გასაძლიერებლად საჭიროა, საქართველომ სტრატეგიას მიმართოს”. დასკვნა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველო იმედის შუქურად მოსჩანს, როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება. ამ შეფასებს არა მხოლოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად იმეორებენ. თუმცა, თუ უფრო ახლოდან შევხედავთ მედია გარემოს, განსხვავებულ სურათს დავინახავთ. აქ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა არ ესმით. სამაგიეროდ, მედიების უმეტესობა კონკრეტულ ინტერეს ჯგუფს წარმოადგენს. ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მედიების უმრავლესობა მომგებიანი არ არის.  მათ ხარჯის დასაფარად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე რეკლამებიდან (ან სახელმწიფო დაფინანსებიდან) შეუძლიათ მიიღონ. აქ კი საგრანტო ორგანიზაციებიდან ან ბიზნესიდან შემოსული დონაციები ეხმარებათ. დაფინანსების ეს მოდელი მედია ორგანიზაციებს მიკერძოებული გაშუქების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. საზოგადოებას ეს დილემა კარგად ესმის. საქრთველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს.  დანიელ ჰაინრიხი, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლის Deutsche Welle-ის და გერმანიის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს Deutschlandfunk -ის ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”; სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს   ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...