როდის უნდა ჩავატაროთ ვენახის წამლობა

ჩვენი რჩევები

როდის უნდა ჩავატაროთ ვენახის წამლობა

2013 აპრ 30 09:33:33

ყურძნის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის სწორად წარმართვას, დროულად, აგროწესებით დადგენილი ნორმებით წამლობას და საჭირო პრეპარატების სწორად შერჩევას.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გურიის რეგიონში, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, სოკოვან დაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები და სხვა.) წინააღმდეგ საჭირო ვადებში ექვსჯერ ჩატარებული წამლობა სავსებით საკმარისია, ხოლო მავნებლებთან ბრძოლა უნდა ჩატარდეს მათი გავრცელების შემთხვევაში, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინსექტიციდების) შერევით ან მათი ცალკე შესხურებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს _ წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად. განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი. წამლობა უნდა ჩატარდეს უქარო ამინდში, უფრო დილის ან საღამოს საათებში.

კომბინირებული ნაზავების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატების თავსებადობა. ასევე, მნიშვნელოვანია კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორი მონაცვლეობა. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაავადებებისადმი გამძლე რასების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ იწვევს რეზისტენტობას (შემგუებლობას), სასურველია, ერთი და იგივე პრეპარატი სეზონზე არ გამოვიყენოთ ორ ჯერზე მეტად (განსაკუთრებით, სისტემური მოქმედების). ამის შესაძლებლობას იძლევა დღეს ბაზარზე არსებული მათი მრავალფეროვნება.

წამლობის დაწყების, ინტერვალების და დამთავრების ზუსტი თარიღი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება კონკრეტულ სეზონზე და რამდენად ხელსაყრელი პირობებია დაავადებათა და მავნებლების გავრცელებისთვის. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ან ნაგვიანევ გაზაფხულსაც.

ბოლო წლების დაკვირვებებიდან გამომდინარე, პირველი წამლობა ტარდება 20 აპრილიდან 10 მაისამდე, ხოლო უკანასკნელი _ აგვისტოს შუა რიცხვებში ან მის მეორე ნახევარში.

გთავაზობთ სოკოვან დაავადებათა და მავნებლების წინააღმდეგ წამლობების განაწილების და შესაბამისი პრეპარატების გამოყენების ჩემეულ სქემას. თავიდანვე ვიტყვი, რომ არ ვაპირებ რომელიმე პრეპარატის რეკლამირებას. დასახელებულ პრეპარატებს (ფუნგიციდებს) პირადად ვიყენებ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ მათ ეფექტურობაში, თუმცა ცხადია, არსებობენ სხვა, შესაძლოა ასევე ეფექტური, მაგრამ ჩემთვის უცნობი პრეპარატებიც.

1 წამლობა: 4-6 ფოთლის ფაზა. ჭრაქის წინააღმდეგ: ანტრაკოლი ან ანტრაკოლ ბლაუ ან კუპერვალი; ნაცრის წინააღმდეგ: გოგირდოვანი პრეპარატები.

მე-2 წამლობა: ყვავილობის წინ. ჭრაქის წინააღმდეგ: მელოდი დოუ ან რიდომილი ან იტერალი ან მიკალი ან კურზატი; ნაცრის წინააღმდეგ: ფალკონი ან ტოპაზი ან ბაილეტონი ან ზატო ან ტოპკონაზოლი.

მე-3 წამლობა: დაყვავილებისთანავე. იგი პრეპარატები, რაც წინა წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-4 წამლობა: ისრიმობის დასაწყისი. წინა წამლობიდან 12-14 დღის შემდეგ. იგივე პრეპარატები, რაც მე-2 და მე-3 წამლობებისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-5 წამლობა: მარცვლის დამსხვილება. წინა წამლობიდან 12-14 დღის შემდეგ. იგივე პრეპარატები, რაც პირველი წამლობისას. სასურველია მონაცვლეობა.

მე-6 წამლობა: მტევნის შეკვრა, შეთვალების დასაწყისი. ჭრაქის წინააღმდეგ: კუპერვალი; ნაცრის წინააღმდეგ: გოგირდოვანი პრეპარატები; ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ: ეუპარენი ან რივონე ან სკალა.

კიდევ ერთი სოკოვანი დაავადების _ ანთრაქნოზის, რომელიც, ძირითადად, არაქართული წარმოშობის (ევროპიდან და ამერიკის კონტინენტიდან ინტროდუცირებულ) ჯიშებს უჩნდება, მკურნალობა პრეპარატებითაც და ვადებითაც ემთხვევა ჭრაქისას.

რაც შეეხება ჩვენს რეგიონში გავრცელებულ მავნებლებს _ ტკიპების მასიურად გავრცელების შემთხვევაში, ფოთლების გამოჩენისთანავე უნდა შეიწამლოს ენვიდორით. შეიძლება, აგრეთვე, სხვადასხვა წამლობების დროს კომბინირებულ ნაზავში ბი-58 ან ნეორონის შერევაც.

ბოლო წლებში, რეგიონის ვაზის ნარგავებს მასიურად შეეწია ფოთლის ქვედა მხარეზე მოსახლე თეთრი მწერები, ე. წ. თრიფსები, რაც დიდ ზიანს აყენებს მოსავლის ხარისხს. იგი იკვებება ფოთლის წვენით, ფოთოლი კნინდება, რაც აფერხებს მასში ფოტოსინთეზის პროცესს. შედეგად, მარცვალში შაქრის დაგროვება ფერხდება და ნაყოფის დაბალი შაქრიანობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

წამლობა საჭიროა მავნებლის გამოჩენისთანავე. გარდა ზემოხსენებული ტკიპების საწინააღმდეგო ინსექტიციდებისა, მათ წინააღმდეგ მიზნობრივად გამოიყენება "კონფიდორ მაქსი" 2-ჯერ 10 დღის ინტერვალით, ოღონდ, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე, მინიმუმ, 20 დღე უნდა გავიდეს.

ყველა ზემოაღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმებისა და დოზირების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათი შეძენისას სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაცია "გურული ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • დეპუტატი მის წინააღმდეგ გასამართ აქციას საპასუხო კამპანიით დახვდაწალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დმანისში ჩასულ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბანერები და სტიკერები დაახვედრა წარწერით: „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“ ცნობისთვის, „სამოქალაქო მოძრაობა“ დმანისში კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში ჩავიდა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის ჩასატარებლად. მომხდართან დაკავშირებით კი ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოქრიაშვილმა სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით იგრძნო საით უბერავს ქარი. „როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, მას აშკარად ბარგი აქვს ჩალაგებული. ახლა უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდევაც და პატივს გცემო, მითხრა, ჩემდა გასაკვირად. არადა ტელევიზორში მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული ამ რაღაცა სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილიც არის ზუსტად იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან,"_ განაცხადა ელისაშვილმა. როგორც წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა, დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც მისი ინიციატივაა. „მსურს, გამოვეხმაურო მედიის წარმომადგენელთა კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სახსრებით დაფინანსდა საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანია“ ჩვენს მუნიციპალიტეტში – დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემს მიერ არის გაღებული“,_ აცხადებს ოქრიაშვილი. ... ...
  • საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში„საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” _ასე ქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. „ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა“,_ განაცხადა  პავლიაშვილმა. კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ნიადაგის ნაყოფიერების ეფექტიანი მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების თანამედროვე მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრეს. კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს