აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

ჩვენი რჩევები

აუცილებელი რჩევა მოყვარულ მეფუტკრეებს

2017 ივნ 5 23:15:54

ღალიანობა

მეფუტკრეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და აგრარულ სფეროში, ნებისმიერი მიმართულების განვითარებას პერსპექტივა არც აქვს ფუტკრის გარეშე.

ადამიანთა მოდგმის უარყოფითმა ზემოქმედებამ გარემოზე, ფუტკარზეც მოახდინა გავლენა და ეს მოხდა მსოფლიო მასშტაბით _ იმატა დაავადებათა რიცხვმა. ფუტკრის სიმცირის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში იძულებული გახდნენ, რომ შეექმნათ უპილოტო საფრენი აპარატები მცენარეთა კულტურების დასამტვერიანებლად. თუმცა, ეს გართობას უფრო ჰგავს, ვიდრე საქმეს.

მსოფლიოში აღიარებული, სამი ოქროს მედლის მქონე ქართული მთის რუხი ფუტკარი ერის სიმდიდრე და სიამაყეა. მასთან თანამშრომლობა სიღრმისეულ ცოდნას, სიფაქიზეს და ზნეობრივ ინტელექტს მოითხოვს. საქართველოში გავრცელებული ფუტკრის პოპულაციებს შორის საუკეთესოა გურული პოპულაცია. ფუტკარი საოცარი ფარმაცევტია, შეუცვლელი აგრონომი და პირველი ეკოლოგი პლანეტაზე! ამიტომ, რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ მასზე, თემა ამოუწურავია.

 თითქოს უმნიშვნელო დეტალია ის ფაქტი, რომ ერთ რეგიონშიც კი ხდება ისე, რომ მიუხედავად კლიმატური პირობების შესაბამისობისა, მცენარეები ნექტარს და ყვავილის მტვერს სხვადასხვა დროს გამოყოფენ.

დროს, როდესაც მცენარე ნექტრის ყველაზე მეტ რაოდენობას გამოყოფს, მთავარი ღალიანობა ეწოდება. ღალიანობის დაწყებასთან ერთად, ინტენსიურად იცვლება ფუტკრის მუშაობაც. ოდნავ ინათებს თუ არა, ფუტკრების დიდი რაოდენობა ხალისით მიფრინავს ნექტრის მოსატანად და გვიან, შებინდებამდე მუშაობს. ასევე, ღალიანობის დაწყებისას ფუტკარი სრულებით არ ეტანება საფუტკრეში დავარდნილ ფიჭის ნაჭრებსა და თაფლს. ამ დროს არავითარი ქურდობა და თავდასხმა არ ხდება. ოჯახის გახსნისას თეთრი ცვილითაა დაფარული ჩარჩოს ნაწილები, საღამოს კი საფუტკრეში დგას თაფლის სპეციფიკური სუნი და მის ახლო-მახლო ისმის ფუტკრის გუგუნი.

მთავარი ღალიანობისთვის მზადება ნიშნავს, ვიყოლიოთ ძლიერი ფუტკრის ოჯახები და იყოს სათანადოდ მომზადებული, რაც აუცილებელია მაღალპროდუქტიულობისთვის.

სუსტი ოჯახები უნდა შევაერთოთ. როდესაც ოჯახი გაძლიერდება, უნდა დავადგათ წინასწარ ფიჭით გაწყობილ საკუჭნაოს. ასევე, საკუჭნაოს ნაცვლად შეიძლება მეორე კორპუსის დადგმა, რაც არის მისი დადებითი თვისება და იმაში მდგომარეობს, რომ უკეთ ხდება ბუდის განახლება. შემდეგ, ეტაპობრივად ბუდიდან ამოვიტანოთ ზემოთ მუქი, დაბერებული, სამამლიანი ფიჭები და მის ადგილას ჩავანაცვლოთ ახალ საშენი, თუ გვაქვს, ან აშენებული ფიჭები, რომელიც საკვერცხედ ვარგისია.

ზოგი მეფუტკრე ჩქარობს და საქმის მოთავების მიზნით, ბუდიდან ამოაქვს სამი-ოთხი ცალი ფიჭა ერთბაშად, რასაც შეიძლება მოყვეს ფუტკრის არათანაბარი გადანაწილება და ზედა კორპუსში დედაც ავა. მერე კი, ფაქტობრივად, მოხდება მუშა ფუტკრების მიერ ბუდის დატოვება, სამუშაო პროცესის არათანაბრად განაწილება, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება და საქმის გამოსწორებისთვის დიდ დროს წაგვართმევს.

კარგი ღალიანობის დროს, კარგი ოჯახები თუ ადრე გაავსებენ საკუჭნაოს ან ბუდეს, დროულად ვადგამთ დამატებით საკუჭნაოს.

მთავარი ღალიანობის დროს დიდი ყურადღება ექცევა ფუტკარს და მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევასრულოთ შემდეგი სამუშაოები:

სამუშაოდან დაბრუნებული ფუტკარი დამძიმებულია ნექტრით და იქვე, ბალახებში, საფრენის წინ ეცემა. მალე რომ შევიდეს ფუტკარი ბუდეში, საჭიროა საფრენზე ფიცრის საბიჯელას მიდგმა.

ოჯახში უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ჰაერაცია. ამისთვის საჭიროა, საფრენი მთლიანად გავხსნათ, ბუდე უნდა ავწიოთ და ძირსა და კორპუსს შუა ჩხირები შევუწყოთ. თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, ღალიანობის დამთავრებისთანავე, ჩხირებს მოვაცილებთ. ძირითადად, პირველი მთავარი ღალიანობა ბარის ზონაში, მაისის ბოლოს, ხუთ ივნისამდე მიმდინარეობს.

დაახლოებით, 10 ივნისიდან, შემოწმების შემდეგ, თაფლიან ჩარჩოზე თაფლის ერთი მესამედი გადაბეჭდილია. შეიძლება, ვიფიქროთ თაფლის გამოწურვაზე. გადაუბეჭდავი, დაუმუშავებელი თაფლის ხარისხი დაბალია და ამჟავდება. თაფლის გამოწურვის შემდგომ, ცარიელ ფიჭებს ისევ ვუბრუნებთ ფუტკრის ოჯახებს. ღალიანობის დროს, დღისითაც შეიძლება ფიჭების დაბრუნება, ხოლო როცა უღალო პერიოდია, ფიჭების დაბრუნება ხდება ღამით.

ბინა, სადაც თაფლის გამოწურვა ხდება, უნდა იყოს საიმედოდ დაცული, ინვეტარ-მოწყობილობა _ მუშა, გამართულ მდგომარეობაში. თაფლის დაწურვისას ოთახში ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.

ახალ აშენებული თაფლიანი ფიჭები ცალკე უნდა გამოვწუროთ, ციბრუტის შედარებით ნელი ბრუნვით, რომ არ დაიშალოს. ციბრუტის სახელურს, წუთში 70-80-ჯერ გადავაბრუნებთ. მისი ბადურიანი ყუთი (კასეტა) 250-260-ჯერ შეტრიალდება, რაც სრულიად საკმარისია ჩარჩოებიდან თაფლის გამოსაწურად. ძველი ჩარჩოები იშვიათად ტყდება.

სასურველია, გამოწურული თაფლი ჩავასხათ ისეთ ეკოლოგიურ სათავსში, რომელიც უვნებელია თაფლისთვის _ ასეთებია მინის, თიხის, და სხვადასხვა მომინანქრებული ჭურჭელი.

მთაბარობა _ ფუტკრის ოჯახების ღალაზე გაყვანა

საქართველო ძალზე მრავალფეროვანია თავისი რელიეფით და ფლორით. თბილი, ზომიერი ჰავის შედეგად, გვიან შემოდგომამდე, სხვადასხვა თაფლოვანი მცენარის ყვავილობა როცა ერთ რაიონში მთავრდება, თაფლოვანი მცენარეების მიერ ნექტრის გამოყოფა-ყვავილობა (ღალიანობა), რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, მეორე რაიონში, მთის განაპირა ზონებში იწყება. ყველა მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს რელიეფის თავისებურებები.

უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა ინტენსიური მთაბარობის მოწყობა. საფუტკრეების გადატანის დროს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, იმდენად ძლიერია ოჯახი, რამდენად მეტია ბუდეში თხელი თაფლი ან მძიმე ჩარჩოები. საფუტკრე ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეფუტკრეს ადვილად, ზედმეტი შრომის დაუხარჯავად შეეძლოს მისი სამთაბაროდ გადატანა.

საფუტკრის სამთაბა­როდ მოწყობისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ, აიტანენ თუ არა მგზავრობას სკები, სადმე ხომ არ აქვს ნახვრეტი. დეფექტის აღმოჩენისას, სკები უნდა შეკეთდეს ან ბუდე სხვა სკაში უნდა გადავსვათ. მას არ უნდა ჰქონდეს მძიმე თაფლიანი ჩარჩოები, რომელიც შეიძლება, გზაში ჩაიმტვრეს და ფუტკარი დაიღუპოს. ამიტომ უნდა ამოვიღოთ, გამოვწუროთ ან მარაგი შევინახოთ.

ახლად აშენებული თაფლიანი ჩარჩოები, სისუსტის გამო, ვერ უძლებს სიცხეს, მგზავრობის დროს ადვილად იმტვრევა და შემდგომ ბუდეში გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ხდება. ამიტომ ისინი ადგილზე ნელ-ნელა უნდა გამოვწუროთ. ახლად აშენებული თაფლიანი ჩარჩოები კი ადგილზე დატოვებულ სუსტ ოჯახებს ჩავუდგათ.

სატრანსპორტო საშუალება, რითაც ოჯახები გადაგვყავს, უნდა იყოს საიმედოდ მოწყობილი და გამართული. ასევე, მძღოლიც არ უნდა იყოს უძინარი, ნაბახუსევი, გაბრაზებული, პრობლემური და სხვა.

მგზავრობის დროს მისაწვდომ ადგილას უნდა ვიქონიოთ ჩაქუჩი, ლურსმანი, პირბადე, საფხეკი, მოზელილი თიხა, თოკი, ფარანი, ასანთი, წყალი და სხვა.

ფუტკრის ყველა მძიმე ოჯახი მანქანაზე უნდა დაიწყოს ძარის წინა ნაწილში. მას უნდა დაედგას შედარებით მსუბუქი ოჯახები. მგზავრობა უმჯობესია ღამით, თუ ღალა ახლო მანძილზეა. მგზავრობა შეიძლება დღისითაც, ვიდრე დაცხება.

კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება _ თუ სკების ტრანსპორტირება ხდება მატარებლით, სკა ისე უნდა დაიდგას, რომ ჩარჩოები მოძრაობის მიმართულებით მოექცეს. მანქანით გადაყვანისას კი პირიქით, საფრენით მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა დავდგათ.

ადგილზე მისვლისას და სკების სადგამზე მოთავსების შემდეგ, თუ ჯერ კიდევ სიბნელეა, 15-20 წუთის შემდეგ, შეიძლება ყველა სკის საფრენების ერთბაშად გაღება. მაგრამ თუ ადგილზე მისვლის დროს, უკვე საკმაო სინათლეა, სადგამზე დადგმიდან 30-40 წუთის შემდეგ, ე. ი. ფუტკრის დაწყნარებისთანავე, თითო სკის გამოშვებით, თანდათან ვუღებთ საფრენს. ფუტკრები, დაახლოებით, ერთ საათში იმახსოვრებენ ბუდის ადგილმდებარეობას და ახალ გარემოში ხალისით იწყებენ შრომას.

ღალიანობის დამთავრებისთანავე, საჭიროა სკების დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება.

 ჯანვერდ ცეცხლაძე, მეფუტკრე




 ახალი ამბები
  • “ყველა ორგანიზაციას მოვუწოდებთ, უფრო აქტიურად მოითხოვონ ვაჟა ექიმის გათავისუფლება“ „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა“. ამ ფაქტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზატორებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია. ღონისძიების დასასრულს “გურია ნიუსმა“ კითხვით მიმართა დავით დარჩიას. _ ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო ისწრაფვის ევროპისკენ. სამწუხაროდ, არ გიხსენებიათ ის ფაქტი, რომ ცხინვალის იზოლატორში, უსამართლოდ, ზის ერთ თვეზე მეტია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამ საკითხზე როგორია თქვენი პოზიცია? – ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირი და მე პირადად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ველოდები მისი ტყვეობიდან გათავისუფლებას. იმედია, ეს დღე მალე დადგება. ოზურგეთის მოსახლეობის სახელით ვიტყვი, მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას და ყველა ორგანიზაციას მოვუწოდებთ, უფრო მეტად აქტიურად მოითხოვონ ვაჟა ექიმის გათავისუფლება, - გვითხრა დავით ... ...
  • პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდააკაკი ზოიძე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძემ შეცვალა. მას მხარი პლენარულ სხდომაზე 80-მა დეპუტატმა ... ...
  • განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა. პოლიციამ ​ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით ... ...
  • „პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?"_ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეიბუქის გვერდზე პოსტით ეხმაურება მისი 10 დეკემბრის განცხადებისადმი საზოგადოებაში გაჩენილ დამოკიდებულებას. ზურაბიშვილი აქცენტს ბულინგზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან მისი ყველა სიტყვა საქილიკო ხდება. „პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება? იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ “ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით. რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორედ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების. ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა. ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა? მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მითუმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”. გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე. ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად “გავუშალოთ ფრთები”(რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი) რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუ კი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს,“_წერს პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ... ...
  • პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოს. პრემიერ-მინისტრი ასევე ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.  „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს