ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

ჩვენი რჩევები

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

2018 ოქტ 16 15:35:14

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს ზამთრისთვის შესანახ მრავალგვარ სახეობის ბოსტნეულის კერძს, საწებელს თუ მჟავეულს და ნაკლებად ვხვდებით ჭკნობის მეთოდით შენახულ აგრარულ პროდუქტს, რასაც უფრო წინაპრები მიმართავდნენ. ტექნოლოგიების ეპოქაში. ხალხური მეთოდები უფრო უკანა პლანზე ინაცვლებს, თუმცა, ადვილი ფორმით მოსახერხებელია ბოსტნეული კულტურების უვნებლად შენახვა.

წიწაკის, ზაფრანის თუ სხვადასხვა სანელებლების გამხმარი ფორმით შენახვა ყველასთვის ცნობილია; ასეთივე ფორმით ჩვენი ბებიები ინახავდნენ უძაფო ლობიოს პარკებს, ძაფზე ასხმული სახით.

სოფელ ქაქუთის მკვიდრი, ნანული კვირკველია იხსენებს ამ მეთოდს და გვეუბნება, რომ ის ახლაც ინახავს ლობიოს ამ სახით და და ურჩევნია კიდეც დაკონსერვებული სახით შენახულს.

ნანული კვირკველია: "საგვიანო ლობიო, რომელსაც ძაფი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ნაშუადღევს უნდა მოვკრიფოთ. ორი დღის განმავლობაში დავალაგოთ მაგიდაზე. ოდნავ შეჭკნეს. შემდეგ გამძლე ძაფზე ავაცვათ, ყოველი პარკის აცმის შემდეგ გავაკეთოთ კვანძი და გავკიდოთ ღია აივანზე, ოღონდ ისე, რომ მზე არ მიწვდეს. სასურველია, ნიავი ქროდეს, უნდა გახმეს სიმშრალესა და ჩრდილში.

შემდეგ ქაღალდის პარკში ან დოლბანდის ნაჭერში გახვეულს შევინახავთ. ზამთარში დავალბობთ ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ ჩვეულებრივად მოვხარშავთ და სურვილის მიხედვით გავაკეთებთ, როგორ სახის კერძიც გვინდა.

ბევრს იქნებ, ყოველივე ეს საძნელო საქმედ მოეჩვენოს, თუმცა, სოფელში მცხოვრები კარგი მეურნისთვის, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთში ბლომად აქვს სხვადასხვა კულტურა, ეძლევა საშუალება, ასეთი სახით შეინახოს ლობიო.

მახსოვს, ბავშვობაში ამ წესით ჩვენს ოჯახში ხშირად ახმობდნენ მანჭკვალა სოკოს. წნელისგან მოწნულ სათავსზე დააწყობდნენ და ერთი თვის განმავლობაში აბრუნებდნენ. ზამთარში კი ჩვეულებრივად ალბობდნენ და აკეთებდნენ. სრულიად უსაფრთხო იყო. როცა საშუალებას ვნახავ, მე ახლაც ხშირად მივმართავ ბოსტნეულის შენახვის ძველ, ხალხურ მეთოდებს".




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...