ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი რჩევები

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

8 მარ. 2021, 10:08:00

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და გვთხოვენ რჩევებს, როგორ დაიწყონ თხილის პლანტაციების პირველი საგაზაფხულო წამლობა.

ისინი გვეკითხებიან, რომ ინტერნეტსივრცეში ბევრნაირი რჩევა ქვეყნდება. თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და არ იციან, რომელს ენდონ.

"კარმიდამო ჩემი", გამოცდილ, სწავლულ აგრონომებთან და ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით, ახდენს ყველაზე ეფექტური და შედეგიანი რჩევების ჩაწერას და თქვენთვის მოწოდებას.

აგრონომი, გამოცდილი ფერმერი აკაკი ღლონტი გვთავაზობს კონკრეტულ რჩევას, რომელიც მარტის პირველ ნახევარში უნდა გახორციელდეს.

"მარტის დასაწყისიდან, როცა მცენარეს მხოლოდ კვირტი თუ ემჩნევა, ყველაზე სასურველი და შედეგიანია, ეგრეთ წოდებული "ცისფერი წამლობა". რას ნიშნავს ეს?

ვიდრე მცენარე გაიფოთლება, უნდა მოვახდინოთ სამპროცენტიანი შაბიამნით შეწამვლა. ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება სოკოვანების და ბაქტერიების წინააღმდეგ. დასავლეთის ზონაში განსაკუთრებით, სითბოს უეცარი დადგომის მომენტში, მცენარე უცებ იფოთლება. ამიტომ, იჩქარეთ. მზიან (ცოტა ღრუბლიანსაც არა უშავს) კარგ ამინდში მოახდინეთ სამპროცენტიანი შაბიამნის ხსნარით შეწამვლა. ამაში არ იგულისხმება კირის შერევა. მჟავე რეაქციით, მხოლოდ შაბიამანი სპობს კვირტის ქვეშ დაბუდებულ სოკოს, ბაქტერიებს. ამიტომ ამ მეთოდით დამუშავება, სანამ ფოთოლი გაიშლება, ყველაზე უკეთესია.

თუ მოცემულ მომენტში შაბიამანი არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი (არ შეგეშალოთ ბორდოს ხსნარში), შეგიძლიათ იხმაროთ სპილენძის შემცველი პრეპარატები.

ახლა მთავარია, მარტის პირველ ნახევარში, ფერმერმა, თითოეულმა თხილის პლანტაციის მფლობელმა მოახერხოს თხილის "ცისფერი წამლობის" სახელით ცნობილი მეთოდით დამუშავება. ახლა არის ყველაზე სასურველი დრო, ვიდრე კვირტი დაიხურება.

თუ მდედრობითი კვირტი დაიხურა ისე, რომ "ცისფერი წამლობა" არ ჩატარებულა, დაიხურება ხარისხიანი მოსავლის მიღების თემაც. სოკოვანი დაავადება უკვე მოექცა შიგ და მომდევნო წამლობები, რაც უნდა კარგად ჩაუტაროთ, მაგალითად, ფაროსანას საწინააღმდეგო, მოსავალს მაინც გულის სიდამპლე განუვითარდება და ამაოა მომდევნო შრომა. ამიტომ, დააჩქარეთ "ცისფერი წამლობა", ვიდრე ხეზე ტოტზე ფოთოლი გამოჩენილა", _ ამბობს აკაკი ღლონტი.

ინფორმაციას მომდევნო ჩასატარებელი შეწამვლითი სამუშაოების შესახებ, ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს მკითხველებს. ახლა აუცილებელია, სულ მცირე, 20 მარტამდე მაინც მოვასწროთ "ცისფერი წამლობა" და ვიხსნათ ჩვენი პლანტაციები ბაქტერიებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი