დავიწყოთ საგაზონო, ეზოს და სკვერების მოსართავი მარადმწვანე მცენარეების დარგვა

ჩვენი რჩევები

დავიწყოთ საგაზონო, ეზოს და სკვერების მოსართავი მარადმწვანე მცენარეების დარგვა

2019 ოქტ 8 12:53:34

პირველი ოქტომბრიდან უკვე თამამად უნდა დავიწყოთ ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთების, სკვერების და გაზონების მორთვა-შევსება ახალი მცენარებით ან სულაც თავიდან მოვაწყოთ ჩვენს ირგვლივ მარადმწვანე კუთხეები და გეომეტრიული სკვერები. ახლა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგზოტიკური მარადმწვანე მცენარეები.

გირჩევთ, იცოდეთ, რომელ მცენარეს უყვარს მზიანი, ჩრდილიანი ან ნახევრად ჩრდილიანი ადგილები. შესაძლოა, ნებისმიერ ადგილზე გაიხაროს ამა თუ იმ მარადმწვანე მცენარემ, თუმცა, თავი რომ კომფორტულად იგრძნოს, მხოლოდ ცალ მხარეს არ განვითარდეს ან მხოლოდ სიმაღლეში არ "გაიქცეს", ამიტომ უნდა შევურჩიოთ შესატყვისი ადგილები.

აიკუბას შედარებით ჩრდილიანი ადგილი უყვარს. ამიტომ ღობის, კიბის ან ისეთი კედლის მხარეს დარგეთ, სადაც მხოლოდ გარკვეული დროით შეხედავს მზეს.

კავკასიური ჭანჭყატი, იგივე ემონიუსი, როგორც ჭრელი, ისე მარადმწვანე და ვერცხლისფერი, შეგიძლიათ მზიან ადგილზე დარგოთ. ის, ასევე, კარგად ეგუება ნახევრად ჩრდილიან გარემოსაც.

სანსევერა გრძელი და ლანცეტისებური ფოთლებით, ასევე, მზის და სინათლის მოყვარეა. მისი სილამაზე განსაკუთრებით ჩანს გაზონებსა და სკვერებშიც. შეგიძლიათ, ქოთნებში ჩარგოთ და ოთახში ფანჯრის სიახლოვეს ან უფრო განათებულ ადგილას დადოთ.

ღვია განსაკუთრებით სკვერებს და გაზონებს ამშვენებს. კარგად გამოიყურება ქოთანშიც. მზესა და ნაწილობრივ ჩრდილს ერთნაირად ეგუება.

კომპაქტური ტუიაც მზის და სითბოს მოყვარეა. კარგად "ჯდება" გზის, ღობის გასწვრივ, ასევე გეომეტრიული ფორმებით შედგენილ სკვერებში.

ურთხელი საოცრებაა _ ძნელად გასახარებელია და განსაკუთრებით სათუთ მზრუნველობას ითხოვს. უყვარს მზეც და ნაწილობრივ ჩრდილი.

ზოგადად, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ და ეგზოტიკური მცენარეები საკუთარი გემოვნებით, სხვისი რჩევის გარეშე, ისე განალაგოთ თქვენთვის სასურველ გარემოში, რომ ბევრს გაუჩნდეს მიბაძვის სურვილი.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს