დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენი რჩევები

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

2017 დეკ 21 23:54:44

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ მწვანილეულის დათესვა აუცილებელია ყოველი თვის დასაწყისში ან ორ თვეში ერთხელ. ასეთ მწვანილთა რიცხვს მიეკუთვნება ქინძი, თვის ბოლოკი, წიწმატი და სხვა. განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება საშემოდგომო თესვას, რადგან ზამთარში მწვანილეულის ფასი ძალიან მატულობს, თუმცა, ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ვინც მიწის ნაკვეთებს ფლობს, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა დროული დათესვა და ნათესის ისე მოვლა, რომ მომდევნო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში საკუთარი მწვანილი ჰქონდეს ბოსტანში და საოჯახო ეკონომია დაზოგოს.

აგვისტოს დასაწყისში დათესილი ნიორი და ხუთ ოქტომბერს დათესილი ცერცვი დღეისთვის უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ფოტოზე ჩანს. ვადების მიხედვით, ეს არის ყველაზე საუკეთესო მიდგომა ამ ორი აგროკულტურის მიმართ. თუმცა, თუ ჯერ არ დაგვითესია, სასწრაფოდ ვიმოქმედოთ, რადგან დეკემბერი კარს მოგვადგა. ვიდრე ნიადაგი კიდევ ინარჩუნებს სითბოს, დავთესოთ ცერცვი, ნიორი, ქინძი, ბოლოკი, ოხრახუში. ასევე, შეიძლება ფხალეულის _ წითელი, ჭყანა _ დათესვა. სასურველია ნათესებს, ცერცვის და ნივრის გარდა, ღამით პოლიეთილენი გადავაფაროთ, რათა თესლს გაღვივება და ამოსვლა არ გაუჭირდეს.

ახლა თითოეული დღე ძვირფასია მწვანილეულის დასათესად, რადგან აცივებასთან ერთად, ადვილი შესაძლებელია, თესლი მიწაში ჩალპეს და შრომამ ამაოდ ჩაგიაროთ.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მეურნეებს, თითოეულ ოჯახს, ნუ დაიზარებენ თუნდაც პრიმიტიული ფორმით, პოლიეთილენგადაფარებული კვალსათბურის მოწყობას, რომ ზამთარში მწვანილეულის ყიდვა არ დაჭირდეთ.

ყველას კარგად ახსოვს გასული წლის ზამთრის პერიოდი, როცა ერთი კილოგრამი ქინძის ფასმა 20-25 ლარს მიაღწია, ასევე იყო ოხრახუშის, ნიახურის თუ ცერეცოს ფასი. სამწუხაროდ, დღეისთვის საკარმიდამო ნაკვეთებში რომ ჩამოვიაროთ, ვნახავთ, რომ უმრავლესობას ზემოთ აღნიშნული მწვანილეული დათესილი არ აქვს. ზამთარში კი ბევრს ვსაუბრობთ მწვანილის სიძვირეზე და "ვიღაცას" განუწყვეტლივ ვადანაშაულებთ ფასებზე "ცეცხლის წაკიდებაში".




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...