"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ჩვენი რჩევები

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

21 იან. 2020, 14:21:49

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ არ მოდის ჩვენი მკითხველებისგან იმდენი კითხვა, რამდენიც "დეკემბერას" მოვლის და განსაკუთრებით მისი აყვავების შესახებ _ "მაქვს, ვუვლი განსაკუთრებით, თუმცა, არასდროს ყვავის"; "რა მოვუხერხო, რომ მალე გაიზარდოს და აყვავდეს?" "ფოთლები გაუყვითლდა, ალაგ-ალაგ ისე გამოიყურება, გეგონება, ჭკნება"; "სამი წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი ყვავილი გამოიღო", _ გვწერენ ჩვენი მკითხველები.

დეკემბერა მართლაც საოცარი ყვავილია და უსაზღვროდ გაგახარებთ, თუ ელემენტარულ მოვლას არ დაამადლით.

მრავალი წელია, ის ჩემი "საყვავილეთის" მშვენებაა და მათ შორის, ყველაზე ნაკლებად მაწუხებს თავისი ამბიციებით.

უმთავრესი, რაც მას უყვარს, არის ნახევრადტენიან გარემოში, ერთ ადგილზე ყოფნა. არ ითხოვს განსაკუთრებულ სასუქებს, ხშირად მორწყვას, ტემპერატურის ცვლილებას. მთავარია, მიაქციოთ ყურადღება, მიწა არ გამოუშრეს და რაიმე დაავადება არ შეეპაროს.

ზამთრის პერიოდში, ოთახში ყოფნისას, თვრამეტ გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. დადგით ფანჯარასთან ან განათებულ ადგილთან ახლოს. არ შეაბრუნოთ ქოთანი ხშირად, რადგან ყველაზე ძალიან ეს "უშლის ნერვებს". კვირაში ერთხელ მოაპკურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ შეამჩნევთ, რომ ქოთანში მიწა ძალიან ჩატკეპნილია, ჩანგლის წვერით ოდნავ მოჩიჩქნეთ ისე, რომ მცენარე არ დააზიანოთ.

ვიმეორებ, ამ ყვავილისთვის საუცხოო "მკურნალია" გაზაფხულზე ეზოში გატანა და ნახევრად ჩრდილში დადგმა, სადაც დღის განმავლობაში მზე ნაწილობრივ მიწვდება. ასე იდგეს შემოდგომამდე. მას ღამის ცვარიც კი ჰყოფნის, რომ მუდამ მხნედ გამოიყურებოდეს. ამიტომ ზოგი სხვა ყვავილის მსგავსად, ხშირად ნუ მორწყავთ. ბუნებაში თუ ოთახში ხშირად გროვდება მტვერი, კარგად გაწურული ჩვარით, კვირაში ერთხელ, ფოთლები ფრთხილად გაუწმინდეთ.

თუ ქალაქის პირობებში ისეთ ბინებში ცხოვრობთ, სადაც მხოლოდ აივანზე გატანაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში გაიტანეთ იქ, თუ მზე ნახევრად დაანათებს. არაფერი ისე არ წყენს, როგორც მზის პირდაპირ დანათებული სხივები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ მხოლოდ ოთახში და მიხედეთ ისე, როგორც ზემოთ ვთქვით.

რაც შეეხება გამრავლებას, ინტერნეტსივრცეში თუ სხვადასხვა გამოცდილებით, არა ერთ მეთოდზე საუბრობენ. მე ყველაზე კარგად წყალში დაფესვიანებას ვუჭერ მხარს, რაც საკუთარი გამოცდილებით ყველაზე გამართლებული აღმოჩნდა.

გაზაფხულის მოახლოებისას მცენარეს ფრთხილად მოაჭერით ან მოაძრეთ ერთი ან რამდენიმე ტოტი. ჩადეთ წყლით სავსე მომცრო ქილაში. დადგით განათებულ ადგილზე, თბილ ოთახში. ხუთ დღეში ერთხელ გამოუცვალეთ წყალი. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ დღეში დაფესვიანდება, თუმცა, ამ პროცესს ერთ თვეზე მეტი არ დააგვიანდება _ ის ხშირ ფესვებს აუცილებლად გამოიღებს. ამის შემდეგ ჩარგეთ კარგად განოყიერებული მიწით ავსებულ ვიწრო, საშუალო ზომის ქოთანში. თავიდანვე დიდი ზომის ქოთანში არ მოათავსოთ. ზოგადად, იცოდეთ, არც ერთ ყვავილოვან თუ არაყვავილოვან მცენარეს არ უყვარს დასაწყისიდანვე დიდი ზომის ქოთანში ჩარგვა. ასე ის განვითარებას სწრაფად ვერ იწყებს. ზოგს კი მიაჩნია, რომ თუ თავიდანვე დიდი ზომის ქოთანში მოათავსებს მცენარეს, ის ნებიერად იქნება და სწრაფად გაიზრდება. არადა, პირიქითაა _ ყვავილს, ზრდის მიხედვით უნდა შეუცვალოთ ქოთანი და გადაიტანოთ უფრო დიდი ზომის სათავსში.

დეკემბერა, იგივე შლუმბერგერა, მართალია, მხოლოდ ზამთარში ყვავილობს და წელიწადის დანარჩენ დროს, როცა ყველანაირ ყვავილი, ბრდღვიალებს, თავად, ასე ვთქვათ, ჩრდილში ექცევა, თუმცა, ზამთარში, საახალწლოდ, როცა აყვავების უნარი დანარჩენებს არ აქვთ, შლუმბერგერა მთელი თვის მანძილზე ყვავის და გარემოში საოცარ განწყობას ქმნის. მან საფუძვლიანად დაიმკვიდრა შობის ყვავილის ტიტული და ეცადეთ, ზემოთ აღწერილი, არც ისე საძნელო გარჯით, მისი გული მოიგოთ. ერთ ადგილზე ყოფნით, ნახევრად ტენიან გარემოში, ხანდახან მორწყვით და ფოთლების ფრთხილად გასუფთავებით, დეკემბერა საახალწლოდ მუდამ იბრდღვიალებს თქვენს სახლში, გულსა და სულში.

ზოგს არც ის სჯერა, რომ ყვავილებს მოფერება სჭირდება. იცოდეთ, ხმაურიან და აზანზარებულ გარემოში ყვავილებს "გული უწუხთ". ამას მეცნიერებიც ამტკიცებენ. ისინი ასკვნიან, რომ დაძაბულ და ხმაურიან გარემოს შედარებით ასაკოვანი მცენარეები უძლებენ. "რკინის ნერვებიანი" არის კაქტუსოვნები. მათ გააჩნიათ კომპიუტერის და ტელევიზორის გამოსხივებასთან შეგუების უნარი.

გახსოვდეთ, ხშირად დაელაპარაკეთ ყვავილებს, ფრთხილად გადაუსვით ხელი, შეაცალეთ დაზიანებული ფოთლები, წაიღიღინეთ კიდეც მათ სიახლოვეს. ამოუცნობი, იდუმალი სამყარო, რომელშიც ვიმყოფებით, ადამიანს და ყვავილს, ზოგადად ერთმანეთთან რაღაც უხილავი ძაფებით აკავშირებს. აყვავებული, კარგად მომზირალი მცენარეები ყველანაირი სტრესის და ტკივილის დაძლევაში საგრძნობლად გვეხმარებიან.




 ახალი ამბები
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...

არქივი