დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

ჩვენი რჩევები

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

6 აპრ. 2020, 14:59:24

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ სიურპრიზს უმზადებს კაცობრიობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, შედარებით უსაფრთხო ზონაში იმყოფება, მაინც მოსალოდნელია პირდაპირი თუ ირიბი გავლენები ქვეყნის ეკოლოგიურ პროცესებზე.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2020 წლის სავეგეტაციო პერიოდი მშრალი და გვალვიანი იქნება. ასეთ პირობებში მეტად გართულდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების სრულყოფილი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება და მათი ეფექტიანობა.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, მიმდინარე წლის იანვარი მშრალი და თბილი, ხოლო თებერვალი საკმაოდ მაღალი ნალექიანობით ხასიათდებოდა, მეტიც, თვის პირველ დეკადაში ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ჰაერის ცივი მასების ზეგავლენით, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში თოვლიანობა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც გასული ორი ათეული წლის განმავლობაში ტემპერატურის ასეთ მკაცრ დაცემას ადგილი არ ჰქონია.

თოვლიანობა განსაკუთრებით აღინიშნებოდა აჭარა-გურიაში, ასევე, მოთოვა იმერეთისა და სამეგრელოს გორაკ-ბორცვიან ზონებში. ბახმაროსა და გოდერძის გადასასვლელზე თოვლის სიმაღლემ 2-3 მეტრს მიაღწია, ხოლო ბათუმსა და ოზურგეთში თოვლის სისქე 0.5 მეტრამდე დაფიქსირდა. თოვლიანობას თან დაერთო ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

ახლა სუბტროპიკულ ზონაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. თუ გვინდა მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, მარტსა და აპრილში გათვალისწინებული სამუშაოები (მცენარეთა გასხვლა ფორმირება, ნიადაგის შებარვა-გაფხვიერება, სასუქების შეტანა, შეწამვლა და სხვა) დროულად და ხარისხიანად უნდა ჩატარდეს. აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ მარტის მესამე დეკადაში და აპრილში შესაძლებელია, დაფიქსირდეს საგაზაფხულო წაყინვები, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს კურკოვნებს, თესლოვნებს, ასევე, ნაადრევად ვეგეტაციაში შესულ სუბტროპიკულ კულტურებს.

საგაზაფხულო წაყინვების წინააღმდეგ ბრძოლა რთულია, თუმცა, გონიერ მეურნეს შეუძლია, გაზაფხულზე შტამბის შეთეთრების, მცენარეთა გასხვლის რეგულირებისა და წაყინვების პერიოდში, ნარგაობაში შესაბოლებელი მასალის (ძველი საბურავები, ნახერხი, მცენარეთა ანარჩენი) გამოყენებით შეამციროს წაყინვების უარყოფითი გავლენები. განსაკუთრებით იყავით ფრთხილად ყოველივე ამისთვის ამ გაზაფხულზე, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალზე ცივი ზამთარი გვქონდა.

რაც შეეხება საზაფხულო მოსალოდნელი გვალვების არახელსაყრელი ზეგავლენის შემსუბუქებას, რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული ნიადაგის გაფხვიერება, დამულჩვა და შესაძლებლობის ფარგლებში წვეთოვანი, მიშვებითი და დაწვიმებითი მორწყვა.

აღვნიშნავ, რომ ჯერჯერობით კავკასიონის მთებზე მოსული თოვლის მასა იმედის მომცემია წყლის რესურსების უზრუნველსაყოფად, თუმცა, დაბალ რეგიონებში თოვლის მცირე საფარის გამო, შესაძლებელია პატარა მდინარეებში წყლის ნაკადის შემცირება. დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას. ეს ეხება: გრუნტის წყლებს, მდინარეებს, ტბებს, ტყეებს და სასოფლო -სამეურნეო სავარგულებს.

აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ 2020 წელი მოსახლეობისთვის შესაძლებელია, მძიმე აღმოჩნდეს _ ახალი კორონავირუსის გამო, ტურიზმისა და ექსპორტ-იმპორტის კლება დაფიქსირდება, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებზე. ასევე, მოსალოდნელია სუბტროპიკულ ზონაში დარჩენილი ისედაც მცირე შრომისუნარიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ (თურქეთი, საბერძნეთი და სხვა) სეზონურ სამუშაოებზე წასვლის აკრძალვა. სახელმწიფოთა შორის (თურქეთი, ირანი და სხვა) საზღვრების დროებითმა დაკეტვამ შეიძლება, გამოიწვიოს ამ ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის შეჩერება, რითაც, სამწუხაროდ, დღემდე გაჯერებულია ქართული ბაზარი. აქედან გამომდინარე, დროა, დავფიქრდეთ მოსალოდნელ სიძნელეებზე და ქვეყნის მოსახლეობამ გაააქტიუროს მუშაობა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებული და მიგდებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება მარცვლეული, ბოსტნეული და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად. ასეთ პირობებში თითოეულმა გლეხმა, ფერმერმა თუ კომპანიამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს საკუთარი მოსახლეობის კვების პროდუქტებით დასაკმაყოფილებლად. ზოგიერთს, შესაძლოა, ეს პრობლემა არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ არავინ იცის, რას გვიმზადებს პლანეტის გლობალური ნეგატიური მოვლენები. თადარიგი აქედანვე უნდა დავიჭიროთ, რათა სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარე წელი უმტკივნეულოდ გავიაროთ.

მივხედოთ ჩვენ სოფლებს და ავაღორძინოთ მიტოვებული კარმიდამო. საქართველო, საკუთარი რესურსების მაქსიმალური ამოქმედებით, შეძლებს ევროპული დონის ეკონომიკის მქონე ქვეყნად ქცევას.

 ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი




 ახალი ამბები
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...

არქივი