გავუხანგრძლივოთ მცენარეს სიცოცხლე

ჩვენი რჩევები

გავუხანგრძლივოთ მცენარეს სიცოცხლე

2017 მაი 2 10:09:19

ახლა, გაზაფხულზე, ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის ზრუნვა, რაც ძნელი სულაც არ არის და ნიადაგის მოვლასთან ერთად, გულისხმობს ღეროს და მცენარის ქერქის მოვლას.

ნიადაგის ერთხელ საგულდაგულოდ დამუშავება და გამდიდრება მთელი წლის მანძილზეა საკმარისი. თუმცა, ასე არ ითქმის ღეროსა და ქერქზე, რომელსაც მზრუნველმა მეურნემ მუდმივად უნდა მიაქციოს ყურადღება. ადამიანის მიერ გამოწვეული მერქნიანი ჭრილობები (გასხვლა, გაკრეჭა, გადაბელვა) ან გარეშე ფაქტორების მოქმედებით (ქარი, დამწვრობა, სეტყვა, თაგვის, კოდალას თუ კურდღლის ქმედება, მექანიკური და სხვა), თანდათან მატულობს და ჩნდება ფუღორო. ჭრილობებში გროვდება წყალი, სადაც ვითარდება პარაზიტული სოკოების სპორები და ბაქტერიები, რაც შლის მერქანს და მცენარის სხვა ქსოვილებს, იწვევს ნორმალური პროცესების დარღვევას და საბოლოოდ მცენარის სიცოცხლის შემოკლებას. თავის დროზე წესიერი მოვლით კი ყველა ეს ჭრილობა მალე შეხორცდება. უნდა დავაკვირდეთ _ ნერგი როცა იზრდება, თუ ცუდად არის სარზე აკრული, ასახვევი მასალა იჭრება ღეროში, რაც ხშირად წარმოადგენს დაავადების ან გახმობის მიზეზს. ამ შემთხვევაში ნახვევი უნდა შევასწოროთ ან თუ ხე საკმაოდ მოძლიერებულია, სულ მოვაშოროთ.

სიდამწვრისგან დაზიანებულ ხის ქერქს რაც შეეხება, ვეგეტაციის წინ უნდა გადაიფხიკოს მჭრელი დანით საღ ადგილამდე და ჭრილობა დაიფაროს ბაღის მალამოთი და შევახვიოთ ნაჭრით.

მცენარის ხის ღეროზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას (დაცემისას) ჩნდება ყინვანაკრავი ბზარი. ვიწრო და და არაღრმა ბზარი ჩქარა ხორცდება. ღრმა და განიერი კი ბზარი კი _ გვიან და ამ ბზარში ხვდება წყალი, ჩნდება სოკოვანი დაავადება. რაიმე რადიკალური საშუალება ასეთი ბზარებისთვის არ არსებობს, გარდა იმისა, რომ თუ შეხორცების პროცესი ჭიანურდება, სიდამპლის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ფოლადის დანით ან შალაშინით გადავასუფთავოთ, გადავფხიკოთ საღ ადგილამდე და წავუსვათ ბაღის მალამო. შეხორცებას დააჩქარებს ასევე აზელილი თიხა.

ზოგადად მცენარის ტანზე, ღეროზე შეხორცების დაჩქარება დამოკიდებულია ჭრილობის სიდიდეზე, კლიმატურ პირობებზე, ხის ხნოვანებაზე, ნიადაგზე და წესიერ აგროტექნიკაზე.

რაც შეეხება ფუღუროს, ის ხელს უშლის ხეში წვენთა მოძრაობას. ხეს უმცირებს დეკორატიულობას და უმოკლებს სიცოცხლეს. ფუღუროების მკურნალობა შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. გირჩევთ, მოახდინოთ ფუღუროების დეკორაციული ჩაკირვა. წინასწარ ამოწმინდეთ კარგად, ამოჭერით საღ ფენამდე, გაუკეთეთ სტერილიზაცია საალებელი ლამფით და წაუსვით ბაღის მალამო. შემდეგ სიღრუე ამოავსეთ ელასტიური მასით და მჭიდით, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: ერთ წილ ცემენტს შეურიეთ სამი წილი წმინდა სილა. მოზილეთ და ამოავსეთ სიღრუე. ასე ნელდება ფუღუროში სიდამპლის პროცესები, საბოლოოდ კი ქრება. ხეს კი ეძლევა უკეთესი დეკორატიული იერი. ასევე კარგ შედეგს იძლევა ფუღუროებში ჩასაკრავად ასფალტში მოხარშული ხის ნახერხი.

ღეროს გამხმარი ქერქი ფრთხილად უნდა ჩამოვფხიკოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ საღი ქსოვილი. ეს მოახდინეთ რკინის სპეციალური საფხეკით ან ფოლადის მავთულიანი ჯაგრისით.

არ დაგავიწყდეთ ტოტების გამოხშირვა, რასაც ბევრი კარგი მეურნეც უყურადღებოდ ტოვებს. გადახლართული, ზედმეტი ტოტების შეჭრით ხეს მიეწოდება მეტი სინათლე და ჰაერი. გამოხშირვის დროს არ დაარღვიოთ ხის ფორმა. სამ სანტიმეტრზე მეტი სისქის ტოტების გადანაჭერები აუცილებლად დაფარეთ ბაღის მალამოთი, რადგან შესაძლოა, ხმობის დაწყების მიზეზი გახდეს. დააკვირდით ხეს და თუ ვარჯის ფორმას წონასწორობა დაკარგული აქვს და ცალმხრივ განვითარება ეტყობა, ამ შემთხვევაში გათამამებული ძლიერი ტოტი დაამოკლეთ და ხე ვიზუალურად შედარებით სიმეტრიულ ფორმაში მოაქციეთ.




 ახალი ამბები
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...

არქივი