გემრიელი "დუეტი"

gurianews.com

ჩვენი რჩევები

გემრიელი "დუეტი"

2017 ოქტ 31 19:02:52

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და ლამაზი აღნაგობისა, საჭირო არ არის დიეტის დაცვა, უნდა იცოდეთ, რა საკვები რასთან ერთად მიიღოთ.

სწორად რომ ვიკვებოთ, საკმარისი არ არის, მაცივარი გავავსოთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტით, საჭიროა მათი ერთმანეთთან შერწყმა, რათა ორგანიზმმა სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით აითვისოს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები.

მაგალითად, არასასურველია, ერთდროულად მჟავე ხილის (ციტრუსები, ქლიავი, პომიდორი) და სახამებლიანი პროდუქტის (ხორბალი, გოგრა, ყაბაყი) ჭამა. მჟავები სპობენ სახამებლის გადამმუშავებელ ნივთიერებებს.

არარეკომენდებულია ცილების ცილებთან ერთად მიღება. მაგალითად, ხორცი კვერცხთან ერთად, რძე - კაკალთან, ყველი - ხორცთან.

ამ დროს კუჭში გამოიყოფა წვენი მაღალი მჟავიანობით, რომელიც ხელს უშლის კომპონენტების სრულფასოვან გადამუშავებას.

მაგრამ ზოგიერთი პროდუქტი ერთმანეთისთვის არის "შექმნილი". მაგალითად, იდეალური წყვილია ლობიო და სიმინდი. ლობიო - მცენარეული ცილის წყაროა, რომელიც კუნთების "საშენი" მასალაა. მას ამაში ეხმარება სიმინდი, რადგან ის წმენდს ორგანიზმს და გამოდევნის ცხიმს. დიეტოლოგები გვირჩევენ, წონაში დასაკლებად წყალში მოხარშული სიმინდის ფაფის ჭამას.

ღორის ხორცს ორგანიზმი ნელა ითვისებს, გირჩევთ, მიირთვათ ბოსტნეულსა და წვნიანთან ერთად, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებაში და აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.

მწვანე ჩაის თუ დაამატებთ ლიმონს, გაზრდით მასში არსებული ანტიოქსიდანტების ეფექტიანობას.

ცნობისთვის: მწვანე ჩაის არ ერწყმის შაქარი, ამიტომ მიირთვით უშაქროდ.

თუ ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, მთელი დღე მიირთვით მხოლოდ იოგურტი (კეფირი ან მაწონი) და ვაშლი.

ომეგა-3-ით მდიდარი ორაგული, სპაგეტთან ერთად, ორგანიზმს მატებს ენერგიას და კონცენტრირების უნარს.

დიეტოლოგები არ გვირჩევენ სოსისის მირთმევას, მაგრამ თუ მაინცდამაინც თავს ვერ შეიკავებთ, მიირთვით მდოგვიანი.

კარტოფილი და ხაჭო ორგანიზმს ამდიდრებენ ცილებით, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

მანგო მდიდარია C ვიტამინით, ნუში კი - E და B ვიტამინებით. მათი ერთად მიღება ამაგრებს იმუნიტეტს. მანგოს შეცვლა შეგიძლიათ მარწყვით.



 ახალი ამბები
  • როდის ჩატარდება ოზურგეთში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომაოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი უცნობია. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როდის გაიმართება პირველი სხდომა და ცესკოს პრეს-სპიკერს ანა მიქელაძეს დაუკავშირდა. “კანონმდებლობის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 11 დღისა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაც, შესაბამისად, კანონმდებლობით შეაჯამებს შედეგებს და ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია  ოფიციალურად დანიშნავს საკრებულოს პირველ სხდომას“,  _ გვითხრა ანა მიქელაძემ. #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ოზურგეთში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს 18 ნოემბერს შეაჯამებს და ამის შემდეგ ოფიციალურ ინფორმაციას ცესკოს ... ...
  • ვიცე-მერის პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებს გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-მერის პოსტს ირაკლი სირაძე დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ირაკლი სირაძე. სირაძე ბოლო დროს “შპს მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში  ბუღალტრულ-ეკონომიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა, მანამდე,  კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდში, გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს ხელმძღვანელობდა. შარაშენიძე უფლებამოსილების გახორციელებას რამდენიმე დღეში შეუდგება. ჯერჯერობით, არ საჯაროვდება, ვინ იქნებიან შარაშენიძის მოადგილეები. თავად შარაშენიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი ... ...
  • წლის დარჩენილ დროში რას ვერ დააფინასებს ლანჩხუთის ბიუჯეტილანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით  2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი განვლილი 10 თვის მონაცემების მიხედვით 81,3%-ია. ირკვევა, რომ გადასახადების სახით ბიუჯეტში  807 825 ლარის მობილიზება მოხერხდა, რაც გეგმით გათვალისწინებულის 52,1%-ია. სხვა შემოსავლების კუთხით, ბიუჯეტმა 843 991 ლარი იხეირა, რაც გეგმით გათვალისწინებულის  93%-ია. არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 14830 ლარია შეადგინა, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 5,6%-ს შეადგენს. ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გრანტის სახით მიღებულია 9612544 ლარი, ანუ წლიური გეგმის 85,7%. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი _ 4 944 600 ლარი, გეგმის 92,3%;  მიზნობრივი ტრანსფერი _ 183000 ლარი, გეგმის 83,2%;  საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები _  2 931 075 ლარი, რაც გეგმის 76,8% მოიცავს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გახარჯულია 103 082 ლარი, გეგმის 47,8-%. სტიქიით მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციოდ კი  1 450 787 ლარი, ანუ გეგმის 90,3%. ამავე ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის განვლილ ათ თვეში მუნიციპალიტეტმა 11 126 463 ლარი გახარჯა, რაც წლიური ხარჯის 78,6% შეადგენს. აქედან, შრომის ანაზღაურებაზე 1 323 965 ლარი, რაც, ფაქტობრივად, გაწეული ხარჯების 18,9%-ს შეადგენს. შტატგარეშე მუშაკების შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების 3%, ანუ 214 413 ლარი გაიცა. მივლინების ხარჯზე 4 254 ლარი მიიმართა, ოფისის ხარჯებზე _ 232846 ლარი. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, აქ 12 613 ლარია მიმართული, რბილი ინვენტარის მუხლიდან _ 1 251 ლარი, ხოლო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯიდან _ 108 070 ლარი. სხვა საქონელი და მომსახურების მუხლით გახარჯულია 170 824 ლარი, ანუ ხარჯების 2,44%. არაფინანსური აქტივების ზრდაზე (ინფრასტრუქტურული ობიექტები) 4 127 817 ლარი, საკასო ხარჯების 58,9%. სუბსიდირებით გაიცა 4 188 343 ლარი, რაც ხარჯების 59,84%-ია. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მუნიციპალიტეტში, განვლილ 10 თვეში 285 917 ლარია გახარჯული, ანუ 4%. სხვა ხარჯების მუხლით კი, განვლილ პერიოდში 294 116 ლარია გახარჯული. ვალდებულებების კლებაში ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსებაზე კი 162 034 ლარია მიმართული. საფინანსო სამსახურის განმარტებით,  იმის გამო, რომ არ შესრულდა არაფინანსური აქტივების კლებიდან და ბუნებრივი რესურსების შემოსავლების წლიური გეგმა, სრულად ვერ დაფინანსდა ბიუჯეტის მიერ აღებული ვალდებულებები. როგორც ირკვევა, განვლილ 10 თვეში მუნიციპალიტეტში ამოწურულია ტრანსპორტის ხარჯი, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალურ შენობა-ნაგებობებში მოხმარებული წყლის ხარჯი. წლის დარჩენილ დროში დაუფინანსებელი რჩება დასუფთავების ღონისძიებები. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე რჩება შპს „ლანჩხუთის“ მიერ გასახორციელებელი ღონისძიებებიც. საფინასო სამსახურის უფროსის განმარტების შესაბამისად, აღნიშნული საკითხების დარეგულირება მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმილი ადგილობრივი შემოსავლებით ვერ იქნება ... ...
  • პრეზიდენტის რეზიდენციის შესანახად ორ წელიწადში ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯაქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  მმართველი გუნდის კრიტიკის საგანი ხდება.  საქმე ეხება, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ  სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან გამოთხოვილ მონაცემებს, რომლის  მიხედვით  ირკვევა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ავლაბრის სასახლის ფუნქციონირებისთვის  4 541 589 ლარი დაიხარჯა. მონაცემების მიხედვით, ეს თანხა 2016 წელს 2 მილიონ 331 ათასი იყო, ფინანსების დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს მოხმარდა - 1 018 962 მილიონზე მეტი. გარდა ამისა, ავლაბრის სასახლის გუმბათის წმენდისა და გამწვანების დანახარჯებმა 2016 წელს 29 077 ლარი შეადგინა. ამ საკითხზე კომენტირებისას, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ეს თანხები პრეზიდენტის აპარატს არ დაუხარჯავს. მისი თქმით, წარმოდგენილი ხარჯები გაწეულია არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არამედ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ. ,,წარმოდგენილი ხარჯები და ციფრები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის,ისევე, როგორც თითოეულ თქვენგანს და საზოგადოებას, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილიმა. პრეზიდენტის სასახლის მიერ გაწეულ ხარჯებზე  ,,გურია ნიუსი“ პოლიტოლოგებს პეტრე მამრაძესა და სოსო ცინცაძეს ესაუბრა. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახურისგან გამოთხოვილი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, სჯობს, პარლამენტარებმა ეკონომიკური ხარჯების შესამცირებლად პრემიებისა და დანამატების დიდი რაოდენობით აღება შეწყვიტონ. ,,ჩვენი ხელისუფლება ეკონომიას იქ არ ეძებს, სადაც ნამდვილად უნდა ეძებდეს. უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტარებმა 40-ჯერ მიღებული პრემიებით და დანამატების შემცირებით  შეზღუდონ ეკონომიკის ხარჯები. ვიცი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სააკაშვილივით ბიუჯეტის მფლანგველი  არ არის.  მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება და მე არ მაქვს საფუძველი, რომ ამ  კომენტარს არ დავეყრდნო. ვისაც არ ეზარება, ყველა პრეზიდენტისკენ იშვერს ხელს, რაც არალოგიკურია“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. საპირისპიროს ფიქრობს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე. მისი თქმით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დანახარჯები ნაკლები უნდა იყოს და გასარკვევია თუ რას მოხმარდა 2 წლის განმავლობაში დახარჯული  4 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ,,ვფიქრობ, საქართველოსნაირ ქვეყანაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, ხარჯები უნდა იყოს გაცილებით ნაკლები. ბალტიის ქვეყნებში თითოეული სამინისტროს  ბიუჯეტი აღემატება ჩვენი ქვეყნის  მთელ ბიუჯეტს. ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტს მსგავსი სასახლე არ აქვს. შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილი აცხადებდა, რომ  რეზიდენციაში არ შევიდოდა, თუმცა, ამის მიუხედავად იქ იმყოფება.  სანახავია, რისთვის დაიხარჯა 2 წლის განმავლობაში 4 მილიონზე მეტი. ამხელა რეზიდენცია სრულიად არაადეკვატურია ჩვენი ქვეყნისთვის“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას პეტრე მამრაძემ. შეგახსენებთ, რომ ავლაბარში პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს იტყოდა პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრებაზე. მოლოდინის საფუძველი იყო პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის განცხადება. მისი თქმით,  პრეზდენტის სასახლის შენახვის ხარჯები ძალიან მაღალია. მან პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლისკენ მოუწოდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის კანცელარიაში არსებული პრეზიდენტის რეზიდენცია ... ...
  • ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მოქმედი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება. პირველმა არხმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაში, როცა სახალხო დამცველს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. „აღარ მინდა, ეს დისკუსია გავაღრმავო. უამრავი მიზეზი არსებობს, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს და სახალხო დამცველი ამის დემონსტრირებას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდა. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის პოლიტიკურ აქტივობაზე გადასული იყო. როგორც ჩანს, პოლიტიკური აქტივობისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც სახალხოდ დამცველის პოსტზე აღარ იმუშავებს“, – განაცხადა კობახიძემ. ამას გარდა, სახალხო დამცველთან დაკავშირებით, კობახიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და დეპუტატ შოთა შალელიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „თეა წულუკიანს იმის მორალური უფლება აქვს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა შეაფასოს. მისი შეფასება მოვისმინე, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე სახალხო დამცველი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია. რაც შეეხება საპასუხო განცხადებას, ის კორექტული არ იყო და როცა გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და განცხადება საჯაროდ შემდეგ უნდა გაკეთდეს“, – დასძინა კობახიძემ. რაც შეეხება ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მმართველი გუნდი ჯერჯერობით კანდიდატურას ვერ დაასახელებს. „უახლოეს მომავალში დასრულდება ეს კონსულტაციები და გუნდი თავის კანდიდატურას დაასახელებს“, – განაცხადა კობახიძემ. პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა 7 დეკემბრამდე მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ეწურება. ... ...

არქივი

ზაფრანი

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...

ნიანგივით „ლამაზი“

ავსტრალიის ქალაქ დარვინში სილამაზის სალონის...

„სუპერშვეულმფრენი“

ჩინეთში, სადაც თვითნაკეთი ავტომობილების, თვითმფრინავების...

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი

მექსიკაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი...