კენკროვნების კერკი

gurianews.com

ჩვენი რჩევები

კენკროვნების კერკი

2018 ივნ 8 11:52:54

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ კერკი, ანუ გავაშროთ ნაყოფი მზის გულზე. ამისთვის მზიანი და ცხელი დღეებია საჭირო.

დასავლეთ საქართველოში, გურიაში განსაკუთრებით, შესაძლოა, კერკის დამზადებისთვის ხელი შეგვიშალოს წვიმებმა. თუმცა, შესაძლებელია, დავიხმაროთ როგორც ელექტრო, ისე შეშის ღუმელი, ასევე გაზქურა. თუ გვინდა, ზამთარში სხვადასხვა ხეხილოვანის კერკი გვქონდეს, ამისთვის თავის შეწუხებაც ღირს გაზაფხულზე და ზაფხულშიც, როცა საკმაოდ ცხელა და ზოგჯერ ასეთი ნუგბარის მომზადებაში ამინდი ხელს გვიშლის.

მოცხარს, ჟოლოს, მაყვალს თუ ალუბალს, გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ მოვათავსებთ მარლადაფენილ საცერზე ან სპეციალურად მოწნულ სინზე. დავდგამთ მზეზე. საღამოს ღუმელთან დავდოთ. ასე გავიმეოროთ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ნაყოფი კარგად არ შეჭკნება. ხშირად მოვურიოთ, ისე, რომ მზემ ყველა მხარეს დახედოს ნაყოფს. როცა ვნახავთ, რომ კარგად გამოშრა, შევკეროთ დოლბანდის ტომსიკა, ჩავყაროთ კერკი და შევინახოთ მშრალ ადგილზე. ასე მომზადებული კერკი საუკეთესოა მზა სახითაც და ასევე სხვადასხვა ნამცხვარსა თუ ბრინჯის ფლავში შესარევად.


ნახვა: 53


 ახალი ამბები
  • წვიმა ელჭექით და სეტყვა _ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.  "ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 25 ივნისს 3 – 4 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე დაფიქსირდება"- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოში "თაფლის საბჭო" შეიქმნებაგორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს. „მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით. თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთელი და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დღეს დილით, 6 საათზე, ზესტაფონში მოხდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთელი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ  გომიდან (შემოქმედი) იყვნენ. ისინი ამჟამად თბილისში ცხოვრობდნენ და ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მოდიოდნენ.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში ... ...
  • ოჯახური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურში 60 წლის მამაკაცი დააკავესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის მეუღლეზე წლების განმავლობაში სიტყვიერად ძალადობდა: _ სვამდა და მეუღლეს სულ აგინებდა. არც შვილებს ინდობდა. ვეღარ გაუძლო ქალმა და პოლიციაში უჩივლა, _ გვითხრეს დაკავებულის მეზობლებმა. ბრალდებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.  მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლევან დადუნაშვილის დედა - „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“ „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში. ანრი ოხანაშვილი - ზაზა სარალიძეს ჰქონდა კითხვა პროკურატურასთან მიმართებაში. თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მათ მოქმედებებთან? რამე კითხვის ნიშნები ხომ არა გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში? მათ მოქმედებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? ნათია საყვარელიძე - „ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ რამეს ისეთ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვები პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი როგორც მაყურებელმა რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...