ციტრუსოვანთა მავნე ორგანიზმები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა კალენდარულ ვადებში

ჩვენი რჩევები

ციტრუსოვანთა მავნე ორგანიზმები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა კალენდარულ ვადებში

8 მარ. 2019, 15:23:53

ციტრუსოვანთა მავნებლები და მათი დამაზიანებელი ქმედებები

მეციტრუსეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგს წარმოადგენს. ციტრუსოვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრეს რგოლია მცენარეთა დაცვა მავნე ორგანიზმებისგან _ მავნე მწერები და ტკიპები, სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსოვანი დაავადებანი განაპირობებენ ციტრუსოვანთა მოსავლიანობის დიდ დანაკარგებს და გარემო ფაქტორებისადმი, მათ შორის, ზამთრის დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობის დაქვეითებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლხეთის ტენიანი სუბტროპიკული რეჟიმი განსაკუთრებით ხელსაყრელია მრავალი გვარისა და სახეობის მავნე ორგანიზმის განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ციტრუსოვანი კულტურების მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა განუხრელ და თანმიმდევრულ გატარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენში ციტრუსოვანი კულტურების უმთავრესი მავნებლებია: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, იაპონური და ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანები, იაპონური ჩხირისებრი ფარიანა, ყავისფერი და ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანები, ციტრუსოვანთა მიხაკისფერი და მძიმისებრი ფარიანები, ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა, ციტრუსოვანთა წითელი ბეწვებიანი და ვერცხლისებრი ტკიპები, ციტრუსოვანთა მენაღმე ჩრჩილი, ნარინჯოვანთა და მწვანე ბუგრები. ბოლო წლებში ციტრუსოვნები, განსაკუთრებით ლიმონის მცენარე, ძალიან დააზიანა ფრთათეთრას ახალმა სახეობამ, რომელიც გაცილებით უფრო საშიში მავნებელია, ვიდრე იყო ციტრუსოვანთა ფრთათეთრა.

ახალი სახეობის ფრთათეთრას ახასიათებს ფოთლის ქვედა მცენარეზე ძლიერი დაზიანება: მისი პუპარიები გამოყოფს თეთრ, ბამბისებრ, ხუჭუჭა ძაფებს, რომლის შიგნით მავნებლის მიერ გამოიყოფა მოტკბო წვენი. ეს წვენი დიდი რაოდენობით იზიდავს ჭიანჭველებს. თეთრი გამონაყოფი თანდათან სქელდება და იღებს ქეჩისებრ ფორმას. ის მთლიანად ფარავს ფოთლის ქვედა მხარეს და მასზე ჩნდება მოშავო ფერის საპროფიტი სოკოები. ეს მასა მთლიანად ეკვრის ფოთლის ქვედა მხარეს და მას საშუალებას არ აძლევს, აწარმოოს სუნთქვისა და ფოტოსინთეზის პროცესები. ამიტომ, ასეთი ფოთლები გამოუსადეგარია მცენარისთვის და მას ძალიან ასუსტებს.

მავნებლებთან ერთად ციტრუსოვნებზე სახლდება შემდეგი დაავადებები: ლიმონის ხმელა ანუ მალსეკო _ ამ დაავადებამ მთლიანად გაანადგურა ქართული ლიმონი, ხოლო ამჟამად ის თავიდან შემოვიდა უცხო ქვეყნებიდან და აზიანებს ლიმონის დანარჩენ ჯიშებსაც.

ქვემოთ მოგვყავს ზოგიერთი მავნებელ-დაავადებების მოკლე ბიოლოგიური მონაცემები:

ციტრუსოვანთა ფრთათეთრა მცირე ზომის თეთრი პეპელა. მავნეობს მისი მატლები. წელიწადში იძლევა სამ-ოთხ თაობას. პირველი თაობა ვითარდება მაის-ივნისში, მეორე ივლის-სექტემბერში, მესამე კი სექტემბრიდან აპრილამდე. მისი მატლები იკვებებიან წუწნით ფოთლის ქვედა მხარეზე და ყლორტებზე, რის გამოც ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები დეფორმირდება და კნინდება. მავნებლის გამონაყოფზე სახლდება სიშავის გამომწვევი საპროფიტი სოკოები, რომლებიც იწვევენ ფოთლების და ნაყოფების გაშავებას, რაც საბოლოოდ ხელს უშლის სუნთქვისა და ფოტოსინთეზის ნორმალურ მიმდინარეობას და ნაყოფები არასტანდარტული ხდება.

ვერცხლისფერი ტკიპა მცირე ზომისაა და მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით არ შეიძლება. აზიანებს ციტრუსოვნების თითქმის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით, ნაყოფებს. მისი ფერი მოყავისფრო, ჟანგისფერი ხდება და საბაზრო ღირებულებას კარგავს. დაზიანების ინტენსივობამ შეიძლება 60%-იდან 90%-მდე მიაღწიოს. ტკიპა ჩხვლეტს ეპიდერმისს და წუწნის ეთერზეთოვან შენაერთებს. წელიწადში მავნებელი 13-14 თაობას ივითარებს.

ციტრუსოვანთა წითელი ბეწვებიანი ტკიპა აზიანებს ფოთლებს, ყლორტებსა და ნაყოფებს. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ქლოროზით დაავადებულს ემსგავსება. მავნეობის პიკი მაის-ივნისშია. ის წელიწადში ათამდე თაობას იძლევა.

ნარინჯოვანთა ბუგრი, ძირითადად, აზიანებს ახალგაზრდა ტოტებსა და ნაზ ფოთლებს. ის წუწნის მათ, რითაც ფოთლები იკრუნჩხება. მათ მიერ გამოყოფილ ტკბილ წვენზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო და იზიდავს ჭიანჭველებს.

ციტრუსოვანთა მენაღმე ჩრჩილი უკანასკნელ წლებში გამოჩნდა და გამოირჩევა მაღალი მავნეობით. მათ მატლებს გააჩნია მღრღნელი პირის პრეპარატი. მატლი იჭრება ფოთლის ქსოვილში და რბილობის მოჭმით ტოვებს დაზიანებულ ადგილებს, ე. წ. ნაღმებს. ჩვენს პირობებში ეს მავნებელი 5-6 თაობას იძლევა.

ფარიანები ციტრუსოვანთა ღერო-ტოტებზე, ფოთლებზე და ნაყოფებზე სახლდება კოლონებად. ისინი წუწნით აზიანებენ მცენარეს. დაზიანების ადგილი ყვითლდება, ძლიერ დაზიანებული ფოთლები ცვივა და ხეები ხმება.

ცრუფარიანებით გამოწვეული დაზიანება შემდეგი ხასიათისაა: ისინი წუწნიან წვენს და ასუსტებენ მცენარეს. ამის შემდეგ კი იწყება ნაყოფების ცვენა, რომელთა ზედაპირი მურისფერი ხდება. დაზიანების შედეგად ამცირებენ ყოველწლიურ ნამატს, ფოთლების რაოდენობას და ზომას. მათ მიერ გამოყოფილ ტკბილ წვენს ეტანება ჭიანჭველები და სახლდება მურისებრი სოკოები, რითაც ნაყოფის ხარისხი მაქსიმალურად ეცემა.

 ციტრუსოვანთა გამოკვეთილი დაავადებები

რაც შეეხება დაავადებებს, გუმოზი ანუ წებოს დენა შეიძლება იყოს ინფექციური და არა ინფექციური წარმოშობის. ის იწყება ფესვის ყელიდან და შემდეგ თანდათან გადადის ტოტებსა და ფესვებზე. ამ დროს იწყება კანის აქერცვლა, აძრობა, რასაც მოსდევს ღეროების ხმობა და ფოთოლცვენა, შემდეგ კი მცენარის კვდომა. უმეტესად ავადდება სანერგეში ნამყენი ღეროები, ყლორტები და ფოთლები. მყნობის ადგილზე გუმოზი შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი აგროტექნიკით, სასუქების დიდი დოზებით და მექანიკური დაზიანებით.

დაავადებებიდან ასევე აღსანიშნავია ანთრაქნოზი, მეჭეჭიანობა, ნაცრისფერი ობი, ვერტიცილიოზური ხმობა, ფიტოფტოროზი, მელანოზი ანუ ფომოფზისი და სიშავე, რომელიც გამოწვეულია კოქციდების და ტკიპების დაზიანების შედეგად. ამის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მცენარის ფიზიოლოგიური თვისებები და მოსავალი კარგავს სასაქონლო ღირებულებას.

მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დანაკარგები ზოგჯერ 20-40%-ია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის 90-100%-ს აღწევს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარულ-პროფილაქტიკურ, აგროტექნიკურ და ჰიგიენური ღონისძიებების გატარებას.

დაავადებებთან ღონისძიების გატარებას ადრე გაზაფხულზე ვიწყებთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარულ-პროფილაქტიკური, ჰიგიენური და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ და თანმიმდევრულ გატარებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მათ მიერ გამოწვეული ზარალი. აუცილებელია:

გამხმარი ტოტების და ყლორტების შეჭრა, ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება ძველ ნაყოფთან ერთად, პლანტაციიდან გატანა და დაწვა.

მჭიდრო ვარჯის გამოხშირვა აერაციის გაუმჯობესების მიზნით.

შტამბისა და ტოტების გასუფთავების შედეგად ჭრილობების დეზინფექცია შაბიამნის ერთპროცენტიანი ხსნარით და ზეთის საღებავის ან ბაღის მალამოს წასმა.

მალსეკოთი დაავადებისას გამხმარი ხეების ამოძირკვა ან ადგილზე დაწვა.

გომოზით დაავადებისას ქერქის ქვეშ დაგროვილი წებოს ჩანთების ამოჭრა. ჭრილობების დეზინფექცია შაბიამნის 1%-იანი ხსნარით და ზეთის საღებავის ან ბაღის მალამოს წასმა.

 ერთდროული დაავადებისას ამოთხრილი ხე უნდა გავიტანოთ და დავწვათ, ნიადაგი კი ქლორიანი წყლით დავამუშავოთ.

გაზაფხულამდე გადავბაროთ ნიადაგი, შევიტანოთ მინერალური სასუქები.

მავნე ორგანიზმების მიერ მოსავლის დანაკარგები, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მერყეობს 20%-იდან 100%-ის ფარგლებში. ვერცხლის ტკიპა. მათი გავრცელების მიხედვით სუბტროპიკული ზონა შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: პირველი _ პლანტაციები, სადაც მავნებლები გავრცელებულია 1-2 ბალით. მეორე - პლანტაციები, სადაც დომინანტობს რომელიმე მავნე ორგანიზმი, მაგრამ საჭიროებას არ წარმოადგენს ქიმიური ღონისძიებების გატარება და მესამე _ პლანტაციები, სადაც მავნე ორგანიზმების მრავალსახეობაა და გამოირჩევა დაზიანების მაღალი ბალით, 1 -5 ბალამდე.

ჩვენ მიერ დახასიათებული მავნე ორგანიზმები ის სახეობებია, რომლებითაც ამჟამად ხასიათდება ჩვენი პლანტაციები, საშუალო გავრცელებით. ჩვენ მიერ ჩატარებული მრავალწლიანი ცდებით დადგენილი იქნა, რომ ციტრუსებში აუცილებელია ინტეგრირებული მეთოდის გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსავლის ძლიერი დაზიანება.

ახლა ყურადღებით მივყვეთ ოთხჯერადი შესხურების სქემას მავნებელთა და დაავადებათა წინააღმდეგ:

კარგად დავუკვირდეთ და ისე ვიმოქმედოთ _ პირველი შესხურება, რომელიც ძირითადად პროფილაქტიკურია, ახლა, ადრე გაზაფხულზე ვიწყებთ, ვეგეტაციის დაწყებამდე: დაავადებების, კოქციდების, ფრთათეთრების, ბუგრების წინააღმდეგ ვიყენებთ: მინერალური ზეთის, ჰექტოლინეუმის ან ოვიპრონის ან სხვა 1 ან 1,5 პროცენტს პლუს ინსექტიციდის, ინსეკარის ან მონფეტოსან ალპაკი ან დეცისი ან ტალსტარის 0,2%, პლუს ფუნგიციდი _ ზატო ან ანტრაკოლი ან კურტაზი 0,2%-იანი. ამ კომბინირებული ხსნარით აუცილებელია პლანტაციის დამუშავება.

მეორე შესხურება უკვე ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში უნდა მოხდეს. ტკიპების, ბუგრების, კოქციდების, ფაროსანას და დაავადებების საწინააღმდეგოდ, შემდეგი პრეპარატებით: აკარიციდებს,ნეორონს ან ომაიტს ან სპილენძის ქლორჟანგს,0, 15 - 02% პლუს ინსექტიციდი _ ინსეკარი ან მონვეტო ან ალპაკი ან დეცისი.

მესამე შესხურება უნდა მოხდეს აგვისტოს მეორე-მესამე დეკადაში ან სექტემბრის დასაწყისში ტკიპების, ბუგრების, ჩრჩილის, ფრთათეთრების, კოქციდების და ფაროსანას და დაავადებების წინააღმდეგ, შემდეგი ხსნარით: აკარიციდის _ ნეორონის ან ომაიტის ან სხვა რომელიმე აკარიციდს, 0,15-0,2%-ს პლუს ინსექტიციდი _ ინსეკარი ან დეცისი ან ალპაკი პლიუს ფუნგიციდი _ სკორი ან ეუპარენი ან კურტაზი ან სხვა, 0,15 კომბინირებული ნაზავი.

მეოთხე შესხურება 15 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. რომელიმე მინერალური ზეთი 1-1,5% პლუს ვერტიმეკი 0,5% და პლუს სპილენძის ქლორჟანგის 0,4%-იანი სამუშაო ხსნარის კომბინირებული ნაზავი.

პესტიციდების შესხურებისას დაცული უნდა იყოს შხამებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები. ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ ამ საქმეს, რადგან უსაფრთხოების ზომების დაუცველობას, შესაძლოა, მოკლე დროში არ მოყვეს ცუდი შედეგი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იჩინოს თავი ჯანმრთელობის სერიოზულმა დაზიანებამ.

ეს არის, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. თუ გვიან შემოდგომაზე და ზამთარში პლანტაცია ძლიერ არის დაზიანებული და მავნე ორგანიზმები მცენარეზე მაღალი ბალითაა დასახლებული, ნაყოფის მოკრეფის შემდეგ უნდა შევასხუროთ რომელიმე მინერალური ზეთი 2% პლუს ინსექტიციდი _ ინსეკარი ან სხვა პლუს ფუნგიციდი _ ზატო ან კურტაზი. ახალი ფრთათეთრას გავრცელების შემთხვევაშიც ასე ან 2%-იანი ბორდოული სითხე შევასხუროთ.

 ანგელინა ნიკოლაიშვილი,
აგრარული უნივერსიტეტის, ჩაის, სუბტროპიკული კულტურების,ჩაის მრეწველობისინსტიტუტის მკვლევარი,
ბიოლოგიის მეცნიერებათააკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...

არქივი