მოვლა და საგანგებო შენახვა "შენახულებსაც" სჭირდება

ჩვენი რჩევები

მოვლა და საგანგებო შენახვა "შენახულებსაც" სჭირდება

21 იან. 2020, 14:23:03

მერი შავაძე ერთი იმ საოცარ დიასახლისთაგანია, ვინც მაღალმთიან ზონაში, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში, უკანავაში ცხოვრობს და მთის გარემოს დამახასიათებელი გრძელვადიანი ზამთრისთვის, დიდი სასურსათო მარაგის შენახვა უწევს.

_ მრავალი წლის წინ, როცა სოფელ მთისპირში, უკანავაში მთის ფერდობზე დავფუძნდით, მაშინვე ვიცოდი, რომ აქ საკუთარი გასტრონომია საგანგებოდ უნდა მომეწყო, _ გვეუბნება ის და მის მიერ გაკეთებული სხვადასხვა კონსერვების თუ კომპოტ-მურაბების "საწყობში" სტუმარს ექსკურსიამძღოლივით ეპატიჟება:

_ მინდა ყველას ვურჩიო, რომ სათავსო, სადაც ვინახავთ სხვადასხვა ჩვეულებრივ მჟავეულს თუ დელიკატურ საკვებს, ისევე, უნდა დავალაგოთ და გავანიავოთ და დავასუფთავოთ, როგორც ის სამზარეულო თუ საძინებელი, სადაც ყოველდღიურად ვატარებთ ცხოვრებას. მოვლა, საგანგებოდ სუფთა და განიავებულ ადგილზე შენახვა, იმ "შენახულებს" ყველაზე ძალიან სჭირდება, რომელსაც ზამთარში მივირთმევთ. მოგეხსენებათ, ქილებში შენახულ კონსერვ-მურაბებს თუ ქვაბებსა და კასრში მოთავსებულ ყველს, სიმინდს, ფქვილს, არ უნდა მოედოს ობის, სინესტის, მტვრის ნატამალი.

კვირაში ერთხელ კარგად ვანიავებ ჩემს სათავსოს, ხოლო, ყოველდღე ხელში სუფთა ჩვარი მიჭირავს და საგულდაგულოდ ჩამოვუვლი ქილებსა და კასრებს, ყველა ჭურჭელს, რაშიც სხვადასხვა საკვებს ვინახავ. დაიხსომეთ, მაინცდამაინც სველი ტილოთ ნუ გაწმენდთ ჭურჭლეულს, რომელშიც საჭმელად განსაზღვრული და დაკონსერვებული მასაა მოთავსებული.

სათავსოში თაგვმა არ უნდა გაიჭაჭანოს _ ბებია გვეტყოდა, მაგის "დასუნული" არაფერი ვარგაო _ სათავსოს სისუფთავის ხარისხის განსასაზღვრად, ეს აუცილებელია.

ზოგი მიიჩნევს, რომ რაკი ქილები თავმოკრულია, სულერთია, სად შეაგდებ. მე ჩვევად მაქვს, სტუმარი ჩემს სათავსოშიც შევიყვანო და საკუთარი სურვილით ავარჩევინო სუფთა გარემოში, რას მიირთმევს. ეს არის ჩემი გასტრონომია, სადაც გულსა და სულს ვდებ, ყველაფერს კი სისუფთავით ვიწყებ.

სამომავლოდ მინდა, აქ ფანჯრები დავამატო, ყვავილებით და სხვა სილამაზეებით მოვრთო და "მთის გასტრონომი" დავარქვა. ვინმეს, იქნებ, გაეცინოს, მაგრამ ადამიანის არსებობა საკვების მიღებით იწყება. ამიტომ ყველანაირი საგემოვნო მახასიათებელი ვიზუალურად ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მიმზიდველობა არ აკლდეს. ყოველთვის ასეც არაა, როგორც საკვების, ისე ადამიანის შემთხვევაშიც, მაგრამ ხშირად სიმართლეს შეესაბამება, _ ასეთ ღიმილიან, ახლებურ რჩევას გვთავაზობს "მთის გასტრონიმის" იდეით შეპყრობილი მთიელი ქალბატონი მერი შავაძე.




 ახალი ამბები
  • ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანესჭყონდიდის ეპარქიაში  დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. "მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა გადმოიყვანა ორი პაციენტი, რომელებსაც  ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვათ დიაგნოზი პაციენტებს _ ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად, სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე", _ განაცხადა  მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია  და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ. ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი  ინციდენტის შედეგად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ... ...
  • "სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება"სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. კემულარიას თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იჯდეს. „სანამ ოპოზიცია   იმაზე მსჯელობს,  ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ,  მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი  არ შეიძლება. რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს! სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი. მითუმეტეს, ოპოზიცია  უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს,   „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის   შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ, _ განაცხადა დავით ... ...
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...

არქივი