მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

ჩვენი რჩევები

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

2018 იან 16 12:46:11

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა წარმოადგენს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელშიც შედის საკარანტინო, ფიზიკური, მექანიკური, აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ბიოლოგიური, ქიმიური და მოკრობიოლოგიური საშუალებები.

მცენარეთა დაცვისთვის ზრუნვა ყოველთვის იყო მეურნის უპირველესი საქმე, თუმცა, დღეისთვის როცა სიდამპლე, ნაცარი და საშიში მავნებელი ფაროსანა განსაკუთრებით უტევს თხილს და ასევე სხვა არა ერთ კულტურას, როგორც არასდროს, ისეთი ბრძოლა გვმართებს ამ შემოტევის საპასუხოდ.

მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგია ითვალისწინებს ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის გახორციელებას, რომელიც მიმართულია მავნე პოპულაციების რიცხოვნობის შემცირებისკენ, გარემოს უსაფრთხოების ფონზე.

 ინტეგრირებულ სისტემაში წამყვანია ქიმიური საშუალებების _ პესტიციდების გამოყენება. ამჟამად საჭირო გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწა, გარემოზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.

პესტიციდების ფართოდ გამოყენების შედეგად, საქართველოში ათასზე მეტი სახეობის ნივთიერება შემოდის, რამაც გამოიწვია მათი ბიოსფეროში დაგროვება, ადამიანის ორგანიზმში აკუმულირება და სხვა არასასურველი თვისებების გამრავლება.

სრულყოფის მიზნით, ხმარებიდან ამოღებულია თბილსისხლიანებისთვის მაღალტოქსიკური პრეპარატები, სამაგიეროდ, პრაქტიკაში ფართოდ შემოვიდა ინტექსიციდების ახალი ჯგუფი _ სინთეზური პირეტროიდები. ამ პრეპარატების გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა მავნე მწერებთან ბრძოლაში. მისი გამოყენებით ინტექსიციდების ხარჯვის ნორმა ერთ ჰა-ზე გახდა ასი გრამის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ დროს ფართოდ გამოყენებული პრეპარატების ნორმისგან.

პირეტროიდების გამოყენება მნიშვნელოვანი მოვლენაა ინსექტიციდების ისტორიაში. მცენარეთა დაცვის ბაზარზე პირეტროიდების წილი 15%-ია. 30 წელზე მეტია, რაც დეცისი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. მისი მწარმოებელი ფირმა არ წყვეტს კვლევებს გაუმჯობესებული ფორმების ძიებაში.

ჩვენს ქვეყანაში პესტიციდების სწორ გამოყენებას სპეციალური კანონები და აქტები განსაზღვრავენ. მოქმედებს კანონი პესტიციდების შესახებ, რომლითაც განსაკუთრებული როლი ენიჭება პესტიციდების სახელმწიფო რეგისტრაციას, რაც წარმოადგენს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მნიშნელოვან ფაქტორს.

გაუმჯობესდა პესტიციდების გამოყენების სტრატეგია და ტაქტიკა. მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის მიუხედავად ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენების ნაცვლად, რეკომენდებულია მოსპობითი ღონისძიებების გატარება.

აუცილებელია პესტიციდების გამოყენების შეთანწყობა ბიოლოგიურ, ბიოტექნიკურ, აგროტექნიკურ და სხვა საშუალებებთან შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამით დამკვიდრდა მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისადმი ბიორაციონალური მიდგომა _ პესტიციდებთან ერთად მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრებისა და სხვა ფაქტორების გამოყენებით, მიაღწიონ მავნე ორგანიზმების მასობრივი გამოჩენის, გამრავლება-განვითარებისა და გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

მცენარეთა დაცვის საშუალებების გეგმიურად გამოყენების საფუძვლად მიღებულია მავნებლების და დაავადებების გამოჩენისა და გავრცელების პროგნოზი. მომავლის ზუსტად განსაზღვრულ კალენდარულ ვადაში საჭიროა ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ზუსტი ვადის სიგნალიზაცია.

მნიშვნელოვანია მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენების ვადების ისე შერჩევა, რომ გათვალისწინებული იქნას მავნე ორგანიზმის მიმღებიანი, ხოლო მისი ბუნებრივი მტრების გამძლე ფაზებში ყოფნის პერიოდი.

 უსაფრთხოების წესების დაცვა პესტიციდებთან _ შხამებთან მუშაობისას

ქიმიური პრეპარატები მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა ბრძოლის სხვა მეთოდებს შედეგი არ მოაქვს. ციტრუსოვნებში შემუშავებულია ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც ემყარება მავნე ორგანიზმების განვითარების დინამიკას, მავნეობის ეკონომიურ ზღვარს, რაც წამლობათა რიცხვის შემცირების და ბუნებრივი მტრების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

პესტიციდების გამოყენების წესების დაუცველობისას, მოსალოდნელია ადამიანის და სხვა თბილსისხლიანების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მწვავე და ქრონიკული მოწამვლა. მწვავე მოწამვლა უპირატესად შეუძლია გამოიწვიოს ძლიერმა და მაღალტოქსიკურმა პესტიციდებმა.

პესტიციდებთან მუშაობისას, სასურველი ეფექტის მიღებისთვის, საჭიროა, დაცული იქნეს სათანადო რეკომენდაციები, რომელსაც გვაწვდიან დამამზადებელი ფირმები. რეკომენდაციების მიზანია, უზრუნველყოს სოფლის მეურნეობაში პესტიციდების ეფექტიანი, ეკონომიური და უსაფრთხო გამოყენება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება.

პესტიციდების სავარაუდო მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს მის წინაშე წარმოშობილ პრობლემას _ დაადგინოს მავნე ორგანიზმის საზიანო მოქმედების სპექტრი. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართოს სპეციალისტს.

პესტიციდის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს მოცემული პრეპარატის ხარჯვის ნორმას ჰექტარზე, სამუშაო ხსნარის მომზადების წესებს, წამლობათა ჩატარების ვადებს, შესხურების და პესტიციდებთან უსაფრთხო მუშაობის წესებს.

_ მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება პესტიციდის თვითღირებულებას, აგრეთვე, რა თანხის პესტიციდი დასჭირდება მის მიერ დასამუშავებელ ფართობს და გამართლებულია თუ არა ამ ხარჯის გაწევა;

_ როდესაც მცენარეთა დაცვის საშუალება პირველად შედის ბაზარზე, მომწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ჩაუტაროს სემინარი სამუშაო ხსნარისა და ტექნიკის გამოყენების შესახებ;

_ ფერმერი დარწმუნებული უნდა იყოს კონსულტანტის მიერ შერჩეული პესტიციდის ყოველმხრივი ვარგისიანობის სისწორეში, მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყნის კოდი, კარგი ტარა, ახლდეს ეტიკეტირებული სარეკლამო ფურცელი;

_ პესტიციდების ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს სათანადო წესრიგის დაცვით;

_ პესტიციდით დაბინძურებული ადგილები მოარიდეთ ადამიანებს და ცხოველებს, გაწმინდეთ ასეთი ადგილები და არ გამოიყენოთ ისინი ყოველდღიური მოხმარებისთვის;

_ დაიცავით ჰექტარზე რეკომენდებული ხარჯვის ნორმები, პრეპარატის გაზავების წესები. ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი და არ დაუშვათ ხსნართან ბავშვების და ცხოველების მიახლოება;

_ პრეპარატის გასაზავებლად სუფთა წყალი გამოიყენეთ. ხოლო შხამის გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ ყველა ხელსაწყო და მოწყობილობა, ნარეცხი წყალი კი სპეციალურ ორმოში ჩაასხით, რომ გარემო არ დაბინძურდეს;

_ ყურადღება მიაქციეთ ამინდს, ქარს შეუძლია პრეპარატის შხეფების სხვა ადგილზე გადატანა, წვიმას კი _ ჩამორეცხვა. ასევე არ შეიძლება წამლობის ჩატარება მზიან, ცხელ ამინდში;

_ აუცილებელია გამოყენებული პრეპარატების ცარიელი ტარის გაუვნებელყოფა. ისინი მიწაში უნდა ჩაიმარხოს. არ გამოიყენოთ ისინი ცხოველთა საკვების ან წყლის შესანახად. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველა ჩამოთვლილ წესს, რომ დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და ასევე გარემოს ააცილოთ დაბინძურება. ზამთრის პერიოდში, ვიდრე ადრე გაზაფხულიდან საქმეს შეუდგებით, კარგად გადახედეთ ჩვენს რჩევებს პესტიციდებთან დაკავშირებით, რადგან მისი გამოყენება ორჯერ მეტად დაგვჭირდება მომავალი გაზაფხულიდან, მავნებლების და სოკოვნების სერიოზული მოძალების გამო.

 ანგელინა ნიკოლაიშვილი,ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს