ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ჩვენი რჩევები

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

9 ნოე. 2017, 11:07:51

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ შეადგინეს სქემები, რომლის მიხედვით წვენები გამოიყენება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ.

პომიდვრის წვენი არის ნაღველმდენი, ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნის რისკს, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს. გარდა ამისა, ბოსტნეულის წვენებიდან ყველაზე გემრიელია. თუ დაამატებთ ნიორს და მწვანილს, ამაღლდება მისი სამკურნალო თვისება.

წვენებით მკურნალობისას ორგანიზმი მდიდრდება სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ფიტონციდები, რომელსაც შეიცავს წვენები, ებრძვის ვირუსებს, პარაზიტებს, ასე რომ, სასარგებლო ვიტამინებთან ერთად იღებთ ანტიბიოტიკებს. მაგალითად, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას. ფორთოხლის წვენი ორგანიზმს

მატებს ენერგიას, ხსნის დაღლილობას, Mიცავს ვირუსებისგან, ამაგრებს სისხლძარღვებსა და იმუნიტეტს.

ყურძნის წვენი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მაგრამ დიაბეტით დაავადებულებს ეკრძალებათ.

ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის სწრაფად გამოჯანმრთელებას.

სტაფილოს წვენი, ჭარხლის, ვაშლის ან ნიახურის წვენთან ერთად აღადგენს საუნის ან აბანოს შემდეგ დაკარგულ სითხეს. არ დაგავიწყდეთ, სტაფილოს წვენი ამ ნარევში უნდა იყოს არანაკლებ 80%-ისა. წვენი უნდა გაზავდეს წყლით (1:1).

ბოსტნეულის წვენი არცთუ ტკბილი და გემრიელია, როგორც ხილის ან კენკრის, სამაგიეროდ, ის სწრაფად აითვისება, შეიცავს უფრო მეტ ვიტამინსა და მინერალებს. მაგალითად, კომბოსტოს წვენი კურნავს ღვიძლის, სასუნთქი გზების ანთებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

თითქმის ყველა ხილის წვენი ერთმანეთს კარგად ერწყმის, მაგრამ კურკიანი ხილი (ალუბალი, ბალი, ქლიავი) - ვერ იტანს სხვა ხილს - დალიეთ დამატების გარეშე. სამაგიეროდ, თამამად შეურიეთ ერთმანეთს სტაფილო და ვაშლი, მსხალი და ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი, ნიახური.

გახსოვდეთ! წვენებით მკურნალობის დაწყებამდე მოეთათბირეთ ექიმს. გასტრიტის, წყლულის, მაღალი მჟავიანობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების, პანკრეატიტის დროს - წვენები არარეკომენდებულია. დასაწყისში ორგანიზმის შესაჩვევად წვენები გააზავეთ წყლით.

წვენები დალიეთ მომზადებიდან 5-15 წუთში, რათა მათი სამკურნალო ეფექტი არ დაქვეითდეს.




 ახალი ამბები
  • კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს სამართებლით თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენაბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე მოხდა. ექთანი ამბობს, რომ ის ახლაც სამსახურშია – „გადახვეული ჭრილობებით“. „ბათუმელები“ დაზარალებულ ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია. „ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა. არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – გვითხრა ასმათ ვარშალომიძემ. ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“. ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. სასტუმროში პოლიცია მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს. ექთნის თქმით, სასტუმროს დაცვა ჰყავს, თუმცა შემთხვევა სწრაფად მოხდა და მისი დახმარება ვერ შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...
  • "მათ ვურჩევდი, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე" _ კაპანაძეევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას ეხმაურება. კაპანაძის თმით, ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. კაპანაძემ ხელისუფლების წარმომადგნელებს ურჩია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ნორმალური და რაციონალური წინადადებით მივიდნენ. „ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს. ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება.“ - განაცხადა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩიბათში _ ტრაილერი გზიდან გადავარდაცოტა ხნის წინ სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და არსებულ არხში ჩავარდა.  არიან თუ არა დაშავებულები ამ ეტაპზე ... ...
  • “ლანჩხუთის“ ფეხბურთელი ანა გობრონიძე “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდაფონდ “გურულ დღიურებს“ ახალი ბენეფიციარი ჰყავს. საქართველოოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის და “გურული დღიურის“ დამფუძნებლის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სტიპენდია ამჯერად კლუბ “ლანჩხუთის“ ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელს ანა გობრონიძეს გადაეცემა. ანა ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთში“ ორი წელია თამაშობს, მანამდე კი სკოლის შეჯიბრებებსა და სპორტულ თამაშებში აქტიურად მონაწილეობდა. “ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. გოგოებმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბედნიერი წუთები ყოველთვის დამამახსოვრდება.“ _  გვითხრა ანა გობრონიძემ. ანა გობროინძემ დღეს გაიგო, რომ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდა. “ნამდვილად სასიხარულო ამბავია და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო გიორგი კეკელიძის "გურული დღიურების" სტიპენდიანტი", სატელეფონო ზარი", _ გვითხრა ანა ... ...
  • ურეკში სახლი დაწვას გადაურჩაურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში,  ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა. „სახურავში დაგროვილმა კვალმა როცა გარეთ გამოჟონა, მობინადრეებიც გარეთ გამოცვივდნენ. აშკარა იყო, ცეცხლი ელექტროსადენებს მოედო,“ _ გვეუბნებიან ურეკიდან. წყარო. _  როცა კვამლში გახვეული სახურავი დავინახეთ და ცეცხლის ალი  სადენს მიჰყვებოდა,  ხალხიც გარეთ იყო გამოსული, უცებ ენერგოსამსახურში დავრეკეთ.   ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა გია ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ სოფელ შრომიდან დაუყოვნებლივ გამოგზავნიდა  იქ მყოფ ბრიგადას. 5 წუთში მოვიდნენ და სასწრაფოდ ჩახსნეს ხაზები, ცეცხლიც ადგილობრივი ძალებით   ჩავაქრეთ.  სახანძრო სამსახურის გამოძახება აღარ დაგვჭირდა.  ნამდვილად დაწვას გადავურჩით ამ ოპერატიული მოქმედებით და ამ სიცივეში უსახლკაროდ არ დავრჩით,_ გვითხრეს ურეკის მცხოვრებლებმა:  მიხეილ კიკვაძემ,  ელენა ეგოროვამ, ლალი თავართქილაძემ და შორენა ... ...

არქივი